;

15 March 2013      te_te_e     Views 4345    
Category: Stars

VICTORIA BECKHAM IN 24 HOURS
წარმოგიდგენთ 1დღეს - 24 საათს Victoria Beckham-ის ცხოვრებიდან,
სადაც იგი საუბრობს ოჯახზე, სამსახურზე, კოსმეტიკაზე და ა.შ.
VICTORIA BECKHAM IN 24 HOURS
დაბადების სახელი და გვარი : Victoria Caroline Adams
დაბადების თარიღი: 17 აპრილი 1974 (ასაკი 38)
დაბადების ადგილი: ინგლისი
საქმიანობა: მომღერალი, ბიზნესwoman, დიზაინერი, მოდელი.
ქმარი: David Beckham
შვილები: ოთხი


VICTORIA BECKHAM IN 24 HOURS

06:15 A.M - ვიღვიძებ დაახლოებით 06:15-დან 06:30 წუთამდე, რადგან როგორც იცით მყავს ოთხი შვილი. დროიდან გამომდინარე გამოვდივარ ადამიანი, რომელსაც ადრე უყვარს გაღვიძება! შემდეგ შევდივარ სააბაზანოში შხაპის მისაღებად და იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს 7 საათზე ვაღვიძებ, მხოლოდ ნახევარი საათი მრჩება ჩემი თავისთვის. სწორედ ამ ნახევარი საათის განმავლობაში, შხაპამდე და სახის მოვლამდე, აუცილებლად ვამოწმებ მეილს, რომლებსაც შუაღამეს ვიღებ ამერიკიდან. მე ვიყენებ Dr. Lancer-ის კანის მოვლის საშუალებებს. ის დერმატოლოგია და ჩვენ ერთმანეთს ლოს ანჟელესში ცხოვრების დროს შევხვდით. ტანის კრემს ძალიან უბრალოდ შემადგენლობისას ვხმარობ როგორიცაა Weleda. ეს კრემი ძალიან ძალიან თხელია და ყოველთვის ბევრი მომდის ხოლმე. ასევე ძალიან მომწონს Stila-ს ტუჩის ბალზამი, რომელსაც ძალიან კარგი სუნი აქვს და ასევე გემრიელიცაა. შემდეგ დღის განმავლობაში მე ვიყენებ Elizabeth Arden Eight Hour Cream-ს. დიდი სიამოვნებით მივიღებდი აბაზანას ყოველ დილით, მაგრამ სამწუხაროდ ამისი დრო უმეტეს შემთხვევაში არ მაქვს. უმეტესწილად საუზმეზე ხილს მივირთმევ, პიტნის ჩაისთან ერთად და შემდეგ ორმაგ ესპრესოს ვაყოლებ. შემდეგ ბავშვებისათვის ვამზადებ საუზმეს და ამ დროს ვასწრებ ბავშვებისთვის სწრაფი ტესტირების ჩატარებას, რომლის შედეგებს მაცივარზე ავსახავთ. ამას ყოველ დილით ვაკეთებთ.
VICTORIA BECKHAM IN 24 HOURS

7:50 A.M - ამ დროს გავდივართ სახლიდან. ბიჭები სამ სხვადასხვა სკოლაში დადიან. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა ერთი და იმავე დროს იწყება, მე ორი ბიჭი მიმყავს, ხოლო დევიდს ერთი, ამიტომ გვიწევს დილით სხვადასხვა მიმართულებით სიარული.
VICTORIA BECKHAM IN 24 HOURS

8:50 A.M - გეზს ვიღებ სტუდიოსკენ, რომელიც Battersea-ში მდებარეობს და დაახლოებით 80 ადამიანი მუშაობს, მათ შორის მკერავები, მარკეტოლოგები და სხვ. შემდეგ იწყება ყველაფრის შემოწმება, კოლექციებზე ფიქრი, მუსიკის მოფიქრება, რომელსაც ჩვენებაზე გამოვიყენებ. ყოველთვის სუპერ ფოკურირებული ვარ. ძირითადად სამსახურში ჩემს მიერ შეკერილი ტანსაცმელი მაცვია. ასევე ყოველთვის დავდივარ ორი ჩანთით, ერთი პატარა ხოლო მეორე დიდი, რომელშიც აუცილებლად მიწყვია MacBook Pro, iPad, iPad mini, და iPhone. მათ გარეშე ჩემი სამსახური არ იწყება. ძალიან მიყვარს მოდური ჟურნალების კითხვა. ვიცი რომ შემიძლია ამ ყველაფრის ონლაინში გაკეთება, მაგრამ მიყვარს როცა ჟურნალი ხელში მიჭირავს, ამიტომ ყიდვას ვამჯობინებ. იმის გამო, რომ დედა ვარ კითხვისათვის დრო ცოტა მრჩება.
VICTORIA BECKHAM IN 24 HOURS

1:00 P.M - ლანჩს ყოველთვის სტუდიაში მივირთმევ თანამშრომლებთან ერთად. ჩვენი ლანჩი უმეტესად ნატურალური საკვებით შედგება, როგორიცაა სუში. მიყვარს მინერალური სასმელი და პიტნის ჩაი. ვჭამ და ვსვავ ერთი და იმავე დროს. ლანჩის შემდეგ იგივე მოტივირებულობით ვუბრუნდებით სამუშაოს და შემდეგ წუთებს ვითვლი სახლში წასვლამდე.

4:00 P.M - ვტოვებ სტუდიოს და მივდივარ ბავშვების სკოლიდან გამოსაყვანად. შემდეგ ისინი მიმყავს სახლში, ვუმზადებ სადილს და შემდეგ ვამზადებ დამატებით გაკვეთილებზე წასაყვანად როგორიცაა მაგალითად: ფეხბურთი, რაგბი.
VICTORIA BECKHAM IN 24 HOURS

7:00 P.M - მე და დევიდს ძალიან გვიყვარს ერთად სასადილოდ სიარული და ჩვენთან ერთად ერთი ან ორი ბავშვი მიგვყავს. მივდივართ სადაც მოგვინდება იტალიურ და ხან ფრანგულ რესტორანში. ბავშვებს ძალიან უყვართ სუში, ეს მათი საყვარელი საჭმელია. როგორც იცით ახლა ლონდონში დავბრუნდით საცხოვრებლად, სადაც ბევრი ახლობელი გვყავს. ჩვენ ძაღლიც შევიძინებთ ბულდოგი სახელად კოკო. ამ წუთას ის ლოს ანჟელესშია, მაგრამ მალე დაბრუნდება. ტელევიზორს ვუყურებ?! Dora the Explorer, Peppa Pig - მხოლოდ ამ გადაცემებს. რათქმაუნდა ფეხბურთსაც, რომელიც ჩემს ოჯახში ძალიან აქტუალურია. ბავშვებს ძალიან უყვართ ფეხბურთი, ისევე როგორც დევიდს. არ შემიძლია ცხოვრება დევიდის და ბავშვების გარეშე. ისინი ჩემი პირველი მხარდამჭერები და გამამხნევებლები არიან.

9:00 P.M - ამ დროს მე და დევიდი ვცდილობთ ერთად გავატაროთ დრო

12:00 A.M - 12 საათიდან 1 საათამდე ვიძინებ. მიყვარს ძილი და ვცდილობ მეტი მეძინოს.
მაგრამ როცა იცი რომ ხარ დედა ამბობ - "კარგი იქნებოდა."

I like to get as much sleep as I can. But when you're a mummy,
you kind of—well, it would be nice.


VICTORIA BECKHAM IN 24 HOURS


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top