;
21 მარტი 2013      te_te_e     12 კომენტარი     ნანახია 2504-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

დიზაინერი Roberto Cavalli გვიზიარებს ძალიან საინტერესო 24 საათს.
იგი საუბრობს ცხოველებზე, სამსახურზე და სხვა საინტერესო ამბებზე.


Roberto Cavalli in 24 Hours

სახელი და გვარი: Roberto Cavalli
დაბადების თარიღი: 15 ნოემბერი 1940 (ასაკი 72)
მოქალაქეობა: იტალიელი
საქმიანობა: დიზაინერი
ბრენდი: Roberto Cavalli, just cavalli, Roberto Cavalli Junior, Roberto Cavalli Parfums, Roberto Cavalli Home


Roberto Cavalli in 24 Hours
9:00 A.M - ვიღვიძებ 9 საათზე. არასოდეს ვიცვამ პიჟამას, რადგან მგონია რომ ჩაცმულს მძინავს. აუცილებლად შიშველი უნდა ვიყო. რამოდენიმეჯერ მომიწია საავადმყოფოში დაწოლა, სულელური მიზეზების გამო და როდესაც მთხოვეს ჩამეცვა პიჟამა, ძალიან შევწუხდი.
მყავს კატა და იმის მიუხედავად, რომ ის ძალიან პაწაწინაა, ჭამს ყველაფერს. მყავს ყვითელ და ლურჯ ფერში, თუთიყუში. მასთან პატარა ნამცხვრით მივდივარ ხოლმე და ვაჭმევ. სახლში ძალიან ბევრი ცხოველი მყავს: 2 ძაღლი, კატა, გრძელკუდა თუთიყუშები, იგუანა, შავი შაშვი და 2 აკვარიუმი, რომელიც სავსეა თევზებით. ძალიან მიყვარს ეგზოტიკური თევზები. ისინი არიან ჩემი კოლექციების შთაგონების წყაროები. ძალიან მინდოდა მყოლოდა პატარა ვეფხვი და მაიმუნი მაგრამ ახლა აღარ მინდა. მაიმუნი ძალიან ბინძურია და ამიტომ გადავიფიქრე.

9:15 A.M- პირველი რასაც ვაკეთებ არის შხაპის მიღება. არ ვიყენებ თავის მოვლის ბევრ საშუალებას. როდესაც ამ "პროცედურებს" ვრჩები, შემდეგ ვიწყებ ესკიზების ხატვას. ვიმზადებ საუზმეს და ჩაის. შემდეგ მივდივარ კომპიუტერთან და ვკითხულობ ჟურნალებს და Herald Tribune-ს.

9:30 A.M - სამსახურში შიშველი არ მივდივარ. ყოველთვის ვიცვამ ჯინსებს. დაახლოებით მაქვს 50 ჯინსი - რათქმაუნდა ყველა Cavalli. მაქვს 3-4 ჩემი ფავორიტი ტანსაცმელიც: ღია შავი ფერის სვიტერი, Cavalli-ს შარვლები, ზებრას და ლეოპარდის პრინტებით. მიყვარს მჭიდრო შარვლები. ვიცვამ Cavalli-ს ნასკებს. მაქვს 40 Cavalli-ის კოვბოის სტილის ჩექმა - ყველა შავი ფერის. მაქვს ძალიან ძველი Cavalli-ის ჯინსის და ნიანგის ტყავის ჩანთა - ლურჯი ფერის, რომლებიც უკვე გაცვეთილია, მაგრამ მაინც მიყვარს და არ ვაპირებ მათ გადაყრას. დიდი წვეულებებისთვის, მაქვს ჩემი ფავორიტი, ნაცრისფერი აბრეშუმის მაისური და შავი ფერის ჰალსტუხი. მიყვარს მოგზაურობა. რამოდენიმე წლის წინ, ვიყავი ახალი გვინეაში, სადაც შევხვდი უკანასკნელ კაციჭამია ტომს. საოცრება იყო!

