;

25 February 2013      Johnny depp     9 Comments     Views 2149    
Category: Stars

Happy birthday George HarrisonHappy birthday George Harrison
Happy birthday George Harrison

ზუსტად 70 წლის წინ , ლივერპულში დაიბადა ბიჭი- სახელად ჯორჯი რომელიც
ჰარისონების ოჯახშირიგით მეხუთე წევრი იყო. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ
საინტერესო ცნობები მის შესახებ..


Happy birthday George Harrison

Happy birthday George Harrison

❊ ავტობუსის მძღოლს ჰაროლდ ჰარისონს და მის მეუღლე ლუიზას მეხუთე, ნაბოლარა შვილი 1943 წლის
თებერვალში შეეძინათ.
ოჯახი ლივერპულის გარეუბანში ცხოვრობდა. "ბედნიერი ბავშვობა მქონდა",
იხსენებდა სიცოცხლის ბოლოს ჯორჯი. "ჩვენს ოჯახს ყოველთვის ბევრი ხალხი სტუმრობდა. მხიარულ
გუნებაზე, ისინი ჩემი მშობლების გრამფირფიტებს უსმენდნენ


❊ ჰარისონი დაიბადა სახლში, სადაც პირველი ექვსი წელი გაატარა - 12 Arnold Grove, უეივერტრი, რომელიც იყო მომცრო ზომის, შედარებით ღარიბული საცხოვრებელი. 1950 წელს ოჯახს შესთავაზეს საბჭოს კუთვნილი სახლი. ისინი გადავიდნენ 25 Upton Green-ზე.

❊ ჯორჯი სწავლობდა დავდეილიის სკოლაში , ჯორჯმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა ’11 პლუსი’ და ჩაირიცხა ლივერპულის ბიჭების უნივერსიტეტში❊

Happy birthday George Harrison

❊ჯორჯი იხსენებდა, რომ 12-13 წლის ასაკში ერთგვარი ’ეპიფანია’ ეწვია - მეზობლებთან ერთად მოტორბოლისას ახლოს მდებარე სახლიდან მოესმა ელვის პრესლის Heartbreak Hotel. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე წარმატებული მოსწავლე იყო, სკოლისადმი ინტერესი ჰარისონმა დაკარგა

❊კლასის უკანა ნაწილში იჯდა და სკოლის წიგნებში გიტარების ხატვას ცდილობდა: “გიტარებმა მთლიანად მიმიზიდეს. გავიგე, რომ ერთ ბიჭს 3 გირვანქად გიტარა ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ პატარა აკუსტიკური ნახვრეტი. დედაჩემს გამოვართვი 3 გირვანქა და 10 პენსი, რაც იმ დროს ჩვენთვის დიდ თანხას წარმოადგენდა.ჰარისონმა შეიძინა აკუსტიკური გიტარა

❊ჰარისონი იქცა ბითლზის წევრად მაშინ, როდესაც იგი ჯერ სკიფლ ჯგუფ „ქუორიმენს“ წარმოადგენდა.ლენონი თვლიდა მას ჯგუფისათვის მეტისმეტად ახალგაზრდად, ჰარისონი დრო და დრო მოდიოდა მათთან. 15 წლის ასაკისათვის ლენონმა და სხვებმა იგი უკვე მიიღეს ჯგუფის წევრად. ვინაიდან ჯორჯი იყო ყველაზე უმცროსი მათ შორის, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაშიბიჭუნად თვლიდნენ.

Happy birthday George Harrison

❊ჯორჯის მიერ მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბითლზის ჟღერადობის ჩამოყალიბებაში. იგი იყო კოლექტივის ყველაზე მდუმარე, მაგრამ პროფესიონალიზმით აღსავსე წევრი, რამაც მას ’პირქუში ბითლის’ სახელი შესძინა ❊

❊ჯორჯს ასევე "წყნარ ბითლს" უწოდებდნენ.ყველა, ვისაც სახელგანთქმულ ოთხეულთან ჰქონდა საქმე, ჰარისონის დახვეწილ იუმორს და მომხიბლავ ძალას აღნიშნავდა.

