;
17 მარტი 2013      te_te_e     7 კომენტარი     ნანახია 2642-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

დიზაინერი Donna Karan გვიზიარებს მისი ცხოვრების 24 დატვირთულ საათს.

Donna Karan in 24 Hours
სახელი და გვარი: Donna Ivy Faske
დაბადების თარიღი: 2 ოქტომბერი, 1948 (ასაკი 64)
მოქალაქეობა: ამერიკელი
საქმიანობა: დიზაინერი
ბრენდი: Donna Karan


7:00 A.M - დილით ადრე ადგომა არ მიყვარს, მაგრამ 7 საათზე მაინც ვიღვიძებ. შემდეგ ვიხეხავ კბილებს და ვსვამ ლიმნიან ცხელ წყალს. არასოდეს ვიცი როგორი იქნება დღე - ზოგჯერ მიწევს სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნა ან თვითმფრინავში. ბოლო დროს ყველაზე ხშირას მიწევს ნიუ იორკში, ლოს ანჟელესში და ჰაიტიში ყოფნა. ეს ჩემი ცხოვრების წრეა. ჩემი კანონია, უკანონობა.

7:30 A.M - ამ დროს ვიცვამ ჩემს შავ სავარჯიშო ტანისამოსს და ვაკეთებ იოგას ან Pilates-ს. ჩემი ინსტრუქტორი სახლში მაკითხავს. სახლში მაქვს სავარჯიშო ოთახი, რომლის ფანჯრებიდან იშლება ხელი Central Park-ზე. წესით მხოლოდ იოგას უნდა ვაკეთებდე მაგრამ ამ ბოლო დროს პილატესაც მივეჩვიე. ვვარჯიშობ ყოველდღე, რაც არ უნდა მოხდეს -თუნდაც ფეხი მოვიტეხო ან ცუდად ვიყო.

9:00 A.M - დღის ყველაზე სასიამოვნო მომენტი - ცხელი აბაზანის მიღება და შემდეგ Young Living-ის ტანის ზეთი. ვხვდები, რომ ყოველთვის მაგვიანდება, რადგან დილა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დრო მხოლოდ ჩემია. მე არ ვიცვლები. ადამიანები ვინც მიცნობენ, იციან რომ არ შეცვლილვარ. მე ისევ ვიცმევ ჩემს შავ სავარჯიშო ტანსაცმელს და შავ ჟაკეტს.

Donna Karan in 24 Hours


9:30 A.M - მივირთმევ საუზმეს, როგორც ყოველთვის კვერცხის ცილას, შპინატით. მიყვარს ყველაფერი მწვანე და ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ვსვამ მწვანე წვენს. ასე გრძელდება დაახლოებით 10 წელია. ჩემი წვენი შედგება მუქი მწვანე ბოსტნეულისგან როგორიცაა: ბროკოლი, შპინატი, კიტრი, ნიახური, კოჭა და ლიმონი. ერთადერთი დანამატი, რომელსაც ვიღებ არის D ვიტამინი, კალციუმი და ძირტკბილა მონელებისათვის და დღის განმავლობაში ვიღებ წვენებს, სუფს და სალათას. არასოდეს მყოფნის მწვანე... მწვანე ჩემი საყვარელი ფერია. შემდეგ მივდივარ ჩემს ქალიშვილთან, გაბისთან. ის ჩემთვის ყველაფერია. შემდეგ იწყება საქმიანი ზარები. ვიცვამ სხვა ტანსაცმელს, მჭიდრო შარვალს, ბალეტკებს და მოკლე ტყავის ქურთუკს. ოფ, და არასოდეს მივდივარ არსად ჩემი ქამარ-ჩანთის გარეშე, რომელსაც წელზე ვიკეთებ. სამკაულებში მიყვარს ჩემი ყელსაბამი და სამაჯური რომელიც ჰაიტიდანაა. ხელზე დაახლოებით სამ ან ოთხ ასეთ სამაჯურს ვიკეთებ. თუ გადაღება მაქვს, ჩემი ვიზაჟისტი და სტილისტი სახლში მოდიან და მამზადებენ. ისინი მუდამ ჩემთან იქნებია - უბრალოდ შეუდარებელნი არიან.

