;
21 თებერვალი 2013      Johnny depp     49 კომენტარი     ნანახია 6759-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Legends Never Die Legends Never Die
Legends Never Die - Heath Ledger

ყველაზე დიდი დანაკარგი მსოფლიო კინოს ისტორიაში – ასე შეაფას აბევრმა,ავსტრალიაში
დაბადებული ჰიტ ლეჯერის სიკვდილი. ჰიტ ლეჯერი ნამდვილად საოცარი ადამიანი იყო, კეთილი,
დიდი ნიჭით დაჯილდოებული.
ის სამუდამოდ დარჩებაჩვენს გულებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე
დიდი პიროვნება და დიდი ადამიანი.

Legends Never Die

ჰიტკლიფ ენდრიუ ლეჯერი 1979 წლის 4 აპრილს დაიბადა ქალაქ პერტში(დასავლეთი ავსტრალია). მისი დედა – სელი ლეჯერ ბელი, ფრანგული ენის მასწავლებელია, მისი წინაპრები შოტლანდიური კემბელების გვარის წარმომადგენლები იყვნენ; მამა – კიმ ლეჯერი, ავტომრბოლელი და მთის ინჟინერი პერტში ცნობილი ოჯახიდანაა. ჰიტს და მის დას კეტრინს მშობლებმა ემილია ბრონტეს რომანის 'Wuthering Heights' გმირების სახელები დაარქვეს. მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ჰიტი 10 წლის იყო, ბიჭი დედასთან დარჩა, მაგრამ მამასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა. ბიჭებისთვის განკუთვნილ გილფორდის გრამატიკულ სკოლაში სწავლის დროს სწავლისას ჰიტკლიფი აქტიურად დადიოდა სპორტზე სკოლის ხოკეის გუნდში, ეკვით იყო გატაცებული, და თან კიდევ სკოლის თეატრალურ სტუდიაში თამაშობდა. 15 წლის ასაკში ის სკოლის სამსახიობო გუნდის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა შეჯიბრებებში და ბოლოს და ბოლოს სამსახიობო პროფესიით წასულიყო არჩია. 17 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰიტი მეგობართან ერთად სიდნეიში გაემგზავრა, ქალაქში, სადაც მისი სიტვებით ყველა ოცნება სრულდება.

Legends Never Die

1996 წელს მან მიიღო ველოსიპედისტი–გეის როლი სატელევიზიო სერიალში ახალგაზრდა სპორტსმენებზე 'ოფლი', მისი ნამუშევარი შეამჩნიეს და 1997 წელს ლეჯერმა მონაწილეობა მიიღო ფილმში მოზარდების ცხოვრებაზე 'Blackrock'. ამ ნამუშევრების დახმარებით ის ავსტრალიაში საკმაოდ ცნობილი ხდება და ის დაპატიჟეს აშშ–ში გადაღებებზე, კომპანია Fox სერიალში 'Roar'. 1999 წელს მსახიობმა კინოაგენტი შეიძინა ჰოლივუდში და ახალი როლები მიიღო: ჯერ შავ კომედიაში 'Two Hands', მალე კი ახალგაზრდულ კომადიაში '10 Things I Hate About You'. ამ ფილმებში მონაწილეობის შემდეგ ჰიტ ლეჯერმა გადაწყვიტა უარი ეთქვა მოზარდების მომხბვლელი–კუმირის იმიჯზე და უფრო სერიოზული წინადადებების განხილვა დაიწყო. 2000 წელს მან ერთერთი ცენტრალური როლი მიიღო როლანდ ემერიხის ფილმში 'The Patriot', სადაც მან მელ გიფსონთან ერთად ითამაშა. შემდეგ ჰიტ ლეჯერი დააჯილდოვდა «Blockbuster Entertainment Award» საუკეთესო დებიუტანტის პრემიით და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მალე მან მონაწილეობა მიიღო რომანტიულ ფილმში 'A Knight's Tale',სადაც მთავარი როლი შეასრულა და რომელსაც უზარმაზარი წარმატება ჰქონდა მთელ მსოფლიოში, თვითონ ლეჯერი კი ნომინირებული იყო MTV პრემიაზე კინოწლის საუკეთესო კოცნისთვის. მსახიობი ხელს მოაწერს სტუდია Miramax და გააგრძელებს გადაღებებს ფილმში 'Monster's Ball', სადაც პატარა როლი შეასრულა, რომელმაც 2002 წელს 'ოსკარის' პრემია მიიღო საუკეთესო ოროგინალური სცენარისთვის. მომავალში ის მონაწილეობას მიიღებს რამოდენიმე ფილმში' Four Feathers, The', 'Ned Kelly', და 'The Order', სადაც შესრულებისთვის რთული და არაერთაზროვანი სახასიათო როლები ამოარჩია.