❊1960-ანი წლებიდან ჯორჯ ჰარისონის დაბადების თარიღი მუსიკის მოყვარულთათვის ძალიან ნაცნობი და ახლობელია მთელ მსოფლიოში. როცა ყველაზე უმცროსს ბითლზს 21 წელი შეუსრულდა, მან მიიღო 30 000 მისალოცი ღია წერილი მთელი მსოფლიოდან. მაშინ კვირაში 500-მდე წერილს იღებდა. ❊

Happy birthday George Harrison

❊როცა პროდიუსერ ჯორჯ მარტინის სტუდიაში "ბიტლზის" პირველი ჩაწერის დროს მარტინმა სთხოვა მუსიკოსებს საკუთარი შენიშვნები გამოეთქვათ, ჰარისონმა მას დაუყოვნებლივ უპასუხა, უპირველეს ყოვლისა, თქვენი ჰალსტუხი არ მომწონსო. ჰარისონის ხუმრობა იმწამსვე პრესის ფურცლებზე მოხვდა და საზოგადოების აღტაცება გამოიწვია. ჯორჯი "ბიტლზიდან" ყველაზე ახალგაზრდა იყო. ❊

❊სიცოცხლეში ჯორჯი უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა მუსიკის მოყვარულთა შორის. თვითონაც კეთილი და გულწრფელი ადამიანი იყო. მას ხშირად მოკრძალებულ ბითლზსაც უწოდებდნენ. ყველას ახსოვს მისი ბავშვური ღიმილი პირველი წარმატებებისას. ❊

ვარსკვლავური კომპლექსი მას სრულებით არ აწუხებდა - ჰარისონი ყველგან და ყოველთვის მუსიკოსად რჩებოდა

Happy birthday George Harrison

❊ჯორჯ ჰარისონი არა მარტო კარგი გიტარისტი და მომღერალი იყო, არამედ შესანიშნავი კომპოზიტორიც.

თავის მემუარებში მუსიკოსი წერდა: ჩვენი ოთხეული ზოოპარკში მოთავსებულ, სივრცეს და მოსვენებას მოკლებულ ცხოველებს დაემსგავსაო. სიმშვიდეს ჯორჯი ყველგან და ყოველთვის ეძებდა და, როგორც იქნა, სამოციანი წლების ბოლოს ინდოეთში მოიპოვა. ჰარისონი იქ თავის პირველ ცოლთან ერთად სახელგანთქმული მუსიკოსის, რავი შანკარის, გაცნობის მიზნით ჩავიდა. სწორედ რავი შანკარმა ასწავლა ჯორჯს სითარზე დაკვრა. სულ მალე ამ ინდურმა ინსტრუმენტმა მსოფლიო როკ-მუსიკის არსენალში დაიმკვიდრა ადგილი.

Happy birthday George Harrison

❊ინგლისში ჰარისონი ხშირი წვერით და ახალი შინაგანი რწმენით დაბრუნდა და "ბიტლზის" დანარჩენი წევრები დაარწმუნა, უარი ეთქვათ ჰალუცინოგენების მოხმარებაზე. არადა, იმხანად ნარკოტიკების მოხმარება მისი მეგობრებისთვის პრობლემად იქცა.❊

❊ცნობილია, რომ ჯორჯ ჰარისონი გატაცებული იყო ინდური ფილოსოფიით და რელიგიით, კონკრეტულად კრიშნაიზმით. მერე, ჰიმალაის მთებში მოგზაურობისას, ჯონ ლენონს მათი სულიერი მეგობარი ინდოელი მაჰარაში გარყვნილებაში უმხელია. ამან დიდი დარტყმა მიაყენა ჯორჯს. ჯორჯი კათოლიკურ ოჯახში იყო გაზრდილი, თუმცა მერე ასე გადაწყვიტა. მასზე ამბობენ, რომ პატიოსანი და სულიერი ადამიანი იყო. ის ეხმარებოდა ბანგლადეშელ ბავშვებს, აწობდა საქველმოქმედო კონცერტებს. ეხმარებოდა კიბოს წინააღმდეგ მოქმედ ფონდებს.