Roberto Cavalli in 24 Hours
10:00 A.M - მიყვარს სხვადასხვა ტრანსპორტი გადასაადგილებლად. მიყვარს ჩემი გემი. მყავს ასევე ვერტმფრენიც. ჩემი გემი მზეზე არის ოქროსფერი, ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ ხდება მუქი ლურჯი, მაგრამ ამ დროისათვის სიარულს უფრო დიდ უპირატესობას ვანიჭებ. ასევე მყავს ბევრი დიდი მანქანაც. მყავს ასევე ფერარიც, მაგრამ ბოლო 6 თვეა, რაც შევიძინე პატარა ელექტრო მანქანა, რომლითაც ოფისამდე მივდივარ. მანქანაში მიყვარს მუსიკის მოსმენა - Duran Duran, Lenny Kravitz, the Rolling Stones და კიდევ სხვა მრავალი შემსრულებელი, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს როცა ვუსმენ ჩემი მეგობრების მუსიკას. მაქვს ძალიან ძველი ნოკიას ტელეფონი საკომუნიკაციოდ.

10:30 A.M - მივდივარ ოფისში სადაც ხელი უნდა მოვაწერო ქაღალდებს. ყველა ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანია, ამას აკეთებს ყოველ დღე. მყავს დაახლოებით 10 გოგო ოფისში, რომლებიც ჩემთვის მუშაობენ. ძალიან რთულია ჩემი სამსახური რადგან მიწევს ორ ბრენდზე მუშაობა - Roberto Cavalli და Just Cavalli. მთელი დიზაინი, ყველაფერი რასაც ჩემს კოლექციებში ხედავთ მოდის ჩემი გულიდან, ჩემი გონებიდან და ჩემი მუცლიდან. შემდეგ ვინაცვლებ ერთი სართულით ზემოთ სტილის სტუდიაში, რათა გავესაუბრო დიზაინერებს. სიმართლე რომ გითხრათ არ მაქვს შეხვედრები ფლორენციის ოფისში არასოდეს, რადგან ისინი ხელს მიშლიან კოლექციის შექმნაში. თუ რაიმე აუცილებელი შეხვედრაა, ყოველთვის ვგეგმავ მილანის ოფისში.

1:30 P.M - ჩემი ლანჩი ძალიან მცირეა. არ დავდივარ სარაჯიშო დარბაზში, მაგრამ ვცდილობ ვჭამო ჯანმრთელი და მსუბუქი საკვები. მიყვარს საყვარელ ადამიანებთან ერთად ლანჩის მირთმევა. მიყვარს მოცარელა, ჯანსაღი სალათები, ამიტომაც თავს დამძიმებულად არასოდეს ვგრძნობ.

Roberto Cavalli in 24 Hours
7:00 P.M - დაახლოებით 7 საათისთვის ვრჩები სამსახურს. მივდივარ ფლორენციის ცენტში სადაც მაქვს ჩემი საყვარელი პატარა ბარი,Caffè Giacosa. ეს ადგილი გამოირჩება სიწყნარით რადგან აქ ხალხი დადის მხოლოდ მსუბუქი სასმელისათვის. იქ დაახლოებით 1 საათი ვჩერდები.

Roberto Cavalli in 24 Hours
9:00 P.M - ღამე გარეთ გასვლა არ მიყვარს. მიწევს ძალიან ბევრ ივენთებზე დასწრება სამსახურიდან გამომდინარე ამიტომ როდესაც საშუალება მეძლევა სახლში დარჩენის, ვცდილობ კარგად გამოვიყენო ის დღე. ადგილი, სადაც მიყვარს წასვლა არის ორი რესტორან-კლუბი მილანში და დუბაიში. ვსვამ მხოლოდ წითელ ღვინოს, უფრო ხშირად Cavalli Tenuta degli Dei-ს. თუ სასადილოდ სახლში ვრჩები, ყოველთვის მე ვამზადებ. ვაკეთებ ძალიან გემრიელ branzino al sale-ს, მაგრამ უმეტეს დროს დიზაინზე მუშაობას ვუთმობ და ასევე კამერებს. მაქვს ისეთი კამერები, რომლებიც ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. გატაცებული ვარ ფოტოებით. ასევე სახლში მაქვს ბევრი შუშის ბურთი. ჩემს ცოლს უყვარს მათი შეგროვება და ასევე მეც, რადგან ძალიან იდუმალია, ამიტომაც გავაკეთე შუშის ბურთების კოლექცია. ასევე მიყვარს ყველა ქალი. ქალურობა არის ყველაზე დიდი წყარო ჩემი შთაგონების.
12:00 A.M - დასაძინებლად გვიან ვწვები, რადგან ვმუშოაბ Roberto Cavalli-ის ბლოგზე. მთელ ღამეებს წერაში ვატარებ. შედეგ ვინაცვლებ Twitter-ებზე. ერთი Roberto Cavalli-ის თვითერი, სადაც ჩემს ფანებს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და რჩევებს ვაძლევ და მეორე Roberto Cavalli პოლიტიკაზე სადაც ვაზიარებ ჩემს შეხედულებებს პოლიტიკასთან დაკავშირებით. დაახლოებით 20-35 პოსტი გამოდის დღეში.

