;
4 მარტი 2013      Johnny depp     18 კომენტარი     ნანახია 2197-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Legends Never Die
Legends Never Die -John Lennon

რომ არა 1980 წლის დეკემბრის ტრაგედია იქნებ დიდხანს ეცოცხლა და მუსიკის სამაყორში კიდევ
მოეხდინა გადატრიალებები. ის იყო და იქნება ლეგენდა, ლეგენდა რომელმაც შექმნა ეპოქა შექმნა
მუსიკა, შექმნა სიყვარული და ამ ყველაფერმა დღემდე სამუდამოდ უკდავყო ლენონი. ყველას დიდს
თუ პატარას ერთხელ მაინც გაუგონია მისი სახელი. მუსიკის სამყარო მის გარეშე წარმოუდგენელი
იქნებოდა. ის ლეგენდად არ დაიბადა, დიდება მასთან არ მისულა, თავად მივიდა დიდებასთან,
თავად შეძლო წარმატების მწვერვალზე გზის გაკვლევა. .დიახ ის ლეგენდაა და
ლეგენდები არასოდეს კვდებიან

Legends Never Die

«მე ვატარებ სათვალეებს»...ასე იწყება ჯონ ლენონის ბიოგრაფია. მრავალფეროვანი, მაგრამ როგორც თავად ამბობდა ერთფეროვანი. დაუმორჩილებელი, მეამბოხე, მაგრამ მაინც ცხოვრების წესებს დამორჩილებული. მეოცნებე, მაგრამ ოცნებადამსხვრეული. შეყვარებული, მაგრამ გულგატეხილი. ცინიკოსი,კრიტიკოსიც, მაგრამ ერთგული მეგობარი. გენიოსი და... გენიოსი...ბავშვობაში ის მოვლილი და მაძღარი ბავშვი იყო. საათობით უყვარდა ოთახში გამოკეტვა და წიგნების კითხვა. ოსკარ უაილდი, ფიტცჯერალდი, ლუის კეროლი.. უყვარდა ხატვაც. ყოველთვის იცოდა რომ დიდი არტისტი იქნებოდა.მისტერ მაკკარტნიმ თავის 15 წლის ვაჟს ერთხელ უთხრა: ''რატომ არ დაანებებთ თავს ჯონს? ის თქვენ პრობლემებს გიქმნით. შეიჭერით თმა, იყიდეთ ნორმალური ჯინსები.''დაუმორჩილებელი ჯონი მეგორებს ოჯახში მართლაც უქმნიდა პრობლემებს . მან ყოველთვის იცოდა, რომ სამყაროში არსებობს იმაზე მეტი ვიდრე ყოველდღე 9-დან 6-მდე მუშაობა და სუფთა ,დაუთავებული შარვალი. არსებობს პიროვნება, თავისუფალება, პრინციპები...ისევე როგორც თითქმის ყველა გენიოსი, ჯონიც საზოგადოებრივი იდიალისგან აბსოლიტურად განსხვავებული იყო. ულამაზესი ბალადების “Girl”,“Norwegian Wood-ისა” და საყოველთაოდ აღიარებული ჰიმნების “All you need is love”, “Imagine-ის” მთავარი შემომქმედი ახალგაზრდობისას საშინლად ეჭვიანი იყო.

Legends Never Die

ჯონ ლენონი დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში, გამთენიისას როცა გერმანული ავიაცია ლივერპულის ქუჩებს ბომბავდა. ალბათ ამიტომაც, დაბადებიდანვე განიმსჭვლა ის ომისადმი სიძულვილით. ჯონი იყო ალფრედ და ჯული ლენონის ერთადერთი შვილი. მისი გაჩენიდან, ძალიან მალე, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ბიჭის აღზრდა ითავა დეიდამ მიმიმ (დედამ მალე ახალი ბოიფრედნდი გაიჩინა). დეიდა საკმაოდ მკაცრი იყო და განსაკუთრებით არ მოსწონდა ახალგაზრდის გიტარით გატაცება: ის შენ ვერ გარჩენს!გავიდა წლები და ჯონმა დეიდას უყიდა სახლი ზღვისპირას იმ ფულით, რომლიც გიტარაზე დაკვრამ მოუტანა. შემდეგ, ლენონი კვლავ დაუახლოვდა დედას, რომელსაც უკვე ახალი ოჯახი და ორი შვილი ჰყავდა.ბავშვობაში ჯონი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭითა და შეურიგებელი ხასიათით: ის ვერ იტანდა სკოლას, სპეციალურად ცუდად სწავლობდა, სამაგიეროდ უყვარდა ხელოვნება: ის მღეროდა გუნდში, გამუდმებით კითხულობდა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" და უშვებდა ჟურნალს, სადაც საკუთარ ილუსტრაციებს აქვეყნებდა.ამ პერიოდში, უკვე ინგლისს თავს ეხვეოდა ნამდვილი ეპიდემია - ახალგაზრდობა დაავადებული იყო როკ-ენ-როლით, ხოლო ელვის პრესლი უკვე იქცა მილიონობით ადამიანის კუმირად.მალე ჯონ ლენონმა ჩააბარა ლივერპულის სამხატვრო კოლეჯში, სადაც გაიცნო თავისი პირველი ცოლი სინტია პაუელი და მათ შეეძინათ ვაჟი - ჯულიანი.ამ პერიოდში გარდაიცვალა დედამისი, რომელიც პოლიციის ოფიცერმა მანქანით გაიტანა. ამ დანაკლისს ჯონ ლენონი სიცოცხლეს ბოლომდე განიცდიდა - და დედას რამდენიმე სიმღერაც უძღვნდა Julia, Mother და Mummy's Dead.

