;
8 მარტი 2013      Johnny depp     35 კომენტარი     ნანახია 2974-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Legends Never Die Legends Never Die

Legends Never Die-kurt cobain


კურტ კობეინზე ხალხის აზრი ორად იყოფა ხოლმე. საზოგადოების ერთი ნაწილი მას ლეგენდას
უწოდებს ხოლმე მეორე ნაწილი კი საპირისპიროს ფიქრობს, ისინი თვლიან რომ კურტი ერთი
ნარკოტიკებზე დამოკიდებული შეშლილი ბიჭი იყო .
რაც არ უნდა თქვას საზოგადოებამ, როგორ
ადამიანდაც არ უნდა შერაცხოს ის , როკის მოყვარულების, მისი ფანები და სხვა ბევრი კურტ
ლეგენდას უწოდებს
და ვთლი რომ ასეა. კურტი ყველას დაამახსოვრდა ერთი საყვარელი,
ცისფერთვალება ბიჭი, რომელიც გიჟდეობდა მუსიკაზე და გიტარაზე.
შემოგთავაზებთ ნაკლებად
ცნობილ ცნობებს მისი ცხოვრების შესახებ.


Legends Never Die

კურტის ოჯახი არც ისე შეძლებული იყო, მაგრამ მის ბავშვობას ბედნიერიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. იგი განსაკუთრებით მიწებებული იყო დედიკოზე და ეს იდილია ვერც კიმმა დაარღვია - კურტის სამი წლით უმცროსმა დაიკომ. კურტმა ორი წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკალური მონაცემების გამოვლენა. შვიდი წლის ასაკში კურტი უსმენდა დეიდამისის მიერ ნაჩუქარ ფირფიტებს კურტი ზედმეტად აქტიური ბავშვი გახლდათ. იმდენად, რომ ექიმებთანაც კი დაყავდათ. “ჰიპერაქტიურობა” - ასე შეაფასეს მედიკებმა.შვიდი წლის რომ იყო, მერი დეიდამ დიდი ბარაბანი აჩუქა, კურტმაც სწრაფად მიიმაგრა და დაიწყო ახლომახლო ქუჩების შემოვლა დოლის ბრახუნით და ბითლზის სიმღერების კივილით. “ჰიპერაქტიულობის” გარდა ჯანმრთელობის მხრივ სხვა პრობლემებიც ქონდა. მაგალითად, პატარაობიდან ქრონიკული ბრონქიტი სტანჯავდა. ..აღსანიშნავია, რომ ბავშვობიდანვე არ უყვარდა პოლიციელები. ს ულ რაღაც სამი წლის ასაკში მათი დანახვისას არც თუ ისე სასიამოვნო ტექსტის მქონე სიმღერას იწყებდა, მოგვიანებით კი უკვე კოკა-კოლის დაჭეჭყილ ქილებს ესროდა წესრიგის დამცველთა მანქანებს. ამავე ასაკში კურტმა ოპერატიულად შეითვისა ესოდენ აუცილებელი ჟესტი - შუა თითის წინ წამოწევა.

Legends Never Die

მეორე კლასში იყო კურტი, როცა ნათელი გახდა - საოცრად ხატავდა .თვითონ ვერაფერს ხედავდა მის ნახატებში მოსაწონს. ვენდი იხსენებს: “მისი დამოკიდებულება უფროსებთან სწორედ ამის გამო შეიცვალა. ყველა ეუბნებოდა, რომ მოსწონდა მისი ნამუშევარი, ის კი მუდამ უკმაყოფილო იყომესამე კლასელ კურტს უკვე სურდა, რომ როკ-ვარსკვლავი გამხდარიყო. ყველგან და ყოველთვის თავის პატარა პლასტმასის გიტარაზე უკრავდა - ბითლზების მუსიკის ფონზე. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, იგი გაიტაცა დიადმა ოცნებამ კასკადიორობაზე...ვენდი არც იმის უფლებას აძლევდა შვილებს, რომ საეჭვო ოჯახის მქონე თანატოლებთან ემეგობრათ. მესამე კლაში რომ გადავიდა, დასარტყამი ინსტრუმენტების გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. “მინდოდა, რინგო სტარი ვყოფილიყავი. ისე ლენონი უფრო მომწონდა - ოღონდ ლენონი “უდარნიკებზე”-იხსენებს მოგვიანებით კურტი. ერთი პერიოდი სკოლის გუნდშიც უკრავდა, მაგრამ ნოტებს ვერაფრით ვერ სწავლობდა. ელოდებოდა, სანამ მის წინ მჯდომი ბიჭი მთელ სიმღერას შეისწავლიდა და მერე მისი მიბაძვით მოქმედებდა..