Legends Never Die Legends Never Die Legends Never Die Legends Never Die

2005 წელს ჰიტ ლეჯერი თავისი სამსახიობო კარიერის მწვერვალზე აღმოჩნდა. ამ წელს მან ოთხ ფილმში მიიღო მონაწილეობა, თან ეს როლები სრულიად განსხვავდებოა ერთმანეთისგან, ეს იყო ფილმები: ტერი გილიამის 'The Brothers Grimm', სადაც ერთერთი თაღლითი–ძმის როლი შეასრულა; სურათში 'Lords of Dogtown' – გამუდმებით ნახევრად მთვრალისეფინგის ნივთების გამყიდვლის რილი; ყველაზე არაერთაზროვნად მიიღეს გომოსექსუალისტი–კოვბოის როლი ენს ლის ფილმში 'Brokeback Mountain', სადაც ლეჯერმა შეადგინა სამსახიობო დუეტი ჯეიკ ჯილენხოლთან. და კვლავ ფილმი მისი მონაწილეობით MTV პრემიით იყო აღნიშნული როგორც წლის საუკეთესო, თმცა ამ ჯერად ორი შეყვარებული კავბოის კოცნისთვის. 'Brokeback Mountain' 'ოსკარის' სამი პრემია დაიმსახურა და 'ოთხი ოქროს გლობუსი, ასევე მიიღო ვენეციური კინოფესტივალის პრიზი 'ოქროს ლომი'. ამ ფილმების შემდეგ მსახიობი 'ოსარზე' იყო ნომინირებული და ასევე ბევს სხვა კინოპრემიაზე. 2005 წლის ბოლოს კიდევ ერთი ფილმის პრემიერა შედგა ლეჯერის მონაწილეობით – რომანტიული კოსტუმირებული კომედიის 'კაზინოვა', სადაც მსახიობმა ცნობილი მაცდუნებელის ჯაკომო კაზანოვას როლი შეასრულა.

Legends Never Die

2006 წელს ლეჯერმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიურ რომანტიულ დრამაში 'კენდი', რომელმაც სამშობლოშიც და საერთაშორისო კინოფესტევალებზე აღიარება დაიმსახურა. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი 'I'm Not There' დამოუკიდებელი რეჟისორის ტოდ ხედსენის, ბიოგრაფიული დრამა,მისი მიერ ჩატარებული სამუშაოსთვის რეჟისორის და კასტინგის რეჟისორის აპლუაში ფილმზე „მე იქ არ ვარ“, რომელიც შთაგონებული იყო ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის ბობ დილანის ცხოვრებითა და სიმღერებით. ფილმში ლეჯერი განასახიერებს გამოგონილ მსახიობს სახელად რობი კლარკი, ერთ-ერთ პერსონაჟს იმ ექვსიდან, რომლებიც ასახავენ დილანის ცხოვრებისა და პერსონის ასპექტებს. 2007 წელს ასევე დასრულდა 'ბეტმანზე ფილმის გაგრძელების 'The Dark Knight' გადაღებები , სადაც ბოროტმოქმედი ჯოკერის როლი ჰიტ ლეჯერმა შეასრულა. ჰიტ ლეჯერი ცნობილი იყო თავისი მრავალრიცხოვანი რომანებით მსახიობებთან. 1997 წელს ის ლიზაზეინს ხვდებოდა(მსახიობი ბილი ზინის დას). 2000 წელს – მსახიობს ხიზერ გრემს. 2002–2004 წლებში ჰიტს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ნაომი უოთსთან, რომელიც გაიცნო ერთერთი ფილმის გადაღებებზე.