Legends Never Die

მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის, რომ მისი სიმღერები გამოიყენებოდა, როგორც ჰიმნები ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში. ბანჯოზე და კლავიშზე დაკვრა ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. პოპ ვარსკვლავს პირველი გიტარაც დეიდამ უყიდა. მხიარული და ხუმარა ჯონი, სკოლაში დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ხელოვნებისადმი მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდა. მოზრდილი ჯონი ხშირად თავს გროტესკული ფიგურებისა და ხეიბრების ხატვით ირთობდა. 16 წლის ლენონი როკ-მუსიკოსის, ელვის პრესლის, სცენაზე გამოჩენამ ისე აღაფრთოვანა, რომ გადაწყვიტა პოპ-ჯგუფი შეექმნა, რომელსაც, თავისი სკოლის სახელწოდების მიხედვით, ქუორიმენი-ს დაარქმევდა. 1955 წლის 6 ივლისს საეკლესიო დღესასწაულზე მან პოლ მაკ-კარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში.

Legends Never Die

❊ პირველი გიტარა ჯონ ლენონს დეიდამ უყიდა. როგორც ჯონი ამბობდა, დეიდა მას აფრთხილებდა, რომ გიტარა, როგორც ჰობი კარგია, მაგრამ ფულს არ მოგიტანსო. წლების შემდეგ ჯონმა მას ვერცხლის თეფში აჩუქა, რომელზეც სწორედ ეს სიტყვები იყო ამოტვიფრული.


Legends Never Die

❊ ჯონ ლენონის მიერ დაწერილი პირველი სიმღერა იყო ”Hello Little Girl❊

მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონმა გამოაცხადა, რომ ბითლზი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე იესო, ჯგუფის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.


Legends Never Die Legends Never Die

ჯონ ლენონი თვლიდა , რომ მისი ყველაზე ცუდი სიმღერები იყო “Run for Your Life” და “It’s Only Love”.

❊ ბითლზების მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი იყო გეი და მთელი ცხოვრება უყვარდა ჯონი. ჯონი იღებდა მის დახმარებას, მაგრამ მის სიყვარულზე არ უპასუხია.

Legends Never Die


როგორც გაირკვა, ლენონი საზოგადოებისთვის უცნობი დაავადებით - ბულიმიით იტანჯებოდა. მუსიკოსის მეგობარი ჰარი ნილსონი იხსენებს, რომ თუ შოუბიზნესის ვარსკვლავები ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყვნენ დამოკიდებული, ჯონს, პირიქით, სხვა პრობლემა ჰქონდა - ის გამუდმებით რაღაცას ჭამდა, მიუხედავად იმისა, მშიერი იყო თუ მაძღარი. მისთვის მთავარი ჭამის პროცესი იყო. ეს გარემოება ძალიან აწუხებდა, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა. ბოლოს კი იძულებული იყო, ზედმეტი საკვები უკან ამოეღო და ჭამას კვლავ აგრძელებდა. მისი სახლის ყველა კუთხეში შეხვდებოდით საჭმლით სავსე ჯამებსა და ათასგვარ სასუსნავს. რაც შეეხება მომღერლის საყვარელ საჭმელს, ეს ბრინჯის ფანტელები და ნაყინი გახლდათ.

Legends Never Die
[ რამდენიმე ფაქტი სიკვდილზე ]


❊ ლენონის მკვლელმა მარკ ჩეპმენმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ამის შემდეგ იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც იგი მცირე ხნით დარჩა და მკურნალობის დასრულების შემდეგ სხვა პაციენტებისთვის გიტარაზე უკრავდა.ჩეპმენმა ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელა. ამ დროს მისი მშობლები დაშორდნენ და დედამისი მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ჰავაიზე.

Legends Never Die

1980 წლის ოქტომბერში მარკ ჩეპმენი ნიუ-იორკში გაემგზავრა ჯონ ლენონის მოკვლის მიზნით. მოგვიანებით გადაიფიქრა და ნიუ-იორკიდან ისევ სახლში დაბრუნდა. იგი მკურნალობას აპირებდა. თუმცა 6 დეკემბერს ისევ გაემგზავრა ნიუ-იორკში. 8 დეკემბერს იგი სასტუმროდან გამოვიდა, ისე, რომ პირადი ნივთებიც არ წამოუღია. ეს დღე მან დაკოტას შენობასთან გაატარა, სადაც ჯონ ლენონი და იოკო ონო ცხოვრობდნენ შვილთან, შონთან ერთად. ჩეპმენმა იმ დილით ლენონის მოკვლა ვერ მოახერხა და ლოდინი განაგძრო მის სახლთან. დღის 5 საათზე ჯონ ლენონი მეუღლეთან ერთად სახლიდან გამოვიდა. ი სინი ხმის ჩამწერ სტუდიაში აპირებდნენ წასვლას. მათ გარეთ რამდენიმე თაყვანისმცემელი დახვდათ, მათ შორის იყო მარკ ჩეპმენი. მან ლენონს მის ახალ ალბომზე ავტოგრაფი სთხოვა. იქვე იყო ფოტოგრაფიც, რომელმაც დააფიქსირა, როგორ აძლევდა ლენონი მას ავტოგრაფს.
ცნობილია ფაქტია ,რომ სანამ მკვლელობა მოხდებოდა ლენონმა რამდენიმე დღით ადრე დაცვა დაითხოვა

