;
5 მარტი 2013      Nanuka.     31 კომენტარი     ნანახია 7836-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ჯასტინ ბიბერის მე-19 დაბადების დღე ჩაიშალა!

სულ რამდენიმე დღის წინ, 1-ელ მარტს ცნობილ პოპ-ვარსკვლავს - ჯასტინ ბიბერს 19 წელი შეუსრულდა. ამ დღეს, როგორც თავად ვარსკვლავი, ისე მისი ფანები მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა დაბადების დღეზე განვითარებულმა მოვლენებმა მათი იმედები გააცრუა. "worst birthday" - დაწერა საკუთარ "თვითერზე" ძალზე დამწუხრებულმა და იმედგაცრუებულმა ჯასტინმა. საინტერესოა, რა მოხდა დაბადების დღეზე რეალურად?

ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!

ვრცელდებოდა უამრავი ჭორი იმის შესახებ, თუ რა მოხდა ჯასტინის დაბადების დღეზე. ბევრი ფანი თვლიდა, რომ ჯასტინის დაბადების დღეზე ქაოსი გამოიწვია კლუბში ბიბერის მეგობრის - არასრულწლოვანი ჯეიდენ სმიტის ყოფნამ, თუმცა ვარსკვლავმა სიტუაციის ახსნა და ყოველგვარ ჭორზე ხაზის გადასმა თავად არჩია. მან ოფიციალურ "ინსტაგრამზე" განათავსა შემდეგი შინაარსის პოსტი:

"The funny moment when people believe I brought underage people to a club.. U think Will is letting his 14 year old in a club, I don't think so.. 2nd I love how the club wanted to give the press another reason to why we didn't stay at their weak ass club so they wouldn't look bad for me walking in and right back out..i said m "worst bday" but that was due to dummies pushing over my fans and being overly aggressive. Btw it wasn't the worst bday cuz all my friends from back home flew in I was just mad in the moment"

"სასაცილო მომენტია, როდესაც ხალხი ფიქრობს, რომ მე არასრულწლოვანი ხალხი მივიყვანე კლუბში. თქვენ ფიქრობთ, რომ უილი თავის 14 წლის შვილს აძლევს კლუბში წასვლის უფლებას? მე არ ვთვლი ასე.. მეორე, მე მომწონს თუ როგორ უნდოდა კლუბს პრესისთვის მიზეზების მიცემა იმაზე, თუ რატომ არ გავჩერდით იქ. ისინი არ გამოჩნდებოდნენ ცუდად ჩემ გამო, რადგან მე წინ და უკან დავდიოდი. მე ვთქვი "ყველაზე ცუდი დაბადების" დღე რამდენიმე სულელის გამო, რომლებიც ხელს კრავდნენ ჩემს ფანებს და იქცეოდნენ ზედმეტად აგრესიულად. თუმცა, ეს არ იყო ჩემი ყველაზე ცუდი დაბადების დღე, რადგან ყველა ჩემი მეგობარი ჩამოფრინდა, უბრალოდ იმ მომენტისთვის ძალიან გაბრაზებული ვიყავი".

ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!

რეალურად, ჯასტინ ბიბერის მე-19 დაბადების დღის ჩაშლა პაპარაცებს უნდა დავაბრალოთ. ჯასტინმა 20,000$ გადაიხადა, რათა დაექირავებინა ლონდონის ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბი, რომელსაც, სამწუხაროდ პაპარაცებმა მიაგნეს, შიგნით შეიჭრნენ და ფანების მიმართ უდიდესი აგრესია გამოიჩინეს. ბიბერის დაცვამ სიტუაციის გაკონტროლება ვეღარ მოახერხა და იგი იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა.

დაბადების დღეზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტომასალა:

ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!
ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!
ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!

ვიდეო ჯასტინის დაბადების დღიდან:




სამწუხაროა, რომ დღემ, რომელსაც ჯასტინი ფანებთან ერთად მოუთმენლად ელოდა ასე ცუდად ჩაიარა. მსგავსად განვითარდა მოვლენები ჯასტინის მე-17 დაბადების დღეზეც, როდესაც პაპარაცების დაუდევრობამ ჯასტინის ყოფილ შეყვარებულს, სელენა გომეზს ფიზიკური ზიანი მიაყენა. ვიმედოვნოთ, რომ მსგავსი მოვლენები მომავალში აღარ განვითარდება და ჯასტინს ნორმალური დაბადების დღის გადახდის საშუალება მიეცემა.


ძალიან გთხოვთ, რომ დაა-LIKE-ოთ ფოტო ამ ლინკზე: http://goo.gl/T3RzL და დამეხმაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ოცნების ახდენაში. უდიდეს მადლობას გიხდით წინასწარ.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

31


  • anasofia თქვა:
    10 მარტი 2013 00:35 - ID: 31,
    ფუ პაპარაცების დედა რა გაუხმეს ხელები ი ადამიანს ვინც ჯასტინს შეეხება მიყვარხარ ჯასტინ და ერტი სული მაქ როდის გნახავ იმედია კი ოდესმე ავიხდენ ამ ოცნებას ვისაც არ უყვრხარ სულ ფეხებზე მკიდია მთავარია მე მიყვარხარ MY DრEAM love crying




































































































































    love

  • ani:) თქვა:
    8 მარტი 2013 17:00 - ID: 30,
    ეს პაპარაცები მალე სუნთქვას აღარ აცლიან belay

