;
17 მარტი 2013      te_te_e     5 კომენტარი     ნანახია 2685-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Giorgio Armani in 24 Hours
7:00 A.M- ყოველთვის დილის 7 საათზე ვიღვიძებ. მთელი ცხოვრება ამ დროს ვიღვიძებ, რადგან მინდა ცხოვრების ჩვეულ რითმს მივყვე.

ღამე მაცვია თხელი კომფორტული კოტონის პიჟამა. მიყვარს,როცა მაცვია ყოველდღიური ტანსაცმელისგან გასხვავებული ტანსაცმელი. პიჟამას ჩაცმა ერთგარი რიტუალია ჩემთვის. ლოგინიდან ადგომის შემდეგ აუცილებლად მივდივარ სავარჯიშო დარბაზში. ჩემი ყოველდღიური ვარჯიში ჯარის რეჟიმს გავს, სხვა მეტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვარჯიშისგან. ვვარჯიშობ დაახლოებით საათნახევარი. ვარჯიშს მიტარებს პერსონალური ტრენერი, რომელიც ვარჯიშებს ცვლის ისე როგორც საჭიროა. ჩემი დევიზია ალბერტ აინშტაინის სიტყვები: "We can't expect things to change if we keep doing the same things over and over."
Giorgio Armani in 24 Hours
8:45 A.M - დუშის მიღებას ენერგიაზე მოვყევარ და ამით სრულდება ვარჯიში. არასოდეს შევწყვეტ ტანის დამატენიანებლის ხმარებას: Armani Skin Minerals კაცების კოლექციიდან და Armani Privé Bois d'Encens. შემდეგ ვიცვამ, ვსაუზმობ და ვკითხულობ გაზეთს. ვიცავ ჯანმრთელ დიეტას. საუზმეზე მივირთმევ იმას, რასაც ბავშობისას მივირთმევდი: კლასიკური ყავის მენიუ, ტოსტი და ჯემი, ყოველთვის თანხლებული ახლ ხილთან, იოგურტთან და კროასანთან ერთად. ასეთი საუზმე მავსებს ენერგიით და კარგ ხასიათზე მაყენებს. დიდი დრო არ მჭირდება ტანსაცმლის ასარჩევად.

თავს კომფორტულად ვგრძნობ ჩემს "უნიფორმაში" : აბრეშუმის მაისური, ქიშმირის სვიტერი, კომფორტული შარვალი - ყოველთვის მუქი ლურჯი და თეთრი კედები. ასეთი ძალიან ბევრი ტანისამოსი მაქვს გარდერობში. ფეხსაცმელს ხასიათის მიხედვით ვერჩევ - უფრო ხშირად უპირატესობას ვანიჭებ სპორტულ ფეხსაცმელს ან ოქსფორდებს თუ ფორმალურად ვიცვამ.

9:15 A.M - ჩანთას არასოდეს ვატარებ, ამიტომ ოფისში მხოლოდ მობილური ტელეფონით მივდივარ. სტილისა და აღმასრულებელი ოფისი Via Borgonuovo-შია, მილანში, იქ სადაც მე ვცხოვრობ , ასე რომ ფეხით შემიძლია ოფისამდე მისვლა. მანქანას ვიყენებ ხოლოდ დიდ მანძილზე გადაადგილებისათვის და ამ დროს ყოველთვის კოლეგებთან ერთად ვარ. მანქანაში ყოფნისას მიყვარს მუსიკის ან რადიოს მოსმენა.

9:30 A.M - პირველი რასაც ოფისში მისვლისას ვაკეთებ არის დღის განრიგის შემოწმება. შესაძლებელია დღის განრიგიც შევცვალო და შემდეგ ვამოწმებ შეტყობინებებს. დღის განმავლობაში ვიღებ უამრავ მეილს და ზარს, რომლებსაც ჩემი თანამშრომლები და მდივანი სცემენ პასუხებს.