Legends Never Die

1974 წელს შვიდიოდე წლის კურტმა დედას სთხოვა, მისთვის საშობაოდ ხუთ დოლარად ღირებული სათამაშო თოფი ეჩუქებინა და გააფრთხილა, რომ სხვა საჩუქარს კატეგორიულად არ მიიღებდა. ეგებ მაშინ იგრძნო პირველად ვენდიმ, რამდენად პრობლემური შვილი ეზრდებოდა... უღრუბლო ბავშვობის ხანა 1975 წელს დასრულდა, როდესაც კურტის მშობლები განქორწინდნენ. ვენდის და დონალდს პრობლემები ქონდათ: ქმარი ძირითადად დროს ბეისბოლსა და კალათბურთს უთმობდა, ცოლი კი დარწმუნებული არ იყო, ოდესმე მაინც თუ უყვარდა ეს კაცი.ახლა ორივე აღიარებს, რომ ერთმანეთთან ბრძოლაში ხშირად ბავშვებსაც იყენებდნენ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ამ მოვლენის შემდეგ კურტი რადიკალურად შეიცვალა - მოღუშული, ბოროტი და დამცინავი გახდა. თავისი ოთახის კედლები შემდეგი წარწერით მორთო: “მე მეზიზღება დედა, მეზიზღება მამა, მამას ეზიზღება დედა, დედას ეზიზღება მამა. არის ამაში რაღაც სადარდებელი”. წარწერის ქვევით კი ტვინი მიახატა - უზარმაზარი კითხვის ნიშნით. ეს ნახატი დღემდე შემორჩა, კურტი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი ცხოვრებიდან თითქოს ნათელი გაქრა, რომელიც შემდგომში ვეღარაფრით დაიბრუნა: “მახსოვს, უეცრად სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან მათ მშობლები ყავდათ, მე კი - არა. ძალიან ვბრაზობდი მშობლებზე, რომ ვერ შეძლეს, თავიანთ პრობლემებს გამკლავებოდნენ. მთელი ბავშვობა მათი გაყრის შემდეგ საკუთარი დედ-მამის მრცხვენოდა...” მშობლების გაყრის შემდეგ გარკველი პერიოდი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ ვერაფრით ვერ შეეგუა ვენდის ახალ “მეგობარს”, რომელიც მართლაც პარანოიდული შიზოფრენიით იყო დაავადებული. გართულებების თავიდან აცილების მიზნით დედამ მამასთან გაგზავნა საცხოვრებლად. დონალდსაც ახალი ოჯახი ყავდა - ცოლი და ორი გერი, რომელთაც კურტი პირდაპირ ვერ იტანდა. .მალე მოთმინების ფიალა აევსო და კურტმაც წანწალი დაიწყო აბერდინსა და მონტესანოს შორის - ცხოვრობდა ხან დეიდა-ბიძიებთან, ხან მამამისის მშობლებთან.

Legends Never Die

ძველი კედები და დახეული ჯინსები, მეორადი ტანისამოსი და განადგურებული რეპუტაცია - ეს იყო კურტ კობეინი. მისმა შეუდარებელმა ვოკლამა, დეპრესიულმა და მელანქოლიურმა ელემენტებმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა შეძლეს. კობეინი მსოფლიომ შეიყვარა, მაგრამ მომღერალს ეს ყოველივე ნაკლებად აინტერესებდა. სწორედ ამიტომ, კობეინი 24 წლის ასაკში ვარსკვლავი იყო, 27 წლის ასაკში კი - მკვდარი. მისი მუსიკის მოსმენისას, რთულია იმის გააზრება, რომ კობეინი საკუთარ თავზე ყვებოდა: მე ძალიან ბედნიერი ბავშვი ვიყავი. მუდამ ვყვიროდი და ვმღეროდი. უბრალოდ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი. მე მართლა ბედნიერი ვიყავი.“ სიკვდილის წინ კურტმა ჩანაწერი გააკეთა: „შვიდი წლის ასაკიდან მე მთელი კაცობრიობა შემძულდა.“ მშობლების განქორწინებამ ბიჭუნას სერიოზული ტრამვა მიაყენა. იგი საკუთარ თავში ჩაიკეტა, აგრესიას გამოხატავდა დედისა და თანატოლების მიმართ. სამწუხაროა, ყველაფერი რაც შვიდი წლის ბიჭუნას სურდა ეს ჩვეულებრივი და ნორმალური ოჯახი იყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მშობლებს არც თუ ისე აინტერესებდათ მისი სურვილები. როცა კურტი 14 წლის გახდა, ბიძია ჩაკმა მას გიტარა აჩუქა. მუსიკამ კურტი სამუდამოდ შეიპყრო და იგი მის ცხოვრებად იქცა. აღსანიშნავია, რომ კურტის დედის ცხოვრებაში მუდმივი გადაწყობები მიმდინარეობდა. ვენდი გამუდმებით ცდილობდა მისაღები პარტნიორის პოვნას მაგრამ ეს ცდა მუდამ კრახით სრულდებოდა. როცა კურტი გაიზარდა და დედას უარი უთხრა ხელოვნების ინსტიტუტში ჩაბარებაზე, მან შვილი არჩევანის წინაშე დააყენა - ან უნდა ეპოვნა სამსახური ან უნდა წასულიყო სახლიდან. კურტმა მეორე ვარიანტი არჩია. გარკვეული დროის მანძილზე, იგი მეგობრებსა და შემთხვევით ნაცნობებს შეეკედლა. იყო დრო, როცა ერთ-ერთი მდინარის ხიდის ქვეშაც კი ეძინა. ამ ყოველივემ კურტში არსებული მინიმალური სიცოცხლისათვის ბრძოლა და ოპტიმიზმი სრულებით გაანადგურა. თუმცა, ამ ლეგენდარულ მუსიკოსს რთულმა ცხოვრებამ პატიოსნება ასწავლა.