Legends Never Die
[ლენონი მის მკვლელთან ერთად ]

დაახლოებით 22:50-ზე ჯონ ლენონი და იოკო ონო დაბრუნდნენ. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და დაკოტას შენობის შესასვლელისკენ გაემართნენ. ამ დროს ლენონს მარკ ჩეპმენის ხმა მოესმა. “Mr. Lennon” , ეს იყო ის ორად-ორი სიტყვა, რომლითაც მან ჯონ ლენონს მიმართა. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მან რევოლვერი ამოიღო და ლენონს ხუთი ტყვია ესროლა, საიდანაც მას მხოლოდ ერთი ასცდა. ერთ-ერთმა ტყვიამ ლენონს აორტა დაუზიანა. ამის შემდეგ ჩეპმენი არ გაქცეულა. მან საყვარელი რომანი გადაშალა და პოლიციის მოსვლამდე კითხულობდა. პოლიციამ იგი ზედმეტი გართულებების გარეშე აიყვანა. მომაკვდავი ჯონ ლენონი კი პოლიციის მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ცოტა ხანში საავადმყოფოსთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, სადაც 23:07-ზე გადმოსცეს, რომ ჯონ ლენონი გარდაიცვალა.❊

Legends Never Die

მარკ ჩეპმენს ჯონ ლენონის მკვლელობის მოტივაციაზე ბევრი უსაუბრია. იგი ამბობდა, რომ სასტიკად გაბრაზებული იყო ჯონ ლენონზე, იმიტომ, რომ იგი თავის სიმღერებში სიყვარულს და მშვიდობას ქადაგებდა და იდეალურ სამყაროს სახავდა, სადაც არ არსებობს არანაირი საკუთრება. მუხედავად ამისა კი, იგი მილიონერი იყო და ამასთან მრავალი სახლისა, თუ იახტის მფლობელი.

Legends Never Die

ლენონის ქვრივი იოკო ონო დამნაშავის ციხეში დატოვებას მოითხოვს. მისი მტკიცებით, ვერც ის და ვერც მისი შვილები მშვიდად ვერ იცხოვრებენ, თუ ლენონის მკვლელს ციხიდან გამოუშვებენ. თვითონ ჩეპმენი დარწმუნებულია, რომ მომღერალი ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერს დიდსულოვნად აპატიებდა. ამ აღიარებით მარკ ჩეპმენმა ლენონის ათასობით თაყვანისმცემლის რისხვა გამოიწვია. ცნობილი მომღერლის ფანები მოითხოვენ საერთოდ წაართვან მკვლელს შეწყალების უფლება: ]"ჩეპმენი უნდა აწამონ, თუ ამას არ გააკეთებენ, მე თვითონ გავუსწორდები!" - წერს ერთი ფინეთიდან. "ის მკვლელია და მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იჯდეს" - ამტკიცებს მეორე. "ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩეპმენი ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ემუქრება!" - ამბობს მესამე.… ნიუ-იორკის პოლიციაც ვერ იღებს თავის თავზე ყოფილი დამნაშავის დაცვას, ამიტომაც, ის კვლავ ციხეში ზის. ❊

Legends Never Die

სასამართლოზე მკვლელმა აღიარა ისიც, რომ ლენონის მკვლელობა შინაგანმა ხმამ უკარნახა და რომ მას "პატარა კაცუნები" არიგებდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყო. სასამართლო პროცესი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1981 წელს მარკ ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მკვლელმა უკანასკნელი სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა: "ღმერთო, ლენონმა ხომ იცოდა, რომ ორნი ვიყავით.…მე მასში საკუთარი ორეული მოვკალი"!

Legends Never Die

❊როცა საავადმყოფოს მიმავალ გზაზე მას ჰკითხეს: – თქვენ ჯონ ლენონი ხართ?

