;
18 მარტი 2013      te_te_e     15 კომენტარი     ნანახია 2776-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Donatella Versace in 24 Hours
სახელი და გვარი: Donatella Versace
დაბადების თარიღი: 2 მაისი 1954 (ასაკი 58)
მოქალაქეობა: იტალიელი
საქმიანობა: დიზაინერი
ბრენდი: Versace

Donatella Versace in 24 Hours

8:00 A.M - ყოველ დღე ერთი და იმავე დროს მეღვიძება, მაღვიძარის გარეშე. მძინავს აბრეშუმის ღამის პერანგით, რომელიც დამზადებულია პარიზში Sabbia Rosa-ს მიერ. პირველი რასაც საწოლიდან ადგომისთანავე ვაკეთებ, ჩემს ძაღლს, ოდრის ვეხუტები. ვფიქრობ, რომ ცხოველის ყოლა შესანიშნავია, განსაკუთრებით ძაღლების. შემდეგ ვემზადები ვარჯიშისათვის. ვაკეთებ კარდიოს(ვარჯიშის ერთ-ერთი სახეობა) და ვწევ სიმძიმეებს 45 წუთის განმავლობაში - 2 კვირაში ერთხელ. ვფიქრობ, რომ ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად, არამედ გონებისთვისაც. ამის მიუხედავად, არ ვარ ვარჯიშის ფანატიკოსი. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არაფერი უნდა გააკეთო ძალით. რასაც აკეთებ უნდა განიჭებდეს სიამოვნებას და არასოდეს უნდა გრძნობდე კანონის მონად თავს.

8:45 A.M - ვიღებ გამამხნევებენ შხაპს. შემდეგ ვემზადები დღისათვის და ვიკეთებ მაკიაჟს. ვიყენებ ძალიან სანდო პროდუქციას რეგულარულად. სახის კანისათვის ვიყენებ, ფრანგულ, ნუშის ზეთზე დამზადებულ, Dr. Hauschka Quince -ის დღის კრემს, Terry Pureté de Rose-ის გელს და Douceur de Rose-ის გამწმენდ კრემს. თმისთვის სხვადასხვა პროდუქციას ვხმარობ; ნამდვილად არ მაქვს ფავორიტი პროდუქტი. ჩემი თმა ძალიან ადვილი მოსავლელია. ჩემმა ძმამ Giann-მ თმა ქერად შემიღება, როცა 11 წლის ვიყავი და არასოდეს შემიცვლია ფერი. მაკიაჟისათვის მიყვარს ნათელი სახე, ღია ფერის ტუჩები (ვიყენებ ტუჩის უფერო ბალზამს) და Smokey eyes-მაკიაჟი.ვიყენებ Versace Vanitas-ს სუნამოს, რომელსაც სამუშაო ტანსაცმელზეც ვისხავ. ძირითადად მაცვია მჭიდრო შავი შარვალი, გრძელმკლავიანი მაისური, Versace-ს შავი ტყავის ქურთუკი და რათქმაუნდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ყოველთვის ვიცვამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს - მათ გარეშე თავს შიშვლად ვგრძნობ. ასევე ძალიან მიყვარს კარგად შერჩეული აქსესუარები. უპირატესობას ვანიჭებ პირადი აქსესუარებს ვერსაჩეს პირადი კოლექციიდან. აქსესუარები დამოკიდებულია იმაზე თუ რა მაცვია. ჩემს საყვარელ აქსესუარად რჩება Gianni-ის ყვითელი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მაჩუქეს პირველი Versus-ის ჩვენების შემდეგ.

Donatella Versace in 24 Hours

9:45 A.M- დაახლოებით 1 საათი მჭირდება სრულად მოსამზადებლად. მთელი ეს პროცესი მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. ვაფასებ როკს. ვსაუზმობ ძალიან სწრაფად, მხოლოდ ხილის სალათა და ხილის წვენი. როგორც იტალიელს მიყვარს დილით ჩაის ან ყავის დალევა. ყოველთვის ვსვამ კაპუჩინოს, ხოლო დღის ბოლოსთვის, ესპრესოს.

