;
16 მარტი 2013      te_te_e     25 კომენტარი     ნანახია 3594-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Karl Lagerfeld in 24 Hours

სახელი და გვარი: Karl Lagerfeld
დაბადების თარიღი: 10 სექტემბერი 1933 (ასაკი 79)
დაბადების ადგილი: გერმანია
პროფესია: დიზაინერი


8:00 A.M - აუცილებლად მძინავს 7 საათი. თუ დავიძინე 2 საათზე აუცილებლად უნდა გავიღვიძო 9 საათზე - ეს კანონია. ძილის დროს მაცვია გრძელი თეთრი პერანგი, რომელიც დამზადებულია Hilditch & Key-ის მიერ, პარიზში.
პირველი რასაც გაღვიძების შემდეგ ვაკეთებ ვსაუზმობ. დილით აუცილებლად უნდა მივიღო ორი პროტეინის შეიკი, რომელიც ჩემი ექიმის მიერ არის დამზადებული. შეიკს შოკოლადის გემო აქვს და შეიცავს ვაშლს - რათქმაუნდა ეს ყველაფერი შაქრის გარეშეა. სხვა არაფერი მიყვარს საუზმისთვის. არასოდეს ვსვამ ცხელ სასმელს. გაღვიძებისთანავე ვსვამ დიეტურ კოკა-კოლას, რომელსაც შუაღამისასაც მივირთმევ ხოლმე. არ ვსვამ ყავას და ჩაის.
დილით ყოველთვის ვკითხულობ. ამისათვის გამოყოფილი მაქვს ადგილიც ფანჯარასთან საიდანაც მოჩანს ლუვრი და მდინარე სენა. ამ ხედის ფონზე ხან ვკითხულობ ჟურნალს, წიგნს და ხან ვხატავ ესკიზებს. ძირითადად ვკითხულობ ფრანგულ, ამერიკულ და ბრიტანულ ჟურნალებს. ხანდახან გერმანულსაც - Women's Wear.
Karl Lagerfeld in 24 Hours

11:00 A.M - თმას ყოველთვის ვივარცხნი სანამ შევუდგები ესკიზების ხატვას. ჩემი თმა თეთრი არ არის. უფრო მონაცრისფროა და ეს ფერი საშინლად არ მომწონს, ამიტომ თმას ვიბან Klorane-ის მშრალი შამპუნით. ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია, რადგან მიყვარს როცა სუფთა ვარ.
Karl Lagerfeld in 24 Hours


12:00 P.M - არ ვბანაობ და არ ვიცვლი პიჟამას ლანჩამდე, რადგან ჭუჭყიან საქმეს ვაკეთებ - ვხატავ ფერადი საღებავებით. ვზივარ ჩემი თეთრი პერანგით, რომელიც ასევე მხატვრის სამუშაო ხალათსაც გავს, რომელიც შემდეგ მიდის სამრეცხაოში.
თეთრეულს და პიჟამას ყოველ დღე ვცვლი. მიყვარს როცა ყველაფერი ირეცხება ჩემი თავის ჩათვლით. მომწონს ანტიკური თეთრეული და ნაქარგებიანი გადასაფარებელი - რათქმაუნდა თეთრი ფერის. თეთრ ფერში ვერაფერს ვერ დამალავ. ბევრ ადამიანს არ უყვარს თეთრეული, მაგრამ რა ჯობია როცა საღამოს ჩაწვები სუფთა თეთრეულში, სუფთა ფუმფულა ბალიშში გრძელი თეთრი პერანგით. ეს ხომ უბრალოდ შესანიშნავია.
Karl Lagerfeld in 24 Hours

როდესაც ამ ყველაფერს ვრჩები, შევდივარ აბაზანის მისაღებად და რომ არ დაგიმალოთ დიდი ხანი ვატარებ ცხელ აბაზანაში. მიყვარდა Shu Uemura-ს პროდუქცია, მაგრამ სამწუხაროდ იგი აღარ აწარმოებს, მაგრამ მივაგენი ფრანგულ პროდუქციას, რომელიც საოცრად არბილებს წყალს. ნახევარ ბოთლს ვასხამ წყალში. ვვარჯიშობ ძალიან ცოტას, რადგან ჩემმა ექიმმა ასე მირჩია. ბევრს ვვარჯიშობდი, როცა ახალგაზრდა ვიყავი რაც დღეს ჩემს სხეულზე აისახა. მე ძალიან მოქნილი ვარ და არანაირი პრობლემა არ მაქვს.
Karl Lagerfeld in 24 Hours