მან უპასუხა: -დიახ. ეს პასუხი ლეგენდარული მუსიკოსის უკანასკნელი სიტყვები იყო აღმოჩნდა


Legends Never Die

ჯონი და იოკო - "რომეო და ჯულიეტა"


მათ 70-იანების რომეოსა და ჯულიეტას ეძახდნენ. არაკეთილმოსურნეები კი მას ქალის სხეულში ჩასახლებულ დემონს, კაცს კი უსუსურ მსხვერპლს უწოდებდნენ.. ამ ფატალურ სიყვარულს ბევრი ცვლილება მოჰყვა წყვილის ცხოვრებაში. სწორედ იაპონელ ქალს ბრალდება „ბითლზის“ დაშლა. ამიტომ არ უყვარდათ ის ინგლისელებს. ჯონს არავის აზრი აინტერესებდა, მუსიკოსი თავს უზომოდ ბედნიერად გრძნობდა. იოკო მისი ცხოვრების მუზა იყო... დიახ ეს ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სიყვარულია... ბევრი მისი თაყვანისმცემელი 1966 წელს შავ წელიწადს უწოდებს. სწორედ ამ წელიწადს ლენონი სამხატვრო ბანაკში XX საუკუნის მუსიკალური სამყაროს კერპმა სრულიად უცნობი იაპონელი მხატვარი იოკო ონო გაიცნო,რომელმაც მოგვიანებით ლივერპულელი ოთხეულის ერთიანობა დაარღვია. იოკო იაპონელი ავანგარდისტი მხატვარი საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობისდა მიუხედავად , ყოველთვის უცხო, ამოუცნობ, უცნაურ ადამიანად რჩებოდა. შეძლებული ბანკირის ქალიშვილი ბავშვობიდან აშშ-ში ცხოვრობდა. ოცნებობდა ოპერის მომღერლობაზე. გამუდმებით ისწრაფოდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის ბარიერების დაძლევაზე, მაგრამ არცერთ მხარეს მისი არ ესმოდა. იოკო მარტოსული იყო. მის თანატოლებს ფულის გამო იგი არ უყვარდათ, ოჯახისწევრებს კი ღარიბებთან მისი მეგობრობის სურვილი არ ესმოდათ.

Legends Never Die

1966 წელს კი ჯონმა იოკო ონო „ინდიკა“ გალერეაში გაიცნო. იოკო იაპონელი მხატვარი და მუსიკოსია. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯონ ლენონის მეუღლე. ამავე დროს ავანგარდული ჟანრის მუსიკის ცნობილი მოღვაწეა. იოკო ჯონიზე 7 წლით უფროსი იყო.
შეხვედრის შემდეგ ონომ ლენონს თავისი პატარა წიგნი „გრეიფრუტი“ უსახსოვრა. წიგნის შინაარსი ნებისმიერი ნორმალური მკითხველის აღშფოთებას გამოიწვევდა ამ უაზრობას ჯონი ღამღამობით, ძილის წინ კითხულობდა. მაშინ სინტიასთან არ იყო გაყრილი. ერთხელ სინტიამ ჰკითხა კიდეც, რას ჩაჰკირკიტებდა ყოველ საღამოს: „ერთი დარტყმული იაპონელი მხატვარია. თავისი წიგნი მაჩუქა“. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის „დარტყმული იაპონელი“, ორი წლის შემდეგ, ლენონების წყვილის იდილიას ერთიანად წალეკავდა, ხოლო მისი „უაზრო წიგნის“ განმეორებითი ტირაჟი, ასეთი წინასიტყვაობით დაიბეჭდებოდა: „გამარჯობა, მე ჯონ ლენონი მქვია. მინდა იოკო ონო გაგაცნოთ“ .ცოტა ხანში ნათელი გახდა, რომ იოკომ ლენონი არა მხოლოდ ოჯახს, „ბითლზსაც“ წაართვა. ლენონმა მალე „ბითლზიც“ დატოვა.

Legends Never Die

იოკოსა და ჯონის რომანი გაცნობის დღიდანვე დაიწყო.ამ ყველაფერმა გამოიწვია ლენონის სინტიასთან განშორება, და 1969 წლის 20 მარტს ონოსთან დაქორწინება. მათი რომანი ზღაპარს გავდა. თუმცა «The Beatles» ჯგუფის წევრები ხედავდნენ, რა როგორ ახდენდა იოკო ჯონზე გავლენას დიდად არ სიამოვნებდათ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქალი ჯონს სულ უფრო და უფრო აშორებდა ბიტლზებისაგან. ჯგუფის წევრებს არ სურდათ უარი ეთქვათ იმ თავბურდამხვევ წარმატებაზე, რომელიც მათ ხვდათ წილად, თუმცა ჯონმა ჯგუფს იოკო არჩია და ამით ბითლზად ყოფნას წერტილი დაუსვა .«ჩემ ცხოვრებაში ორი აღმოჩენა იყო- პოლი და იოკო. ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე. » მოგვიანებით იოკო და ჯონი ერთმანეთს უთანხმოების გამო დაშორდნენ, თუმცა 1975 წლის თებერვალში კვლავ შერიგდნენ. იმავე წლის 9 ოქტომბერს იოკომ ჯონს შვილი აჩუქა.
«ის ჩემი ყველაზე დიდი სიამაყეა. დიახ მე მივატოვე მუსიკა და ბავშვის საფენებში ჩავერთე, და ეს ძალიან მსიამოვებს! რა კარგია, რომ მე და იოკომ ვერ მოვახერხეთ დაშორება!»რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჭორის დონეზე დარჩა, თავად ლენონი კი ყოველთვის ამბობდა,რომ იოკოსთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანი იყო მისთვის,ვიდრე ხელოვნება, პოპულარობა, ფული და თაყვანისმცემლების არმია. მას ის სიგიჟემდე უყვარდა და ამ სიყვარულში ცხოვრების არსი შეიგრძნო,მაგრამ ბოლომდე ვერ გაიგო იოკო ონოსაც ისე უყვარდა თუ უბრალოდ მართავდა მას.ფაქტი ერთია,რომ ამ ქალის გვერდიტ ჯონი არასდროს იყო მოწყენილი. ალბათ სწორედ ეს იყო მათი ლეგენდარული და სკანდალური სიყვარულის მთავარი საიდუმლო. თავიდან კი აბსტრაქცია იყო. მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ მუსიკოსს იოკოს აბსტრაქტული ჩანაფიქრი მოეწონა. მხატვარმა გამოფენაზე კედელზე დაკიდებული ვაშლი წარმოადგინა. ჯონი კარგა ხანს ფიქრობდა, ვაშლი ეჩვენებოდა თუ მართლა ეკიდა კედელზე. მაშინ ჩათვალა,რომ აბსტრაქციის ავტორი არანორმალური იქნებოდა და შემდეგ მთელი ცხოვრება იოკოს არანორმალურს ეძახდა.

