;

12 March 2013      Johnny depp     Views 3532    
Category: Stars

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

Legends never die - Marlene Deitrich

ქერათმიანი ფროილაინი მაღლა აზიდული წარბებით, არაპროპორციული ნაკვთებითა და მიამიტი გამომეტყველებით , ერთი ნახვით იპყრობდა თანამედროვეთა გულებს.. მისი რომანები გრძელდებოდა რამოდენიმე საათი, კვირა, თვე და ზოგჯერ წელიწადებიც .. ვერ იტანდა ერთფეროვნებას და ამიტომ, არასოდეს ყოფილა ერთგული პარტნიორი , თუმცა ერთხელ აღიარა –"მე შემიძლია ვიყო სხვადასხვა მამაკაცებთან, მაგრამ მეყვარება –მხოლოდ ერთი"...ამ ქალბატონის მშვენიერებაზე ყვებოდნენ ჟან კოქტო და ერიხ მარია რემარკი, მისი მსახიობური ნიჭი შთააგონებდა ჟოზეფ შტერნბერგსა და ორსონ უელსს. ის უყვარდათ ჯონ გილბერტს, ჟან გაბენს, ჯეიმს სტიუარტსა და ფრენკ სინატრას… მილიონობით მაყურებლისთვის ის ინტელექტუალურ ქალს განასახიერებდა. მისმა მეგობარმა – ინგლისელმა მწერალმა, ნოელ კოუარდმა კი დაიჩივლა: ის იქნებოდა ჩვენი საუკუნის უდიდესი ქალი, მაგრამ ქალს ინტელექტი არ ამშვენებსო”!..თავგადასავლების მოყვარული, პრაგმატული და უშიშარი ხშირად ეძლეოდა საკუთარ ქარიზმას და მასთან მყოფ ადამიანებს აიძულებდა შეეყვარებინათ მისი "კაპრიზები". მტკიცე ნებისყოფის მიღმა საკუთარ სისუსტეებს მალავდა ... " შეისწავლეთ საკუთარი "აქილევსის ქუსლი" და არასოდეს მისცეთ უფელბა სხვებს, შეეხონ მას "–პუბლიკას ურჩია მარლენმა და თავადაც არასოდეს დავიწყებია..დიახ, ეს ჰოლივუდის ბრწყინვალებისა და დიდებულების სიმბოლო, ლეგენდარული ვარსკვლავი, ნიჭიერი მომღერალი, ელეგანტური, სკანდალური და საბედისწერო ქალი, მარლენ დიტრიხია...

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

გოგონა მკაცრ ოჯხში აღიზარდა .მამა პოლიციის ოფიცერი იყო , დედა – დოგმატურად მოაზროვნე დიასახლისი, რომლისთვის მთავარი წესრიგი და პატიოსნება იყო.. ძნელი სათქმელია, როგორ დაარწმუნა მომავალმა მსახიობმა მშობლები ,ნება მიეცათ თეატრალური ხელოვნება შეესწავლა, თუმცა უდავოა, რომ მარლენი ამ სფეროსთვის იყო გაჩენილი .. ❊

მარლენ დიტრიხი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს ბერლინში.. ბავშვობაში დიტრიხი თავის თავს პაულს ეძახდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ უფრო მამას გავდა, ვიდრე დედას. 16 წლის ასაკში წითელი ჯვრის კარნავალზე მისი, როგორც ვიოლონჩელისტის დებიუტი შედგა. 1918 წელს ქალთა სკოლა დაამთავრა და მომდევნო წელს ვიოლონჩელის განხრით ვაიმარის კონსერვატორიაში ჩააბარა.

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

მაჯაზე მიღებულმა ტრავმამ მუსიკალურ კარიერაზე მისი ოცნებები დაასამარა. ის ბერლინში დაბრუნდა, სადაც მაქს რეინჰარტის დრამატულ სკოლაში განაგრძო სწავლა. მისი პირველი ფილმი “პატარა ნაპოლეონი” იყო (1923). შემდეგ წელს ცოლად რუდოლფ საიბერს გაყვა, რომელთანაც გოგონა შეეძინა. მისი ქმარი იყო პირველი, ვინც მარლენს სპექტაკლების დროს მამაკაცის სამოსისა და მონოკლის ტარება შესთავაზა. ერთ-ერთი ასეთი სცენური წარმოდგენისას მისმა პარტნიორმა კლერ ვალდოფმა მარლენი ლესბიური სექსის სცენაში ჩაითრია. მოგვიანებით ვალდოფი იმასაც ამბობდა, რომ სწორედ მან ასწავლა მარლენს ლამაზად მღერა, თანაც მაშინ, როცა მას ვოკალური მონაცემები არ ჰქონია.