Legends Never Die

Legends Never Die

კურტი და კორტნი- გიჟური სიყვარული

მდიდარი ჰიპის ქალიშვილმა დიდი ქონება მიიღო. 16 წლის განმავლობაში მოგზაურობით ირთობდა თავს. იგი ტკბებოდა თავისუფლებით, იყო მხიარული და ლაღი, მაგრამ რაღაცით მაინც წააგავდა კობეინს. მან ნამდვილი გვარი, ჰარისონი ლავით ჩაანაცვლა. გოგონა არ იყო ჩვეულებრივი, იგი ცხოვრებას წიგნებსა და სწავლას არ უძღვნიდა. მას ცხოვრებას გიტარა ასწავლიდა. კორტნი სწავლობდა გიტარაზე დაკვრას, წერდა სიმღერებსა და მუსიკას, უფრო მეტიც, მან მუსიკალური ჯგუფი, The Hole ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მსახიობის კარიერის აწყობაც დაიწყო, მას უყვარდა, იტანჯებოდა, იღებდა ნარკოტიკებს და აწყობდა სკანდალებს. კორტნიმ კურტი პირველად კონცერტზე იხილა. მათი გრძნობები ერთმანეთს დაემთხვა და მიხვდნენ რომ ცხოვრებაზეც კი ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ. მათი რომანი თავდავიწყებასა და უაღრეს ლტოლვას გულისხმობდა. როცა კორტნი კურტმა ცოლად მოიყვანა, იგი უკვე ფეხმძიმედ იყო. კურტი ბედნიერი იყო: „ მე ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ. როგორც იქნა მე ვიპოვე ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მე მგავს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის იგი - ქალია, კაცია, ჰერმაფროდიტი თუ აქლემი. მთავარი ის არის რომ ჩვენ ერთმანეთისთვის იდეალურები ვართ.“ ისინი ნამდვილად შეეფერებოდნენ ერთმანეთს. ეპატაჟური და განსხვავებული კორტნი კარგად გამოიყურებოდა მისი დეპრესიული და მელანქოლიური მეორე ნახევრის გვერდით. იგი უარს არ ამბობდა ინტერვიუებზე და ერთხელ, ერთ-ერთ ჯურნალისტთან ისიც კი თქვა, რომ ნარკოტიკებისკენ მუდამ მიილტვოდა, ორსულობის დროსაც კი. არავისთვის საიდუმლო არ იყო ის, რომ კურტი და კორტნი ნარკომანები იყვნენ. თუმცა, ასეთმა გულახდილობამ სკანდალს ჩაუყარა საფუძველი. წყვილს ახსნა-განმარტება არა მარტო პრესის წინაშე, არამედ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წინაშეც მოუწია. ეს ორგანიზაცია მათთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას მოითხოვდა. საბოლოოდ კი მსოფლიოს სრულიად ჯანმრთელი ფრენსისი მოევლინა და წარმოქმნილი სკანდალიც მიწყნარდა. კურტი მოსიყვარულე ქმარი და მამა აღმოჩნდა.

Legends Never Die

კურტმა და კორტნიმ ერთმანეთი უცნაურად გაიცნეს. კორტნი ლავი „ნირვანას“ კონცერტს დაესწრო და გამოსვლა ძალიან არ მოეწონა, რასაც მოდურად გაუპარსავ, ცისფერთვალება და თმადაუვარცხნელ სიმპათიურ სოლისტზე ვერ იტყოდა.
– საშინლად მღერით! – მიახალა კორტნიმ.

– რა ხდება? კურტმა თავხედ ქალს ლუდის კათხა ხელიდან გამოგლიჯა და მოიყუდა. შემდეგ გინება დაიწყო, – დაღლილი ვარ და ასეთი ბოდვის მოსმენას არ ვაპირებ. ჩემი გოგონა გასასვლელთან მელოდება.

- ის ხომ ძალიამ მსუქანია, – გაიცინა კორტნიმ.
ამ სიტყვების გაგონებაზე კობეინი სიბრაზისგან გაცოფდა. უცნობ, თავხედ ქალს ეცა და სავარძლიდან გადმოაგდო. კ ორტნი სწრაფად წამოდგა და კობეინს სილა გააწნა. ხელჩართულ ბრძოლაში ხალხი ჩაერია და გააშველა. კობეინი მეგობრებს იმავე საღამოს გამოუტყდა:

– იმ გოგონას ახლოს გაცნობა მსურს.

