;
22 მარტი 2013      Johnny depp     20 კომენტარი     ნანახია 4614-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

✸არაფერი არ ვიცი ცხოვრებაზე, მაგრამ საშინლად მინდა ცხოვრება.✸

ის არ მიისწრაფის იდელაობისაკენ, მას უნდა იყოს ის რაც არის. ის არ ეძებს პოპულარობას, მას უყვარს თავისი
საქმის კეთება.
ეს ჯონი დეპია, რომელსაც თანამედროვე კინოში თავისი ადგილი უკავია . ჯონი ადამიანია რომელმაც შეძლო და ცხოვრება ნულიდან დაიწყო, შეძლო და გამოუვიდა, მან არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო როლი
შემოგვთავაზა. საზოგადოება ჯონის მრავალი კუთხით "იცნობს" ,მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები მისი ინტერვუებიდან

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– ჰოლივუდში ყოველთვის გამოირჩეოდით იმით, რომ ცდილობდით ორიგინალური ყოფილიყავით. ამას ძალით აკეთებდით თუ ბუნებრივად გამოგდიოდათ?

– ზოგადად არ მინდოდა ერთფეროვანი ვყოფილიყავი და ჩემზე ეთქვათ, ერთი ტიპის როლებს თამაშობსო, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვყოფილიყავი და ეს გამომდიოდა კიდეც. როდესაც მსახიობობაზე გაქვს პრეტენზია, ვალდებული ხარ, ყველაზე პრეტენზიული მაყურებელიც ბოლომდე დააკმაყოფილო, ამიტომ საჭიროა ძალების ბოლომდე დახარჯვა და გამოყენება. როდესაც ხედავ, რომ რაღაც არ გამოგდის, უნდა ეცადო, რომ შეცდომებზე იმუშავო და იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო. ამისთვის უპირველესად გამოცდილებაა საჭირო. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით.

– როდესაც კარიერას იწყებდით, დარწმუნებული იყავით წარმატებაში?


– როდესაც ჰოლივუდში კარიერას იწყებ, დარწმუნებული არასოდეს არ ხარ იმაში, რომ აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. თუმცა რწმენა ყოველთვის მქონდა იმის, რომ წარმატებული ვიქნებოდი და ჰოლივუდში ჩემს სიტყვას ვიტყოდი. როდესაც პირველ ფილმში მივიღე მონაწილეობა, ამან ჩემი თავდაჯერებულობა უფრო გაზარდა და მივხვდი, რომ შემეძლო ჰოლივუდში წარმატებული ვყოფილიყავი. ჰოლივუდში ჩემი წარმატება ჩემმა ნიჭმა და ბუნებრივია იღბალმაც განაპირობა.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– როგორ გახსოვთ პირველ ფილმში გადაღებები?

– პირველი ფილმის გადაღებები არასოდეს დამავიწყდება, რადგან ძალიან ვნერვიულობდი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პირველი ფილმი წარმატებული გამოვიდა და მაყურებელს ის მოეწონა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ძალიან კარგად ვიმუშავე. რაც დრო გადიოდა, ჩემი სამსახიობო ოსტატობა უფრო და უფრო იხვეწებოდა და მომავალში უფრო უკეთესად გამომდიოდა ფილმებში თამაში. რაც დრო გადის, უფრო გამოცდილი ხდები და უფრო მეტად განიჭებს სიამოვნებას შენი პროფესია.

– ცნობილი ფაქტია, რომ რაღაც პერიოდში ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყავით. როგორ შეძელით ამ სენის დაძლევა?

– ჯერ ერთი, ნარკოტიკებზე დამოკიდებული არასოდეს ვიყავი, მხოლოდ ვერთობოდი ხოლმე. თან ჰეროინს არასდროს ვეძალებოდი, რომელიც ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია. ხშირად ვყნოსავდი კოკაინს, მაგრამ ამას ჩემი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია. საერთოდ, როცა ამის საჭიროება იყო, მაშინ ვანებებდი თავს ნარკოტიკებს. მთავარია, ნარკოტიკს ზედმეტად არ გაუშინაურდე, თორემ მისი ცოტათი მოხმარება სულაც არ არის ცუდი. ესეც ცხოვრებამ მასწავლა.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

–ბევრჯერ გითქვამთ ფრაზა "კინოდან მივდივარ" ალბათ პიარს იკეთებთ, როდესაც ამბობთ, რომ აპირებთ კინოდან წასვლას.