10:00 A.M - თუ ჩვეულებრივი დღეა, მაკიაჟს არ ვიკეთებ, უბრალოდ ვიშლი თმას და მივდივარ მანქანისკენ. არასოდეს გამოვდივარ სახლიდან ჩემი საკვების გარეშე. მოსამსახურე მიწყობს საკვებს კონტეინერში და მიმზადებს ლანჩს. როგორც უკვე ავღნიშნე მიმაქვს მწვანე ბოსტნეული და ცოტაოდენი პროტეინები, როგორიცაა ორაგული, სალათა და სუფი. ძალიან მიყვარს მესიჯობა. თუ ვინმეს ჩემი ნახვა უნდა აიცილებლად მწერს მოკლე შეტყობინებას. შემდეგ ვიხედები დღის განრიგში,რომელშიც აუცილებლად არის სიტყვის მომზადება საქველმოქმედო გამოსვლებისთვის. სულ დაკავებული ვარ. მანქანით მგზავრობის დროსაც კი ვწერ სატელეფონო ინტერვიუს. მანქანიდან გადმოვდივარ და ვსეირნობ Central Park-ში, ხოლო ჩემი მძღოლი პარკის სამხრეთ მხარეს მელოდება და მივყევარ სამუშაოდ.

Donna Karan in 24 Hours

1:00 P.M - თუ თავს შებოჭილად ვგრძნობ მივდივარ Dr. Frank Lipman-თან acupuncture-თვის. ვგრძნობ რომ ვბერდები და დრო მცირდება. თუ მთელ დროს ჩემს თავს დავუთმობ, სხვებისთვის დრო აღარ დამრჩება. ღმერთმა დალოცოს ის ვინც შექმნა იოგა, მედიტაცია და სულიერი პრაქტიკა. 

2:00 P.M - ჩემთვის დღის განრიგის შექმნა ძალიან რთულია, რადგან არ მიყვარს დაწყებული საქმის შეწყვეტა. დიზაინის ოთახში მუშაობა ყველაზე ადვილი ნაწილია. ეს თითქმის შვებულების ტოლფასია. დროს ვერასოდეს ვანაწილებ სწორად. ყოველი დღე განსხვავებული მაქვს. ბოლო დღე, რომელიც ყველაზე მაგარი იყო, ჩემი შვილიშვილის დაბადებაა. თავს მხიარულად ვგრძნობ ხოლმე, რადგან მყავს თუთიყუში.

7:30 P.M - ეს დრო კოქტეილის, შეხვედრების და სადილის დროა. ვიცი ბევრი ფიქრობს რომ ვარ eventaholic-ი. არ მიყვარს ღვინო, არც შამპანური, მაგრამ მიყვარს არაყი ლაიმით.

12:00 A.M - სახლში მისვლისთანავე, მივდივარ საწოლისკენ, ვზივარ და ვკითხულობ ჟურნალებს, ვფიქრობ ახალ იდეებზე, ვარჩევ მატერიებს ახალი კოლექციისთვის ან ვფიქრობ ახალ სარეკლამო კამპანიაზე და ასეთ რამეებზე და კიდევ ბლა ბლა ბლა... ჩემი თეთრეული თეთრი ფერისაა Pure-ის ბრენდისგან. მაქვს ჰიპოალერგიული ბალიშები, დუტის საბანი და შავი ქიშმირის გადასაფარებელი. არ ვუყურებ ხშირად ტელევიზორს. რომ შემეძლოს დღის დასასრულად ვინატრებდი მასაჟს დაძინებამდე.

1:00 A.M - პირველ საათზე ვიძინებ, ზოგჯერ ორზეც. აი ეს არის ჩემი ცხოვრება.


ესეც მისი სახლის ფოტოები, რომელიც მდებარეობს მანჰეტენზე და ხედი იშლება Central Park-ზე.


Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours
Donna Karan in 24 Hours

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • - ANO )) თქვა:
    20 მარტი 2013 16:38 - ID: 7,
    სახლი მართლა მაგარია მაგრამ ძალიან ბევრი სურათებია smile

  • tatuli :)) თქვა:
    19 მარტი 2013 20:14 - ID: 6,
    სახლი მომეწონა სადაა , მშვიდი , ამ ფოტოებს ჩამოვხსნიდი (ცუდი აურა დატოვა ჩემში) და რაიმე უფრო ეფექტურს შევარჩევდი

  • NiNi_N თქვა:
    18 მარტი 2013 18:12 - ID: 5,
    არ მომეწონა სახლი...მოსაწყენი და ცარიელი მომეჩვენა!

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    18 მარტი 2013 15:22 - ID: 4,
    როგორი სასიამოვნო დიზაინის სახლი აქვს ...მინდა !

  • marika0704 თქვა:
    18 მარტი 2013 14:48 - ID: 3,
    ბრენდ დონა კარანზე არ ვგიჟდები, მაგრამ ეს რუბრიკა ...24 Hours ძალიან საინტერესოა ყოველთვის.

  • salo თქვა:
    18 მარტი 2013 12:52 - ID: 2,
    კარგიაა wink

  • jonsos თქვა:
    17 მარტი 2013 23:38 - ID: 1,
    მაგარი სახლია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top