;
10 მარტი 2013      dito     29 კომენტარი     ნანახია 6845-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ქართველები, for ANGEL.ge



ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) დაიბადა თბილისში 1974 წლის 1 იანვარს. მისი მშვილდოსნობისკენ მისწრაფება დაიწყო მაშინ როდესაც ის ქართულის გაკვეთილზე იჯდა და უცებ შემოვიდნენ და გამოაცხადეს რომ მშვილდოსნობის წრე იხსნებოდა. დღესდღეობით კი ამერიკის წარმატებულ ქალ მშვილდოსანთა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. 4 გზის ოლიმპიელი და მრავალი ჯილდოს მფლობელია.




ასევე არანაკლებ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სწორედ ხათუნა ამზადებდა მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს მშვილდოსნობაში ფილმისთვის ”შიმშილის თამაშები”. მან თქვა, რომ ლოურენსთან ერთად მუშაობა ძალიან სახალისო იყო. აღნიშნა, რომ ძალიან ჯენიფერი ძალიან შრომისმოყვარე იყო და ამავდროულად შესანიშნავი ხასიათი ქონდა. ფაქტია, ხათუნამ ჯენიფერს ეს საქმე ძალიან კარგად ასწავლა.






Hollywood.com -თან შემდგარ ინტერვიუში ხათუნა ამბობს: "When they called me, they told me, ‘We want to make her look like a professional, to shoot like a professional, So, I’m like, ‘Okay, let me give a try. Let me meet the girl,’ how she looks, physically, and how she does."
გაცნობის შემდეგ ხათუნამ ჯენიფერის აღნაგობა მოიწონა, შეაფასა როგორც "ძლიერი" და ასევე აღფრთოვანებული დარჩა მისი პიროვნებით, თუმცა მომზადების პროცესში არ გამოუხატავს სირბილე და ამის შესახებ მსახიობი თავიდანვე გააფრთხილა: "From the beginning, I told her, ‘Listen. If this is going to work, we’re going to do it in a professional way.’ It’s a physical sport—even though I had her with a very light, barely 20-pound or 18-pound Olympic style wooden bow for her. She was getting sore. I think she was working out in the morning, then coming shooting with me, then going to work out again."
ლოურენსის მტკიცე ხასიათმა და დიდმა მონდომებამ შეაძლებინა მას მცირე ხანში ისე აეთვისებინა მშვილდოსნობა, რომ მაყურებელი მაინც "მოეტყუებინა". ვარჯიშის დროს მრავალი მსუბუქი დაზიანებაც მიუღია მსახიობს. ჯენიფერს ხათუნამ რამოდენიმე ტრიუკიც ასწავლა კამერასთან მუშაობისას: "By about the fifth day, she was doing really well. I made her stand on one knee and shoot like that. I always told her where to put the string on her face to look good for the camera, and to not bend the bow. Millions of archers would look at that and laugh at you. But she looks like a professional."

ხათუნა ამბობს, რომ ამაყობს ჯენიფერით, ისევე როგორც ჯენიფერი: "I told her I would be very proud when I see her onscreen. I told her, I’ll see her on the screen and say, ‘That’s my student!’ And you know what she said? She said, ‘When I see you in the Olympics, I’ll say, ‘She’s my coach!’’







ჯენფიერი ერთერთ ესპანურ შოუში, სადაც დემონსტირება გაუკეთა
თავის შესაძლებლობებს გადასაღებ მოედანს მიღმა





ხათუნა ქვრივიშვილი - Khatuna Lorig

1992 წელს, როდესაც ხათუნამ ოლიმპიური ბრონზის მედალი მოიგო. ასპარეზობდა ქართულ ნაკრებთან ერთად. 2008 წელს ოლიმპიადას დაუბრუნდა როგორც ამერიკის წარმომადგენელი. ამბობს, რომ #1 საუკეთესო რამ, რაც მის ცხოვრებაში მოხდა მისი შვილია (რომელზეც ორსულად იყო როდესაც 92 წელს იასპარეზა ოლიმპიადაზე, ქმარი არჩილ ონაშვილი), ხოლო #2 2008 წლის ოლიმპიადის გახსნაზე ამერიკის დროშის გატანისას პატივისთვის.


შვილთან ერთად



ჩვენ ასევე დავუკავშირდით ხათუნას და დავითანხმეთ მცირე ინტერვიუზე:


-როგორი იყო ჯენიფერთან ერთად მუშაობა?
-ჯენიფერთან ერთად მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, მხიარული ბავშვია.

-კარგად დაეუფლა მშვილდოსნობას?
- კი კარგად დაეუფლა, ერთობოდა სროლით.




-ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

-საქართველოში ბოლოს ამ ახალწელს ვიყავი ჩამოსული:)

-რამ განაპირობა თქვენ ამერიკაში გამგზავრება და იქ კარიერის აწყობა?
-ამერიკაში გამგზავრება საქართველოში მძიმე მდგომარეობის გამო გადავწყვიტე, 1996 წლები იცი როგორი მძიმე დრო იყო საქართველოში.

-რატომ ხათუნა ლორიგი (Khatuna Lorig)?
- უბრალოდ ადვილი სათქმელია ქვრივიშვილთან შედარებით ;) Good luck!


ჟურნალ Glamour -სთვის, რუბრიკაში
"7 Female 2012 summer Olympians who blow our minds"




www.khatunalorig.com
facebook.com/TeamLorig

კატეგორია: ვარსკვლავები, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

29


  • dito თქვა:
    11 მარტი 2013 21:25 - ID: 29,
    kkvrivishvilii,
    არ მიაქციო ყურადღება, ხალხი კრიტიკულია... განსაკუთრებით საქართველოში.

