;
17 მარტი 2013      te_te_e     9 კომენტარი     ნანახია 2008-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

MICHAEL KORS IN 24 HOURS
სახელი და გვარი : Karl Anderson, Jr.
დაბადების თარიღი: 9 აგვისტო , 1959 (ასაკი 53)
მოქალაქეობა: ამერიკელი
საქმიანობა: დიზაინერი
ბრენდი: Michael Kors


MICHAEL KORS IN 24 HOURS
6:15 A.M. - პირველი რასაც გაღვიძებისთანავე ვაკეთებ კატების გამოკვებაა. ისინი ჩემი მაღვიძარები არიან. ყოველ დღე, ერთი და იმავე დროს, ამოდიან საწოლზე და დახტიან ჩვენს თავზე და სხეულზე და ასე გვაღვიძებენ. არ მახსოვს ბოლოს როდის დავაყენე მაღვიძარა. შემდეგ ხელში ვიღებ გაზეთებს. ვკითხულობ ზედმეტად მეტ გაზეთს. ბავშობაში როგორც ველოდებოდი გაზეთის მოსვლას, დღესაც იგივენაირად ველი. მესმის როგორ ვარდება გაზეთი ჩემს სახლთან და მაშინ იწყება დილაც. კატების მოვლის შემდეგ მიყვარს საწოლში კოტრიალი. ჩემი ქმარი, Lance [LePere] ძილის მოყვარულია, ამიტომ იმ დროის განმავლობაში, როცა მე კატებს ვაჭმევ მას მაინც სძინავს. მის დილის ძილს "ბოროტად" ვიყენებ და ვიგებ მსოფლიო სიახლეებს. თუ გადავაწყდი ისეთ რამეს, რაც გულისყურით წაკითხვას მოითხოს, საღამოსთვის ვინახავ.

MICHAEL KORS IN 24 HOURS
8:00 A.M - თუ იოგის დღეა, ჩემი ინსტრუქტორი სახლში მაკითხავს. თუ სავარჯიშო დარბაზში მივდივარ, ყოველთვის ვიყენებ Pilates-ს. თუ გარეთ კარგი ამინდია, მაშინ სეირნობას ვამჯობინებ მდინარის პირას. აბაზანას ამ ყველაფრის შემდეგ ვიღებ. ვიყენებ Klorane-ის გვირილის შამპუნს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვხმარობ, Kiehl-ის დამატენიანებელ კრემს, Jergens-ის სახის დამატენიანებელ კრემს, Creme de la Mer-ის ტუჩის ბალზამს და ამის შემდეგ გავდივარ სახლიდან.

MICHAEL KORS IN 24 HOURS
9:15 A.M. - არასოდეს ვაკეთებთ ყავას. მე საერთოდ არ ვარ ცხელი სასმელის მოყვარული. უპირატესობას ვანიჭებ ცივ ჩაის, ასე რომ ყოველ დღე, რა ამინდიც არ უნდა იყოს მივირთმევ ყინულიან ცივ ჩაის. ძალიან მიყვარს bialy ცოტაოდენი კარაქით, რომელიც Murray's Bagels-დან მოაქვთ ჩვენთვის. ზოგჯერ, უქმეებისას საუზმეს და ლანჩს ერთად მივირთმევ ორაგულიან bialy -თან ერთად. რათქმაუნდა მაქვს ჩემი "უნიფორმაც"-შავი პიჯაკი, ნაქსოვი, მრგვალჭრილიანი მაისური, მუქი ან თეთრი ფერის ჯინსი. ფეხსაცმელი სხვადასხვა მაცვია - უფრო ხშირად Tod-ის შავი, ნიანგის ტყავის ფეხსაცმელი ან New Balance-ის კედები, რომელიც სპეციალურად ჩემთვის არის შეკერილი - რათქმაუნდა შავი... ყველაფერი შავი. ასევე ყოველ დღე ვცვლი სათვალესაც. მიყვარს ავიატორები, რომლის შუშის ფერიც დამოკიდებულია ჩემს ხასიათზე. თუ საზიზღრად ვარ მაშინ ვერცხლისფერი მიკეთია, თუ სპორტულად ვარ მაშინ ზეთისხილის ფერი, და თუ შავი ე.ი. არაფერზე არ ვფიქრობ. დაახლოებით 60 სხვადასხვა სათვალე მაქვს.

MICHAEL KORS IN 24 HOURS
10:00 A.M. - მანქანა გვაკითხავს სახლში. ვისწავლე, რომ არ უნდა ვატარო დიდი ზომის ჩანთები შოფინგის დროს, რადგან ვყიდულობ უაზრო ნივთებს, რაც არ მჭირდება. ძალიან მიყვარს L.L.Bean-ის ტყავის საშოფინგო ჩანთა 40-იანების სტილში, რომელიც ნიუ იორკში შევიძინე. როცა დავინახე ვთქვი "ღმერთო ჩემო" და მაშინვე შემიყვარდა. შიგნით არაფერს არ ვინახავ, არც სათვალეს. ძირითადად ქაღალდების ჩასაწყობად ვიყენებ. არ ვარ მანქანების მოყვარული ადამიანი. მანქანას ვიყენებ მხოლოდ გადაადგილების მიზნით და მგზავრობის დროს ქუჩაში Michael Kors-ის ჩანთებს ვითვლი.