– სიმართლე გითხრათ, ყოველდღე ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჯერჯერობით ამ იდეითაც ვხალისობ.

– და რას გააკეთებთ კინოს შემდეგ, ისევ მუსიკას დაუბრუნდებით?

– არა, რა თქმა უნდა, მუსიკა ჩემი პირველი სიყვარულივითაა, ის ყოველთვის ჩემთანაა. მახსოვს, როდესაც მუსიკით დავინტერესდი, მაშინ პირველი ცუდი ნაბიჯი გადავდგი, გიტარაზე დაკვრის თვითშემსწავლელი სახელმძღვანელო მაღაზიიდან მოვიპარე. მსახიობობაზე არასოდეს მიფიქრია, ამის მიმართ არც ინტერესი მქონდა და არც სურვილი. დღე ისე არ გადის, რომ ერთხელ მაინც არ მოვკიდო გიტარას ხელი და არ დავუკრა, მაგრამ კიდევ ცალკე კარიერის შექმნას არ ვაპირებ. ერთხელ მარლონ ბრანდომ მითხრა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კინოდან წადი, უარი თქვი გადაღებებზე, შეისწავლე შექსპირი და ითამაშე ჰამლეტი თეატრშიო. ბოლო დროს ამ სიტყვებზე ბევრს ვფიქრობ.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– ჰოლივუდში რა ტიპის ფილმები გიზიდავთ?

– ჰოლივუდში ძალიან ბევრი ტიპის ფილმები მიზიდავს, ამიტომ ჰოლივუდში დიდი ხანია ვმუშაობ და საკმაოდ ბევრი სამუშაოც მაქვს. თუ გინდა, რომ მუდმივად დაკავებული იყო, აუცილებელია, ყველა ტიპის როლზე დათანხმდე, რადგან ჰოლივუდში ცუდ ფილმებს იშვიათად იღებენ. მომწონს, კომედიები ასევე ისეთი ფილმები, სადაც რეჟისორს ორიგინალური ჩანაფიქრია და ყველაფერი ორიგინალურად არის გადაღებული. ასეთი ფილმები ჩემს კარიერაში საკმაოდ ბევრი იყო.


– “კარიბის ზღვის მეკობრეები” ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა. ფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ასეთი წარმატებისთვის მიგეღწიათ?

– ალბათ უფრო არა, ვიდრე კი, რადგან როდესაც ასეთ სარისკო პროექტში იღებ მონაწილეობას, წარმატების გარანტიას ვერავინ მოგცემს. თუმცა როდესაც ისეთ მსახიობებთან მუშაობ, როგორებიც ორლანდო ბლუმი და კირა ნაითლი არიან, წარმატების იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– ქალებში ყველაზე მეტად რა გიზიდავთ?


– ქალებში ძალიან ბევრი რამ მიზიდავს და საერთოდ ვთვლი, რომ ქალები ძალიან კარგი არსებები არიან და ისინი ჩვენს ცხოვრებას უფრო მშვენიერს ხდიან. ქალების გარეშე მამაკაცებს ცხოვრება ძალიან გაუჭირდებოდათ, რადგან ქალები მამაკაცებს ავსებენ და უფრო თავდაჯერებულებს და მოტივირებულს ხდიან. ქალებში პირველ რიგში სილამაზე მიზიდავს და შემდეგ უკვე სხვა ყველაფერი, რადგან პირველ რიგში გარეგნულ მხარეს ხედავ, როდესაც ადამიანს პირველად აფასებ.

- არ გიჭირთ, რომ ამდენი ლამაზი ქალის გარემოცვაში ცდუნებას არ აყვეთ?

- თქვენ, ალბათ, გადასაღებ მოედანს გულისხმობთ. მართალია, როდესაც მამაკაცი ხარ, რთულია ცდუნებას გაუძლო, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ამ ყველაფრით შეიძლება შენს საყვარელ ადამიანს ტკივილი მიაყენო. ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემთვის ყოველთვის ყველაფერზე მეტად ძვირფასია, ამიტომ ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ მას გული ეტკინოს. ლამაზი ქალების გარემოცვაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.


ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– დეპრესიები თუ გაწუხებთ?

– დეპრესიული ადამიანი არ ვარ, ამიტომ დეპრესიები იშვიათად მაწუხებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ და არაფრის კეთება არ მინდა, თუმცა, ასეთი რამეები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება ხოლმე. თუ ადამიანს დეპრესია ხშირად აწუხებს, მაშინ ის წარმატებული ვერასოდეს გახდება, რადგან ეს ძალიან უშლის ხელს ადამიანს სრულყოფილი ცხოვრების წარმართვაში.