Legends Never Die

1971 წელს ლენონი და ონო საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. მალე ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარლად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ-ალბომებზე დევიდ ბოუისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას. ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო. როდესაც მატი წყვილი შედგა, ჯონმა მატი გაცნობის სხვა ლეგენდა წარმოადგინა :"ჩვენი შეხვედრა ორი ერთი და იგივე მარკის ავტომანქანის შეხვედრას ჰგავდა,რომლებიც ყოველთვის ოცნებობდნენ ერთმანეთზე და პირისპირ აღმოჩნდნენ დაუვიწყარი მომენტია,როდესაც ერთმანეტისკენ ლტოლვა შეჯახებით მთავრდება."- განაცხადა ჯონმა.ჯონ ლენონი თითქოს თავიდან დაიბადა გახდა მშვიდი, თავაზიანი. მისი როკ ენ როლიც კი უფრო თავაზიანი და მშვიდი გახდა,მაგრამ მის სიხარულს თითქმის არავინ იზიარებდა-არც კოლეგები არც თაყვანისმცემლები. ისინი ჯონს მსხვერპლად მიიჩნევდნენ იოკოს კი-ყველაფერი ცუდის მიზეზად. საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის იოკო ონოს წინაარმდეგ იყო-ოჯახის დამანგრეველი,უცხოელი ეშმაკის ფრთებით... ის უხეშად ერეოდა "ბითლზის" ცხოვრებაში. ხმის ჩამწერ სტუდიაში მიდიოდა და ლივერპულელ ოთხეულს რჩევებს აძლევდა. "იოკო ამბობდა როგორ უნდა დამეკრა გიტარაზე, რინგოს კი ასწავლიდა როგორ უნდა ადეკრა დასარტყამ ინსტრუმენტზე ეს სრული სიგიჟე იყო."-იხსენებდა მოგვიანებით პოლ მაკარტნი. რა თქმა უნდა იოკოს თვით მიზანი ჯგუფის დაშლა არ ყოფილა.

Legends Never Die

მშვიდობისთვის ბრძოლა ონო-ლენონის ცხოვრების სტილად, თუ მიზნად იქცა. ბრძოლა სულ უფრო საინტერესო ფორმებს იღებდა. მაგალითად, გიბრალტარში დაქორწინებული წყვილის თაფლობის თვე, ტელეეთერის საშუალებით გაშუქდა - ეს რვადღიანი მწოლიარე საპროტესტო აქცია იყო! ამსტერდამის სასტუმრო „ჰილტონში“, საპრეზიდენტო აპარტამენტში დაბინავებულმა წყვილმა, ნამდვილი შოუ გამართა: ისინი უზარმაზარ საწოლში იწვნენ, თეთრი პიჟამოები ეცვათ, დილიდან დაღამებამდე ჟურნალისტებს ხვდებოდნენ, მეგობრებს ესაუბრებოდნენ. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, იდეის უფრო ეფექტურ პროპაგანდას. საწოლის უკან, კედელზე ტრანსპარანტები გაეკრათ. მათზე დიდი ასოებით ეწერა: „ჯონს უყვარს იოკო“, „იოკოს უყვარს ჯონი“ .უკვე საკანში გამოკეტილმა მკვლელმა იოკოს წერილი მისწერა,სადაც დანაშაულის ჩადენის გამო თავს იმართლებდა და იოკოს უხსნიდა,რომ ჯონს უფელბა არ ჰქონდა ჩვეულებრივი ადამიანი გამხდარიყო. არც იმის უფლება ჰქონდა უბრალო ადამიანივით სიბერეში მომკვდარიყო. ჯონის სიკვდილის შემდეგ იოკომ გადაწყვიტა სამუდამოდ ქვრივად დარჩენილიყო. "ნუთუ ჯონი უნდა მომკვდარიყო,რომ მე საზოგადოებას მივეღე?! თუ შესაძლებელია ჯონის დაბრუნება,მე მირჩევნია, კვლავინდებურად ყველას ვძულდე" -ეს განცხადება იოკო ონომ ჯონის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ გააკეთა ინტერვიუში.

