;
6 აპრილი 2013      Johnny depp     29 კომენტარი     ნანახია 5300-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან
ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

"მე საბედისწერო ქალი ვარ "

იდუმალი ფრანგი ლამაზმანი ევა გრინი - დაუცხრომელი ტემპერამენტით, პარიზული განუმეორებელი სტილით და ღრმა მზერით. შიშველი ფოტოსურათებზე, ბევრს ეწევა, გიჟდება საშინელებათა ფილმებზე, პარიზსა და ლონდონს შორის ცხოვრობს და სადღაც გზაში დაკარგა ფრანგული აქცენტი, მაგრამ - არა ფრანგული შარმი, არის სხვადასხვა პარფიუმერული ხაზის სახე და საბედისწერო გულთამპყრობლის სახელიც გაუვარდა "უზომოდ ლამაზი" – ასეთი შეფასება მისცა ფრანგ მსახიობ ევა გრინს იტალიელმა რეჟისორმა ბერნანდო ბერტოლუჩიმ. სწორედ ის გახდა ევასათვის დიდ კინოში მთავარი გზამკვლევი . თავად ევას არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უნდოდა, მე–19 საუკუნეში დაბადებულიყო და გოთიკურ ციხესიმაგრეში ეცხოვრა. ტიმ ბარტონის ახალმა ფილმმა "ბნელი აჩრდილი" კი მას ეს ოცნება ცოტა ხნით აუსრულა.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

✖✖✖✖✖✖ ✖✖✖✖✖✖ ✖✖✖✖✖✖

— რამდენად ეთანხმებით იმ აზრს, რომ კარგი მსახიობი აუცილებლად პატივმოყვარე უნდა იყოს?

— ვფიქრობ, მსახიობს ნარცისიზმის რაღაც ულუფა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისიც უნდა ესმოდეს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს. მე ნარცისად არ გამოვდგები - ყურადღების ცენტრში მაინცდამაინც კომფორტულად არ ვგრძნობ თავს. არც რეჟისორებთან პირფერობა შემიძლია, აქაოდა, თქვენზე ვგიჟდები და როლზე ამიყვანეთ-მეთქი. ბედიც უნდა გწყალობდეს, სხვების სიმპათიითაც უნდა ისარგებლო, ტაბლოიდები მოიმარჯვო, ინტერნეტი, პაპარაცები და ა. შ. 40-50 წლის წინ ამ დიდ და გიჟურ ინდუსტრიაში მეტი ბრწყინვალება იყო, ახლა საითაც გაიხედავ - ნაგავია.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

– საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რითი დაიმსახურეთ ეს, შრომისმოყვარეობით თუ გაგიმართლათ?

– ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა როლებში. ჩემი თითოეული როლი ისეთია, რომელზეც ნებისმიერი მსახიობი იოცნებებდა. სულ იმას ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი მსახიობი, რომელთან მუშაობაც არავის მოუნდებოდა?! ძალიან მომწონს ძლიერი, მრავალფეროვანი ქალების როლები. ჩემი განსახიერებული ჯეიმს ბონდის გოგოც კი სხვანაირი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი.

– 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი "მეოცნებენი", სადაც თქვენ პირველად გაიბრწყინეთ. მგონი, დღემდე ლაპარაკობენ თქვენს შიშველ და თამამ სცენებზე.

– ამ ფილმმა მართლაც დიდი ხმაური გამოიწვია, ადამიანები ყველგან კამათობდნენ ფილმზე, ჩვენს, მსახიობების ნიჭზე. თუმცა მე ვთვლი, რომ სექსის გარდა, ფილმში ძალიან მწვავედ იყო წარმოჩენილი ბევრი სოციალური პრობლემა, მაგრამ ადამიანებს, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, სექსის გარდა არაფერი აინტერესებთ. წლების განმავლობაში იწერებოდა სტატიები, სადაც აქცენტი მხოლოდ ამ ფილმის თამამ სცენებზე კეთდებოდა. როდესაც ამ უბედურების მასშტაბები გავაცნობიერე, შოკში ჩავვარდი.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

– ნანობთ, რომ ბერტოლუჩიმ ექსპლუატაცია გაუწია თქვენს სექსუალურობას?