Legends Never Die

„შთამბეჭდავი“ გაცნობის შემდეგ ერთმანეთს მეორედ წლინახევრის შემდეგ შეხვდნენ. “ნირვანა“ სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა. კობეინი თაყვანისმცემელი იყო გოგონებით გარშემოტყმული,მაგრამ ნუგეშს სხვაგან ეძებდა. – მინდა ისეთ გოგონას შევხვდე,ვისთანაც ერთადაც იდილიაში არაერთ წელიწადს ვიცხოვრებ.სიმშვიდე და მყარი ურთერთობა მენატრება.ინტრიგები და ერთთვიანი რომანები მომბეზრდა."ასეთი „მსუბუქი“ კავშირები არ მხიბლავს.ძალიან ძველმოდური ადამიანი ვარ.რატომ არ
გჯერათ?"კორტნისთან შეხვედრით კურტმა თითქოს იპოვა,რასაც ეძებდა.ამ უცნაურ,გიჟ ქალზე საუბრით მეგობრები შეაწუხა.როცა კორტნიმ მის მიმართ კობეინის სიმპათიის შესახებ შეიტყო,სიხარულისგან ტაში შემოჰკრა,შემდეგ კეთილ მაცნეს – „ნირვანას“ ერთ–ერთ მუსიკოსს ეცა,მაგრად აკოცა და კურტისთვის განსაკუთრებული საჩუქრის შესარჩევად მაღაზიებში გაქანდა. გულის ფორმის ვიქტორიანული ზარდახშა იყიდა და ზღვის ნიჟარებით, ჩაის ვარდის გამხმარი ფოთელებით და ათასი ასეთი წვრილმანით გაავსო. ზარდახშას სუნამო დააპკურა,აბრეშუმის ბაფთით შეკრა,ჩაილაპარაკა „მსურს ჩემი გახდე“ და კობეინს გაუგზავნა.კობეინმა არ უპასუხა.ისინი ერთმანერთს კონცერტებზე ხვდებოდნენ,ჩხუბობდნენ,ილანძღებოდნენ და ნიძლავს დებდნენ:

– კორტნი,ნახავ,მე შენზე უფრო პოპულარული გავხდები,მილიონებს ვიშოვი და ჩემს ცოლს ბრილიანტებით ავავსებ.

– შენ გგონია,რომ ვინმე გამოგყვება?
ურტის და კორტნის რომანი მხურვალე,ემოციური და ხმაურიანი „გამოვიდა“.ლანძღვა–გინებისა და შეხლა–შემოხლის შემდეგ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.

– ნუთუ მართლა გიყვარვარ?

– მეც მეგონა,რომ არავინ შემიყვარებდა.

– მართლა?
ერთმანეთს შეხედეს და… მას შემდეგ აღარასოდეს დაშორებულან.

Legends Never Die

წლინახევრის შემდეგ, 1992 წლის 24 თებერვალს დაქორწინდნენ.ეს ჰავაიზე მოხდა.კურტს მწვანე პიჟამა ეცვა, კორტნი კი სიეტლელი მსახიობი ქალის,ფრენსის ფარმერის ძველ კაბაში გამოწყობილიყო. გრანდიოზული ხალხმრავალი ცერემონიის ჩატარება არ სურდა,ეშინოდა ბედნიერებისგან გულაყუჩებულს ტირილი არ დაეწყო. ამერიკაში დაბრუნებულმა ჟურნალისტებს უთხრა:
– სიყვარულით მოცული ვარ.ზოგჯერ ისიც კი მავიწყდება,რომ ჯგუფი მყავს. გაინტერესებთ,კორტნის გამო მუსიკას მივატოვებდი თუ არა?არც დავფიქრდებოდი! – კორტნი იქვე იდგა და მეუღლის სიტყვებს გაღიმებული ისმენდა.ახლად დაქორწინებულები დღეებს ოცნებაში ატარებდნენ.დიდი და ძველებური სახლის ყიდვა სურდათ – ეზოს ჩაის ვარდებით დაამშვენებდნენ,ბაღში ფარშევანგებს გაუშვებდნენ,ხოლო მათ პატარას,რომელიც საცაა დაიბადებოდა,ოჯახურ სითბოს და მზრუნველობას არასოდეს მოაკლებდნენ.გოგონას დაბადებას შიშით ელოდნენ:კურტი საოცრად დაბნეული და შეშინებული იყო, არ უნდა მისი და კორტნის გიჯურ ცხოვრებას ნაყოფზე ცუდად ემოქმედა .კორტნიმ და კურტმა ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს და კერძო კლინიკას მიმართეს.კორტნი სამშობიაროში დაწვა,კურტი – ნარკოლოგიურ განყოფილებაში.გადაწყვეტილებები მტკიცე და ურყევი იყო:“ჰეროინზე დამოკიდებული აღარ ვიქნები.ეს კოშმარი სამუდამოდ დასრულდება“.კურტი მთელ სხეულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა,ითმენდა.ზოგჯერ თავს ძალას ატანდა და ცოლის პალატისკენ ძლივს მიდიოდა მის სასთუმალთან ჯდებოდა და ტკივილისგან ტირილს იწყებდა.როცა კორტნის მშობიარობა დაეწყო,ექიმებს სთხოვა