Legends Never Die

ლეჯერმა მიიღო ნიუ-იორკის ფილმის კრიტიკოსთა წრეების ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი“, ხოლო 2006 წელს - „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან და ნომინირებული იყო 2005 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კატეგორიაში „ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“, ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში“.სიკვდილის შემდეგ მან მიიღო „დამოუკიდებელი სულის რობერტ ალტმანის პრემია“ მსახიობთა დანარჩენ შემადგენლობასთან ერთად, ლეჯერმა მიიღო არაერთი ჯილდო მის მიერ განსახიერებული ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“, მათ შორის ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, საუკეთესო მსახიობის საერთაშორისო ჯილდო 2008 წლის ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტის დაჯილდოებაზე, რითაც ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ჯილდო სიკვდილის შემდეგ, ლოს-ანჯელესის ფილმის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 2009 წლის ოქროს გლობუსი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის და 2009 წლის ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

Legends Never Die

ქალაქ სიდნეიში, ჩატარდა ჟურნალ GQ-ს დაჯილდოვების ცერემონიალი GQ Men of the Year Awards ,სადაც ჰიტ ლეჯერს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული მიანიჭეს ჯოკერის როლის შესრულებისათვის ფილმში „ მუქი რაინდი“. აწ გარდაცვლილი მსახიობის ჯილდო, მის მამას, კიმ ლეჯერს გადასცეს, რომელმაც სცენაზე დგომისას ცრემლები ვერ შეიკავა. კიმმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ როგორ უყვარდა და ხიბლავდა მის შვილს ჯოკერის როლის შესრულება: „ის მთელ დღეებს გადასაღებ მოედანზე ატარებდა, ეხუმრებოდა დანარჩენ მსახიობებს და ზოგჯერ აშინებდა კიდეც, თან ამ ყველაფრის პარალელურად მოახერხა არაჩვეულებრივი პერსონაჟის შექმნაც“. ცერემონიალზე ჯილდო „ხალხის რჩეული“ ჰიუ ჯეკმანმა მიიღო , ხოლო „წლის კრეატიული ძალები“ კი ბაზ ლურმანს ერგო.

Legends Never Die
რადმენიმე ფაქტი მის გაურკვეველ სიკვდილთან დაკავშირებით

^სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობი ავსტრალიელ მოდელს და მსახიობს ჯემა უორდს ხვდებოდა. 22 იანვარს 2008 წელს 15:31 ლეჯერი გარდაცვლილი იპოვეს თავის ნიუ–იორკის ბინაში მანხეტენზე.

^პოლიციამ თვითმკვლელობად შეაფასა მისი სიკვდილი. ის აკრაძალული ნივთიერებების გადაჭარბებული დოზით მირებამ შეიწირა. ოჯახისა და ექიმის ვერსიით, ჰიტი წამალზე დამოკიდებული არ ყოფილა.


Legends Never Die

^საინტერესოა ის ფაქტიც,რომ არცერთი არალეგალური წამალი მის სახლში არ უპოვიათ.იპოვეს მხოლოდ უძილობის და ნერვოზის საწინააღმდეგო აბები. ნეგატიურმა ტესტმაც გააქარწყლა ყველას აზრი იმის შესახებ, რომ ჰიტი წამალზე დამოკიდებული იყო.

^მამამ- კიმ ლეჯერმა რამოდენიმე დღეში ასე შეაფასა შვილის გარდაცვალება „-ტრაგიკული,უადგილო და უცაბედი.ალბათ მის სიტყვებში ყველაზე მეტად ყურადღება უდნა გავამახვილოთ ბოლოზე.


Legends Never Die

^შემთხვევითობა გამორიცხავს იმას რომ ეს სუიციდი იყო.ნეგატიურმა ტესტმა გააქარწყლა ყველას აზრი იმის შესახებ ,რომ ჰიტი წამალზე დამოკიდებული იყო.