ჩემი ბოლო უნიფორმა - დამზადებულია ტვიდის მატერიისგან, Dior-ის მიერ, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ქორწილში იცვამენ. მაქვს კიდევ მეორე "უნიფორმა" Dior-ის მამაკაცის კოლექციიდან. ხალხს გონია, რომ ყოველდღე ერთი და იგივე ტანსაცმელი მაცვია, მაგრამ ერთნაირს არასოდეს ვიცვამ. შემდეგ ვიცვამ ჯინსს ჩემი კოლექციიდან - ნაცრისფერი ფერის ჩემი გამოსახულებით. ჩემი გარდერობი სავსეა, ამიტომ ვიცვამ იმას, რაც პირველი მომხვდება თვალში. გარდერობში ვინახავ Dior-ის 10წლის წინანდელ კოლექციას, რომელსაც ალბათ უკან დავაბრუნებ მუზეუმისთვის. ასევე მაქვს ისეთი უნიკალური ტანსაცმელი, რომელსაც აღარასოდეს ჩავიცმევ, რადგან დრო შეიცვალა.
Karl Lagerfeld in 24 Hours

ლანჩს არასოდეს მივირთმევ, მაგრამ თუ მომინდა ვთხოვ რომ სახლში მომიტანონ. როგორც იცით მაქვს ორი სახლი : ეს სახლი სადაც მძინავს, ვხატავ და ა.შ და მეორე სახლი ცოტა მოშორებით სადაც არის სამზარეულო, სადაც ვხვდები ადამიანებს და სადაც მივირთმევ საჭმელს. სახლი რაც არ უნდა დიდი იყოს მე მაინც მარტო ყოფნა მირჩევნია. თუ რამე დამჭირდა შემიძლია დავრეკო და ისინი აქ გაჩნდებიან. სტუდია მეზობლად მაქვს ისევე როგორც ოფისი. თუ სტუმრები მოვიდნენ სახლში მათ არასოდეს ვეპატიჟები. ყველაფერი მეზობლად!!!
Karl Lagerfeld in 24 Hours

4:00 P.M - მყავს ორი მძღოლი და რამოდენიმე მანქანა. ერთი მძღოლი დილით მიდის საყიდლებზე და მოაქვს ჩემთვის გაზეთები ხოლო მეორე მძღოლი, რომელიც ასევე ჩემი მდივანია - სებასტიანი დილით თავისუფალია და მუშაობას იწყებს საღამოს და ამთავრებს გვიან საღამოს. შანელის სტუდიოსკენ მიმავალი მიყვარს გასეირნება პარიზში. პარიზის თვალიერებით არასოდეს ვიღლები. შემდეგ მივდივარ ჩემს საყვარელ წიგნების მაღაზია Galignani-ში და შემდეგ შანელის სტუდიაში, შემდეგ Colette-ში და ხანდახან Dior-ის მამაკაცების მაღაზიაში. არასოდეს დავდივარ ძალიან ბევრ მაღაზიაში.
Karl Lagerfeld in 24 Hours

5:00 P.M - სტუდიაში ყოველთვის მივდივარ გვიან საღამოს, რადგან არ მიყვარს ხალხმრავლობა და სტუდიოში ვრჩები 8 საათამდე. მე ძალიან სწრაფი და ორგანიზებული ვარ. რასაც ვაკეთებ - ესკიზები და სხვა საქმიანობა - ყველაფერს ვაკეთებ დილით, საღამოს ან უქმეებზე და შემდეგ ყველაფერს ვაგზავნი iPhone-ში. ჩემი საქმე ძალიან აბსტრაქტულია.

9:00 P.M - სადილი დამოკიდებულია დღეზე. ხშირად არ დავდივარ სადილებზე, რადგან ყოველთვის ვაგვიანებ. მზად არასოდეს არ ვარ საზოგადოებრივი თავყრილობებისთვის. ხანდახან დავდივარ რესტორან La Maison du Caviar-ში, მაგრამ უმეტესწილად დავდივარ Rue des Saints-Pères-ში და შემდეგ მივდივარ სახლში. არ მიყვარს სიტყვა "კანონი". ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა მიწევს დავხედო საათს და ვიჩქარო სადილზე. ვიცი რომ ყველა სადილი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ცოტა არ იყოს დავიღალე.

