;
8 მარტი 2013      Afrodite...♥     35 კომენტარი     ნანახია 8653-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ვარსკვლავები და მათი მშობლები

ვარსკვავების მშობლების უმრავლესობა დღეს-დღეობით არ არიან ცნობადები, მათი ხილვა კი მხოლოდ შვილებთან ერთად პაპარაცულ ფოტოებში, თუ გარკვეულ ღონისძიებებზე შეიძლება, მაგრამ ბევრმა თუ იცის, რომ სელებრითები ასეთ პოპულარობასა და წარმატებას სწორედ მათ უნდა უმადლოდნენ. სწორედ მშობლები არიან ის ადამიანები, რომლებიც შვილებს ყველაზე მეტად გულშემატკივრობენ და მხარს უჭერენ
წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს და მათ მშობლებს

ლილი კოლინზის დედა-ჯილ ტეივლმენი არის პრეზიდენტი ბევერლი ჰილზის ქალთა კლუბის. ის შვილთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს: "ჩვენ ვართ ძალიან ახლოს, საუკეთესო მეგობრები ვართ, შვებულებისას ერთად ვმოგზაურობთ. თუ ლილი მოინდომებს რომ წავიდეთ აფრიკაში, ჩვენ წავალთ აფრიკაში. მის აზრს ყოველთვის პატივს ვცემ"
Celebrity Parents

გერი და კარენი არიან ჯენიფერ ლოურენსის მშობლები. ისინი საზოგადოებამ პირველად სწორედ ოსკარის დაჯილდოებაზე გაიცნო. ჯენიფერის მშობლები მართავენ ბავშვების ბანაკს
Celebrity Parents

ქლოი მორეცის დედა ტერი ყოველთვის გამოხატავს სიყვარულს მსახიობობის გამო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქლოი ასეთი წარმატებული მსახიობი რომ არის
Celebrity Parents

როგორც ჰარი სტაილზი ამბობს, ის ყველაზე ახლოს არის დედასთან, სწორედ ის არის, ვინც კარგად იცის ჰარის ნამდვილი ცხოვრების შესახებ. "ის არ არის ჩვეულებრივი დედა, ის ყველაზე მაგარი დედაა მსოფლიოში"
Celebrity Parents

რაინ გოსლინგი როგორც ამბობს მის ცხოვრებაში ერთადერთი ქალია, და ეს დედამისია. დედა-დონა დაწყებითი სკოლის მასწავლებელია. თურმე რაინს ის დაეხმარა სახლში განათლების მიღებაში, როდესაც ის სკოლაში ვეღარ დადიოდა მსახიობობის გამო.
Celebrity Parents

ჯასტინი დედამისს უმადლის თავის ასეთ დიდ წარმატებას. პატრისია იყო 17 წლის, როდესაც ჯასტინი გააჩინა. შვილის მუსიკალური ნიჭით აღფრთოვანებული დედა YouTube-ზე ავრცელებდა ვიდეობს.
Celebrity Parents


კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნა მშობლებთან ერთად აღნიშნა. შაკირას დედა ადრე მასწავლებელი იყო,ხოლო მამა კოლუმბიაში ბიზნესმენია. სხვების დახმარება შაკირას სწორედ მისმა მშობლებმა შთააგონეს, სწორედ ამიტომ არის ის ერთ–ერთი ყველაზე ქველმოქმედი ვარსკვლავი


ქეით მოსის დედა ლინდა დღემდე შვილ ეხმარება ბავშვების აღზრდაში, როდესაც ის დაკავებულია სამოდელო კარიერით
Celebrity Parents

ქეითი პერის მშობლები კიტი და მერი ექსტრავაგანტული პიროვნებები არიან. ქეითი პირველად მათ უტარებდა საოჯახო კონცერტებს, ხოლო შემდეგ უფრო დიდ აუდიტორიასთან გადაინაცვლა.
Celebrity Parents

ზოი დაშანელის დედა მერი ისევე როგორც მისი შვილი მსახიობია. ის გამოჩნდა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა Twin Peaks და House
Celebrity Parents