- ეჭვიანი ხართ?

- რაღაც დოზით კი, მაგრამ ძალიან ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– ანჯელინა ჯოლისთან ერთად მუშაობა ალბათ ძალიან სასიამოვნოა?

– ანჯელინა ულამაზესი ქალია, ამიტომ მასთან ერთად მუშაობა ნებისმიერი ნორმალური მამაკაცისთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ჩვენს შორის რაღაც მოხდეს. ანჯელინა მარტო არ არის და არც მე ვარ მარტო, ამიტომ შეუძლებელი იყო ჩვენს შორის რამე მომხდარიყო, მხოლოდ ფლირტი, რომელიც ძალიან სახალისო და სასიამოვნოა. ანჯელინა პროფესიონალია და მასთან ერთად მუშაობა ძალიან მარტივია.

– მართალია, რომ "ტურისტის" გადაღებამდე არ იცნობდით ანჯელინა ჯოლის და სწორედ ფილმზე მუშაობისას გაიცანით?

– ასეც იყო, მე ხომ ძალიან გარიყულად ვცხოვრობ, თავს ვარიდებ ხმაურიან წვეულებებს. ჩემთვის ოჯახი და სამუშაოა ცხოვრებისეული პრიორიტეტი. კინოში ჩემი და ანჯელინას გზები არ გადაკვეთილა, თუმცა ბრედს დიდი ხანია ვიცნობ. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად მეშინოდა კიდეც, არ ვიცოდი, რას უნდა ელოდე ასეთი შესანიშნავი და ლამაზი ქალისგან. ანჯელინა ძალიან კარგი, მშვიდი და მიწიერი აღმოჩნდა. აღფრთოვანებული ვარ მისი იუმორით, ხანდახან არასტანდარტული იუმორიც აქვს. საერთო ენა ადვილად გამოვნახეთ, ვსაუბრობდით ბავშვებზე, მშობლის ვალდებულებებზე, ვარჩევდით, თუ როგორ შეიძლება ჩვენს მდგომარეობაში შეინარჩუნო ნორმალური ცხოვრების წესი.

ანჯელინასთან ერთად გქონიათ ცდუნება?

- ანჯელინა ულამაზესი ქალი და ბრწყინვალე მსახიობია, რომელთან ერთადაც მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. ანჯელინას და ბრედს იდეალური ურთიერთობა აქვთ და ძალიან მიხარია, რომ ანჯელინა ბედნიერია. ანჯელინასთან ეროტიკული სცენის თამაში არ მომიწია, ასე რომ ცდუნებაც არ მქონდა.


ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

- როგორ გსიამოვნებთ სექსსიმბოლოს სტატუსი?

- ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც იტყვის, რომ მსგავსი სტატუსი არ სიამოვნებს, იტყუება. შესაბამისად არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქალები სექსუალურად გთვლიან. თუმცა, მე არასოდეს არ მიოცნებია ამაზე და არ მიფიქრია, რომ მინდოდა სექსუალური ვყოფილიყავი. ჩემი მიზანი იყო, რომ ძლიერი მსახიობი ვყოფილიყავი, ამიტომ სექსუალურობა ჩემი თვითმიზანი არ არის.

– ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ ხართ ჩვეულებრივი ტურისტი?

– მახსოვს, პირველად ამერიკიდან მანილაში 1986 წელს ოლივია სტოუნის ფილმის გამო წავედი. მაშინ არავინ მიცნობდა. ფილმში ძალიან პატარა როლი ვითამაშე. ქუჩაში ნამდვილი ტურისტივით დავეხეტებოდი. მოგზაურობას ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ამერიკის მასშტაბით, რადგან ხშირად მიწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. შემდეგ ჩემი საკუთარი როკჯგუფიც მყავდა და სულ გზაში ვიყავი. ბოშური ცხოვრების სტილი სისხლში მაქვს. ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ტურისტის როლი ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განმარტოებაა. ემოციები აღარ მოაქვს აღმოჩენებს. ყველაზე კარგი ვარიანტი ჩემი კუნძულია, სადაც, ჩემი ოჯახის გარდა, კაციშვილი არ არის. ვენეციაში კი, როცა გადაღებები არ მქონდა, სულ სახლში ვიჯექი. დილით ვსაუზმობდი, ვსვამდი ყავას და ვინტერესდებოდი, როგორი ამინდი იქნებოდა დღეს ან რამდენი პაპარაცის მოგერიება მომიწევდა. მიჩვეული ვარ, რომ ფოტოგრაფები ყველგან ჩასაფრებული არიან. დღემდე არ მესმის, როგორ ახერხებენ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ამ გიჟურ რიტმში ცხოვრებას. მე ვანესასთან ერთად თითქმის არსად დავდივარ, მათ კი სულ ერთად უწევთ ყოფნა და სულ სააშკარაოზე.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– მართლაც საინტერესო მეგობრები გყავთ/გყავდათ – მარლონ ბრანდო, ალენ გისბერგი, ელიზაბეტ ტეილორი...