1:00 P.M - ლანჩი აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი საჭმელი. ძირითადად მივირთმევ ხილს და დიდი რაოდენობით წყალს, ისევე როგორც ცივ მცენარეულ ჩაის.

Giorgio Armani in 24 Hours

3:00 P.M - მას შემდეგ რაც გადავხედავ ჟურნალს, მივდივარ შეხვედრაზე, სადაც მიწევს შეხვედრა სხვადასხვა ოფისების წარმომადგენლებთან და არქიტექტორების ჯგუფთან, რომლებიც მუშაობენ არმანის მაღაზიების, Armani/Casa-ს და სასტუმროს არქიტექტურაზე. ყოველი დღე დატვირთული მაქვს შეხვედრებით, ამიტომ მიყვარს პირისპირ საუბარი. ვცდილობ ყოველი დღე იდეალური და სრულყოფილი იყოს. როდესაც ჩემი ნავით სასეირნოდ მივდივარ, ვტკბები მზის სხივებით, ტალღების ხმაურით, მუსიკის მოსმენით და ცის ცქერით. ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩემს აგარაკზე, ყველაფერი იგივენაირია,როგორც ჩემს სახლში - სტილი და ავეჯი, მაგრამ ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს.

8:00 P.M - სახლში ვბრუნდები, ვჯდები სავარძელში და ვეფერები ჩემს კატებს Mairî და Angel-ს. უმეტეს შემთხვევაში სადილს სახლში მივირთმევ. ჩემი საყვარელი საჭმელი სპაგეტია alla Bisanzio, რომელიც დამზადებულია უბრალოდ პომიდორით, მოცარელათი და მწვანე ბაზილიკით. მიყვარს მეგობრების დაპატიჟება ფილმის საყურებლად ან ფეხბურთის სათამაშოდ. შემდეგ ერთად ვსხედვართ და ვყვებით ხუმრობებს. წვეულებებზე სიარულს მირჩევნია მეგობრების მოწვევა. ფილმებით შეპყრობილი ვარ. წლების განმავლობაში მიყვარდა Hitchcock-ის Notorious, რომელიც ელეგანტურობით გამოირჩევა, ახლა მიყვარს Vertigo. ჩემი საყვარელი წიგნია A. J. Cronin-ის წიგნი The Citadel . სახლში ძალიან ბევრს ვუკრავ, ძალიან მამშვიდებს.


ჩემი საყვარელი მუსიკა Leonard Cohen-ის Suzanne-ია.

Giorgio Armani in 24 Hours
Giorgio Armani in 24 Hours
მე გაზეთების და ჟურნალების გაუმაძღარი მკითხველი ვარ. ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ არასოდეს ვტოვებ ახალ ამბებს. ტელევიზორი დროის სარკეა და მომწონს ყურება თუ როგორ იცვლება ყველაფერი.

10:30 P.M - ჩემი საწოლის თეთრეული არის კლასიკური და ძალიან არმანული. კოტონის თეთრეული ყოველ დღე იცვლება და უდიდეს სიამოვნებას განვიცდი როცა დასაძინებლად ვწვები 10:30 საათზე.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

5


  • QiQiTo:):) თქვა:
    18 მარტი 2013 09:37 - ID: 5,
    საინტერესოა!
    NiNi_N,
    რა კარგი ავატარი გაქ

  • im888 თქვა:
    18 მარტი 2013 09:35 - ID: 4,
    ჩემი ფავორიტი დიზაინერი!

  • likliklik101 თქვა:
    17 მარტი 2013 22:03 - ID: 3,
    კარგი სიახლეა

  • chyipina თქვა:
    17 მარტი 2013 20:24 - ID: 2,
    ყველაზე სადა და თავისუფალლი ცოხვრება არმანს ჰქონია...
    დავაკვირდი, კატა სამივეს ჰყავთ, კარლსაც, მაიკლსაც და ჯორჯსაც :))

  • NiNi_N თქვა:
    17 მარტი 2013 20:23 - ID: 1,
    დამ დამ დამ....მომეწონა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top