Legends Never Die

– ჩემი ქმრის პალატასთან მიმიყვანეთ!კურტი ადგა და ცოლის პალატისკენ წავიდა, აუტანელი ტკივილა აწუხებდა და თავის მოკვლაზე საუბრობდა.- იცოდე,თუკი ოდესმე ამას კიდევ გადაწყვეტ,მე გავიგებ და დაგასწრებ.პირველი წავალ!როცა დარწმუნდნენ,რომ “გადარჩნენ” და პატარა ფრენსისი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო,ახალი ცხოვრება დაიწყეს!სახლი იყიდეს.ორანჟერეაში ორქიდეები მოაშენეს,გოგონას არაფერსაკლებდნენ. ფრენსისს ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა – მშობლები მისთვის სიმღერებს წერდნენ,მის ყოველ მოძრაობას ვიდეოკამერით იღებდნენ, ყველგან თან დაჰყავდათ,ძიძებს ბავშვს არ ანდობდნენ,თვითონ ზრდიდნენ .ცნობილი ჟურნალ გაზეთების პირველ გვერდებზე კობეინ-ლავის ბედნიერი,ჯანმრთელი ოჯახის ფოტოსურათები იბეჭდებოდა.მუსიკოსი პატარა ფრენსისსა და კორტნის აღმერთებდა: „ყოველთვის, როცა სატელევიზიო შოუს ვუყურებ მომაკვდავ ბავშვებზე ტირილისგან თავს ვერ ვიკავებ. ყოველდღიურად მაწუხებს ის აზრი, რომ მე შეიძლება ჩემი შვილი დავკარგო. მაშინაც კი ვნერვიულობ, როცა მანქანაში მყავს. სულ მეშინია მასთან ერთად ავარიაში მოხვედრისა“, - ეს ყოველივე კურტმა მამისთვის მიწერილ წერილში აღიარა.ერთ თვეში კურტი ნარკოტიკს დაუბრუნდა.

Legends Never Die

ხანგრძლივი თხოვნა-მუდარის შემდეგ კობეინი ლოს-ანჯელესის სპეციალიზირებულ კლინიკაში დაწოლაზე დაიყოლიეს.კორტნი ლოს-ანჯელესში ქმართან ერთად გაფრინდა. კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროში ნომერი აიღო და კურტთან მოილაპარაკა,რომ პირველივე სატელეფონო ზარზე მის გვერდით გაჩნდებოდა.რამდენიმე დღის შემდეგ კობენმა ცოლს დაურეკა და უთხრა:- რაც არ უნდა მოხდეს,იცოდე,რომ მიყვარხარ. ამ სიტყვების გაგონებაზე კორტნი გაქვავდა.მიხვდა,რაღაც მოხდებოდა.სურდა კურტისთვის ეპასუხა,ყურმილთან მისი დაყოვნება სცადა,მაგრამ კობეინმა ტელეფონი გათიშა.მომვლელ ქალს უთხრა:”სიგარეტის მოსაწევად გავალ”,საავადმყოფოდან ჩუმად გავიდა და სიეტლში გაფრინდა.შეშინებულმა კორტნიმ კურტის ძებნაში მთელი ლოს-ანჯელესი “გადააბრუნა”.მისი საკრედიტო ანგარიშის ნომერი დაბლოკა – ნარკოტიკის შესაძენი ყველა გზა გადაუკეტა. ხან ნარკოდილერებთან,ხანაც მეგობრებთან ეძებდა.ამასობაში კურტ კობეინი ორანჟერეაში შევიდა და ჩახმახა გამოჰკრა…კობეინის სიკვდილით მისი ორი უსაყვარლესი ქალის,ცოლისა და შვილის ცხოვრებაც დაინგრა.მიუხედავად იმისა,რომ დაქვრივებულმა კორტნი ლავმა ჯერ პრემია “გრემი” მიიღო,შემდეგ მილიონტირაჟიანი დისკები გაყიდა და ფილმში “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო მოიპოვა – წარსულისგან მაინც ვერ გათავისუფლდა.სიეტლის სახლი გაყიდა და ლოს-ანჯელესში გადაბარგდა,მაგრამ მოგონებებს თავი მაინც ვერ დააღწია.

Legends Never Die

Legends Never Die Legends Never Die

Legends Never Die

[რამოდენიმე ფაქტი სიკვდილთან დაკავშირებით]

Legends Never Die

1994 წლის 1 მარტს როკ–ჯგუფმა „ნირვანამ“ გერმანიის ქალაქ მიუნჰენში თავისი უკანასკნელი კონცერტი გამართა.ევროპის სხვა დიდ ქალაქებში დაგეგმილი გამოსვლები გაუქმდა.ცოტა ხანში ჯგუფის სოლისტი კურტ კობეინი თვითმკვლელობის მორიგი მცდელობის გამო რომის ერთ–ერთ ჰოსპიტალში მოხვდა.შემდეგ ლოს–ანჯელესის ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. 4 აპრილს კლინიკიდან გაიქცა და შინ,სიეტლში ჩაფრინდა. სურდა აუტანელი დეპრესიისა და მუცლის მრავალწლიანი გაუსაძლისი ტკივილისთვის ბოლო მოეღო…“⚑

”ნირვანას” ლიტერატურული თარგმანი აორთქლებას ნიშნავს. სიმბოლურია, რომ კურტის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი ბუდისტურ მონასტერში მიმოაბნიეს.⚑

⚑კობეინი ჰეროინდამოკიდებულებას, ავადმყოფობასა და დეპრესიას ებრძოდა. კურტმა ბოლო წლებში, ცეცხლსასროლი იარაღის შეგროვებაც დაიწყო და სიცოცხლეც იარაღის გასროლით დაასრულა.⚑