  • Scouser Kate თქვა:
    7 მარტი 2013 21:25 - ID: 29,
    ციტატა: Dreamer...
    რას აიკვიატესს ქართველებმა ამ ბიჭის სიძულვილი ვერ ვხვდები :))

    ყველაფრის ქართველებისთვის შეკვეხება ნუ იცით :დ მთელ მსოფლიოს ამოჩემებული ყავს, ამერიკაში უფრო ეზიზღება ძაან ბევრს

  • Dreamer... თქვა:
    7 მარტი 2013 20:49 - ID: 28,
    ამაზე რო იტყვი ადამიანი გოიმი როჟაააოოო რა უნდა ელაპარაკოო იმას :X ფანი ნაღდად არ ვარ და არც ვუსმენ დიდად მარაა მაინცცც მაგარი როჟააა,ჯერ შეხედულებითააა ძაან საყვარელი და მერე კიდე მაგრად მღერის და ძაან ნიჭიერია და რას აიკვიატესს ქართველებმა ამ ბიჭის სიძულვილი ვერ ვხვდები :))
    ცოდოოააააა რა ტვინი შეუჭამეს მარტლა ამ პაპარაცებმა :X

  • knach თქვა:
    7 მარტი 2013 18:01 - ID: 26,
    20 000 ristvis gadaexada am bicma rom am degeneratebs ar sheewuxebinat da mainc ar daaasvenes es admiani yvela " varskvlavs " ase uketeben

  • Bao თქვა:
    7 მარტი 2013 16:48 - ID: 25,
    რა რთულია ესე ცხოვრება! ძალიან შემეცოდა :( რა ქაჯობაა! ნამდვილი ბრბო! სამწუხაროა ძალიან! გულწფელად შემეცოდა, ხალხი რა დაუდევარია მართლა რა!

  • Ggvantsa თქვა:
    6 მარტი 2013 14:56 - ID: 24,
    აუ ცოდოა ისე ამის გამო მაგრად მებრალება ეს ვარსკვლავები what

  • me თქვა:
    6 მარტი 2013 13:38 - ID: 23,
    რა დებილი ხალხია.. და რას აკეთებდა ამ დროს კლუბის დაცვა?

  • vivichka თქვა:
    6 მარტი 2013 00:55 - ID: 22,
    ჩემი ბიჭი როგორ გაბედეს და ასეთი საოცარი დღე ჩაუშალეეეეეეეს, პაპარაცებს ვერ ვიტაააააააააააან...ჯუსო მიყვარხაააააააააააააააააააარრრ love love love

  • Diana♥ თქვა:
    5 მარტი 2013 22:09 - ID: 21,
    არცერთი წამით არ ასვენებ ამ ხალხს რა და საკუთარ დაბადების დღეზე მაინც მოასვენონ და მისცენ იმის შესაძლებლობა რომ,როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ისე გაერთოს მეგობრებთან ერთად. ის გოგო კიდე ვინც "აგორავეს" ფანია.ჯასტინთან უნდოდა მისვლა და პაპარაცებმა "გაჭყლიტეს" :))

  • krist...star თქვა:
    5 მარტი 2013 21:06 - ID: 20,
    რა დეგენერატი ხალხია

  • bibi თქვა:
    5 მარტი 2013 20:52 - ID: 19,
    ჯუსტიიიიიიიიიიიიიიიიიინ ეს როგორ დაგემართა ჯუსტიიიიიიიიიიიიიიიიიინ ეს რა გაკადრეს
    _____________________
    My Webpage Creatiuli.Com

  • Qeti♥ თქვა:
    5 მარტი 2013 20:38 - ID: 18,
    ჯასტინი არ მევასება, გოიმი როჟაა, მარა ნორმალურად ხო უნდა გადაახდევინო ადამიანს დაბადების დღე... :X ერთი პაპარაცების დედაც ... :X

  • Scouser Kate თქვა:
    5 მარტი 2013 20:33 - ID: 17,
    დავიწყებ იმით რო ჯასტნის დედაც ჯეკ მარა რო შეეშვას ეს ხალხი არ უნდათ? ეგდოს რა თავისთვის რაც უნდა აკეთოს რა საჭიროა ეს "პატარა კაცის" გამოხტომები

  • anaaa თქვა:
    5 მარტი 2013 19:20 - ID: 16,
    ეს ხალხი სუ გადაირია

  • WTF თქვა:
    5 მარტი 2013 16:44 - ID: 15,
    ის გოგო რატო აგორავეს??? lol (ვერ მივხვდი)

  • beauty queen თქვა:
    5 მარტი 2013 16:02 - ID: 14,
    უი შემეცოდა...
    ეს იმათთვის ვინც თვლის რომ პაპარაცები
    "ცოდოები" არიან!
    ცოდვები კი არა საზიზღრები არიან ვერ ვიტან მათ!!! wassat

  • ELE-elene თქვა:
    5 მარტი 2013 16:01 - ID: 13,
    დაბადების დღის ჩაშლა მართლა საშინელება იყო.ბიბერის ფანი არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ მაინც მეცოდება ხოლმე,ისიც ჩვეულებრივი ადამიანია.......

  • QiQiTo:):) თქვა:
    5 მარტი 2013 15:51 - ID: 12,
    დარდი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top