;

2 March 2013      -Diana-     Views 2954    
Category: Stars, Music

MUSE

MUSEMUSE
მიუზი არის ინგლისური როკ ბენდი ტინმაუსიდან, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის წევრები არიან მეთიუ ბელამი (ვოკალი, გიტარა, კლავიში), კრის უოლსტენჰომი (ბას-გიტარა, კლავიში, ვოკალი) და დომინიკ ჰოვარდი (დასარტყამი ინსტრუმენტები), რომლებიც სკოლის მეგობრებიც არიან. უკრავენ ალტერნატიულ როკს
MUSE

წარმოშობის ადგილი: ტინმაუსი, დივონი
ჟანრები: ალტერნატიული და სიმფონიური როკი,
პროგრესული და სფეის როკი, პროგრესული მეტალი
შემოქმედების წლები: 1994 – დღემდე
ლეიბლები: Warner Bros. Records, Taste Media, Mushroom, Helium3
ოფიციალური ვებ-გვერდი: muse.mu
ალბომები:
Showbiz (1999)
Origin of Symmetry (2001)
Absolution (2003)
Black Holes and Revelations (2006)
The Resistance (2009)
The 2nd Law (2012)

MUSE

MUSE

2006 წლიდან, ალბომ Black Holes and Revelations გამოშვების შემდეგ, ბენდთან ერთად ლაივ შოუებზე მორგან ნიკოლსიც გამოდიოდა, რომელიც კლავიშზე უკრავდა. მიუზი თავისი ექსტრაორდინალური, განსხვავებული, ქარიზმატული და ენერგიული ვაივშოუებითაა ცნობილი. მათ გამოცემული აქვთ სამი ლაივ ალბომი: Hullabaloo Soundtrack (2002), Absolution Tour (2005) და HAARP (2008), რომელზეც ჩაწერილია უემბლის სტადიონზე, 2007 წელს, გამართული კონცერტი. მოგებული აქვთ სხვადასხვა ჯილდოები: 5-ჯერ MTV Europe Music Awards, 6-ჯერ Q Awards, 8-ჯერ NME Awards, 2-ჯერ Brit Awards ( "Best British Live Act" ), MTV Video Music Award, 4-ჯერ Kerrang! Awards და American Music Award. 5-ჯერ იყვნენ ნომინირებული გრემიზე და გაიმარჯვეს მხოლოდ ერთ ნომინაციაში - Best Rock Album, თავიანთი მეხუთე სტუდიური ალბომისთვის - The Resistance (2009). მსოფლიოს მასშტაბით 12 მილიონი ალბომი აქვთ გაყიდული
MUSE

MUSE

ჯგუფის ჩამოყალიბებამსე მიუზის ყველა წევრი სხვადასხვა სკოლის ბენდებში უკრავდნენ. მეტ ბელამიმ წარმატებით გაიარა ქასთინგი დომინიკ ჰოვარდის ბენდში მოსახვედრად. ჯგუფში ის გიტარაზე უკრავდა. ცოტა ხნის შემდეგ კრის უოლსტენჰომს სთხოვეს, რომ ბას გიტარაზე ესწავლა დაკვრა. კრისს გიტარაზე უნდა დაეკვრა, ხოლო მეტ ბელამის მთავარი ვოკალისტისა და კომპოზიტორის ადგილი უნდა დაეკავებინა. ბელამი დათანხმდა სიმღერების დაწერას და მხოლოდ ამის შემდეგ დომინიკ ჰოვარდის ჯგუფის თავდაპირველმა წევრებმა დატოვეს ბენდი. მეტ ბელამიმ საკუთარი სიმღერების წერა ამჯობინა ქავერების შესრულებას
MUSE