Legends Never Die

შემოგთავაზებთ ამონარიედებს ჯონ ლენონის უკანასკნელი ინტერვიუდან

-მიიჩნევთ საკუთარ თავს გენიოსად?

- კი,თუკი გენიოსები საერთოდ არსებობენ, მე მათ მივეკუთვნები. თუ არა – მაშინ მიმიფურთხებია ამისათვის.


„Double fantasy“- თქვენი პირველი ალბომია ,რომელიც ჩაწერეთ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ და თუკი წავიმღერებდი შენივე სიმღერიდან “the ballad of john and yoko”- სასიამოვნოა თქვენი ნახვა კვლავ ერთად.

- გავრცელებულია აზრი,რომ მთელი ეს დრო ვიყავი განმარტოებული საზოგადოებისგან და არ მქონდა არანაირი კავშირი რეალობასთან.მე უბრალოდ ვარ ისეთივე ადამიანი,როგორც ყველა თქვენთაგანი.ვმუშაობდი დილის 10 იდან საღამოს ხუთ საათმდე ,ვაცხობდი პურს,ვუცვლიდი ბავშვს საფენებს,და საერთოდ ვუვლიდი შონს.ხალხი გამუდმებით კითხულობს,რატომ განმარტოვდა ჯონი,სად დაიმალა?მაგრამ მე არსად დავმალულვარ,ვიმოგზაურე სინგაპურში,სამხრეთ აფრიკაში,ჰონკ-კონგში,ბერმუდზე.ვიყავი თითქმის ყელგან ამ გამოსირებულ მსოფლიოში.ვაკეთებდი სრულიად ჩვეულებრივ რამეებს,მაგალითდ დავდიოდი კინოში.

Legends Never Die

-როდის გააცნობიერეთ საკუთარი გენიალურობა?

-ოციწლის ასაკში. მაშინ მე ვფიქრობდი: “რასაკვირველია, მე გენიოსი ვარ, მაგრამ ამას ვერავინ ვერ ამჩნევს“(იცინის). მე ან გენიოსი ვარ, ან შეშლილი. მაგრამ არა! შეშლილი არ უნდა ვიყო, სხვაგვარად, დიდი ხნის წინ გამაქანებდნენ ფსიქიატრიულში, ამდენად – მე გენიოსი ვარ. გენიოსობა ეს ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა, ეს ყოველთვის ასე იყო. მაგრამ ამას ადრე ვერავინ ხედავდა. ბავშვობაში, როდესაც ვწერდი ლექსებს და ვხატავდი, მე უკვე ვხვდებოდი ამას. მე ვიყავი გენიოსი ყოველთვის, მთელი ჩემი ცხოვრება. მე არ გავმხდარვარ გენიოსი ”ბითლზთან” ერთად, და არც მაშინ, როცა ყველამ გაიგო ჩემს შესახებ. იცით ეს როგორი რთულია? მე ვფიქრობ ჩემნაირი ადამიანები ადრეულ ბავშვობაში, დაახლოებით რვა წლის ასაკში აცნობიერებენ საკუთარ გენიალურობას. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატომ ვერ ხედავდა ვერავინ, რომ მე გენიოსი ვარ, რომ მე ვარ ყველაზე ერთად აღებულზე ჭკვიანი. ან, ნუთუ მასწავლებელი ასეთი უტვინოა? ისიც ვერაფერს ხვდება? მახსოვს, მე ვუთხარი დეიდა მიმის:“შენ გადაყარე ჩემი ლექსები და როდესაც მე გავიზრდები, შენ ძალიან ინანებ ამას“. მე მას ვერასდროს ვაპატიებ ამას. ასევე ვერასდროს ვაპატიებ, რომ ვერ დაინახა პატარა ბავშვში გენიოსი. რატომ არ მიმაბარეს სამხატვრო სკოლაში? რატომ არ მომცეს სავალდებულო განათლება?რატომ ცდილობდნენ ნათესავები, რომ გამოეყვანათ ჩემგან ვიღაც გადარეულო კოვბოი.ზოგიერთი მასწავლებელი ხედავდა ჩემს ნიჭს, ისინი ამბობდნენ, რომ მეტი უნდა მეხატა, გადმომეცა ჩემი განცდები და აზრები ნახატების საშუალებით.მაგრამ უმეტესობას სურდა გამოეყვანა ჩემგან სტომატოლოგი ან მასწავლებელი. არ შეიძლება ჩემი შეფასება მათემატიკის, ისტორიის ან ინგლისური ლიტერატურის ნიშნების მიხედვით. არასოდეს ვყოფილვარ სანიმუშო მოსწავლე, მე უნდა შემაფასოთ იმის მიხედვით, თუ რას ვლაპარაკობ და ვსაქმიანობ.