  • kkvrivishvilii თქვა:
    11 მარტი 2013 12:52 - ID: 28,
    მინდა, რომ რამოდენიმე კომენტარს გამოვეხმაურო და ვთქვა,რომ გვარი მხოლოდ იმიტომ აქვს შეცვლილი, რომ შეჯიბრებებში გამოსვლისას პრობლემები ექმნებოდა, რადგან მის ნამდვილ გვარს არასწორედ წერდნენნ... რაც შეეხება საქართველოს სიყვარულს მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, თითქმის ყოველ წელს ჩამოდის აქ,(როცა უხერხდება რა თქმა უნდა..) ამიტომ ჩემი უაღრესი თხოვნა იქნება დასკვნები ნუ გამოგაგვთ თქვენით :* და დარწმუნებული ვარ, რომ მამიდაჩემს ბევრ ადგილობრივ ქართველზე მეტად უყვარს თავისიი სამშობლო :)

  • FML თქვა:
    11 მარტი 2013 02:03 - ID: 27,
    ვაიმე ღმერთO როგორ ვამაყობ ამ ქალით XXX :D სადმე ქართვლეს რო ახსსენებენ გული დახტუნაობს :D :D ისე მიხარაია XXX <3

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    11 მარტი 2013 01:22 - ID: 26,
    კარგი ნიუსია! love
    კიდევ უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ ხათუნას! love
    დედაჩემის მოგვარეა ქვრივიშვილი..! love smile

  • FsT.FrEe თქვა:
    11 მარტი 2013 00:53 - ID: 25,
    კარგი და საინტერესო ნიუსია

  • Holly ❤ Shit თქვა:
    10 მარტი 2013 20:56 - ID: 24,
    nini:)(:,
    გვარს მგონი იმიტო იცვლიან რომ
    უცხოელებისთვ ის ძნელი წარმოასთქმელია

  • linda_JB თქვა:
    10 მარტი 2013 20:44 - ID: 23,
    ვამაყობ feel

  • nini:)(: თქვა:
    10 მარტი 2013 20:43 - ID: 22,
    ძალიან მიხარია ჩვენების წარმატება ეს ყოველთვის მემაყება მაგრამ ის არ მოემწონა გვარი რომ შეიცვალა

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    10 მარტი 2013 19:54 - ID: 21,
    ძალიან კარგი სიახლეა!

  • ELE-elene თქვა:
    10 მარტი 2013 18:23 - ID: 20,
    კარგი სიახლეა..:))

  • ruskaruskaruska თქვა:
    10 მარტი 2013 17:28 - ID: 19,
    მართლაც კარგად გამოუვიდა სწავლება

  • -Sally- თქვა:
    10 მარტი 2013 16:39 - ID: 18,
    love

  • Nina√ თქვა:
    10 მარტი 2013 15:32 - ID: 17,
    არაფერი ვიცოდი ამ ქალის შესახებ ძალიან გამიხარდა კიდევ ერთი წარმატებული ქართველის შესახებ რომ გავიგე შესანიშნავი ნიუსია love

  • dito თქვა:
    10 მარტი 2013 15:27 - ID: 16,
    MARAUDER,
    love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    10 მარტი 2013 15:18 - ID: 15,
    ძალიან მაგარია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ქართველი ამეცადინებდა ჯენისფერს ამ როლისთვის ;) მიხარია!

  • amanda თქვა:
    10 მარტი 2013 15:15 - ID: 14,
    ძალიან კარგი სიახლეა ყოჩაღ ავტორს,გამიგია ამ ქალზე და მიხარია,რომ სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტს და ის მიხარია კიდე,რომ ჯენიფერს ის ამზადებდა:))

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    10 მარტი 2013 15:11 - ID: 13,
    ძააალიამ მაგარი ქალია ხათუნა love კარგადაც მოღვაწეობს ეტყობა იიქ love უმაგრესი სიახლეააა

  • Afrodite...♥ თქვა:
    10 მარტი 2013 14:46 - ID: 12,
    ყოველთვის მეამაყება იმ ადამიანების რომლებსაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ. არ მგონია რომ ამ ქალმა საკუთარი წარმომავლობა ოდესმე დამალოს. სიახლის ავტორს კი უდიდესი მადლობა რომ გაგვაცნო ეს არაჩვეულებრივი პიროვნება. შიმშილის თამაშების ყურებისას ყოველთვის გამახსენდება feel

  • The Hunger Games თქვა:
    10 მარტი 2013 14:45 - ID: 11,
    ძალიან კარგი სიახლეა love ხათუნას შესახებ მაშინ გავიგე შიმშილების გადაღებები რომ დაიწყო, ძალიან საყვარელი ქალი ჩანს love რატომღაც მიხარია რომ ჯენის ხათუნა ამზადებდა მშვილდ-ისრის სროლაში, გამოდის რომ რაც ფილმში ქეთნისის "პროფესიონალიზმი" ვნახეთ ქართველის დამსახურებაა wink love
    ქართველო ტრიბუტებო შემოგვიერთდით ქართულ ფან-კლუბში The Hunger Games Georgian Fans love

  • MARAUDER თქვა:
    10 მარტი 2013 14:42 - ID: 10,
    ბრავო ხათუნას wink
    მაგარი სიახლეა ყოჩაღ dito, და რა თქმა უნდა ყოჩაღ ხათუნას love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top