– კი და თითოეული მათგანი ჩემი მასწავლებელია, ისინი ჩემთვის ბაბუასთან ასოცირდებიან, რომელიც ბავშვობაში დავკარგე. უფროს მეგობრებთან ურთიერთობა სწორედ ამ დანაკლისს მივსებს.

– თავს კინოვარსკვლავად მიიჩნევთ?

– არ ვიცი, ძნელი სათქმელია, ჩემთვის კინოვარსკვლავი კერი გრანტია, მარლონ ბრანდო, შესანიშნავი მსახიობი იყო. მე უბრალოდ მსახიობობით ფულს გამოვიმუშავებ.

-ცნობილია ფაქტია რომ არ გიყვართ ცეკვა, რას იტყვით ამის შესახებ

-"როცა ეს შენს გმირს სჭირდება და ცეკვას ქორეოგრაფი გადგმევინებს ეს ნორმალურია, მაგრამ როლის გარდა ცხოვრებაში არასდროს არსად მიცეკვია. ამას მირჩევნია ჩანთა ან თმა გადავყლაპო".

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– თქვენ ალ პაჩინოსთან ერთად მოგიწიათ ფილმში თამაში. დიდი სიამოვნება იყო მისნაირ მსახიობთან ერთად მუშაობა?

– მართლაც დიდი სიამოვნება იყო მასთან ერთად მუშაობა, რადგან როდესაც მისი დონის მსახიობთან ერთად თამაშობ, ყოველთვის ბევრს სწავლობ. ალ პაჩინო ძალიან უშუალო და თავმდაბალია, ამიტომ მასთან ურთიერთობა არ იყო რთული. ერთი შეხედვით, ის ასეთი არ ჩანს, მაგრამ, მერწმუნეთ, ცხოვრებაში ის სულ სხვანაირია, ვიდრე ეკრანზე და ეს ნორმალურიც არის, რადგან ალ პაჩინო მსახიობია და ამის გაკეთება არ უჭირს.

– ძალიან დიდი ხნის წინ ერთხელ უკვე განასახიერეთ ვამპირი, რატომ შეცურეთ იმავე მდინარეში მეორედ? (საუბარია "ბნელ ჩრდილებზე")

– ბავშვობიდან ვგიჟდები ვამპირულ ისტორიებზე, თანაც თუ ჩემს ბოლო წლების ფილმებს გადახედავთ, სულ სასაცილო სურათებში ვთამაშობ. ამას დამატებული ის, რომ ყოველთვის მიხარია ტიმ ბარტონთან მუშაობა. ეს ჩემთვის იგივეა, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდე. თუ არ ვცდები, ეს ფილმი ჩვენი მეშვიდე ერთობლივი ნამუშევარია. ტიმი უფლებას მაძლევს, მუდმივად იმპროვიზაციები მოვახდინო. მოკლედ რომ ვთქვა, ეს მუშაობა კი არა, ერთი დიდი სიამოვნებაა.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– არის თუ არ თქვენს პროფესიაში ისეთი რამ, რისი კეთებაც ყველაზე მეტად არ გიყვართ?

– გრიმის დიდხანს ტარება. სხეულზე ცხრა ტატუ მაქვს და ტატუზე დადებული გრიმი საშინელ დისკომფორტს მიქმნის.

– წლების განმავლობაში გრძელ თმას ატარებდით.. რატომ მოგწონთ ეს იმიჯი

– გრძელი თმა ახლაც მიყვარს და ვთვლი, რომ ის საუკეთესო საშუალებაა, გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო. ჩამოიშალე თმა წინ და ვერავის ვეღარ ხედავ, ვერც ვერავინ შემოგხედავს თვალებში. სამწუხაროდ, გადაღებების გამო ხანდახან მიწევს ამ მსხვერპლზე წასვლა და ვარცხნილობის შეცვლა.
ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– კინოში ხშირად ხართ სასაცილო. ცხოვრებაში როგორაა?

