;

1 April 2013      ANGEL     Views 4799    
Category: Stars

Deborah Ann Woll

HBO-ს სერიალის True Blood -ის წითურთმიან მსახიობს
დებორა ენ უოლსს [Deborah Ann Woll] ახალბედა რომანტიული ხასიათის ქარაფშუტა თინეიჯერი ვამპირის სახით ვიცნობთ, რეალობაში კი ულამაზესი მსახიობი საქველმოქმედო აქციებით და საყვარელი ადამიანის დახმარებით არის დაკავებული, რომელიც სულ მალე მხედველობას დაკარგავს...

დებორა დაიბადა 1985 წლის 7 თებერვალს ბრუკლინში, ნიუ იორკი, აშშ. (ამჟამად 28 წლისაა). ის ირლანდიურ გერმანული წარმოშობისაა. ბავშვობიდან დაკავებული იყო მსახიობობით, ცეკვით და პიანინოზე დაკვრით. 14 წლიდან მიიღო გადაწყვეტილება და თმას იღებავს წითლად, ბუნებრივად ქერაა. ამბობს რომ თავს მასაში ჩაკარგულად გრძნობდა თავისი ბუნებრივი თმის ფერით. ბავშვობიდან ცელიაკიის დაავადება სჭირს, რაც მომნელებელი სისტემის დარღვევაა და გარკვეულ პროდუქტებს ვერ ითვისებს. მისი სიმაღლეა: 1,78. დაამთავრა თეატრალური სკოლა. მისი დებიუტი ტელეეკრანზე შედგა 2008 წელს სერიალში True Blood, როგორც ახალ-შექმნილი ვამპირი - ჯესიკა. შემდეგ მოყვა ფილმები Mother's Day , Seven Days in Utopia , Little Murder, Someday This Pain Will Be Useful to You, Catch .44, Ruby Sparks..
Deborah Ann Woll
დებორა ხვდება ვინმე ედვარდ (E.J.) სკოტს, წყვილი 2007 წლიდანაა ერთად. მათ ერთმანეთი ონლაინ გაცნობების საიტით match.com გაიცნეს. E.J.-მ დებორა პირველ პაემანზე მის პერფორმანსზე დაპატიჟა (კომიკოსია), დებორა მოიხიბლა მისით და დაიწყო მათი რომანი რეალში... უყვართ საჭმელების ერთად მომზადება და კომედიური ფილმების ყურება როდესაც ერთად არიან. სერიალის True Blood გადაღებები ლოს ანჯელესში მიმდინარეობს, ეი ჯეი კი ჩიკაგოში ცხოვრობს. როგორც ამბობენ ერთმანეთს თვეში ერთხელ მაინც ხვდებიან 1-1 კვირით. ისე კი კონტაქტს სკაიპით ინარჩუნებენ, თუმცა ამბობენ რომ ეს რა თქმა უნდა რთულია. მაგრამ ეს წყვილის ერთადერთ პრობლემას არ წარმოადგენს. E.J. ქროროიდერემიის დიაგნოზის მატარებელია, ეს პროგრესირებადი დაავადებაა რომელიც საბოლოოდ მას დააბრმავებს. ბიჭის მხედველობა უკვე შერყეულია და ნელ-ნელა ქვეითდება. შენიშნავთ, რომ დებორასთან ერთად პრემიერებსა და წვეულებებზე ის დამხმარე ხელჯოხით გადაადგილდება, თუმცა ჯერ კიდევ ხედავს მის შვენიერ შეყვარებულს და ერთად უმკლავდებიან ამ დაავადებას, რომელიც როგორც დებორა ამბობს მას უფრო უმძაფრებს სიცოცხლის ტკბობით სურვილს. წყვილი ერთად უძღვება საქველმოქმედო აქციებს ამ იშვიათ დაავადებასთან საბრძოლველი მედიკამენტების საპოვნელი ფონდისთვის თანხის შესაკრებად. E.J.-მ მარათონს უძღვება, მისი მიზანია $12,000 შეაგროვოს თითო მარათონიდან - 12 სხვადასხვა ქალაქში 12 თვის განმავლობაში. E.J. -ს ამჯერად მხედველობის 10% აქვს შერჩენილი.









[Deborah Ann Woll]








Deborah Ann WollDeborah Ann Woll
დებორა და ეი-ჯეი


Deborah Ann WollDeborah Ann Woll























ფოტოები და ანიმაცია ჯესიკას პერსონაჟი True Blood-დან


Deborah Ann WollDeborah Ann WollDeborah Ann Woll

Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll

Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann Woll
Deborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann Woll
Deborah Ann WollDeborah Ann WollDeborah Ann Woll


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top