^ბევრი დარწმუნებულია,რომ ჰიტ ლეჯერი დაკვეთით მოკლეს.


Legends Never Die

^ჰიტი მოკვდა მაშინ,როცა ჯოკერის როლის შესრულება დამთავრებული ჰქონდა და იწყებდა ჩემს მიერ წინა პოსტში ნახსენებ კინოში The imaginarium of doctor parnasuss–ში გადაღებას.

^კინოში ის მისტიკურ პიროვნებას თამაშობს,რომელიც ჯოჯოხეთში მოგზაურობს ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად.ჰიტი ზუსტად ამ ფილმის გადაღების დროს მოკვა.საკმაოდ საეჭვოა ამგვარი დამთხვევა,რადგან ფილმი სავსეა ოკულტური სიმბოლიზმით.შემოგთავაზებთ ვიდეოს და ასევე სურათს.

^საინტერესოა ასევე ის ფაქტიც,რომ ზუსტად 22 იანვარს,ნოვაკ ჯოკოვიჩმა,რომლის მეტსახელია ‘ჯოკერი’ თასი აწია ავსტრალიაში,ხოლო ინდონეზიის პრეზიდენტი-სუჰერტო კი გარდაიცვალა.

Legends Never Die


^ჯეკ ნიკოლსონმა ჰიტის გარდაცვალების შემდეგ თქვა- ‘მე ვაფრთხილებდიო’.აუდიტორიამ სხვადასხვანაირად მიიღო ეს სიტყვები.ბევრმა ჩათვალა,რომ ილუმინატების განზრახვის შესახებ აფრთხილებდა.ზოგმა კი უბრალოდ წამლებს და ზედმეტ დოზებს დააბრალა.თუმცა ყველაზე ცნობილი თეორიაა ,რომ ჯეკმა ის ბნელი რაინდის როლის შესრულებაზე გააფრთხილა

^ასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში არ არის მოხსენიებული მსახიობის სისხლში ნაპოვნი წამლის კონცენტრაციები, და თუ რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია ჰიტ ლეჯერის(Heath Ledger) სიკვდილი. NYPD–ს ანგარიშში ჩამოთვლილია მხოლოდ ის წამლები, რომლებმაც გამოიწვია მძიმე ინტოქსიკაცია. მათ შორისაა დამამშვიდებლები Xanax-ი, Valium-ი და Lorazepam-ი, ასევე საძილე საშუალებები: Restoril-ი და Unisom-ი.

^მსახიობის სხეული ავსტრალიაში გადააგზავნეს. 2008 წლის თებერვალს ის სამშობლოში დაასაფლავეს, ქალაქ პერტში.
ლეჯერთან დასამშვიდობებლად ათასამდე ადამიანი მოვიდა, მათ რიცხვში ყოფილი საცოლეც იყო მიშელ უილიამსი, ასევე კეით ბლანშეტი


Legends Never Die


^„მის თვალებში იყო რაღაც საოცრად ღრმა. მათთვის დაუსრულებლად შეგეძლოთ გეცქერათ და თვალები უსიტყვოდ გიამბობდნენ ათას ისტორიას.“
„ჰიტის ძალა კი არ გაშინებდათ, პირიქით, გაინტრიგებდათ.
“ - განაცხადა ნაომი უოტსმა.

Legends Never Die

^ლეჯერი 1 თვით ჩაიკეტა სასტუმროში იმისათვის რომ ჯოკერის როლისათვის სათანადოდ მომზადებულიყო. ის ამუშავებდა მიმიკებს, ხმას, გამოხედვას. ჰიტი დღიურსაც კი აწარმეობდა სადაც იწერდა აზრებს, რასაც მისი აზრით ცივსისხლიანი მკვლელი ფიქრობდა. ის სრული არსებით შეიჭრა როლში და საბოლოოდ თავისი გმირი ფსიქოპატ ჯამბაზად ჩამოაყალიბა, რომელიც არაფერს ნანობდა. თავის უკანასკნელ ინტერვიუში ჰიტ ლეჯერმა აღნიშნა, რომ სამუშაოს შესრულებისათვის მკაცრი დისციპლინა , სიმტკიცე და თავგანწირვა იყო საჭირო. მაკიაჟის გაკეთებაში ყოვედღიურად მინიმუმ 1 საათი მიდიოდა. თუმცა მსახიობის ძალისხმევავ არ დააყოვნა: ფილმს კინოს ისტორიაში ყველაზე მმომგებიანი პრემიერა ჰქონდა-155,3 მილიონი დოლარი.