– რეალობაში ხუმრობების დიდი მოყვარული ნამდვილად არ ვარ. მახსოვს, ალ პაჩინოსთან ერთად ვითამაშე ფილმში "დონი ბრასკო". ალ პაჩინო ხშირად მიმეორებდა ერთსა და იმავე ხუმრობას, რომელიც ასე ჟღერდა: "ორი ჩონჩხი შედის ბარში და მოითხოვენ ლუდს და ბანქოს". სულ ეს იყო. მას შემდეგ იუმორის გრძნობა დავკარგე.

– თქვენი შვილებისთვისაც ვარსკვლავი ხართ?

– არა და ეს კარგია. მიხარია, რომ ჩემი შვილებისთვის ჩვეულებრივი მამა ვარ და არა – საჯარო პირი.


– თქვენი ქალიშვილი უკვე თინეიჯერულ ასაკშია, როდესაც მის ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდება, ამას როგორ მიიღებთ?

– კი, ეს პრობლემები მალე დაიწყება, ახლა ლილი როუზი 13 წლისაა და უკვე ვგრძნობ, რომ სახიფათო ასაკში შედის. მას უკვე აინტერესებს კოსმეტიკა და სხვა ქალური ნივთები, უყვარს მუსიკა და ჯასტინ ბიბერი. ერთხელ მთხოვა კიდეც, მის კონცერტზე ბილეთები მიშოვეო. მე კი ამ სურვილის შესრულება მომიხდა. მერე კულისებში ავედით და პირადად გავაცანი ჯასტინი. ცუდი ბიჭი არ არის, ჩემი გოგო კი ძალიან მორცხვი აღმოჩნდა და თავის კერპთან ურთიერთობა ვერ შეძლო.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– რა ენაზე საუბრობენ თქვენი შვილები – ფრანგულად თუ ინგლისურად?


– ისინი ამერიკასა და საფრანგეთს შორის ცხოვრობენ, ამიტომ ორივე ენაზე კარგად ლაპარაკობენ. მხოლოდ ის არ მომწონს, რომ ორივე ენაზე აქცენტით ლაპარაკობენ. ხანდახან, როდესაც ფრანგულად რაღაცას არასწორად ვიტყვი, ისინი მისწორებენ. ვფიქრობ, რომ ფრანგული მათთვის უფრო მშობლიურია, ვიდრე ჩემთვის.

– საინტერესოა, ვინ არის ჯონი დეპის საუკეთესო და უახლოესი მეგობარი?

– ჩემი უფროსი და. მთელი ჩემი ბავშვობა ის იყო ყველაზე დიდი ადამიანი, რომელიც ცხოვრებას მასწავლიდა და ახლაც ასე გრძელდება. მასზე უკეთ არავინ მიცნობს. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემ გვერდით არსებობს

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

-ეთანხმებით მოსაზრებას, რომ მსახიობის პიროვნება მისი როლებით უნდა განისაზღვროს?

– შეიძლება ვინმეს ეს ფორმულა მიესადაგება, მაგრამ არა – მე. თავადაც არ ვიცი, რა როლს ვითამაშებ ხვალ. ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული და არა – პიროვნულ თვისებებზე.


– რა პრინციპით არჩევთ როლებს?

– მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და შინაგან ლოგიკას ვუსმენ. თუ მე რამეს ვიტყვი ამ როლით, მისგან რამეს ვისწავლი, მაშინ წინადადებას აუცილებლად მივიღებ.

– როგორ ემზადებით როლისათვის?

– ვცდილობ, ცხოვრებაში ჩემი გმირების პროტოტიპები ვიპოვო და მათგან ბევრი რამ ვისწავლო. მაგალითად, ფილმისათვის "კოკაინი" შევხვდი პატიმარს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მოხუცი გამოვა ციხიდან. არადა იქ ახალგაზრდა მოხვდა. შევძელი მის ბნელ სულში ჩახედვა, რაც როლის თამაშში დამეხმარა.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– ნუთუ თქვენთვის ჰონორარებს მნიშვნელობა არ აქვს?