– არა, ეს არ მიგულისხმია. ფილმი შესანიშნავია და ერთი წუთითაც არ ვინანებ, რომ მასში მონაწილეობა მივიღე. უბრალოდ, მაშინ კარგად გავაცნობიერე, რომ, როდესაც დემონსტრირებას უკეთებ საკუთარ სხეულს, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ ყველა შენს სხეულზე ილაპარაკებს. უბრალოდ მინდა, ჩემ მიმართ სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდეთ.

– და მაინც, ბევრს არა აქვს შანსი, ბერტოლუჩის ფილმში ითამაშოს.

– რა თქმა უნდა, ეს ჩემი შემოქმედებითი გზის შესანიშნავი დასაწყისი იყო. ჩვენ, მსახიობები სახლშიც დავდიოდით მასთან, ვსაუბრობდით კინოზე და ზოგადად ხელოვნებაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნოა ასეთი ერუდირებული ადამიანის გვერდით ყოფნა.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

– თუ თქვენს გმირებს გადავავლებთ თვალს, ძალიან მკაცრ, იდუმალებით მოცულ ქალებს თამაშობთ. ანჟელიკა ამ მხრივ განსხვავდება?

– ანჟელიკა ერთ–ერთი საუკეთესო როლია ჩემს კარიერაში. ასეთი ბოროტი და თან საინტერესო ქალის როლი პირველად შემხვდა. ის მზად არის, სიყვარულის ხელში ჩასაგდებად ყველაფერზე წავიდეს. სიყვარულით გაგიჟებული ქალია. ასეთი პერსონაჟი არასოდეს მითამაშია.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

– ცხოვრებაში როგორი ქალი ხართ, მშვიდი თუ ნერვული?

– სტრესის, ნერვიულობისა და შიშის საუკეთესო წამალი ჩემთვის სამუშაოა. აუცილებელია ვიამაყო იმით, რასაც ვაკეთებ. მე არ ვარ გამოკიდებული მაღალ ჰონორარებს, მსხვილ სტუდიებთან მუშაობის ამბიციებს. მთავარია, ესა თუ ის პროექტები სულთან მოვიდეს ახლოს. მშვიდი ქალი ვარ მაშინ, როცა საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, ჩანთაში ყოველთვის მაქვს მაგიური ქვები, როცა რაღაცა არ გამომდის და ვნერვიულობ, მაშინვე ხელში ვიღებ ამ ქვებს და ვმშვიდდები.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— ბევრისთვის სტილის კანონმდებელი ხართ, განსაკუთრებით წითელ ხალიჩაზე, ყოველთვის ორიგინალურად გამოიყურებით. თუ გაქვთ თქვენეული წესები, რომელთაც მაგ „მარილიანობის“ მისაღწევად იცავთ ხოლმე?

— არა, თუკი „არანაირი წესი“ თვითონ არ ჩაითვლება წესად. პრემიერებზე იმას ვიცვამ ხოლმე, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არც მივეკარებოდი.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კომფორტი?

— ძალიან მნიშვნელოვანი! გლამური ხომ ილუზიაა. კამერების წინ წვრილ ქუსლზე ვარ, ჩანთაში კი ჩემი ერთგული დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მიდევს, როგორც კი ღონისძიება მთავრდება, მათი ჯერი დგება. იყო ვარსკვლავი - მხოლოდ თამაშია.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ არ მოგწონთ, როცა ფოტოგადაღების დროს გთხოვენ, ბუნებრივი იყავიო.