What To Expect When You’re Expecting-ის პრემიერაზე მოთხოვნა ყოფილა, რომ ვარსკვლავებს ვისაც ჰყავდათ მეორე ნახევრები, მათთან ერთად უნდა მისულიყვნენ. ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ჩეის კროუფორდი კი თავის მეორე ნახევართან დედასთან-დანასთან ერთად მივიდა
Celebrity Parents

შვილისგან განსხვავებით მას საერთოდ არ დაჰკრავს ლათინური ელფერი. ჯესიკა ალბას დედა კეტრინი წარმოშობით არის დანიელი, ფრანგი და კანადელი, მისი მეუღლე კი მექსიკელია. სწორედ ამიტომ აქვს ჯესიკას ასეთი უჩვეულო გარეგნობა.
Celebrity Parents

ნეილ ჰორანი მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან ცხორობს, გამუდმებით სტუმრობს დედას სახლში. მეურა თურმე არასდროს ტოვებს ბენდის კონცერტებს.
Celebrity Parents

რიანას დედა მონიკა უკვე ყოფილი ბუღალტერია. ეროვნებით კი გაიანიდან არის. როგორც რიანა აღნიშნავს მონიკას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონია
Celebrity Parents

ბილი და მისი მეუღლე ჯენი პიტები ძალიან ამაყობენ თავიანთი შვილით ბრედ პიტით. ისინი დღეს დღეობით ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას მართავენ.
Celebrity Parents

2011 წელს ფილმის New Year’s Eve პრემიერაზე, ცოლ-ქმარი ფერჯი და ჯოშ დუამელი თავიანთ დედებთან ტერისთან და ბონისთან ერთად იყვნენ მისულნი.
Celebrity Parents

ჯენიფერ გარნერის დედა პატრისია ინგლისური ენის მასწავლებელია სკოლაში და ჯენიფერს თექვსმეტ წლამდე არ აძლევდა საცურაო კოსტიუმის ჩაცმას და მაკიაჟის გამოყენების უფლებას
Celebrity Parents

ალბათ ხვდებით თუ ვისგან გამოყვა ოსკაროსან მსახიობ შარლიზ ტერონს ასეთი მომნუსხველი სილამაზე. დედამისი ჯერდა არცერთ წვეულებას არ ტოვებს და შვილთან ერთად დადის ყოველთვის.
Celebrity Parents

ეს წყვილი, ყველას რიგითი ბრიტანელები ეგონათ, როდესაც Twilight პრემიერაზე იყვნენ მისულნი და ფოტოებს უღებდნენ მსახიობებს, მაგრამ კლერი და რიჩარდი ცნობილი მსახიობის რობერტ პატისონის მშობლები აღმოჩდნენ.
Celebrity Parents

ნიქ ქენონი, რომელიც მერაია ქერის მეუღლეა, მაინც დედიკოს ბიჭად დარჩა
Celebrity Parents

ჰარი პოტერის ვარსკვლავის ბონი ვრაითის დედა-შეილა თიგი ფლობს სამკაულების ბრენდს სახელწოდებით Wright & Teague
Celebrity Parents

ემა რობერტსის დედას კელის სურდა რომ თავის შვილს ჰქონოდა ნორმალური ბავშვობა, მაგრამ ცხრა წლის ასაკში ემა მამის გზას გაჰყვა და ჩაება სამსახიობო კარიერაში
Celebrity Parents

ანჯელინა ჯოლის დედა მარჩელინი იყო ასევე მსახიობი. 2008 წელს დაბადებულ ტყუპი ბავშვებიდან ერთ-ერთს ანჯელინამ დედის საპატივცემულოდ ვივიენ მარჩელინი დაარქვა .
Celebrity Parents

ბიონსეს დედას თინა ნოულზს უდიდესი ადგილი უჭირავს შვილის კარიერის განვითარებაში. ის იყო კოსტიუმების დიზაინერი ჯგუფის Destiny’s Child-ისთვის. დღეს-დღეობით კი მას და ბიონსეს აქვთ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გამოშვებული.
Celebrity Parents

კრისტინა აგილერამ ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილი ვარსკვლავი დედასთან შელისთან და ძმასთან ერთად აღნიშნა 2010 წელს. შელი ესპანურის მასწავლებელია
Celebrity Parents

როგორც მსახიობი ედი ვესვიკი აღნიშნავს, მას ყველაზე მეტად მამასთან უყვარს დროის გატარება. მამამისი უნივერსიტეტში ლექტორია.
Celebrity Parents