კობეინი მეუღლეს ამ წერილით დაემშვიდობა ..
“იცი, რომ ვიხსენებ, რამდენი სისულელე გამიკეთებია და როგორ ვკლავდი შენში ყველაფერს კარგს, თბილს, შენთვის საუკეთესოს პატივს არ ვცემდი, აქ რომ დავრჩე, თავს ზედმეტად…არა, ზედმეტად არა, უხერხულად ვიგრძნობ. ხვდები ხო რას ვგულისხმობ? კორტნი, ის დღეები, როდესაც ვერ გხედავდი, რაღაც ახალს ვწერდი. მომწონდა, რომ მოტივაციას არ ვკარგავდი, მაგრამ გკარგავდი შენ და მერე ბოლომდე დაგკარგე. ქალი ყოველთვის სუსტი მეგონა, შენში ხშირად ვერ ვხედავდი იმას, რაც უნდა დამენახა და მართლა გული მწყდება, გვიან რომ გაგიცანი. იცი, ყოველდღე გხედავდი, ხვეულ კიბეზე ადიოდი, ჩემსკენ უფრო ინერციით იხედებოდი, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ გრძნობდი…ჩემს გრძნობებს. ან შეიძლება ვერც გრძნობდი. მე ხომ არასოდეს მითქვამს შენთვის, რომ სიცოცხლეზე მაგრად მიყვარდი. არ მითქვამს, არა? შენი თმა…ხშირად დაუბანელი, მაგრამ მაინც შენი იყო და მართლა მიყვარდა. შენი თვალები…იშვიათად გამოუძინებელი, მაგრამ ყოველთვის სისხლჩაქცევით. შენი ხელები…მაგარი სუსტი, მაგრამ იცი როგორ მიყვარდა ეგ ხელები? …და ჩემი ჯოჯოხეთი, რომელიც ყოველდღე მძიმდებოდა იმის გამო, რომ გხედავდი, მაგრამ თან ვერ გხედავდი. ალბათ, არ მყოფნიდა ის დრო, რასაც შენს გვერდით ვატარებდი. ბოლოს რაც დავწერე, ბოლომდე ვერ გაიგე, მაგრამ მთავარია, მე ვიცოდი, რაც დაგიწერე და ალბათ, რომ ვეღარ გნახავ, მერე მიხვდები… და რას უნდა მიხვდე? იმას, რომ ბოლო დღეები შენთვის ვიცხოვრე და უკეთესად რომ გაგეღვიძა, მე რომ აღარ შეგაწუხებდი უაზრო ყურადღებით და კიდევ ბევრი სხვა რამით. არ ვიცი რითი, მაგრამ მაინც ხო გაწუხებდი…? და ამის გამო მივდივარ…უკვე წავედი. ყოველთვის შენს საკურთხეველთან გამეღვიძება ყველგან, სადაც არ ვიქნები. და ვიქნები იქ, სადაც შენ არ იქნები. კარგად იყავი და ვიცი, რომ ეგრე იქნები.”

Legends Never Die

კობეინმა თავის მეგობარს დილან კარლსონს სთხოვა, რომ მისთვის ეყიდა „რემინგტონის“ ტიპის თოფი. ამავე დღეს კურტი სიეტლიდან გაემგზავრა კალიფორნიის რეაბილიტაციის ცენტრში. 4 დღის შემდეგ კორტნი ლავმა დაიქირავა პოლიციელი და დეტექტივი, ტომ გრანტი. მას უნდოდა გაეგო სად მიდიოდა ის ფული, რომელიც კურტის საკრედიტო ბარათზე იყო.რამდენიმე დღის შემდეგ კორტნიმ გრანტს ჰკითხა , სად იყო კურტი, რომელიც გამოქცეულიყო რეაბილიტაციიდან. გრანტი ჩავიდა სიეტლში, სადაც შეხვდა დილან კარლსონს და ისინი ერთად გაემართნენ კურტის სახლისკენ. სახლში არავინ იყო. პოლიციამ სხვენში იპოვა ადამიანის გვამი. ეს კურტის უსულო სხეული იყო. ოთახი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. კურტს მკერდზე იარაღი ედო, მისი სახე და ყელის მიდამოები კი სისხლით მოსვრილი. მას იარაღი პირში ჰქონდა ნასროლი. ასევე იატაკზე, კურტის გვერდით ეგდო შპრიციც. მაგიდაზე წერილი იდო, რომლის ბოლოს ეწერა: გთხოვ კორტნი, იცხოვრე ფრენსის გულისთვის, რომელიც ჩემ გარეშე უფრო ბედნიერი იქნება.“ ასევე ამ წერილში ეწერა მისი მტანჯველი და ჯოჯოხეთური ცხოვრების შესახებ. ამ ამბავმა შეძრა მსოფლიო, გაზეთები აჭრელდა სიკვდილის სავარაუდო ვერსიებით. გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ კურტი სამი დღის მკვდარი იყო. იყო ასევე რამდენიმე მკვლელობის ვერსიაც. ამბობდნენ, რომ კურტმა თავი მოიკლა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ეს საშინელი ამბავი თვით როკ-ლეგენდის მეუღლის შეკვეთილი იყო.