Legends Never Die

-შენ თითქმის არაფერი დაგიწერია ამ წლების განმავლობაში(საუბარია 80-იან წლებზე)

-ხო,ეს მართლია,მართლაც ძალიან ცოტას ვმუშაობდი.იცით,ძალიან მნიშვნელოვანია,რომ გვეყოლა ბავშვი,ეტყობა ყველას დაავიწყდა რამდენი ხანი ველოდით მას.იყო სერიოზული პრობლემებიც,იმდენადაც კი,რომ იოკო აღმოჩნდა სიკვდილის ზღვარზე.თავიდან მან გააჩინა მკვდრადშობილი ბავშვი,იყო პრობლემები ნარკოტიკებთან,უამრავი პირადი უსიამოვნებები,პრობლემები საზოგადოებასთან,რომელიც ჩვენვე შემოვიკრიბეთ ან შეიქმნა ჩვენი მეგობრების სურვილით.ხანდახან თავს ისეთ მდგომარეობაშიც კი ვიყენებდით,რომ ეჭვის ქვეშ დგებოდა ჩვენი შვილის დაბადების საკითხი,რომლსაც ათი წელი ასე ველოდით ორივე და რათქმაუნდა არ გვინდოდა ერთი ხელის მოსმით გაგვეფუჭებინა ყველაფერი.ბოლო ერთი წელი არსად გავმგზავრებულვართ და მე დავიწყე იოგაში ვარჯიში ტელევიზორის ყურების თანხლებით.


-და ისურვებდით ცხოვრების თავიდან დაწყებას?

- თუკი შემეძლებოდა ვყოფილიყავი ვიღაც მუშა, მაშინ კი. თუკი შემეძლებოდა მეთქვა უარი იმაზე, რასაც ახლა სინამდვილეში წარმოვადგენ – მაშინ ვისურვებდი ამას. თქვენ იცით, რომ არტისტის ცხოვრება ძალიან რთულია. მე ვკითხულობდი ვან გოგის,თუ ბეთჰოვენის ბიოგრაფიას, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაგალითად ორივე ამ შეშლილის აღება შეიძლება – ისინი იტანჯებოდნენ თავის ხელოვნებაში. ხელოვანი მგრძნობიარე ნატურაა. ამ რამდენიმე დღის წინ ერთ სტატიაში წავიკითხე ,რომ თუკი იმ დროს იარსებებდნენ ფსიქიატრები



-და თქვენ ხართ ბითლზი?

[i]- არა,მე არ ვარ ბითლზი! მე–ეს მე ვა

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

18


  • Tamo Gallagher თქვა:
    5 მარტი 2013 22:59 - ID: 18,
    ბოლომდე ვერ წავიკითხე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარია და თუ ხშირად დადებთ ასეთ სიახლეებს ძალიან გამიხარდება (გაგვიხარდება :D) მადლობა ადმინ <3 :*:*

  • Johnny depp თქვა:
    5 მარტი 2013 17:26 - ID: 17,
    MaRuSa13,
    Sopo.Gg,
    Ana))))))),
    m.a.r.i,
    Afrodite...♥,
    Anch_Bey,
    Bimch,
    likliklik101,
    Nat_barca,
    sofii,
    psiqologia,
    ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, მახარებთ ამ კომენატრებით love

  • Ana smiley თქვა:
    5 მარტი 2013 15:00 - ID: 16,
    ვგიჯდები ამ კაცზე ნამდვილი გენია იყოო, აი ეს ქალი მაინც არ მომწონს რა ვქნა აი საზიზღარი ადამიანი მგონია

  • psiqologia თქვა:
    5 მარტი 2013 14:25 - ID: 15,
    მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონმა გამოაცხადა, რომ ბითლზი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე იესო, ჯგუფის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.ნამდვილად ესე იყო სამწუხაროდ, თუმცა ბიტლზი და ლენონი გენიალურები იყვნენ, ძალაინ ძლიერი მუსიკოსი იყო love მე როგორც როკის მოყვარული დიდ პატივს ვცემ ამ პიროვნებას
    ძალიან კარგი ნიუსია, თქვენ ნიუსებს დავაკვირდი და ყოველთვის საინტერესოა

  • sofii თქვა:
    5 მარტი 2013 08:14 - ID: 14,
    ai dzalian kargi statiaa tavidan bolomde gadareuli beatlemani var yvela matgani gamorcheulad miyvars martalia yvelaferi rac am statiashi ewera zepirad vicodi magram lennonze faqtebis da biografiis kitxva yoveltvis miyvars.da dzalian mixaria rom marto me ar shemovrchi namdvili musikis msmeneli da jer kidev arseboben adamianebi vinc afaseben 20 ianebs da namdvil musikas <3 <3Johnny depp,

  • Nat_barca თქვა:
    5 მარტი 2013 00:21 - ID: 13,
    ავტორო თავისუფლად შემიძლია გითხრა, რომ ერთ-ერთი უძლიერესი სტატიაა ენჯელზე, თუ ყველაზე კარგი არა! იმიტომ რომ გულით გეწერა. და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი ნახავს ან მოიწონებს. ყოჩაღ!