ჯენიფერ ენისტონის მამა ჯონ ენისტონი ასევე მსახიობია, მისი შესრულებით ყველაზე ცნობილი
ფილმია Days Of Our Lives. სერიალში Friends, სადაც ჯენიფერი მთავარ როლს ასრულებდა მამამისმა რამდენიმე ეპიზოდური როლი შეასრულა.
Celebrity Parents

ჟიზელ ბიუნდხენი ძალიან ახლოს არის მშობლებთან. როგორც ხედავთ ჟიზელი ასეთ გარეგნობას დედამისს უნდა უმადლოდეს.
Celebrity Parents

თუ გამოიცნობთ ვინ არის კლასიკურად ჩაცმული ქერა ქალბატონი? ის ეპატაჟური მომღერლის ლეიდი გაგას დედაა-სინტია. მომღერალი ასე საუბრობს დედაზე" მე მაქვს დიდებული ოჯახი, გყავდეს დედაა ეს ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს"
Celebrity Parents

როდესაც კეიტი პერი იყო ტურნეზე, რასელმა ოსკარზე მეწყვილედ დედა-ბარბარა წაიყვანა. როგორც რასელ ბრენდი ამბობს მან მთელი ბავშვობა მარტოსულად გაატარა, რადგან დედამისი კიბოს ებრძოდა.
Celebrity Parents

ჯასტინ ტიმბერლეიკის დედა-ლინი, როგორც აღნიშნავს ყოველთვის აფიქსირებს თავის მოსაზრებას შვილის მეგობარ გოგონებზე, მან აღიარა რომ განადგურებული იყო ჯასტინის ბრიტნისთან დაშორების გამო, რადგან მომღერალი ძალიან მოსწონდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია რას ფიქრობს ის ჯასტინის მეუღლეზე ჯესიკა ბილზე.
Celebrity Parents

რეპერ დიდის დედა ჯენისი იყო მოდელი და მასწავლებელი სკოლაში, სანამ თავისი შვილი გაიზრდებოდა. ვარსკვლავი დღემდე მადლობას უხდის დედამისს რომ ასეთი გაზარდა
Celebrity Parents

ჯორჯ კლუნის დედა-ნინა იყო კენტუკის შტატის სილამაზის დედოფალი. კლუნი ამას ყოველთვის ისამაყით აღნიშნავს
Celebrity Parents

დაკოტა ფენინგის დედა-ჯოი ტენისის პროფესიონალი მოთამაშეა მაგრამ მან ყველაფერი დათმო შვილების კარიერული წინსვლისთვის. ელეს და დაკოტას ის მუდმივად დაყვება გადასაღებ მოედანზე
Celebrity Parents

ჰეიდი კლუმის ქერათმიანი დედა-ერნა.
Celebrity Parents

გვენ სტეფანის დედა-პეტი არის ბუღალტერი
Celebrity Parents

TV მსახიობი კეტი ჰილტონი ცნობილი დების ნიკი და პერის ჰილტონების დედაა. მათ მამაზე რიჩარდზე 15 წლის ასაკში გათხოვდა
Celebrity Parents

ტომ კრუზის დედა-მერი ლი არის მასწავლებელი
Celebrity Parents

ზოი სალდანას ეგზოტიკური სილამაზე დედისგან-ასალიასგან გამოყვა, რომელიც წარმოშობით პუერტო რიკოდან არის. ზოი დომინიკის რესპუბლიკიდან დედასთან ერთად 10 წლის ასაკში წამოვიდა, რადგან დაუფლებოდა ბალეტს პროფესიონალურად
Celebrity Parents

ბრიტნი სპირსის დედა ლინ სპირსი იყო დაწყებითი კლასები მასწავლებელი. ბრიტნის მამას ჯეიმის კი ქორწინებიდან რვა წლის შემდეგ დაშორდა
Celebrity Parents

აშერი დედამისის ჯოუნეტის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს. ის ამბობს"დედას თუ არ მოეწონება ჩემი ახალი შეყვარებული, მე მას აუცილებლად დავშორდები"
Celebrity Parents