Happy birthday George Harrison

რავი შანკარი ასე იხსენებდა ჰარისონთან შეხვედრებს: "როცა ჯორჯ ჰარისონი მოვიდა ჩემთან, არც კი ვიცოდი რა მეფიქრა. მერე კი მივხვდი, რომ ჩემთან სწავლა უნდოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პოპ-ჟანრში ინდური მუსიკა აფეთქებას გამოიწვევდა. ეს ერთდროულად უცნაური, საინტერესო და მომხიბლავიც იყო"

ბითლზების დაშლის მერე ჯორჯმა მალევე გამოუშვა თავისი სიმღერების დისკი. მერეც აგრძელებდა მუსიკალურ კარიერას, როგორც კომპოზიტორი და მომღერალი. თუმცა, ხანდახან რამდენიმე წლით იკარგებოდა სცენიდან, თუმცა ამას თავის მიზეზები ჰქონდა. მეგობრობდა სხვა ცნობილ მუსიკოსებთან, ერიკ კლაპტონთან, ბობ დილანთან, ბილ პეტერსონთან და თავის ლივერპულელ ძმებთან. მისთვის დიდი დარტყმა იყო ჯონ ლენონის სიკვდილი. სიმღერაც უძღვნა ლენონის სიკვდილს All those years ago", პოლთან, ლინდასთან და რინგოსთან ერთად, თავის ახალ ალბომში.❊

Happy birthday George Harrison

❊ საინტერესო და ირონიულია ის ფაქტი, რომ ჯორჯ ჰარისონმა ცნობილი სიმღერა “Here comes the sun” თავისი საუკეთესო მეგობრის, ცნობილი მომღერლის ერიკ კლეპტონის ბაღში დაწერა. მოგვიანებით კლეპტონს ჰარისონის მეუღლე შეუყვარდა და რამდენიმე ხნის განმავლობაშ მათ რომანიც ჰქონდათ. ძალიან ეტკინა გული, როცა პირველი ცოლი, პეტი დაშორდა. მოსვენებას არ აძლევდა ერიკ კლაპტონი, რომელიც უზომოდ იყო მასზე შეყვარებული. თავიდან პეტი უარყოფდა კლაპტონის სიყვარულს, მერე კი მას გაჰყვა. ამის მიუხედავად, როგორც ამბობენ, ჯორჯი მაინც დარჩა ერიკის მეგობრად.❊

❊1971 წელს მან გამართა ბანგლადეშისათვის კონცერტი.ნიუ იორკის სკვერში მან ბანგლადეშის დასახმარებლად საწყალობელი კონცერტი გამართა

Happy birthday George Harrison

❊1965 წელს ამერიკული ტურის დროს ჯორჯს მეგობარმა დევიდ ქროსბმა ინდური მუსიკა და რავი შანკარის რამდენიმე სიტრაზე შესრულებული ჩანაწერი გააცნო. ჯორჯი ინსტრუმენტით მოიხიბლა… (Help) გადაღებების დროს რომელიც ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობდა, ერთ-ერთმა ინდუსმა რომელიც ბითლზებს გაეცნო, წიგნი გადასცა რეინკარნაციის შესახებ.

❊ჰარისონის ინტერესი ინდური კულტურისადმი ამ წიგნის მეშვეობით უფრო გაიზარდა, 1965 წლის ბოლოდან ჯორჯი უფრო აქტიურად დაინტერესდა ინდური მუსიკით და კულტურით, მან სიტრა შეიძინა ლონდონის ერთ-ერთ ინდურ მაღაზიაში… ეს იყო ჯორჯის პირველი ნაბიჯი, დამოუკიდებლად ზრდისა როგორც შემოქმედის, მისი ინიციატივით Norwegian Wood-ში სიტრათი აღებული აკორდები დაამატეს, მაშინ პირველად გამოჩნდა სიტრა დასავლურ პოპ მუსიკაში.

Happy birthday George Harrison

ჯორჯს უყვარდა მებაღეობა. იყიდა ვიქტორიანული სტილის მამული "ფრაიარ-პარკი", გაარემონტა და თვითონ უვლიდა ბაღს. ბავშვობიდან უყვარდა ავტოშეჯიბრებები და აგროვებდა ავტომობილებისა და ავტოპილოტების სურათებს.