Legends Never Die

ვერსიები კობეინის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კორტნი კეროლს მოსალოდნელი განქორწინების შესახებ ელაპარაკა და სთხოვა მისთვის ადვოკატი მოეძებნა. კეროლისთვის ცნობილი იყო, რომ კურტი ანდერძიდან მის ამოშლას აპირებდა. ასე რომ, კანონით ქმრის 30-მილიონიანი ქონებიდან მას რჩებოდა არაუმეტეს 1 მილიონისა. მიუხედავად იმისა, რომ კობეინს კორტნი უყვარდა, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, კორტნიმ მემკვიდრეობით მიიღო კობეინის დიდება. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მისი ჯგუფის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა. მას ქვრივის სტატუსმა შესძინა სხვა ხალხის თვალში გმირისა და მსხვერპლის იმიჯი. გაჩნდა ასევე კიდევ ერთი ფაქტი: ვიღაც როკერი და ალკოჰოლიკი ამტკიცებდა, რომ რამდენიმე დღით ადრე კობეინის სიკვდილამდე, ლავმა მას 50 000 დოლარი შესთავაზა კურტის მკვლელობისთვის. კობეინის გარდაცვალების შემდეგ კორტნი ალოგიკურად იქცეოდა. იგი ინტერვიუებზე სიტყვებს ერთმანეთში ურევდა და ითხოვდა გრანტისგან რაღაც საიდუმლოების შენახვას. ასევე იგი ყვებოდა კურტთან ცხოვრების დეტალებს და აღნიშნავდა როგორი ძნელი იყო მასთან ცხოვრება. ამის დასამტკიცებლად იგი ყვებოდა სხვადასხვა ინციდენტებზე.

Legends Never Die

ასევე კორტნიმ აჩვენა ყველას კურტის ჩანაწერი, სადაც დოქტორ ბეიკერთან კურტი ამბობს: „მე უნდა ავირჩიო გზა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის… მე მძულს ჩემი თავი და მინდა სიკვდილი“. კორტნიმ ამ ჩანაწერს უწოდა სიკვდილის წინა ჩანაწერი. წერილს დიდხანს ინახავდა კორტნი. ამ ფაქტით მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და ნერვული აშლილობაც დაამტკიცეს .ხალხი, ვისაც კორტნი დამნაშავე ეგონა, მის დასჯას ითხოვდა. ზოგი სიკვდილით დასჯასაც კი,ზოგიც - შენდობას. ბევრი თვლიდა, რომ იგი ასევე პასუხისმგებელი იყო იმ ახალგაზრდების სიკვდილზე, რომლებმაც კურტის სიკვდილის შემდეგ თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე.კობეინი 1994 წლის 5 აპრილს იპოვეს გარდაცვლილი...

ოთახში პოლიციელები შემოვარდნენ.კორტნი მაშინვე ყველაფერს მიხვდა და შეშინებულმა იკითხა:
– როგორ მოხდა ?!
– თავი იარაღით მოიკლა.შინ.გვამი ორი დღის შემდეგ ორანჟერეაში იპოვეს.
რამდენიმე საათში კორტნი ლოს–ანჯელესიდან სიეტლში გადაფრინდა.გზა აეროპორტიდან სახლამდე უსაშველოდ გაიწელა.გაზეთის გამყიდველი პატარა ბიჭები მთელი ხმით გაჰყვიროდნენ:“ახალი ამბები!ახალი ამბები!კურტ კობეინმა სიცოცხლე გასროლით დაასრულა!“მათი სახლი პოლიციელთა კორდონს ალყაში მოექცია.კორტნიმ ალყა „გაარღვია“ და პირდაპირ ორანჟერეაში შევარდა.იქ სისხლის გუბე იდგა.ამის დანახვაზე თვალთ დაუბნელდა,ყურებში მხურვალება იგრძნო და უგონოდ დაეცა.

ორი დღე–ღამის განმავლობაში კორტნი ლავი გონს ვერ მოეგო.ჩაიძინებდა,შემდეგ უცბად გამოიღვიძებდა და კურტთან ხმამაღლა საუბარს იწყებდა.ეჩხუბებოდა,ტიროდა, მოსვლას სთხოვდა: “ეს არ უნდა მომხდარიყო!ეს არ უნდა ჩაგედინა!ვიცი,ცხოვრებისგან დაიღალე.ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულმა ფანებმა და ჟურნალისტებმა მოსვენება დაგიკარგეს.გასტროლებმა ძალა გამოგაცალა.ბრონჰიტმა და მუცლის გამუდმებულმა ტკივილმა შენი სიცოცხლე აუტანელი გახადა.ჰეროინმა ადამიანის სახე დაგაკარგვინა, მაგრამ მაინც არ უნდა წასულიყავი“.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

35


  • DarkPassionPlay თქვა:
    14 ივლისი 2014 17:10 - ID: 35,
    კურტი არის და იქნება ლეგენდა, უბრალოდ დღეს მოდაშია ნირვანას, განსენროუსის და ამდაგვარი ჯგუფების ჰეითერობა. შეიძლება კურტს არ ქონდა ზედმეტად გამორჩეული ხმა მაგალითად ისედი როგორ ფრედი მერკურის მაგრამ მას ისტორია მაინც შემოინახავს როგორც გრანჟის მეფეს.

  • dangerous თქვა:
    27 აპრილი 2013 11:44 - ID: 34,
    ვაიმე როგორ მიყვარსსს

  • ivi თქვა:
    12 მარტი 2013 23:21 - ID: 32,
    L O L I T A,
    100% გეთანხმები.