ლეონარდო დიკაბრიოს ფილმის პრემიერაზე ყოველთვის დაჰყავს დედა-ირმელინი. მან თქვა "ერთადერთი ქალი ვისაც მე ბრილიანტს ვაჩუქებ ეს დედაჩემია"
Celebrity Parents

ჰოლივუდელი ცუდი ბიჭის კოლინ ფარელის დედა რიტა დიასახლისია. როგორც კოლინი ამბობს რიტა მისი საუკეთესო მეგობარია
Celebrity Parents

ნატალი პორტმანის მშობლები მამა-აუნერი და დედა-შელი, რომელიც ნატალის აგენტია. მსახიობი მშობლებზე საუბრობს "ყველაფერი რაც ახლა ვარ მშობლების დამსახურებაა, ასევე ისიც რომ ჰარვარდი მაქვს დამთავრებული. ეს კი მამის სიტყვამ გადამაწყვეტინა. მან მითხრა "იყო მსახიობი ეს ძალიან კარგია, მაგრამ დროა იფიქრო უმაღლეს განათლებაზე"
Celebrity Parents

ეშლი გრინი ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა. დედა-მიშელი სადაზღვეო აგენტია, ხოლო მამა-ჯოი დღეს დღეობით ბიზნესი აქვს.
Celebrity Parents

ბლაიკ ლაივლის მშობლები-ერნი და ელინი ლაივლები. სწორედ მათი ინიციატივით დაიწყო ბლეიკმა სამსახიობო კარიერა სკოლის დადგმებში.
Celebrity Parents

დრიუ ბერიმორის დედა-ჯეიდ ბერიმორი რომელსაც უნგრული და გერმანული გენები აქვს. დრიუს მამას 1984 წელს დაშორდა.
Celebrity Parents

ევა ლონგორია ყოველთვის ამაყობს მექსიკური გენებით. მისი მშობლები მამა-ენრიკე და დედა-ელა
Celebrity Parents

ემა უოთსონის მშობლები ჟაკლინი და კრისი არიან ადვოკატები და ცხოვრობდნენ პარიზში, სანამ ემა იყო 5 წლის.
Celebrity Parents

ჯესიკა სიმფსონის მამა ჯოი არის მისი მენეჯერი, მაგრამ ის იყო ბაპტისტების წარმომადგენელი ეკლესიაში, სადაც ჯესიკა და მისი და მღეროდნენ
Celebrity Parents

კაილი მინოუგის დედა-კაროლი იყო მოცეკვავე, ხოლო მამა-ბუღალტერი
Celebrity Parents

კრისტენ სტიუარდის მამა-ჯონი იყო მენეჯერი. კრისტენი ყოველთვის აღნიშნავდა რომ ის გამოვიდოდა მწერალი ან დირექტორი რადგან მისი მთელი ოჯახი მუშაობდა კამერის უკან "მე არასდროს მდომებია ყურადღების ცენტრში ყოფნა" თქვა მსახიობმა რომელიც დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პიროვნებაა.
Celebrity Parents

სკარლეტ იოჰანსონის დედა-მელანი, რომელიც Bronx-ის პროდიუსერია
Celebrity Parents

ვიქტორია ბექჰემის მშობლებს ჰქონდათ საოჯახო ბიზნესი, რომელშიც ჩართული იყო ასევე ვიქტორიაც სანამ გათხოვდებოდა. მამამისი-ანტონი ელექტრო ინჟინერია, ხოლო დედა-ჟაკლინი
Celebrity Parents

სელენა გომეზის დედა-მენდი, რომელიც ასევე მსახიობი იყო. როგორც სელენა ამბობს ის ყოველთვის დაყვებოდა დედას თეატრში და უყურებდა კულისებიდან მის გამოსვლას
Celebrity Parents

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

35


  • BeautyQueen თქვა:
    17 მარტი 2013 22:21 - ID: 35,
    შააკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკ love chemi cxovreba love

  • Afrodite...♥ თქვა:
    10 მარტი 2013 14:19 - ID: 34,
    Calipso
    ელე ძალიან დიდი მადლობა love

  • Calipso თქვა:
    9 მარტი 2013 22:55 - ID: 33,
    love love love love ძალიან კარგი სიახლეა ნენი smile love lol love

  • - Liiikaa თქვა:
    9 მარტი 2013 21:43 - ID: 32,
    - ჯასტინი და დედამისიიი <33 love

  • nuke თქვა:
    9 მარტი 2013 20:55 - ID: 31,
    -Sally-

    იდო მაგრამ ბევრი აკლდა და თან ეს უფრო სრულყოფილი ნიუსია და მითითებულია მშობლების პროფესია ასე რომ განსხვადება ძალიან იმისგან.