1:30 A.M - ჩემი საძინელები ძალიან ლამაზი და თანამედროვეა. ჩემს საწოლთან არის უზარმაზარი ფანჯარა. მარჯვნივ მაქვს ბაბუაჩემის დახატული პორტრეტები. შემდეგ ვიძინებ.













[center][img]http://2.bp.blogspot.com/-SgiAQZyOSS8/T3zkPsQIh2I/AAAAAAAACHw/1iIkwshFhH0/s640/roberto-cavalli-yacht.jpg" />

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

12


  • sophia თქვა:
    22 მარტი 2013 11:38 - ID: 12,
    საოცრად არ მომეწონა მისი სახლიი am უკეთესს მოველოდიი feel როგორც ადამიანი კი ძააან მაგარია love

  • tata____tata თქვა:
    21 მარტი 2013 23:36 - ID: 11,
    სახლი გარედან ძაან მომეწონა, შიგნიდან არც მაინც და მაინც, პოსტი მომეწონა ძალიან love

  • marika0704 თქვა:
    21 მარტი 2013 22:20 - ID: 10,
    სახლით არ ავღფრთოვანდი. ვფიქრობ რომ სახლი უნდა იყოს ადგილი სადაც თავს მყუდროდ გრძნობ და ეს სახლი სულაც არ მიქმნის მყუდრო ადგილის შთაბეჭდილებას.
    მხოლოდ მელნისფერი\იისფერი სავარძელი მომეწონა.

  • elga თქვა:
    21 მარტი 2013 22:04 - ID: 9,
    რა უბრალო და უშვალო ადამიანი ყოფილა.
    აუფფ სულ შიშველი ვიძინებო არ იქნება რაღაც კაი დასანახი wink
    ყველა დიზაინერეს კატა როგორ ყავს .. და ჩაის სვამს ყველა და არა ყავას wink
    ნეტა როგორრი ნოკია აქვს რობერტოს ფარნიანიი საყვარელიი love
    კარგი სიახლე იყო
    სახლმა თვალები მატკინა

  • beonce თქვა:
    21 მარტი 2013 21:32 - ID: 8,
    სახლი არ მომეწონა.ამდენი მკაფიო სინათლე თავს ამატკივებდა და საერთოდ ასეთ სახლში კომფორტულად ვერც ვგირდძნობდი თავს.ნეტა თვითონ როგორ ძლებს

  • kate-O თქვა:
    21 მარტი 2013 21:09 - ID: 7,
    სახლი მომეწონა love

  • NiNi_N თქვა:
    21 მარტი 2013 18:01 - ID: 6,
    ....სახლი არ მომეწონა სასტიკად! ლაბორატორიას გავს! ხშირი ულტრაიისფერი განათება! რა უბედურებაა :X თან ეს მბზინავი ფერები! ქალისა რომ იყოს კიდევ ჯანდაბას (და კიდევ მაინც არა) და კაცს ასეთი სახლი?!
    ისე თავად საყვარელია :)

  • F.C.B თქვა:
    21 მარტი 2013 16:03 - ID: 5,
    გემოვნების პიკი........... დახვეწილი, ელეგანტური.... ბრავო! fellow

  • elenikojoe თქვა:
    21 მარტი 2013 15:31 - ID: 4,
    დიდ პატივს ვცემ ამ კაცს. სახლი ძალიან მომეწონა:)

  • makuna8887 თქვა:
    21 მარტი 2013 14:57 - ID: 3,
    dzalian eqstravagantuli saxli aqvs da tu daakvirdebit tu ar vcdebi martmadidebluri xatebi aqvs

  • likliklik101 თქვა:
    21 მარტი 2013 14:14 - ID: 2,
    რა მაგარი კაცია, რა მხიარული კარლს როგორ სცინებს იმ ფოტოში იმიჯი რომ აქვს მორგებულიი ძალიან მაგარი სიახლეა love

  • ale თქვა:
    21 მარტი 2013 12:46 - ID: 1,
    რა მაგარი სახლი აქვს ძაან მომეწონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top