10:00 A.M - ვიღებ Versace Vanitas-ს ჩანთას, რომელშიც დევს ორი iPhone-ი (ერთში იტალიის ნომერი და მეორეში ამერიკის), BlackBerry-ს, ნოუთბუქს და სამუშაო ქაღალდებს. შემდეგ ვტოვებ მანქანით სახლს და მივდივარ სამსახურისკენ. გზაში ვრეკავ ტელეფონზე. მიყვარს როგორც ტელეფონზე, ასევე პირისპირ საუბარი. მაილის დიდი მოყვარული არ ვარ. ასევე მანქანაში ვკითხულობ გაზეთებს: La Repubblica-ს, Corriere della Sera-ს, და Herald Tribune-ის საერთაშორისო გამოცემას, ხოლო სამსახურში ყოველთვის თვალს ვავლებ huffingtonpost.com-ს და thedailybeast.com-ს კომპიუტერში. ახალი ამბების ფანატიკოსი ვარ.

10:30 A.M - დაახლოებით 11-ის ნახევარზე უკვე სამსახურში ვარ. პირველი რასაც სამსახურში მისვლისას ვაკეთებ არის საუბარი და განხილვა პიარის მენეჯერთან. თუ რამე პრობლემაა, ჩემი ასისტენტი მეილის საშუალებით მატყობინებს. დღეში დაახლოებით ვიღებ 100-მდე მეილს და 20 სატელეფონო ზარს. შეიძლება ამაზე მეტსაც, მაგრამ ჩემი ასისტენტი კარგად მუშაობს და მეხმარება მათ გადახარისხებაში, რათა უფრო მოტივირებული ვიყო.

11:00 A.M - ამ დროს უკვე იწყება შეხვედრები, კიდევ შეხვედრები და შეხვედრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის შეხვედრების ორგანიზება. როგორც მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, ვქმნი ინტერიერს, სუნამოს და აქსესუარებს და ასევე ვმუშაობ სასტუმროებზე და კურორტებზე, სადაც უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ამას დამატებული, ჩემი საქმიანობა ბრენდის მეთვალყურეობაა. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი Versace-ს შეხედულებას ემთხვევა.

Donatella Versace in 24 Hours

1:00 P.M - ძალიან სწრაფად მივირთმევ ლანჩს ოფისში: სალათი პროტეინებით, ძირითადად თევზი. ოფისის გარეთ არ ვჭამ; უბრალოდ დაკავებული ვარ. ამას გარდა, როგორც იტალიელების უმრავლესობა, მიყვარს ესპრესო და ბევრი წყალი ყინულით და ლიმნით.

Donatella Versace in 24 Hours

7:00 P.M - სახლში დაახლოებით 7 საათისთვის ვბრუნდები. თუ მეგობრებთან ერთად მივდივარ, ვიცვლი ტანსაცმელს Prince და Lenny Kravitz-ის მუსიკის ფონზე. იმ შემთხვევაში თუ სახლში ვრჩები (უმეტესად ასე ხდება, როცა მილანში ვარ), სახლში ვჭამ. რათქმაუნდა მილანში მათლაც ბევრი შესანიშნავია ადგილია საჭმელად, მაგრამ სახლი მაინც საუკეთესო რესტორნად რჩევა. სახლში ყოფნისას მივირთმევ უბრალო იტალიურ საჭმელს, როგორიცაა მაკარონი შემწვარი თევზით და სალათა. არასოდეს ვამზადებ საჭმელს.