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

საბედნიეროდ, მარლენი ავსტრიელმა რეჟისორმა ჯოზეფ ფონ შტერნბერგმა შეამჩნია, რომელმაც მას კაბარეს მომღერალ ლოლა-ლოლას როლი შესთავაზა ფილმში “ცისფერი ანგელოზი” (1930). ფილმის წარმატებამ ორივეს რეპუტაცია გაამყარა. მარლენ დიტრიხი და ჯოზეფ ფონ შტერნბერგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, სადაც ერთმანეთთან თანამშრომლობით შექმნეს ექვსი ფილმი: “მაროკო” (1930), “პატივაყრილი” (1931), “ქერა ვენერა” (1932), “შანჰაის ექსპრესი” (1932), “მეწამული დედოფალი” (1934) და “ეშმაკი ქალია” (1935) შტერნბერგი მარლენის მამაკაცური იმიჯის კულტივირებას ახდენდა. იგი წერდა: ჯერ კიდევ ბერლინში დავინახე, როგორ იხდენდა მამაკაცის კოსტიუმს და მაღალ ქუდს, სწორედ ასეთი წარმოვაჩინე (ფილმში “მაროკო”). მამაკაცის ტუალეტის საგნებს მომხიბვლელად იფერებდა. მინდოდა, არა მხოლოდ მის სექსუალურ ორიენტირებს შევხებოდი გაკვრით, არამედ მომეხდინა იმის დემონსტრირება, რომ მის გრძნობით მიმზიდველობას მხოლოდ ფეხების წყობა არ განაპირობებდა”.

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

ფაშისტურმა მთავროვამ ორჯერ შესთავაზა მარლენს გერმანიაში დაბრუნება(1930 წელს ამერიკაში წავიდა ) და მისი მონაწილეობით გადაღებულ თითოეულ ფილმში 200 000 რეიხსმარკა, თუმცა მან უარით გაისტუმრა სოციალ–ნაციონალები, მათ შორის ჰიტლერი, რომელიც ხშირად უყურებდა ფილმებს ფროილაინ დიტრიხის მონაწილეობით.

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

დიტრიხი შეურიგებელი ანტი-ნაცისტი იყო და იმდროინდელი გერმანიის ანტისემიტურ პოლიტიკას გმობდა, ამიტომაც 1937 წელს, სამსახიობო კარიერის ჩავარდნის პერიოდში, დიტრიხი ამერიკის მოქალაქეობას იღებს. ამ დროს ჩაწერა მან რამდენიმე ანტი-ნაცისტური სიმღერა, რომლის მოტივი ომის სიძულვილის ხაზგასმა იყო. ამავე დროს ის მონაწილეობს მიუზიკლებში ჯარისკაცების გასართობად.❊

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

როდესაც ხელისუფლებაში ჰიტლერი მოვიდა, დიტრიხმა უარი თქვა ქვეყანაში დაბრუნებაზე. 1939 წელს მან ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ის ცნობილი იყო ანტი-ნაცისტური შეხედულებებით. მეორე მსოფლიო ომის დროს დიტრიხი ამერიკელი ჯარისკაცების გასამხნევებლად სიმღერებს ფრონტზე ასრულებდა.

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

30–იანი წლების დასაწყისში , ბერლინში, სასტუმრო "ედენის" ბარში მარლენი კინორეჟისორ შტერნბერგთან ერთად იმყოფებოდა .. მაგიდას დახვეწილი აღნაგობის მამაკაცი მიუახლოვდა და მიესალმა მათ. მარლენი უცნობებთან საუბრის წინააღმდეგი იყო, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.შემოგვიერთდით – შესთავაზა რეჟისორმა მწერალს , რომელმაც ფროილაინს გახედა და ხმადაბალი ტონით მიმართა :

-"ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ – ერიხ მარია რემარკი" .

მარლენმა ხელი გაუწოდა უცნობს და გაუღიმა –

"თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ ჩვენი დროის ყველაზე დიდებული წიგნის ავტორის კვალზე " –უთხრა და თან თვალი არ მოუშორებია მისგან.. სწორედ ამ მზერამ დაატყვევა რემარკი.

მსახიობს ძალიან უყვარდა მათი გაცნობის ისტორიის მოყოლა და ხშირად იხსენებდა წარსულის ამ ლამაზ ეპიზოდს, თუმცა მათი რომანი დრამატულად დასრულდა, შესაძლოა რემარკი იყო ის ერთადერი, რომელზედაც ფროილაინი წერდა – "მე შემიძლია ვიყო სხვადასხვა მამაკაცებთან , მაგრამ მეყვარება მხოლოდ ერთიო " . მიმართვაც სწორედ ასეთი ჰქონდა ერიხისადმი – "ერთადერთო".