Legends Never Die

^ლეჯერის სამსახიობო კარიერის მწვერვალი გახდა ჯოკერის როლი კრის ნოლანის ფილმში- "The Dark Knight." მაიკლ კეინის (ლეჯერის პარტნიორი ფილმში)აზრით, ჰიტის ჯოკერი უკეთესია ვიდრე ჯეკ ნიკოლსონის ჯოკერი ფილმიდან -"Batman" ( 1989) : "ჯეკი ჰგავს მასხარას, კეთილს მაგრამ ამავედროულად გოგონების ბოროტ მკვლელს.მას შეეძლო ყოფილიყო სასაცილო და გაგაცინებდათ კიდეც. ჰიტმა სულ სხვა გზა მოძებნა, მისი ჯოკერი ნამდვილ, შემაშინებელ ფსიქოფატად იქცა."

] Legends Never Die

^კეინმა იცის რასაც ამბობს, რადგან როდესაც პირველად ნახა ჰიტი ჯოკერის გარეგნობით გადასაღებ მოედანზე ისე შეეშინდა, რომ თავისი როლის ტექსტი დაავიწყდა. ფილმის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა ითამაშოს ჯოკერი ჰიტ ლეჯერმა, პასუხობს:- "იმიტომ,რომ ის უშიშარია."

Legends Never Die

^როლისთვის, რომ კარგად მომზადებულიყო, ლეჯერი 1 თვით ჩაიკეტა სასტუმროში, ამუშავებდა ჯოკერის მიმიკას, ჟესტიკულაციას და ხმას, აწარმოებდა დღიურს სადაც წერდა ყველაფერს, რასაც მისი აზრით ფიქრობდა და გრძნობდა მისი გმირი.

Legends Never Die

^საინტერესოა, რომ ჯოკერის ზოგიერთი ზნე-ჩვეულება ჰიტმა აიღო ალექსისგან- ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი".(1971წ)
და სიდ ვიშესისგან (ჯგუფი «Sex pistols» ). შემდეგ მსახიობი თავის გმირს ახასიათებდა, როგორც: "შიზოფრენიით დაავადებული მასხარა, მასობრივი მკვლელობებისადმი მიდრეკილი, ფსიქოფატი, რომელსაც სიბრალულის და თანაგრძნობის ნასახიც კი არ ააქვს.
"

Legends Never Die

^2004 წლის ზაფხულში კანადაში, 'კუზიანი მთის' გადაღებებზე, ლეჯერმა გაიცნო მსახიობი მიშელ უილიამსი, რომელთანაც ერთად სამი წელი იცხოვრა. 28 ოქტომბერს 2005 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი მატილდა როუზი. 2007 სექტემბერს წყვილმა განშორების შესახებ გამოაცხადა.

^მსახიობს დეპრესია ჰქონდა, რომელიც გამოიწვია მიშელ უილიამსთან დაშორებამ.

^ ჩვენ ხშირად ვიყავით ერთად, როცა მიჭირდა ჩემს გვერდით იყო და ვცდილობდი მეც დავხმარეობდი, უდავოდ კარგი იყო..სიცილი მისი ცხოვრების ნათელი წერტილი იყო.. ჰიტი ყოველთვის ემოციურეობით გამოირჩეოდა.. იცოდა ვინ იყო და რა ეკეთებინა..იხსეენბს მისი -ერთ-ერთი მეგობარი


Legends Never Die

"მე არ ვგეგმავ მომავალს. მე არ ვიცი რას გავაკეთებ ხვალ. არ მაქვს დღიური. მე ვცხოვრობ აწმყოთი, არც მომავლით და არც წარსულით."

