;
12 მარტი 2013      Mariam Salvatore     40 კომენტარი     ნანახია 16532-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



იყო დრო, როცა არ არსებობდა ბავშვი, რომელიც "მეამბოხე სულებს" არ უყურებდა. ყოველი სერიის შემდეგ სკოლაში განხილვები მიმდინარეობდა. ზოგს მანუელი მოწონდა, ზოგს კი პაბლო. ზოგს მარისა, ზოგსაც მია. ჯგუფი 'ერევეის' სიმღერები ყველამ იცოდა. ყველას ქონდა ერთი პლაკატი მაინც ამ სერიალიდან.

სერიალის გამოსვლიდან 11 წელი გავიდა.
მსახიობები, ისევე როგორც ჩვენ გაიზარდნენ
და ახლა მათში ძნელად თუ ამოვიცნობთ ერთ დროს ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს.

ცნობილი სერიალის "მეამბოხე სულების" მსახიობები ადრე და ახლა

ლუისანა ლოპილატო - მია კოლუჩი.



ლუისანა სერიალის კასტიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
"მეამბოხე სულების" გადაღებების დროს ის 15 წლის იყო, ახლა კი 25-ისაა. სერიალის დასრულების შემდეგ მან რამდენიმე სხვა სერიალში ითამაშა. აქვს ბრწყინვალე სამოდელო კარიერა. 2009 წელს ლუ დაქორწინდა კანადელ მომღერალ მაიკლ ბუბლეზე, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა კლიპში "Just haven't met you yet"




ლუ ქმართან ერთად ცხოვრობს ვანკუვერში, კანადაში. სულ ახლახანს,
ცნობილი გახდა, რომ ლუისანა პირველ ბავშვზეა ფეხმძიმედ.





ბენჯამინ როხასი - პაბლო ბუსტამანტე



ბენჯამინმაც ლუისანაზე არანაკლებ პოპულარობას მიაღწია. ბენჯამინი "მეამბოხე სულების" დროს 17 წლის იყო, ახლა კი 27 წლისაა. სერიალის დასრულებისა და ჯგუფ 'ერევეის' დაშლის შემდეგ ბენჯამინმა რამდენიმე არგენტინულ სერიალში ითამაშა. თუმცა, პოპულარობა დაიბრუნა დისნეის სერიალში თამაშით "Jake&Blake"



სერიალი 2011 წელს დასრულდა და ბენჯამინი არგენტინაში დაბრუნდა. ახლა მას ფელიპე კოლომბოსთან ერთად (მანუელი) , შექმნილი აქვს ჯგუფი "ROCO" . რა თქმა უნდა ჯგუფს "Erreway"-ს პოპულარობის მეოთხედიც არ აქვს , თუმცა მსმენელი ყავს.



ადვილად შესამჩნევია , რომ ბენჯამინმა ასაკთან ერთად ნაწილობრივ დაკარგა პაბლო ბუსტამანტეს, ყველა გოგოსათვის სანატრელი გარეგნობა.



ბენჯამინი მეგობარ გოგონასთან ერთად







ფელიპე კოლომბო - მანუელ აგირე



ფელიპე, რომელიც სერიალის გადაღებების დროს 19 წლის იყო, ახლა 30 - ისაა. "მეამბოხე სულების" დასრულების შემდეგ მან რამდენიმე სერიალში ითამაშა, მათ შორის ერთ-ერთში კამილა ბორდონაბასთან ერთად (მარისა). როგორც უკვე ვთქვით , ახლა ის ბენჯამინ როხასთან ერთად მღერის ჯგუფში "ROCO"

ფელიპეს ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.










კამილა ბორდონაბა - მარისა პია სპირიტო



სერიალის გადაღებების დროს კამილა 17 წლის იყო, ახლა კი 28ისაა. ბორდონაბა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი ქალია. კამილას არც მუსიკისათვის დაუნებებია თავი, ის აქტიურად წერს საუნდტრეკებს სხვასასხვა სერიალებისათვის.




ხორხე მაგიო - ტომას ესკურა



ხორხე ახლა 30 წლისაა სერიალის გადაღების დროს კი 19-ის იყო. მეამბოხე სულების დასრულების შემდეგ ხორხემ გააგრძელა სამსახიობო კარიერა. იგი თამაშობდა არანაკლებ ცნობილ თინეიჯერულ სერიალში "რომეო და ჯულიეტა". ახლა ხორხე სპორტული კომენტატორია და აქვს ჟურნალისტის არაჩვეულებრივი კარიერა.




დიეგო მესაგლიო - გვიდო ლასენი

დიეგო აგრძელებს მსახიობის კარიერას. ახლა ის 30 წლისაა.




ისტორიის მასწავლებელი ჰილდა აკოსტა, რომელსაც ჰილდა ბერნარდი ასრულებდა ახლა 92 წლისაა და აგრძელებს მსახიობის კარეირას.


ჟასმინ ბეკარ ვარელა - ლუხან ლინარესი



ანჯი ბალბანი - ფელისიტა მიტრე

ანჯი ახლა არის 30 წლის. ის დაქორწინებულია და ჰყავს პატარა შვილი სახელად ბენჯამინი.




ვიქტორია მაურეტი - ვიქტორია (ვიკო) პაზი.

ვიქტორია ახლა 30 წლისაა, იგი ბენჯამინთან ერთად თამაშობდა სერიალში "Jake&Blake" . ახლა დაქორწინებულია ესტებან იანგზე. მის ქორწილს ესწრებოდნენ 'მეამბოხე სულების' მსახიობები ბენჯამინ როხასი, ფელიპე კოლომბო, ხორხე მაგიო (ტომასი) და სხვ.