— ჰო, არ მიყვარს, როცა ფოტოგრაფი მეუბნება: ის იყავი, რაც ხარო. ვერ ვხვდები, რას ნიშნავს! როცა გადაღებაზე ვარ, ნიღაბს ვიცვამ, ვიღაც სხვის როლს ვთამაშობ, საგანგებოდ. ამიტომ, როცა მესმის, “იყავი, რაც ხარო“, არ ვიცი, რა მომეთხოვება. ალბათ მარტო ფსიქოანალიტიკოსი თუ ამიხსნის. თუ ფოტოგრაფთან ახლოს ვარ, კამერის წინ მაიმუნობას და მანჭიაობას ვბედავ და მგონი ეს ყველაზე ახლოსაა იმასთან, რასაც მთხოვენ ხოლმე.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

- ისე ჩანს, თითქოს ხალხს მოსწონს თქვენი აღქმა, როგორც ბნელ ძალებთან დაახლოებული ქალის. თქვენს სარეკლამო კამპანიასაც კი ახალი სუნამოსთვის "შუაღამის შხამი" ეწოდებოდა...

- გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ადამიანებს არ აქვთ ჩემზე ცალსახა წარმოდგენა და მხოლოდ საბედისწერო ქალად არ განმიხილავენ, ეს არასწორი იქნებოდა.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

- "კარგი ჯადოქრის" სახეს ამჯობინებთ?

- მსგავსი როლი მქონდა "ოქროს კომპასში", თუმცა არასდროს მიმაჩნდა თავი ბოროტად. ვაღიარებ, რომ ჩემთვის საინტერესოა ბნელი გმირების თამაში, თუნდაც იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთი არ ვარ. და მაგარია ალქაჯების განსახიერება, თუმცა მხოლოდ მათ არ ვთამაშობ.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— როგორი ურთიერთობა გაქვთ ჰოლივუდთან?

— იქ გადასვლას არ ვისურვებდი. საქმის მხრივ, რა თქმა უნდა, რომ სამყაროს ცენტრია. აი, ორი კვირით თუ ჩავდივარ, დღეში რამდენიმე შეხვედრა და მოსმენა მაქვს, ჰაერშიც კი დაძაბულობაა. ამასთან, იქ თავს დაცარიელებულადაც ვგრძნობ.

— თქვენ ხომ ძირითადად ლონდონსა და პარიზს შორის ცხოვრობთ?

— სახლი ლონდონში მაქვს, მაგრამ როცა პარიზში ვარ, მშობლებთან ვრჩები.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— დედა რომ გახდებით, რომელ ქვეყანას აირჩევთ მუდმივ საცხოვრებლად?

— მე ლონდონი მიყვარს, რადგან აქ მშობლებთან ახლოს ხარ. სამაგიეროდ, პარიზს ცხოვრებაზე ყველა შეხედულების შეცვლაც შეუძლია. ფრანგი ვარ.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— თქვენი ინგლისური საოცრად არაფრანგულია! ბერტოლუჩის ფილმში თვენი გმირი უფრო ფრანგულად საუბრობს, ვიდრე - თქვენ!

— ეგ ჩემი ერთადერთი აქცენტი იყო იმ დროისთვის. ყველას ჰგონია, იქ ხელოვნურად ვამახინჯებ საუბარს, სინამდვილეში - ზუსტად ასე ვლაპარაკობდი. მერე მეტყველების მასწავლებელთან რამდენიმეკვირიანმა კურსმა ინგლისური ბგერები თავის ინგლისურად სწორ ადგილას დააყენა და ყველაფერი მოგვარდა.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

– დედათქვენი, მარლენ ჟობერი, ცნობილი ფრანგი მსახიობი იყო, ალბათ ამიტომაც აირჩიეთ თქვენც ეს პროფესია.

– სიმართლე გითხრათ, მას არასოდეს უნდოდა ჩემთვის ეს ბედი და მსახიობის პროფესიისკენ არასოდეს უბიძგია. ბავშვობიდან ვაღმერთებდი კინოს, მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე მსახიობობაზე მეოცნებოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ რეჟისორობა მსურდა.

– დედას ხშირად აკითხავთ პროფესიული კითხვებით და რჩევის მისაღებად?

– არის ხოლმე ასეთ მომენტები, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესო დაქალია და არა მკაცრი მასწავლებელი. რა თქმა უნდა, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, მაგრამ ცხოვრების სხვა პრობლემებზე უფრო გვიყვარს ლაპარაკი, ვიდრე კინოსა და როლებზე.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— განიხილავთ თუ არა მსახიობის ცხოვრების ავ-კარგს ჭიქა ყავასთან?

