;

6 March 2013      Nanuka.     Views 2471    
Category: Stars

პირველი 1/4 ფინალისტი რეალ მადრიდი გახდა!

"ჩემპიონთა ლიგის" პირველი 1/4 ფინალისტის ვინაობა გუშინ, რეალ მადრიდისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირების შემდეგ გახდა ცნობილი. მატჩი რეალ მადრიდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მიუხედავად დამარცხებისა, თავდაპირველად მანჩესტერი იგებდა 1:0-ს სერხიო რამოსის ავტოგოლის წყალობით. 56-ე წუთზე მსაჯმა მანჩესტერის ფეხბურთელი - ნანი მოედნიდან გააძევა, რასაც 66-ე წუთზე მოდრიჩის, ხოლო 69-ეზე რონალდუს გოლი მოყვა. ათკაციანი შემადგენლობით დარჩენილი მანჩესტერ იუნაიტედი მაინც თავგანწირვით იბრძოდა და არაერთი რეალური მომენტი შექმნა მეტოქის კართან, თუმცა მადრიდელთა მეკარის - სერხიო ლოპესის დამაჯერებელმა თამაშმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში რეალის სასარგებლოდ დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები მწვავედ აკრიტიკებდნენ თამაშის არბიტრს, რომელმაც არ გაითვალისწინა მატჩის დონე და ნანის წითელი ბარათი უჩვენა. ძალიან ბევრი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ სრული შემადგენლობით მანჩესტერ იუნაიტედი თამაშის მოგებას და 1/4 ფინალში გასვლას შეძლებდა.

რეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი 2:1

არავინ უარყოფს, რომ ნანიმ უხეშად ითამაშა, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ მას ბურთთან მყოფი არბელოა არ შეუნიშნავს. ამ დარღვევისთვის, სხვა, საშუალო დონის მატჩებში ფეხბურთელის გაძევება ნორმალურია, მაგრამ როდესაც ამგვარი დონის გუნდები "ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალისტობისთვის იბრძვიან, წითელი ბარათის ჩვენება შეცდომაა. ამის გულისთვის, მატჩის ბოლოს იუნაიტედის ფეხბურთელებმა დამცინავი ტაში დაუკრეს არბიტრს და გამძვინვარებული გულშემატკივრებისგან თავის დასაცავად მოედნის დასატოვებლად მას დაცვა დასჭირდა.

ნანის გაძევება:



ყველასთვის დასამახსოვრებელი გამოდგა კრიშტიანუ რონალდუს ჟესტი - ხელების აწევა, რითაც მან უდიდესი პატივისცემა გამოხატა მშობლიური კლუბის მიმართ და არ აღნიშნა ასეთი მნიშვნელოვანი გოლი. რეალ მადრიდის ფორვარდმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"დაუჯერებელი საღამო იყო, ძალიან ემოციური. იმას, რაც გულშემატკივრებმა ჩემთვის გააკეთეს, ვერასდროს დავივიწყებ. ერთის მხრივ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რეალ მადრიდი შემდეგ ეტაპზე გადავიდა, მეორეს მხრივ თავს ცოტა ცუდად გრძნობ, რადგან არ არის მარტივი შენი მშობლიური სახლის დავიწყება. მე, როგორც ბავშვი ისე მივედი "მანჩესტერ იუნაიტედში" და 6 წლის განმავლობაში ვთამაშობდი აქ, ხალხი კი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ. ჩემი გრძნობა ძალიან უცნაურია, როგორც ამ, ისე პირველი თამაშის მიმართ. თავს ცოტა მორცხვად ვგრძნობ. მაგრამ, ბედნიერი ვარ, რადგან რეალმა ეს შეძლო - მე ვთამაშობ მადრიდისთვის და ვცდილობ ყოველთვის გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი.

ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი "ჩემპიონთა ლიგის" მოსაგებად, ჩვენ დავამარცხეთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედი ჰქვია. ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და გავივლით მას ნაბიჯ-ნაბიჯ. კარგ ფორმაში ვართ - ეს კვირა დაუჯერებელი იყო ორი მოგებით ბარსელონასთან და ახლა მანჩესტერ იუნაიტედთან".

რეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი 2:1

ნახეთ მატჩის გოლები და საუკეთესო მომენტები:



შეგახსენებთ, რომ რეალ მადრიდთან ერთად გუშინ მეოთხედფინალისტების სიას შეემატა დორტმუნდი, დონეცკის შახტართან ანგარიშით 3:0 გამარჯვებით. დღეს კი რეალსა და შახტარს კიდევ ორი მეოთხედფინალისტი შეუერთდება, რისთვისაც იბრძოლებენ 1) PSG და ვალენსია, 2) იუვენტუსი და სელტიკი.

ვის გულშემატკივრობდით გუშინდელ მატჩში?

რეალს
მანჩესტერ იუნაიტედს
არ ვარ ამ გუნდების გულშემატკივარი

Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top