MICHAEL KORS IN 24 HOURS
10:15 A.M. - ერთი რამ რაც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის ერთფეროვნებაა. ყოველ დღე განსხვავებული საქმის კეთება მიწევს. ერთადერთი რამ კი რაც არასოდეს იცვლება ლანჩისთვის გარეთ გასვლაა. როცა ოფისში შევდივარ, იმ წუთას ჩემი მდივანი მოდის, მაცნობს იმეილებს, ზარებს და ხელში მაწვდის ცივ ჩაის. მას შემდეგ რაც სიგარეტს თავი დავანებე, მისი ადგილი ცივმა ჩაიმ დაიკავა, რომელიც მართლაც კარგად ასრულებს სიგარეტის მოვალეობას.

10:30 A.M.- შემდეგ ვწერ სატელეფონო ინტერვიუებს, შემდეგ ვფიქრობ სამკაულების ესკიზებზე და შემდეგ ახალ კოლექციებზე. ეს რომ ასე არ იყოს ჩემი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.

1:30 P.M - ლანჩზე მივირთმევ Chop't-ის სალათას ან საშიმის. როცა ძალიან მოსაწყენი დღეა, ისეთი როცა მუშაობის მაგივრად სახლში უნდა იყო, ამ დროს ჰამბურგერსაც მივირთმევ. ეს ყველაფერი ოფისში მოაქვთ. რომ არ მოგატყუოთ წელიწადში ოთხჯერ მაინც მიწევს ოფისის გარეთ ლანჩის მირთმევა. დღეში ოთხ დიდ ცივ ჩაის ვსვავ. კოფეინისტი ვარ.

2:15 P.M. - ყოველ დღე, არ აქვს მნიშნვნელობა ჩემს ხასიათს, მინიმუმ ორი ბიზნეს შეხვედრა მაქვს, სადაც განვიხილავ მოდელებს, კატალოგებს და ა.შ. ზოგჯერ ძალიან ვიღლები და სურვილი მაქვს წავიდე პლიაჟზე და წავიკითხო Jackie Collins-ის ნოველა. შარშანდელი ჩვენი ქორწილი ნამდვილი ოცნება იყო. ის დღეები მეგობრებთან ერთად გავატარეთ Southampton-ზე.

MICHAEL KORS IN 24 HOURS

5:00 P.M - სამუშაო დღის შემთხვევაში, ამ დროს ყოველთვის მივირთმევ Ghirardelli-ის შავ შოკოლადს გამხნევებისთვის.

7:30 P.M - გარეთ სასეირნოდ ყოველთვის გავდივართ. ძალიან გვიყვარს თეატრში სიარული. ეს ყველაზე მაგარი "გაქცევაა" რეალობიდან. დავდივართ Joe Allen-ში, 46-ე ქუჩაზე და ვსხედვართ ერთი და იმავე მაგიდასთან ყოველ დღე. ყოველთვის ვჭამ ცეზარის სალათას და ჰამბურგერს. როდესაც პარიზში ვიყავით იქაც დავდიოდით Joe Allen-ში. Marc Jacobs და მე შეყვარებულები ვართ ამ ადგილზე. იმ შემთხვევაში თუ თეატრში არ მივდივართ, მაშინ სამსახურიდან პირდაპირ სადილზე მიწევს მისვლა.

კვირის განმავლობაში არასოდეს ვამზადებთ საჭმელს. თუ ტელევიზორს ვუყურებთ ყოველთვის არჩევანს RuPaul's Drag Race-ზე ვაჩერებთ, რომლის ყურებისას სიცილისგან ვკვდებით. კიდევ Restaurant: Impossible, ან Fashion Police. .

კოქტეილს სახლში არასოდეს ვსვამ. ამისათვის რესტორანში დავდივარ. მიყვარს Ketel One ან თუ ფრანგულ საკვებს მივირთმევ თეთრი ღვინო - Gavi. სასაცილოა - მაცვია შავი, ვსვავ თეთრს.

12:30 A.M - მძინავს შავ Michael Kors-ის თეთრეულში, მაგრამ საწოლი არის თეთრი. არ შემიძლია ფერად საწოლში დაძინება - ეს უბრალოდ მაგიჟებს. ლოგინში მჭირდება ბევრი ბალიში. მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც იღვიძებენ - ბალიშები იატაკზ და ზეწარი არეული.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • TAKKK თქვა:
    17 მარტი 2013 20:27 - ID: 9,
    საინტერესოააააააააა lol love

  • Smiley :) თქვა:
    17 მარტი 2013 19:09 - ID: 8,
    რა კაცია მაიკლი :D
    ნიუსი საინტერესო იყო winked

  • lalaa თქვა:
    17 მარტი 2013 16:13 - ID: 7,
    ძაააან საინტერესო ნიუსია აი ძალიან love

  • chyipina თქვა:
    17 მარტი 2013 15:46 - ID: 6,
    ძალიან მომწონს ეს შენი ახალი პროექტი თეკლე, სასამოვნო და საინტერესო წასაკითხია, თან როგორ პერსონებს არჩევ, ყოჩაღ :))

  • taalu თქვა:
    17 მარტი 2013 15:16 - ID: 5,
    საათი მაქვს და მაგარია love ისე მაგარი ტიპიაა wink

  • Afrodite...♥ თქვა:
    17 მარტი 2013 13:37 - ID: 4,
    თეკლა არაჩვეულებრივი სიახლეა, ჩემი თხოვნაა ამ სახის სტატიებმა სისტემატიური ხასიათი მიიღოს love

  • Holly ❤ Shit თქვა:
    17 მარტი 2013 12:30 - ID: 3,
    ვავავა ! რა მაგარი სიახლეაა love

  • te_te_e თქვა:
    17 მარტი 2013 01:17 - ID: 2,
    likliklik101,
    მადლობა :*:*:*:*

  • likliklik101 თქვა:
    17 მარტი 2013 01:15 - ID: 1,
    ვგიჟდებიი უმაგრესი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top