  • -Sally- თქვა:
    9 მარტი 2013 20:12 - ID: 30,
    ასეთი სიახლე იდო ზუსტად ადრე.

  • Afrodite...♥ თქვა:
    9 მარტი 2013 18:07 - ID: 29,
    Deakoo
    დეაკო უღრმესი მადლობა love love

  • lovelu თქვა:
    9 მარტი 2013 16:22 - ID: 28,
    ანჯელინამ სამწუხაროა დედა რომ დაკარგა

  • im888 თქვა:
    9 მარტი 2013 15:36 - ID: 27,
    ჟიზელი კოპიო დედაა და სიმპსონი კოპიო მამა wink

  • Smutniak თქვა:
    9 მარტი 2013 14:30 - ID: 26,
    პეტინსონს კარგი დედა ყავს,მომწონს

  • Let It be Me ♥ თქვა:
    9 მარტი 2013 13:31 - ID: 25,
    "დედას თუ არ მოეწონება ჩემი ახალი შეყვარებული, მე მას აუცილებლად დავშორდები" <--- ფუუ ვერ ვიტან ასეთ დედიკოს ბიჭებს :@ სიყვარულს მე ვირჩევ და არა დედაჩემი,მე პატივს ვცემ მის აზრს, მარამ თუ მიყვარს წინ ვერავინ და ვერაფერიი დამიდგება

    დაკოტა და ელე ნაშვილები არიან? :D თუ ორივე მამას დაემსგავსაა.. დედა სულ სხვა ტიპაჟია

    ანჯელინას დედას იყო უუუუულმაზესი ქალიი..მაგრამ უფრო ლამაზიი ქალიშვილიი შვაა love

  • nuca24 თქვა:
    9 მარტი 2013 13:29 - ID: 24,
    სინტია მაგარი ქალია ეგეც გაგასავით გიჟია lol love

  • Deakoo თქვა:
    9 მარტი 2013 12:48 - ID: 23,
    ზოგიერთი თავის მშობელს ძალიან გავს, love ძალიან საინტერესო იყო love როგორც ყოველთვის ყოჩაღ ნენი <3 love აფროდიტე love

    _______________________

    Forever Twilighter <3
    I Love Nicki Minaj
    Hip-Hop
    Give Peace a Chance

  • Afrodite...♥ თქვა:
    9 მარტი 2013 12:25 - ID: 22,
    ellen potter...♥ϟ
    ძალიან დიდი მადლობა ელე love

    NiNi_N
    ხო ეგ რიანას ბაბუაა, პირველად რომ შევხედე მეც გამიკვირდა, მაგრამ მამაც კარგი ბებერი ყავს love

  • NiNi_N თქვა:
    9 მარტი 2013 12:19 - ID: 21,
    lalalalalalalalala
    მამა არ არის ეგ ბაბუაა :)

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    9 მარტი 2013 12:18 - ID: 20,
    Afrodite...♥,
    ძალიან კარგი სიახლე იყო ნენი :***** love

  • Afrodite...♥ თქვა:
    9 მარტი 2013 12:09 - ID: 19,
    Anachkaa ♥
    მარი დიდი მადლობა, მეც ჩაგეხუტებოდი ახლოს რომ იყო love

    elga,
    QiQiTo:):)
    დიდი მადლობა love

  • elga თქვა:
    9 მარტი 2013 11:59 - ID: 18,
    კოლინის დედიკო ყოველთვის მომწონდა.
    ჰილტონის დედიკო უფრო ლამაზია აქ არ არის კარგად.
    კარგი ნიუსია

  • QiQiTo:):) თქვა:
    9 მარტი 2013 10:59 - ID: 17,
    მმმმმმმმმ სასიამოვნო ნიუსი იყო@!

  • linda_JB თქვა:
    9 მარტი 2013 10:50 - ID: 16,
    დაკოტა საერთოდ არ გავს დედას what კიდევ კარგი wink

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top