;

24 February 2013      Hermione...♥     Views 4206    
Category: Stars


ედი რედმეინი (Eddie Redmayne) ბრიტანელი მსახიობი და მოდელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ გაიცნო კოლინ კლარკის როლით ბოიგრაფიული ფილმიდან ჩემი კვირა მერილინთან და ვიქტორ ჰიუგოს შედევრის, საბრალონის ეკრანიზაციაში შესრულებული მარიუსის როლით. რედმეინს კულუარებში მექალთანის იმიჯი აქვს. მართლაც, ნებისმიერი მამაკაცი ინატრებდა მის ადგილას ყოფნას, რადგან ვარსკვლავს უმუშავია ისეთ ლამაზმანებთან, როგორებიც არიან: მიშელ უილიამსი, ემა უოთსონი, კლემენს პოეზი, ამანდა სეიფრიდი, ენ ჰეტეუეი, კრისტენ სტიუარტი და კარა დელევინი.

სრული სახელი: ედუარდ ჯონ დევიდ რედმეინი

დაბადების თარიღი: 1982 წლის 6 იანვარი

დაბადების ადგილი: ლონდონი, ინგლისი

სიმაღლე: 1.85 მ



მოკლე ბიოგრაფია

ედი რედმეინი, რომელსაც 4 დედმამისშვილი ჰყავს, ლონდონში გაიზარდა. მომავალმა ვარსკვლავმა ადრეულ ასაკში გამოავლინა არტისტული მონაცემები და სასკოლო დადგმებში იღებდა მონაწილეობას. სპექტაკლებში მონაწილეობა რედმეინმა უნივერსიტეტშიც გააგრძელა, სადაც ის ხელოვნების ისტორიას სწავლობდა და პარალელურად, სამსახიობო ოსტატობასაც ეუფლებოდა. ედის, როგორც პროფესიონალი მსახიობის დებიუტი 2002 წელს შედგა შექსპირის გლობუსის თეატრში, სადაც მან ვიოლას როლი შეასრულა პიესიდან მეთორმეტე ღამე. კრიტიკოსებმა რედმეინის შესრულება საკმაოდ დადებიტან შეაფასეს და ამ შეფასებებმა ვარსკვლავს გზა გაუხსნა არა მხოლოდ პრესტიჟულ დადგმებში, არამედ კინოსამყაროშიც.




* 2008 წელს რედმეინმა კრისტენ სტიუარტთან ერთად ითამაშა ფილმში ყვითელი ცხვირსახოცი.




* 2011 წელს გამოვიდა ფილმი პროვინციელი, სადაც რედმეინმა ქლოი მორეცთან ერთან ითამაშა.



* ამავე წელს გამოვიდა ოსკარის ნომინანტი ფილმი სახელწოდებით ჩემი კვირა მერილინთან, რომელმაც რედმეინს მსოფლიო აღიარება მოუტანა და რომელშიც მსახიობს პარტნიორობას მიშელ უილიამსი და ემა უოთსონი უწევენ.


















ვარსკვლავები დღემდე კარგი მეგობრები არიან


* 2012 წელს გამოვიდა სერიალი Birdsong, რომელშიც რედმეინი ინგლისელი ჯარისკაცის როლს თამაშაშობს ვისაც ფრანგი ლამაზმანი შეუყვარდება. სერიალში მსახიობს პარტნიორობას კლემენს პოეზი უწევს.









* * *


* ამავე წლის ბოლოს გამოვიდა ვიქტორ ჰიუგოს უკვდავი ნაწარმოების, საბრალონის ეკრანიზაცია, რომელშიც რედმეინი მარიუსის როლს ასრულებს. ფილმში მსახიობს პარტნიორობას უწევენ ამანდა სეიფრიდი და ენ ჰეტეუეი.








* ედი რედმეინი Burberry-ს 2012 წლის სახეც გახლავთ. კამპანიაში ვარსკვლავს პარტნიორობა კარა დელევინმა გაუწია.








Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top