Legends Never Die

"მე მქონდა სერიოზული კრიზისი, უარს ვამბობდი როლებზე რომლებიც თინეიჯერული იყო. ვიკვებებოდი პურით და ვსვავდი მხოლოდ წყალს. ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან შენ ძალიან დიდ ანაზღაურებაზე ამბობ უარს და ხანდახან ფიქრობ რომ დასთანხმდე, რომ შიმშილს მაინც დააღწიო თავი."

Legends Never Die

"ყველაფერი უმნიშვნელოა. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება რომ ვიყოთ იქ სადაც ახლა ვართ. სიცოცხლე ძალიან მოკლეა. ისეთი მოკლე, რომ თითქოს უკვე წასულები ვართ და წარსულში ვიხედებით."

Legends Never Die

მიყვარს იმის კეთება რისიც მეშინია..."

"მე ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ სიამოვნებას მანიჭებს, დღე როდესაც მე ჩემი საქმისგან სიამოვნებას ვეღარ მივიღებ, გავქრები."

Legends Never Die

"უბრალოდ მინდა მხიარული დავრჩე."

"მე ისევ ბავშვი ვარ, 6 წლის ბავშვი. ეს მნიშვნელობას აძლევს ყოველ დილით გაღვიძებას და იმის შეგრძნებას, რომ ცხოვრება მოგზაურობაა."

Legends Never Die

"მიშელი ჩემი სულია და ერთმანეთი ყველაზე მეტად გვიყვარს. ამაზე მეტად სიყვარული შეუძლებელია..."

Legends Never Die

"შემიძლია საკუთარ თავს ბედნიერი ადამიანი ვუწოდო, მე აღარც სიკვდილის მეშინია ,რადგან ჩემს გოგონაში მე მუდმივად ვიცოცხლებ

Legends Never Die


ცხოვრება არაა ზღაპარი , შესაბამისად ყველაფერი ზღაპრული ვერ იქნება, ყველაფერი ისე არ მოხდება როგორც ჩვენ გვსურს, ადამიანები მიდიან, მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან, სანამ დრო გვაქვს დავაფასოთ ისინი რადგან არავინ იცის ბედი რას მოგვიწყობს მართალია დრო სწრაფად გარბის და ადამიანსაც წამებში ავიწყდება ყველაფერი მაგრამ რთულია დაივწყო ჰიტისნაირი ადამიანი,რომელიც ცდილობდა მაქსიმალური ეკეთებინა ყოველთვის. მას და მის თაყვანისმცემლებს სიკვდილი ვერ დააშორებს..ის მუდამ ყველას ემახსოვრება ეყვარება და პატივს სცემს..არა ! უბრალოდ შეუძლებელია დაივიწყო ბიჭი რომელის ღიმილს დღემდე შეუძლია სიცოცხლის ძალის მოცემა..ერთხელ მანდ თქვა „მაშინ, როდესაც ჩემი საქმისგან სიამოვნებას ვეღარ მივიღებ, გავქრები“.. სასწაულია.. მაგრამ ასე მოხდა..


Legends Never Die

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

49


  • brookesh თქვა:
    27 მარტი 2013 21:32 - ID: 49,
    ლეგენდააა

  • ekaterine თქვა:
    24 თებერვალი 2013 18:40 - ID: 48,
    love love
    "შემიძლია საკუთარ თავს ბედნიერი ადამიანი ვუწოდო, მე აღარც სიკვდილის მეშინია ,რადგან ჩემს გოგონაში მე მუდმივად ვიცოცხლებ'' --- შეუდარებელია :) love

  • Let It be Me ♥ თქვა:
    24 თებერვალი 2013 01:18 - ID: 47,
    გენიალური მსახიობი იყო,დიდებული!