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

1945 წელს გამოვიდა რემარკის წიგნი "ტრიუმფალური თაღი" , რომელშიც ჟოან მადუს პერსონაჟის მიღმა – მარლენ დიტრიხის პერსონა იმალება. რავიკი – თავად რემარკია , ხოლო გრძობა, რომელიც წიგნის ორ გმირს ერთმანეთთან აკავშირებს – მწერლისა და მსახიობის დაუოკებელი სიყვარულია, რეალობაში განცდილი და ფურცლებზე გადატანილი რავიკი – თავად რემარკია , ხოლო გრძობა რომელიც წიგნის ორ გმირს ერთმანეთთან აკავშირებს – მწერლისა და მსახიობის დაუოკებელი სიყვარულია, რეალობაში განცდილი და ფურცლებზე გადატანილი..ჟოანი , უბრალოდ ფროილაინ დიტრიხი იყო– "ლამაზი, მიმზიდველი და დაცემული, მაღლა აწეული წარბებითა და სახით, საიდუმლო , რომელიც მის გახსნილობაში იმალება არაფერს მალავს და ამიტომ არაფერს გასცემს ... არაფერს გპირდება და ამიტომ – ყველაფერს.. "❊

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

❊1950 წელს დიტრიხმა ხელი მოაწერა თანამშრომლობას “კოლამბია რეკორდსთან”. მის მიერ გემანულ ენაზე შესრულებული მეორე მსოფლიო ომის ამერიკული სიმღერები ჰიტებად იქცა. 1950 წლიდან მოყოლებული 1970-იან წლებამდე ის კაბარეს პოპულარული მომღერალი იყო და მსოფლიოს დიდი ქალაქების სცენებზე გამოდიოდა. 1975 წელს მისი სამომღერლო კარიერა დასრულდა.❊

მარლენის მორიგი საყვარელი ფრანგი რეჟისორი და მსახიობი ჟან გაბენია ... ტრიუმფალური თაღის კიდევ ერთი რეალური პერონაჟი, რომელიც რავიკზე გაცვალეს ... რეამრკისთვის აუტანელი გახდა მარლენის კუდში დევნა და გადაწყვეტილება მიიღო – ცოლად მოეყვანა პოლეტ გოდარი , თუკი მარლენი მის წინადადებას არ მიიღებდა...მსახიობისგან უარყოფილმა ერიხმა 1953 წელს პოლეტზე იქორწინა , თუმცა მარლენი არ გამქრალა მისი ცხოვრებიდან ...❊

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

რემარკსა და დიტრიხს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდა მიმოწერა . პოლეტ გოდარმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ 1970 წელს მარლენის ყველა წერილი დაწვა .. მსახიობს კი გამორჩეული სიყვარულის უტყუარი მტკიცებულება – ერიხის წერილები მთელი ცხოვრება თან ჰქონდა ..❊

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

რუზველტი , ჩერჩილი, კენედი,გაბენი და მოგვიანებით ჰემინგუეი .. ეს არასრული ჩამონათვალია იმ თაყვანისმცემლებისა, რომელთანაც მარლენს რომანები ჰქონდა , ზოგთან ხანმოკლე , ზოგთან უფრო ხანგრძლივი.. და არა მხოლოდ.. იყვნენ ქალებიც.. დიტრიხი თავისუფალ შეხედულებებს არასოდეს მალავდა..მისი პირველი გატაცება მერსედეს აკოსტა იყო – ესპანელი სცენარისტი , ბავშვობაში კი პლატონურად ეტრფოდა ფრანგულის მასწავლებელს.. 30–იანების გამორჩეულ პერსონებთან მარლენი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში.. მას მოსწონდა მამაკაცური სამოსი და ამ ხერხით ხშირად ჭკუიდან გადაჰყავდა მამაკაცებიც და ქალებიც .. თუმცა უხეში მამაკაცური სტილია, ის ყოველთვის ინარჩუნებდა ქალურ იერს – "სინაზე საუკეთესო საბუათია სიყვარულის დამკტიცების, ვიდრე ყველა ვნებიანი ფიცი"– ამბობდა მარლენი..❊

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

ცხოვრების უკანასკნელი 11 წელიწადი მან პარიზში გაატარა. მონტენ ავენიუს #12-ში მისი ნახვა მხოლოდ ახლობლებისა და მოახლეებისთვის იყო ნებადართული. ამ ხანებში პოლიტიკურად აქტიური იყო, წერდა ბევრ წერილს და უფრო მეტს რეკავდა. სატელეფონო კონტაქი ჰქონდა ცნობილ პოლიტიკოსებთან, მათ შორის რონალდ რეიგანთან და მიხეილ გორბაჩოვთან. ❊