  • likliklik101 თქვა:
    4 მარტი 2013 23:43 - ID: 12,
    ვაიმეე ძალიან მიყვარს უმაგრსი სიახლეეეეე love

  • Bimch თქვა:
    4 მარტი 2013 22:16 - ID: 11,
    ერთადერთი ბავშვი, შონი გაუჩნდა.<<< მას ჰყავდა შვილი სინტიასგან, ჯულიანი))) მომეწონა, ძალიან საინტერესოდ გიწერია, განურჩევლად იმისა, ფანია ადამიანი ჯონ ლენონის თუ არა, ყველას შეითრევდა.... ყოჩაღ!!! ჯონ ლენონი აი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს და მნიშვნელოვანია ჩემთვისს love love

  • Anch_Bey თქვა:
    4 მარტი 2013 21:09 - ID: 10,
    ვაიმე თაკო რაა, ყოჩაღ უბრალოდ. აი ძალიან მაგარი გოგო ხარ.

  • Ggvantsa თქვა:
    4 მარტი 2013 21:06 - ID: 9,
    ბრაიან ეპსტაინი იყო გეი და მთელი ცხოვრება უყვარდა ჯონი
    ეს მხოლოდ ვარაუდია,რომელიც მისი თვითმკვლელობის შემდეგ აიტაცა ხალხმa

    მე ვერ ვიტან იოკოს, რადგან მან ბითლზი დაშალა და მთლიანად დაიპყრო ჯონი, დამპალი ძუკნა ოკუპანტი!

  • Scouser Kate თქვა:
    4 მარტი 2013 20:54 - ID: 8,
    ჩემი ლივერპულელი...

    იოკო ამბობდა როგორ უნდა დამეკრა გიტარაზე,რინგოს კი ასწავლიდა როგორ უნდა ადეკრა დასარტყამ ინსტრუმენტზე ეს სრული სიგიჟე იყო."-იხსენებდა მოგვიანებით პოლ მაკარტნი << აუ რა შექანებული ქონდა ამ იოკოს.. რამ მოაწონა ბლინ

  • Fashion♥ თქვა:
    4 მარტი 2013 20:52 - ID: 7,
    ესკაცი საუკეთესო იყო არის და იქნება!
    ვერავინ შეედრება!

    ვ ე რ ა ვ ი ნ!

  • Afrodite...♥ თქვა:
    4 მარტი 2013 20:43 - ID: 6,
    არაჩვეულებრივი სიახლეა,რაც მთავარია სრულყოფილია.როგორც გითხარი თაკო საოცრება ხარ love ლენონზე ბევრი მართლა არ ვიცოდი მაგრამ ამ სტატიიდან შევიტყვე

  • m.a.r.i თქვა:
    4 მარტი 2013 20:35 - ID: 5,
    მის სიკვდილზე რომ წავიკითზე რამის ვიტირე ჩემი აზრით გენიალური ადამიანი იყო love იოკო დიდად არ მიყვარს მაგრამ არც მძულს

  • Ana))))))) თქვა:
    4 მარტი 2013 20:33 - ID: 4,
    არაფერი ისე არ მამშვიდებს და მაწყნარებს როგორც ჯონის ''imagine'' ,მაგრამ არასოდეს არ ვყოფილვარ მისი ფანი ,ალბათ ჩემდა სამარცხვინოდ მისი მხოლოდ 2-3 სიმღერა თუ მექნება მონასმენი ,მის ბიოგრაფიას ასე თუ ისე ვიცნობდი ,ახლა კი საკმაოდ დაწვრილებით გავეცანი ,საინტერესო პიროვნება საინტერესო ცხოვრებით,ასეც მოველოდი .საკმაოდ ამომწურავი და საინტერსო ნიუსი იყო .მის შემოქმედებას კი იმედი მაქვს აუცილებლად გავეცნობი უფრო ღრმად .

  • Sopo.Gg თქვა:
    4 მარტი 2013 20:30 - ID: 3,
    ვაიმეე რა მაგარიიაა რამდენი ახალი გავიიგეე love მართლაც რომ ლეგენდა იყო ეეჰჰ sad შესანიშნავი ნიუსია love

    Johnny depp,
    ჰიტ ლეჯერზე რო გააკეთე ნიუსიი მაგის მერე შემიყვარდი love

  • MaRuSa13 თქვა:
    4 მარტი 2013 20:21 - ID: 2,
    არაჩვეულებრივი სისახლეა პირველი დღეებიდა უკანასკნელ დღეებამდე ყველაფერი გაქვს დაწვრილებით აღწერილი ყოჩაღ ავტორო love ჩემთვისაც ლეგენდაა ლენონი

  • Johnny depp თქვა:
    4 მარტი 2013 20:02 - ID: 1,
    ნახევარი სტატია არ ჩანს ! ეხლა გავაფრენ......
    შემიძლია ლენონზე დაუსრულებლად ვილაპარაკო..
    ზოგჯერ ვიტყვი რომ ყვლეაზე მეტად მიყვარდა პოლი
    რიგნო, ან ჯორჯი მაგრამ გულისსიღრმეში მაინც ყოველთვის
    ყველაზე მეტად ის მიყვარდა, ყველაზე მეტად მაკლია მისი არ
    ყოფნა.. მარკი ერთადერთი ადამიანი ვინც მძულს ! სრული ამ
    სიტყვის მნიშვნელობით.. 5 ტყვია ?ამაზრზენი ადამიანი !

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top