9:00 P.M - თუ მარტო ვარ, ვუყურებ ტელევიზორსაც, მაგრამ მხოლოდ ახალ ამბებს. ასევე მიყვარს ფილმების ყურებაც DVD-ზე. ბოლოს ვუყურე The Help, The Ides of March, და Tinker Tailor Soldier Spy. ასევე დიდი მოყვარული ვარ Downton Abbey-ის.

10:00 P.M - სანთლების შუქზე ვიღებ ცხელ აბაზანას არომატული ზეთით და აბაზანის მარილით. შემდეგ ვიბან ტანს პარფიუმერული ტანის კრემით - რომელიც ძალიან მაწყნარებს და ძილის ხასიათზე მოვყევარ. მიყვარს ლოგინის გასწორება, რომელიც ძალიან ვერსაჩეულია, სავსეა Versace Home -ის ნივთებით, რომელშიც შედის თეთრეული, ბალიშები და დუტი. ჩემს აბრეშუმის პერანგში გამოწყობილს, მიყვარს წიგნის კითხვა.

11:30 P.M - ძილის დროა. შუქებს ვაქრობ და როგორც ყოველთვის ძალიან სწრაფად მეძინება იმაზე ფიქრში თუ რას მომიტანს მეორე დღე.
Donatella Versace in 24 Hours


Donatella Versace's house
Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

Donatella Versace in 24 Hours

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

15


  • ale თქვა:
    21 მარტი 2013 12:52 - ID: 15,
    აუ კაი რა ამათი რო ვიყო ყველა დღე სხვანაირი იქნებოდა რა საშინელება წუთების და წამების თვლა

  • liia თქვა:
    21 მარტი 2013 01:27 - ID: 14,
    ფოტოშოპი კარგად მუშაობს :D

  • lady_tamo თქვა:
    18 მარტი 2013 21:35 - ID: 13,
    სახლიც ისეთივე აქვს როგორიც თვითონაა
    გადატვირთული, ჭყეტელა ფერებით, უგემოვნო და რა თქმა უნდა ძველი wink

  • polly თქვა:
    18 მარტი 2013 21:11 - ID: 12,
    შემზარავი შესახედაობა აქვს what

  • sophia თქვა:
    18 მარტი 2013 20:50 - ID: 11,
    რა საშინელი სახლი აქქ am

  • jonsos თქვა:
    18 მარტი 2013 20:30 - ID: 10,
    ეს ქალი რატოა ესეთი? რა სჭირს?

  • koko :)) თქვა:
    18 მარტი 2013 19:36 - ID: 9,
    მაგარი ქალია! love მომწონს ცხოვრების წესი და მომწონს რომ ასე უყვარს მისი სამუშაო love

    My Webpage

  • nia-nia22 თქვა:
    18 მარტი 2013 19:08 - ID: 8,
    ფოტო შოპითაც ვეღარ ალამაზებენ ამ ყურძნის ჩამიჩს lol

  • te_te_e თქვა:
    18 მარტი 2013 18:52 - ID: 7,
    ვერასოდეს ვიცხოვრებ სახლში,რომელიც მუზეუმს გავს... კოშმარია. ამდენი ოქროსფერი ფერი... ფუფ რა ამაზრზენობა... ქალი ხო ... კოშმარი.

  • Ms.Casillas თქვა:
    18 მარტი 2013 18:41 - ID: 6,
    პირველ სურათში რა კარგად არის wink
    სახლი უკეთესიც შეიძლებოდა

  • ananooo თქვა:
    18 მარტი 2013 18:28 - ID: 5,
    რაა უხარიაა მაინც მახინჯიაა wink

  • lulu :) თქვა:
    18 მარტი 2013 17:50 - ID: 3,
    არა რა მახინჯი :D :D

  • AaaNi თქვა:
    18 მარტი 2013 16:49 - ID: 2,
    უფრო ბებერი მეგონა:D

  • Let It be Me ♥ თქვა:
    18 მარტი 2013 16:45 - ID: 1,
    ვაიმეე კოშმარია ეს ქალი.. რას დაიმსგავსა თავიი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top