რელაქსაცია? დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დაღლილი ვარ. ზოგჯერ ძალიან ცოტასაც კი ვკითხულობ. ხანდახან კატას ვეთამაშები, რომელიც მუდამ სახლშია და როცა სახლში არ ვარ მოსამსახურე უვლის მას. ის არასოდეს გადის გარეთ. ის "გაფუჭებული" პრინცესაა.

Karl Lagerfeld in 24 Hours

ლაგერფილდის სახლი და მისი კატა.
Karl Lagerfeld in 24 Hours

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

25


  • MaRihanna თქვა:
    17 მარტი 2013 15:27 - ID: 25,
    მაგარი კაცია
    იმედია ვიხილავ ოდესმე :D love

  • ANGEL თქვა:
    17 მარტი 2013 03:30 - ID: 24,
    Ui uii arasdros minaxavs karlis axalgazrdobis foto! Mivashterdi fotos rom amomecno karli:)) dzalian saintereso siaxle, proeqtia!!
    Ise maxsovda sadgac cerda 3-4 st.mdzinavso.. Ui dediko 80-s ukakunebs?!!!

  • elenikojoe თქვა:
    16 მარტი 2013 22:14 - ID: 23,
    ეს,ჩემი, მაგარი კაცია <3
    ჩემი გენიოსი ^^
    ძალიან მომეწონა .

  • margaux თქვა:
    16 მარტი 2013 19:53 - ID: 22,
    მადლობა ამ სტატიის თარგმანისთვის :) თითქმის ყველა მაქვს წაკითხული harpersbazaarზე <3

  • Afrodite...♥ თქვა:
    16 მარტი 2013 17:26 - ID: 21,
    ეს პიროვნება ნამდვილად მაღალი მოდის აინშტაინია. ძალიან მომეწონა სიახლე love love

  • Laaaa თქვა:
    16 მარტი 2013 16:17 - ID: 20,
    ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე 10 სექტემბერი :)) საინტერესო ნიუსიაა ))

  • F.C.B თქვა:
    16 მარტი 2013 15:33 - ID: 19,
    მააგარი როჯაა, მილიონში იცნობ.. fellow უმაგრესი დიზაინერია... რო აგარ იქნება, მაშინაც არ გავა მოდიდან!

  • .NasTy. თქვა:
    16 მარტი 2013 15:15 - ID: 18,
    დიორს რა რეკლამები გაუკეთა wink

  • likliklik101 თქვა:
    16 მარტი 2013 14:44 - ID: 17,
    ძალიან კარგი სიახლეა ვგიჟდები კარლზეეე ძალიან მიყვარს უნიჩიერესიიი ადამიანიააააა love

  • elga თქვა:
    16 მარტი 2013 13:57 - ID: 16,
    ოხ ბებერო კარლ მაგრად მიყვარხარ.საინტერესო სტატია იყო.
    დიდი სიამოვნებიტ გავიცნობდიი კარლს მაგრამ ცოტა არ იყოს მესინია მისი wink

  • mariamininutsa თქვა:
    16 მარტი 2013 13:54 - ID: 15,
    love

  • 16 მარტი 2013 13:49 - ID: 14,
    ოჰ კარლ love

    ფისუნია კატა
    მაგიდაზე ახტა
    გადმოაგდო ვაზა
    კარლი გააბრაზა

  • beonce თქვა:
    16 მარტი 2013 13:41 - ID: 13,
    კარგი ნიუსია

  • tata____tata თქვა:
    16 მარტი 2013 13:25 - ID: 12,
    მაგარი კაცია, საოცრად დახვეწილი და განსაკუთრებული გემოვნების მქონე.. ძალიან კარგი ნიუსია love

    Nicholas Sparks Georgian Fans

  • NiNi_N თქვა:
    16 მარტი 2013 13:21 - ID: 11,
    ფისუნია კატა....:დ საყვარელია ბაბუა კარლი ♥

  • keetaa თქვა:
    16 მარტი 2013 12:58 - ID: 10,
    მაგრა მევასება

  • mari mari mari თქვა:
    16 მარტი 2013 12:57 - ID: 9,
    მარტლა საინტერესოოა

  • lady_tamo თქვა:
    16 მარტი 2013 12:54 - ID: 8,
    რა კარგი ნიუსია love
    კარლ love

  • marika0704 თქვა:
    16 მარტი 2013 12:40 - ID: 7,
    კარლ დიდიი wink ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია.

  • Maicco თქვა:
    16 მარტი 2013 12:31 - ID: 6,
    ვგიჟდები ამ კაცზე!

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top