ბელამისა და ჰოვარდის ბენდს თავდაპირველად Gothic Plague ერქვა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ შეცვალეს სახელი - Fixed Penalty და Rocket Baby Dolls. 1994 წელს Rocket Baby Dolls-ის სახელით გამოვიდნენ ახალბედა როკ ბენდების შეჯიბრებაზე, სადაც გამარჯვება მოიპოვეს. სწორედ ამ შეჯიბრების შემდეგ მათ დაივიწყეს უნივერსიტეტი, სამსახური და ჯგუფს სახელიც შეუცვალე - MUSE. ეს სახელი მეტ ბელამის შთააგონა თავისმა ხელოვნების მასწავლებელმა

მიუზი წელს ატარებს ტურნეს, რომელიც დღეს, 2 მარტს, დაიწყო. დამატებითი დეტალები ტურნეს შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ მიუზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე muse.mu
MUSE

MUSE

MUSEMUSEMUSEMUSE
Madness



Feeling Good



Unintended



New Born



Supermassive Black Hole



The Resistance



Uprising



Starlight


MUSEMUSEMUSEMUSEMUSEMUSE
MUSE

მიუზის სიმღერა ‘Cave’ ადამ სანდლერის კომედიის - Little Nicky-ის საუნდტრეკი იყო

მეტ ბელამი კემბრიჯში, ინგლისში დაიბადა 1978 წლის 9 ივნისს

სანამ ჯგუფს Muse-ს დაარქმებდნენ, მანადე ისინი ცნობილები იყვნენ სახელით - Rocket Baby Dolls

ჯგუფის დაარსებიდან მათ არასოდეს არ შეუცვლიათ წევრები

დრამერი დომინიკ ჰოვარდი მემარცხენეა

სიმღერა ‘Soaked' მეტ ბელამიმ ადამ ლამბერტის ალბომისთვის - For Your Entertainment, დაწერა

Plymouth-ის უნივერსიტეტმა ჯგუფის სამივე წევრს Honorary Doctorates of Arts-ის ჯილდო მიანიჭეს

ბასისტი კრის უოლსტენჰომი ბენდის ყველაზე ახალგაზრდა წევრია

მეტ ბელამის მამა 60-იანების ჯგუფის The Tornados წევრი იყო
MUSE

MUSE

დღესდღეობით 6 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული

მეტ ბელამიმ ჯერ პიანინოზე დაკვრა ისწავლა, შემდეგ კი გიტარაზე

დომინიკ ჰოვარდს ადრე ძალიან უცნაური სამუშაო ქონდა, მას Spice Girl-ის მაისურების შეგროვება ევალებოდა

მიუზის ყველა წევრს, გარდა დომინიკისა აქვს ტვიტერი. დომინიკმა განაცხადა, რომ არ სურს ჰქონდეს პერსონალური ტვიტერი, მას ურჩევნია მიუზის ოფიციალური ტვიტერის გვერდიდან გაესაუბროს ფანებს

მიუზის ტურნე HAARP უემბლის სტადიონზე შემდგარ კონცერტებს შორის საუკეთესოდ აღიარეს, რის შედეგადაც მიუზმა აჯობა ისეთ ლეგენდარულ ბენდს, როგორიცაა ქუინი და ლეგენდარულ მომღერალს მაიკლ ჯექსონს

ბელამი ტურნეების განმავლობაში არასოდეს არ ტოვებს გიტარას, ის სულ ხელში უჭირავს. ერთხელ შემთხვევით მან თავისი გიტარა დომინიკს სახეში დაარტყა, ხოლო მეორედ მხარში

კრის უოლსტენჰომს ყავს ხუთი შვილი, მეტს კი ერთი

მეტის ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია Rage Against the Machine
MUSEMUSEMUSE
MUSE

MUSE

MUSE

MUSE

MUSE

MUSE

MUSE

MUSE

MUSE

MUSE

MUSE

MUSEMUSEMUSEMUSE
MUSE

MUSEMUSEMUSEMUSEMUSEMUSE
MUSE

MUSE

MUSE


Category: Stars, Music
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top