კეტრინ ფულოპი- სონია რეი

კეტრინი აღიარებულია არგენტინის სექს სიმბოლოდ. სერიალის შემდეგ იგი იღებდა მონაწილეობას არგენტინულ 'ცეკვავენ ვარსკვლავებში" ასევე მიჰყავდა გადაცემა "Catherine 100% "




რა თქმა უნდა , ეს იყო არასრული სია "მეამბოხე სულების" მსახიობებისა, თუმცა ბევრმა მათგანმა კარიერა დაასრულა და სხვა გზით წავიდა. მსახიობები იმდენად ვეღარ მეგობრობენ , თუმცა როგორც აცხადებენ ხანდახან მაინც ახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას.












კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

40


  • mari.chitauri.3110 თქვა:
    17 დეკემბერი 2013 23:12 - ID: 40,
    ♥ მარისა

  • 27 აგვისტო 2013 22:31 - ID: 39,
    ჩემი აზრით დიდად არ შეცვლილან მაგარი სერიალია love

  • Ma_Co თქვა:
    30 მარტი 2013 22:31 - ID: 38,
    ანჯი ბალბანი რას დაემსგავსა .
    ვაიმე ვგიჟდებოდი და ვგიჟდები <3
    მეც მიკრძალავდნენ ყურებას, მაგრამ
    მაინც ვუყურებდი

  • ani:) თქვა:
    19 მარტი 2013 20:26 - ID: 37,
    აუუ რას გვანან ლუისიანა ყველას ჯობია ვერ ვიტან ამ წვერებიან ბიჭებს angry

  • elenikojoe თქვა:
    16 მარტი 2013 23:39 - ID: 36,
    ყველაზე კარგი სერიალი.
    კარგი დრო იყო
    როგორ მენატრებიან

  • Sopo.Gg თქვა:
    15 მარტი 2013 18:53 - ID: 35,
    ვაიმეეე ჩემი საყვარელი სერიალიია,, რა საყვარლები არიაან love ნახევარზე მეტი უფრო გალამაზდა, ფელისიტაა რას დაემსგავსა crying

  • bachia777 თქვა:
    15 მარტი 2013 16:39 - ID: 34,
    ყველაზე მეტად ამ სერიალზე ვგიჟდებოდიიი love ერთი სერიაც არ მაქვს გამოტოვებულიიი :დ love ნეტა კიდევ გაიმეოროონ recourse ყოველთვის ჩემი ბავშვობა მახსენდება ამ სერიალზე love love უმაგრესი სერიალი იყო love

  • bax_bax თქვა:
    14 მარტი 2013 22:13 - ID: 33,
    ახლავიტირებ!!! დიდი სურვილი მაქვს გაამეორონ ეს სერიალიი,გმერთოოოჩემი ბავშვობა გაამხსენდა

  • Nanuka. თქვა:
    14 მარტი 2013 22:12 - ID: 32,
    სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვაფანატებდი ამ სერიალზე:)
    ეხლაც ძალიან მიყვარს! <3

  • Marriamii თქვა:
    14 მარტი 2013 21:03 - ID: 31,
    ლუისიანა ყველაზე მეტად მომწონს <3

  • tiko... თქვა:
    14 მარტი 2013 19:31 - ID: 30,
    ვაიმეე ფელისიტაა რასგაავს..ღმერთო ჩემო......:XXX პაბლოო რასდაემსგავსაა და გვიდოოო :D :D:D:D:D:D:D:D:D:D:D მანუელი გასიმპატიურდა უფრო... და მიააზე ლაპარაკი არ მაქვს....))))

  • Qeti♥ თქვა:
    14 მარტი 2013 17:00 - ID: 29,
    შემიძლია თავისუფლად ვთქვა რომ ეს სერიალი მთელი ჩემი ბავშვობაა, ულამაზესი მოგონებები <3

  • natu თქვა:
    14 მარტი 2013 16:48 - ID: 28,
    Mariam Salvatore,
    მადლობა :*

  • dangerous თქვა:
    14 მარტი 2013 15:57 - ID: 27,
    როგორ შეიცვალნენ ყველა ბავშვობაში უკეთესი იყო მათ შორის ლუც

  • Mariam Salvatore თქვა:
    14 მარტი 2013 15:26 - ID: 26,
    natu,

    http://seasonvar.ru/serial-773-Myatezhnij_duh-1-season.html

  • sesi თქვა:
    14 მარტი 2013 13:55 - ID: 25,
    ფელისიტამ შემაშინა :( ჰოორორების მსახიობად გამოდგება

  • taka-tako თქვა:
    14 მარტი 2013 01:09 - ID: 24,
    აი აბსოლიტურად ყველა უყურებდა ამას ჩემს გარდა გული მერეოდა ამ სერიალზე lol lol

  • natu თქვა:
    14 მარტი 2013 00:36 - ID: 23,
    როგორ მიყვარდაა love ვინმემ მითხარით სად ვუყურო რა, ბავშვობის გახსენება მინდა winked

  • SicK As mY SecReTs თქვა:
    14 მარტი 2013 00:05 - ID: 22,
    ამ ზაფხულსაც ვუყურე ♥ :)) გავიხსენე ბავშვობააა ♥ :D ტვიტერზე არიან და სხვათაშორის ბვერი მათგანი დღემდე მეგობრობს, პოსტავენ ფოტოებს ხოლმე ♥ მაგალითად პილარი, პაბლო, ტომასი,მანუელი და ა.შ .ახლახან შემოუერთდა ტვიტერს ნიკო (1 სეზონში იყო მანუელის მეგობარი ) ::D აუ მე რა გათვიცნობიერებული ვარ :D:D:D:D:D

  • salome55555 თქვა:
    13 მარტი 2013 23:58 - ID: 21,
    ბავშვობა გამახსენდა

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top