– ჩემთვის ფული არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი. ცხოვრებაში ყველაზე ადვილად ფულს შეველევი. ჩემთვის ფულზე მნიშვნელოვანია, რას იტყვიან ჩემზე მომავალი თაობები, შვილიშვილები.

– უკვე იმაზეც ფიქრობთ, რას იტყვიან თქვენი შვილიშვილები?

– კი და ალბათ იტყვიან, გიჟი იყოო. ეს ჩემთვის ყველაზე კარგი შეფასება იქნება.

– ღარიბ ოჯახში გაიზარდეთ და ამიტომ უკეთ იცით, რა არის უფულობა.

– ჩემი ცხოვრება ფულით უკვე უზრუნველყოფილია. ადამიანი ფულზე ფიქრობს მანამ, სანამ მისი საფულე ცარიელია. როცა გარანტიებს მიიღებს, ფულზე ფიქრი აზრს კარგავს. როცა 17 წლისა სახლიდან გავიქეცი, ახლობლის მანქანაში ვცხოვრობდი. ვმუშაობდი შავ მუშად, ნარკოტიკებსაც ვყიდდი. ამაზე მეტად ვეღარ დავეცემოდი. ასე რომ, საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რა ძნელია ფულის შოვნა.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– ცნობილია, რომ თქვენს პოპულარობას ყურადღებას არ აქცევთ. არადა, თქვენი ჯილდოები, რეგალიები და ტიტულები რომ ჩამოვწეროთ, ერთი გვერდი არ გვეყოფა. რატომ არ ამაყობთ ამ მიღწევებით?

– რა საჭიროა ამის გაკეთება? მერე რა, რომ რომელიღაცა ჟურნალის რედაქტორმა ყველაზე სექსუალური ან ლამაზი მამაკაცი მიწოდა? ამაში ხომ ჩემი წვლილი არაფერია. ეს ყველაფერი მალე ავიწყდებათ. მე პრიზებისათვის არ ვმუშაობ. მირჩევნია, არ მქონდეს ოსკარი და არც არასდროს წარმადგინონ მასზე.

– რატომ?

– ასეთ შემთხვევაში აღარ მომიწევდა ამ ცერემონიალზე სიარული. მე და ვანესა ოსკარების ცერემონიალზე ყოველთვის გაძლებაზე ვართ. სულ იმას ვფიქრობთ, როდის დამთავრდება, რომ სახლში დავბრუნდეთ. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ როდესაც ნომინაციაზე წარმადგინეს, მთელი გულით მინდოდა, რომ არ გამემარჯვა. არ მინდოდა სცენაზე ასვლა და სულელური ემოციების გამოხატვა. ამიტომაც ძალიან გამიხარდა, როდესაც გამარჯვებულად შონ პენი გამოაცხადეს.

– მაგრამ, ოსკარი ხომ მსახიობის წარმატების და აღიარების სიმბოლოა.

– არა, ოსკარი სიამაყისა და სახალხო ეგოს სიმბოლოა. აღიარება საკუთარი სამუშაოთი და ხალხის ყურადღებით კმაყოფილებაა. წარმატება კი ისაა, როდესაც შენ საკუთარი თავის უფროსი იქნები და გექნება საშუალება, ისე ითამაშო, როგორც გინდა.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– თუ გავიხსენებთ 20 წლის წინ როგორი იყავით ვიფიქრებთ , რომ თქვენ ძალიან შეიცვალეთ. ეს ვანესას დამსახურებაა?

– ვერ ვიტან, როცა ამბობენ, რომ ერთმა მეორე შეცვალა. შეუძლებელია ადამიანი შეიცვალოს, თუ მას ეს არ უნდა. მე შევიცვალე მაშინ, როცა ჩემი პირველი შვილის ხმა გავიგონე.

– ამბობენ, რომ არამარტო ნარკოტიკებს, მოწევასაც დაანებეთ თავი. მართალია?

– თითქმის. დავიტოვე უფლება, რომ დღეში სამი ღერი სიგარეტი მოვწიო, ერთი – სადილის შემდეგ, ერთი – ვახშმის შემდეგ და ერთიც – როცა მომინდება.

ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– თქვენ ასევე ძალიან დაუმეგობრდით მწერალ ჰანტერ ტომპსონს, როდესაც მუშაობდით რაულ დიუკის როლზე ფილმისათვის "შიში და სიძულვილი ლას ვეგასში".