50– მდე ფილმიდან ,მისი მონაწილეობით , ყველაზე გამორჩეული რეჟისორ შტერნბერნგტან შესრულებული როლებია.მარლენი გასული საუკუნის ყველაზე მიმზიდველი ქალი იყო , თუმცა მის გარეგნობაში , განსაკუთრებული არაფერი ყოფილა , სახასიათო შტრიხები და ხმა – დაბალი , მაგრამ ძლიერი და ჟღერადი , განსაკუთრებულ ტემპერამენტს მატებდა მის მსახიობურ ნიჭს.❊

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

დიტრიხი არასდროს გასცილებია ქმარს, თუმცა ერთად დიდხანს არ უცხოვრიათ. რუდოლფ საიბერი, რომელთანაც დიტრიხი კავშირს ინარჩუნებდა, კალიფორნიაში პატარა რანჩოზე ცხოვრობდა. დიტრიხს არაერთი რომანი ჰქონდა როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთან. ის იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც ჰიტლერამდელ ბერლინში უფლება ჰქონდა დასწრებოდა მამაკაცი ტრანსვესტიტებისთვის განკუთვნილ ყოველწლიურ მეჯლისს.

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

მოგვიანებით აღიარა, რომძალიან ეშინოდა მარტოობის, ეს იყო მარლენის აქილევსის ქუსლი და საკუთარ თავთან გასამკლავებლად გადაწყვიტა შერიგებოდა მას. ის უარს ამბობდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე და მხოლოდ ერთხელ მისცა ინტერვიუა, როდესაც მატერიალური სახსრები დასჭირდა . მარლენი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა , საძილე საშუალებების დიდი დოზით მიღების გამო, სიკვდილამდე კი მან რემარკის სურათი შეათვალიერა და ამოიოხრა – "ღმერთო როგორ მიყვარდა ეს ადამიანი".. ამერიკულ დროშაში გახვეული მისი კუბო ბერლინში გადაიტანეს და დედამისის საფლავთან ახლოს დაკრძალეს..❊

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

''ადამიანები არ არის ისეთი როგორც შენ გგონია,ამიტომ აგრძნობინე მათ ,რომ შენ ყველასგან განსხვავდები''

''ნამდვილ სიყვარულს ვერასდროს ვერ ახსნი,ახსენი რატომ გიყვარს ? ესეიგი არ გყვარებია''

''კაცები ყველა ერთნაირები არ არიან,არსებობს ორი კატეგორია: იდიოტები და თვითკმაყოფილი იდიოტები''

''არასოდეს შეიყვარო ვინმე თავდავიწყებით,თორემ ბევრ რამეზე კონტროლს დაკარგავ''

''მოწიე სიგარეტი,სიგარეტი ჯანრმთელობას ვნებს და არა სილამაზეს


ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

✖✖✖✖✖✖

უმჯობესია სახეზე გქონდეს ნაოჭი, ვიდრე წინდაზე”,

ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა.

იშვიათადაა კაცი ისეთ კარგ ხასიათზე, როგორც მაშინ, როცა თავის თავზე ლაპარაკობს.


ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

მამაკაცს, რომელიც ქალის ხელჩანთას ფუფუნების საგნად თვლის, სასჯელი არ ასცდება. თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს, ის შემდგომ ცხოვრებაში ნიანგად უნდა დაიბადოს და სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულ საგნად დაასრულოს ან ქალად უნდა იქცეს, რომელიც შედის სუპერმარკეტში და ხელში უჭირავს ბავშვი, საფულე, გასაღები, მძღოლის მართვის მოწმობა, ხელთათმანები, თან უამრავი რამ აქვს საყიდელი. მაშინ ის ყველაფერს მიხვდება.

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა შეგწევდეს ადამიანს,სიკვდილის რომ გეშინოდეს.

ჩემი ცხოვრების მანძილზე გავიცანი რამდენიმე განგსტერი.დროთა განმავლობაში დავრწმუნდი,რომ მათი ზოგიერთი წესი და პრინციპი,ჩემთან ძალიან ახლოს იდგა.განსაკუთრებით კი მაშინ,როდესაც თემა ადამიანის ერთგულებას ეხებოდა.

ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ

ადამიანები ისე მიყურებენ,როგორც საჩოგბურთო მატჩს,იმ განსხვავებით,რომ თვალებს არა მარჯვნიდან მარცხნივ,არამედ ქვემოდან ზემოთ აცეცებენ.

ჩემი ფეხები არც თუ ისე ლამაზია.უბრალოდ კარგად ვიცი ის,თუ როგორ მოვეპყრა და გამოვიყენო ისინი.

ის,ვინც ომში არასოდეს ყოფილა,არანაირი უფლება არა აქვს მის შესახებ ილაპარაკოს.


ნაკლებად ცნობილი ცნობები მარლენ დიტრიხის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top