❊1966 წლის ბოლოს ერთი თვე ინდოეთში იმყოფებოდა, სწავლობდა სიტრაზე დაკვრას, რავი შანკარისგან, ასევე ინდურ კულტურას და ფილოსოფიას, შეხვდა რამდენიმე გურუს, მოინახულა მნიშვნელოვანი ინდუისტური წმინდა ადგილები.❊

Happy birthday George Harrison

❊2008 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა მარტინ სკორსეზემ გადაწყვიტა გადაეღო დოკუმენტური ფილმი ჯორჯ ჰარისონის ცხოვრების შესახებ: "ცხოვრება მატერიალურ სამყაროში:სკორსეზე ცხოვრებაში არაერთხელ შეხვედრია ჯორჯ ჰარისონს და ყოველთვის აინტერესებდა მისი სულიერი ცხოვრება. მისი თქმით, "ჰარისონი ყოველთვის ცდილობდა ენახა ბალანსი მატერიალურსა და სულიერს შორის"... სკოსეზეს თქმით, "ჯორჯ ჰარისონის ცხოვრება იყო შესანიშნავი მუსიკალური და სულიერი მოგზაურობა".

❊1969 ჯორჯმა ჰარე კრიშნას ტრადიცია მიიღო და კრიშნას საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდა სიკვდილის ბოლომდე… ჰარისონის სწრაფვამ აღმოსავლური კულტურისკენ საგრძნობლად შეუწყო ხელი აღმოსავლეთის და დასავლეთის დაახლოებას, 60-იანების დასაწყისში ინდური მუსიკა დასავლეთში მხოლოდ მცირე წრისთვის იყო ცნობილი, 60-იანების ბოლოს კი რავი შანკარი და ინდური კლასიკა მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ❊

Happy birthday George Harrison

❊1997 წლიდან ჯორჯ ჰარისონი ებრძოდა სიმსივნეს. ჯერ ფილტვის პატარა ნაწილი მოაჭრეს. 2001 წელს სიმსივნე აღმოაჩნდა თავშიც, რომლის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. ჩაიტარა მკურნალობის კურსი, მაგრამ ვერაფერი უშველეს.

❊1999 წლის 29 დეკემბერს ჯორჯ ჰარისონი თავის სახლში კინაღამ მოკლა ვიღაც გადარეულმა, მაიკლ აბრაამმა. მაშინ ჰარისონი საკმაოდ დაზარალდა ფიზიკურად. ჯორჯს მისი დასჯა არ მოუთხოვია

Happy birthday George Harrison

❊გამოჩენილი ადამიანების ინტიმური ცხოვრების ცნობილი სპეციალისტი კრის ჰაჩინსი ირწმუნებოდა, რომ მსოფლიო, სანამდვილეში, არ იცნობდა ჰარისონს: "ბიტლომანია მას მძიმე ტვირთად აწვა მხრებზე. სიმდიდრე არ იზიდავდა ჯორჯს, ის ყველაზე ღარიბი "ბიტლი" იყო. მისი ფინანსური სიძნელეების შესახებ არავინ იცოდა", ამტკიცებდა ჰაჩინსი. დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერმა ტონი ბლერმა კი განაცხადა: "ჰარისონი არა მარტო შესანიშნავი მუსიკოსი და მსახიობი იყო, არამედ არაჩვეულებრივად ხელგაშლილი ადამიანი, მეცენატი და ჰუმანისტიც."❊

Happy birthday George Harrison

❊სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ნიუ-ორკის საავადმყოფოში ჯორჯი ინახულეს პოლმა და რინგომ. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი ცუდად იყო, მეგობრებმა რამდენიმე საათი გაატარეს ერთად, ხმაურობდნენ, ხუმრობდნენ და იცინოდნენ.

თავისი ბოლო დღეების გასატარებლად ჯორჯი გადაფრინდა ლოს-ანჯელესში, პოლის სახლში ბევერლი-ჰილზე. ბოლო წუთებამდე გარშემორტყმული იყო ოჯახის წევრებით, მეგობრებით, მათ შორის კრიშნაიტებით.ოჯახმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება: "ის ამ ქვეყნიდან წავიდა ისევე, როგორც ცხოვრობდა, ფიქრობდა ღმერთზე, არ ეშინოდა სიკვდილის, იყო მშვიდად, გარშემორტყმული მეგობრებითა და ოჯახის წევრებით."

Happy birthday George Harrison

ჯორჯ ჰარისონის ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ მის სხეულს კრემაცია გაუკეთდა და ფერფლი მდინარე განგის თავზე გაიფანტა..

❊❊❊"ყველაფრის გადადება შეიძლება, გარდა ღვთის ძიებისა და ერთმანეთის სიყვარულისა"❊❊❊
– იყო ჯორჯ ჰარისონის საბოლოო სიტყვები.

Happy birthday George Harrison
Happy birthday George Harrison


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top