  • MaKakAaa თქვა:
    10 მარტი 2013 21:52 - ID: 31,
    Johnny depp
    უღრმესიი მადლობააა :* :* love ძალიან მაგარიი სიახლეეაა <3 უზომოდ მიყვააარს <3

  • -Diana- თქვა:
    10 მარტი 2013 14:35 - ID: 30,
    - ვაიმე რა კარგი ნიუსია თაკო.. კურტი უზომოდ მიყვარს.. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამ ნიუსისთვის love

  • Johnny depp თქვა:
    10 მარტი 2013 01:33 - ID: 29,
    მადლობა ყველას love
    Nirvana,
    ვაიჰ,კომენატრს რომ ვკითხულობდი ცრემლები წამომივიდა.
    დიდი მადლობა love

  • Nirvana თქვა:
    9 მარტი 2013 23:27 - ID: 28,
    კურტ კობეინმა სიცოცხლე გასროლით დაასრულა!... ჩემი ჩემი ჩემი ყველაზე კარგიი.. :( ყველაზე მეტად მიყვარს...როგორ უყვარდა კორტნი :( . ჩემი ლეგენდააა კურტი.. საუკეთესოა....
    სიყვარულით მოცული ვარ.ზოგჯერ ისიც კი მავიწყდება,რომ ჯგუფი მყავს. გაინტერესებთ,კორტნის გამო მუსიკას მივატოვებდი თუ არა?არც დავფიქრდებოდი! იმიტომ მიყვარს რომ ასეთი სიყვარული შეუძლია... მუსიკა ცხოვრებას ერჩივნა და ცხოვრებას თავისი ოჯახიი... ჩემი აზრით კურტმა თავი მოიკლა აუტანელი ტკივილების გამოო..და მან სამუდამო ლაქა დაატყო მსოფლიოს მისი 1 ტყვით :( მიყვარხარ მე შენ ჩემო პატარა ცისფერთვალება პანკო ბიჭო recourse love
    ავტორ ... სპეციალურად მადლობა შენ ასეთი სტატიისთვის..რომ ვკითხულობდი ვტიროდი.. შეიძლება იცინოთ ჩემზე მაგრამ კურტ მართლა საკუთარ თავზე მეტად მიყვარს love recourse

  • Miss Nothing თქვა:
    9 მარტი 2013 21:28 - ID: 27,
    ჰიტ ლეჯერი და კურტ კობეინი, სულ ვაკავშირებ ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან. ორივე ლეგენდა,ორივე ცხოვრებისგან ვერ იღებდა იმას რაც ნამდვილად სჭირდებოდა. ორივე იყო განწირული დაბადებიდანვე. მათ ნამუშევრებს რომ ვუყურებ/ვუსმენ სულ მელანქოლია მეუფლება,გულზე დარდი მაწვება. ორივე უზომოდ მიყვარს!! ბევრს დავწრდი, მაგრამ არ დავწერ .. რისთვის?! ვისთვის?!
    ფანტასტიური ნიუსი იყო!!
    კურტ კობეინ..!!

  • fuck selena თქვა:
    9 მარტი 2013 20:28 - ID: 26,
    მე არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია
    ნიუსი კარგია ისე ))

    L O L I T A,
    კარგია ძლივს ერთთი მოაზროვნე ადამიანი რომ ვნახე

  • Dreamer... თქვა:
    9 მარტი 2013 19:38 - ID: 25,
    ცხოვრებაააა <3 <33 <333 ყველაზე საყვარეელიიი :X <3
    მართლაც რომ ლეგენდაა <3

  • mariammm თქვა:
    9 მარტი 2013 17:57 - ID: 24,
    უმაგრესი სტატიაა

  • s თქვა:
    9 მარტი 2013 14:22 - ID: 23,
    ძალიან მომეწონა...

  • natianatoo თქვა:
    9 მარტი 2013 13:32 - ID: 22,
    ძაან კაი სიახლე იყო fellow და რავი სხვისი არ ვიცი მაგრამ მე კურტი უზომოდ მიყარს love

  • Mackenzie თქვა:
    9 მარტი 2013 13:14 - ID: 21,
    ძალიან მაგარი ნიუსია ძაააალიან მაგარი მადლობა ავტორ <3

  • Somerholic თქვა:
    9 მარტი 2013 13:07 - ID: 20,
    ვგიჟდებიი <3 ძალიაან მაგარი სიახლეააა

  • Bao თქვა:
    9 მარტი 2013 12:06 - ID: 19,
    ღმერთმანი, უსაყვარლესია!



    ____________________
    Visca el Barca, Visca el Catalonia!

  • L O L I T A თქვა:
    9 მარტი 2013 04:10 - ID: 18,
    ვერასოდეს შევიყვარებ ამ კაცს და მის სიმღერებს, ხალხს მისი გარეგნობის გამო უყვარდა იმ დროს თორემ არაფერი გასაგიჟებელი არ არის მის შემოქმედებაში. საქართველოში მოდად იქცა ნირვანას ფანობა.
    სიახლე ნამდვილად კარგია :)

  • natianatia თქვა:
    9 მარტი 2013 01:02 - ID: 17,
    აი სიახლე იყო რაგაც ძალიან მაგარი

  • Johnny depp თქვა:
    9 მარტი 2013 00:09 - ID: 16,
    elga,
    ეკუნ მადლობა love Mari Glontiმარი მადლობა დიდი love Afrodite...♥, love love მადლობა
    ta_mo,
    თამოო love
    psiqologia,
    SaaMooLee,
    ananooo,
    ELE-elene,
    ani:),
    TAKO))tako,
    LizyNavy,
    გოგოებო love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top