– კი, ჩვენ რამდენიმე თვე ერთად ვცხოვრობდით. ის გენია იყო, მაგრამ ბევრი პროვოკატორად მიიჩნევდა. მისი წიგნები ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ მისი კარგად მესმის. ბედნიერი ვარ, რომ ამ მწერლის ანდერძის აღსრულებაში საკუთარი წვლილი შევიტანე. ორი მილიონი გავიღე, რათა მისი ფერფლი მშობლიურ ქალაქ კოლორადოში ზარბაზნიდან გაესროლათ და მთელ ქალაქში მიმოფანტულიყო.

– ალბათ ფსიქიკისათვის რთული დასაძლევია სხვადასხვა მძიმე როლის გათავისება და შემდეგ იქიდან გამოსვლა.

– ფსიქიკისათვის გაცილებით რთულია ისეთი ცხოვრება, როგორიც მქონდა. ცხოვრება გაცილებით საშინელი შეიძლება იყოს, ვიდრე სერიული მკვლელის როლის თამაში.


ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

– თქვენი მდგომარეობიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

– ის, რომ შემიძლია ჩემს ქალიშვილთან ერთად ფილმებს ვუყურო. ათი წლის შემდეგ კი ვიღაც იდიოტი წაიყვანს ჩემს გოგონას კინოში და მას აღარ მოუნდება ჩემთან ერთად კინოს ყურება.

– მსახიობობამ არ დაგღალათ?

– მსახიობობით არასოდეს დავიღლები, რადგან ეს ჩემი საყვარელი პროფესიაა და მინდა კიდევ დიდხანს ვიყო მსახიობი.


ამონარიდები ჯონი დეპის ინტერვიუებიდან

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

20


  • Ana smiley თქვა:
    30 მარტი 2013 00:13 - ID: 20,
    – მსახიობობით არასოდეს დავიღლები, რადგან ეს ჩემი საყვარელი პროფესიაა და მინდა კიდევ დიდხანს ვიყო მსახიობი. love

  • Jack Nicholson თქვა:
    29 მარტი 2013 12:30 - ID: 19,
    ასეთი მაგარი ნიუსი არ მინახავს საუკუნეა love მართლა ძაან მაგარი იყო

  • Ana smiley თქვა:
    27 მარტი 2013 20:01 - ID: 18,
    ვგიჯდებიიი love

  • lovejohnnydepp თქვა:
    23 მარტი 2013 20:00 - ID: 17,
    taaaaak umagresi xaaaar love ai ukve agar vici ra vtqva da rogor avgwero chemi siyvaruli johnnysadmi love

  • elenikojoe თქვა:
    23 მარტი 2013 14:16 - ID: 16,
    love ჯონი რაღაც საოცარი მოვლენაა <3 შეუდარებელი <3

    ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი ნიუსია <3333

  • ancho_ano თქვა:
    23 მარტი 2013 02:19 - ID: 15,
    ძალიან კარგი ნიუსია :)) კიდევ დიდი სიამოვნებით ვნახავდი მომდევნო 100 ნიუსსს და უფრო მეტსაც :D :))))
    ჯონი მაგარი კაცია !

  • Ancho. თქვა:
    22 მარტი 2013 22:57 - ID: 14,
    გავგიჟდი ისე მომეწონა ინტერვიუ,
    <3 აზრიანი გამართული <3
    მადლობა თაკო

  • T A M U თქვა:
    22 მარტი 2013 21:37 - ID: 13,
    აუ ჯონიიიი ვგიჯდებიი <3 <3 <3 რა მაგარი ადამიანიააააა როგორც მსახიობზე აგარ ვლაპარაკობ უკვე ჩეეემიიი იდეალიაააა <3 love

  • Elenita თქვა:
    22 მარტი 2013 21:24 - ID: 12,
    ძალიან ვისიამოვნე მადლობა შენ!

  • Johnny depp თქვა:
    22 მარტი 2013 21:22 - ID: 11,
    Sally )),Niny )),psiqologia,
    paparaci,YouDaOne,beonce,QiQiTo:):),
    დიდი მადლობა გოგოებო! love
    ta_mo,
    დიდი მადლობა love
    elga,
    ეკუნ love
    Afrodite...♥,
    რა საყვარელი ხარ, დიდი დიდი მადლობა love
    ale,
    წაგაკიტხებ მერე გოგო :DDDD
    Hermione...♥,
    ვაუუუ თიკა გავგიჟდი შეფასებაზე, უღრმესი მადლობა, მე ვფირკობ გადაჭარბებულად შემაფასე მაგრამ ძალიან დიდი მადლობა love