  • DaDuKo თქვა:
    23 თებერვალი 2013 21:20 - ID: 46,
    love

  • Anii თქვა:
    23 თებერვალი 2013 15:53 - ID: 45,
    ვგიჟდები ამ ბიჭზე love გენიოსი

  • m.a.r.i თქვა:
    23 თებერვალი 2013 12:40 - ID: 44,
    ჰიტი მართლაც განუმეორებელი და გენიელურია არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ ძალიან მიყვარს და მეყვარება love love სიახლე კი შესანიშნავია

  • Scouser Kate თქვა:
    22 თებერვალი 2013 19:23 - ID: 43,
    ეეხ მართლა კარგი რამე იყო. არვიცი როგორ შევაფასო არმეყოფა სიტყვები. ყველანაირად კარგი იყო :/

  • leitoni თქვა:
    22 თებერვალი 2013 18:46 - ID: 42,
    ჩემი ფავორიტია love

  • Afrodite...♥ თქვა:
    22 თებერვალი 2013 18:21 - ID: 41,
    არაჩვეულებრივი მსახიობი იყო და ნამდვილად მისი გარდაცვალებით კინოს სფერომ დიდი დანაკარგი განიცადა.თაკო შენით აღრფრთოვანებული ვარ ისეთ სრულტოფილ და არაჩვეულებრივ სიახლეებს ქმნი love love

  • J I Q O თქვა:
    22 თებერვალი 2013 17:18 - ID: 40,
    ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ვვიტირებ ეხლაააააააააააააააა დზააან მიყვარსსსსს sad recourse

    love

  • Queen_N თქვა:
    22 თებერვალი 2013 16:33 - ID: 39,
    მარტო კუზიანი მთისთვის ეკუთვნოდა ერთი ათი ოსკარი ამ კაცს და ჯეიკსაც :(

  • knach თქვა:
    22 თებერვალი 2013 16:25 - ID: 38,
    es bichi mainc da mainc kargad ar vici vin aris mxolod jokeridan gavicani da guli mwydeba dzalian :(

  • mariamininutsa თქვა:
    22 თებერვალი 2013 15:57 - ID: 37,
    თაკო ვგიჟდები შენზეეე რა მაგარი ნიუსი იყოოო <3 love love love love

  • beonce თქვა:
    22 თებერვალი 2013 15:22 - ID: 36,
    ყოველთვის სრულყოფილი ნიუსი გაქვს

  • Anniiee თქვა:
    22 თებერვალი 2013 15:08 - ID: 35,
    ვგიჟდები ჰიტზე! უნიჭიერესი იყო,გასაოცარი,გენიალური! სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ პატივს ვცემ და როგორ მიყვარს! ბევრი ფილმი არ აქვს მაგრამ სადაც მონაწილეობს არაჩვეულებრივად თამაშობს! დაუვიწყარია მისი თითოეული როლი და თვით ჰიტიც! საუკეთესო იყო და საუკეთესოდ დარჩება მუდამ! გული მწყდება რომ ვაცნობიერებ მისნაირი ადამიანებიც რომ იღუეპებიან...მაგრამ ჩვენ ის სულ გვემახსოვრება.დიდი მადლობა ნიუსისთვის!

  • nini:)(: თქვა:
    22 თებერვალი 2013 12:58 - ID: 34,
    აუ რა როტო რატო უნდა კვდებოდნენ ესეთი ადამიანები :((((((((

  • elga თქვა:
    22 თებერვალი 2013 11:43 - ID: 33,
    გულისტკივილია მარტლა ჰიტი დღემდე ვერ ვიჯერებ ცოცხლი რო არაა.
    კარგი ნიუსია ძალიან თაკო უკარგესი

  • Ggvantsa თქვა:
    22 თებერვალი 2013 11:16 - ID: 32,
    აუ აუ აუუ sad

  • me თქვა:
    22 თებერვალი 2013 10:55 - ID: 31,
    უნიჭიერესი და უსაყვარელსი იყო love

  • Taly თქვა:
    22 თებერვალი 2013 01:14 - ID: 30,
    Johnny depp,
    ჰო, გასაგებია რომ თარგმნი და ვინც თქვა იმის ნათქვამზე გავაკეთე კომენტარი :) რა თქმა უნდა ნიუსს არაფერს ვუწუნებ და ძალიან მომეწონა, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მიყვარს ჰიტ ლეჯერი :) მადლობა ნიუსისთვის

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top