  • ale თქვა:
    22 მარტი 2013 20:42 - ID: 10,
    გილოცავ მეასე სიახლეს მართალია არ წამიკითხავს რაგან მეზარება მაგარამ დარწმუნებული ვარ კარგი იქნება <3

  • beonce თქვა:
    22 მარტი 2013 20:30 - ID: 9,
    შესანიშნავი მსახიობია საოცარი გარდასახვის უნარით. love
    ავტორო,გილოცავ! როგორც ყოველთვის შესანიშნავი და სრულყოფილი ნიუსია feel

  • paparaci თქვა:
    22 მარტი 2013 19:41 - ID: 8,
    ასეთი სრულყოფილი სიახლე დიდი ხანია არ მინახავს ,ყოჩაღ , ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ შენი ნიუსებით . გილოცავ მეასე სიახლეს და გისურვებ რომ შენი მოღვაწეობა ენჯელზე ,ასევე კარგად გაგეგრძელებინოს

  • Afrodite...♥ თქვა:
    22 მარტი 2013 19:36 - ID: 7,
    თაკო შენ მწვერვალს კი არ მიაღწიე, უკვე გადაახტი ისეთი მაგარი ხარ. გისურვებ ასევე წარმატებულად გაგეგრძელებინოს ამ საიტზე მოღვაწეობა იმავე ტემპით, რომელიც ახლა გაქვს, შენ არანაირი დახვეწა აღარ გჭირდება, უკვე პრფესიონალი ხარ. ზუსტად ვიცოდი, რომ მეასე სიახლე ჯონიზე იქნებოდა, თან ასეთი ბრწყინვალე love love

  • psiqologia თქვა:
    22 მარტი 2013 19:29 - ID: 6,
    ძალიან კარგი იყო love

  • elga თქვა:
    22 მარტი 2013 19:21 - ID: 5,
    ვაუუ თაკო გილოცავ მეასე ნიუსს. და გილოცავ ამ ბრწყინვალე ნიუსს.
    ვაუუ საინტერესო სიახლე იყო მარტლა ჯონი დეპი საოცრებაა

  • QiQiTo:):) თქვა:
    22 მარტი 2013 19:10 - ID: 4,
    ვაუ! თაკო შენ ხარ ფანტასტიური! ძალიან ვისიამოვნე ! მადლობა შენ ამისთვის! love

  • Niny )) თქვა:
    22 მარტი 2013 19:03 - ID: 3,
    საინტერესოო იყო ძაან, საერთოდ იშვიათად ვკითხულობ ხოლმე მთლიანად ნიუსს მაგრამ ამ ნიუსმა ისე დამაინტერესა ბოლომდე წავიკითხეე, ჯონი დეპი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია.. უნიჭიერესიია.. – არა, ოსკარი სიამაყისა და სახალხო ეგოს სიმბოლოა. აღიარება საკუთარი სამუშაოთი და ხალხის ყურადღებით კმაყოფილებაა. წარმატება კი ისაა, როდესაც შენ საკუთარი თავის უფროსი იქნები და გექნება საშუალება, ისე ითამაშო, როგორც გინდა- ეს სიტყვები მომეწონა love ავტოორ მაგარიი ნიუსიაა როგორც ყოველთვის შენგან, ფავორიტებშიიიი love

  • Sally )) თქვა:
    22 მარტი 2013 18:53 - ID: 2,
    ძალიან მომწონს შენი სიახლეები <3
    მეასე სიახლის დადებას გილოცავ :დ
    ჯონი დეპზე ვგიჟდები :3

  • Johnny depp თქვა:
    22 მარტი 2013 18:45 - ID: 1,
    მოკლედ დავიწყებ.. ეს არის ჩემი მეასე ნიუსი. არავინ იცით როგორ ველოდი ამ დრეს. როცა საიტზე დაივწყე ნიუსების დადება ჩავიფიქრე თუ ასი სიახლე მექნებოდა რაცღაც გარკვეულ "მწვერვალამდე " ავიდოდი :D :D რა თქმა უნდა მწვერვალზე არ ვარ ჯერ მაგრამ მიხარია რომ მეასე სიახლე დავდე, მიხარია რომ ჯონიზე დავდეხო და კიდევ, მადლობა ყველას ვისაც ჩემის სტატიები მოგწონთ თქვენს გარეშე ისინი არაფერი იქნებოდა.
    ჯონიზე არაფერს ვიტყვი სიტყვები არაა საკმარისი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top