— როგორ არა! ხანდახან გადაღებებზეც ჩამოდის ხოლმე. თვითონ მოედანზე კი არა, იქვე ქალაქში ჩერდება. უკვე მივეჩვიე, რომ გადაღებიდან მოსულს სახლში შინაური საჭმელი და სასიამოვნო საუბარი მელის. მართლა არ ვიცი, როგორ გავძლებდი დედის გარეშე.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან
ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

-მის გავლენას თუ გრძნობთ მუშაობისას?

- ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ბოლომდე მეეჭვებოდა, შევძლებდი თუ არა. ასე რომ, ინგლისში გავემგზავრე, რომ ენა მესწავლა და საკუთარი თავი გამომეცადა სცენაზე. მერე პარიზში დავბრუნდი და სამი წელი სამსახიობო ფაკულტეტზე ვისწავლე. იქ მივხვდი სწორედ, რომ მართლა მომწონდა მსახიობობა და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. ის ფაქტი კი, რომ დედაჩემი ცნობილი მსახიობი იყო, მხოლოდ მზღუდავდა. ყოველთვის მეგონა, რომ ხალხი ფიქრობდა: "აი, დედამისი მსახიობია და, რა თქმა უნდა, იოლად გაიკვლევს გზას". სწორედ ამიტომ ვმუშაობ ახლა საზღვარგარეთ. დედაჩემი კი ჩემით ამაყობს

–დედისგან ყველაზე დიდი რჩევა რა მიგიღიათ?

– მე დედაჩემის დევიზით ვცხოვრობ – დატკბი მომენტით. ეს დევიზი ყველაზე მეტად ამართლებს ცხოვრებაში.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

– ფილმი "ბნელი აჩრდილი" თქვენი პირველი ნამუშევარია უდიდეს და ყველაზე უცნაურ რეჟისორ ტიმ ბარტონთან. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ მასთან მუშაობამ?

– ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმში ვითამაშე. ტიმი ნამდვილი გენიოსია. 1988 წელს გადაღებული მისი ფილმი "ბიტლჯუსი" ჩემი საყვარელი სურათია და როცა მოწყენილი ვარ, ამ ფილმს ვუყურებ ხოლმე. ანჟელიკას როლი ფილმში "ბნელი აჩრდილი" ჩემთვის ბედის საჩუქარია. ვერც კი წარმოიდგენთ, რა სიამოვნებაა, იმუშაო ტიმთან და ჯონი დეპთან. ამ შემოქმედებით ტანდემს განსაკუთრებული მაგია ახლავს. ჯონი დეპს შეუდარებელი კომედიური ნიჭი აქვს. მეც მსახიობი ვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ მისი მსახიობური თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

-ფილმში "ბნელი აჩრდილები" ჯონი დეპის გმირზე შეყვარებულ ალქაჯს განასახიერებთ...

- ხასიათით ჩემი გმირი ალქაჯია, მაგრამ გარეგნულად სრულიადაც არ ჰგავს მას. დიახ, ის შეყვარებულია, როგორც კატა, და ყველაფერს გააკეთებს თავისი ვნების ობიექტისთვის. ეს ერთგვარი სიყვარული-სიძულვილია: მათ არ შეუძლიათ არც ერთად ყოფნა და არც ცალ-ცალკე. ძალიან გონებამახვილური და კარგად დაწერილი სცენარია.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

- რაც შეეხება ფოტოსესიებს, ამჯობინებთ სრულიად სხვა სახით წარდგეთ, ვიდრე საკუთარი თავი განასახიეროთ?

- მიყვარს როლების თამაში და არ მიმაჩნია სწორად საკუთარი ჭეშმარიტი სახის ჩვენება. როგორი ვარ მე, ეს ჩემი პირადი საქმეა და არავის ეხება. ასე რომ, დიახაც, მაგარია ვიღაც სხვა იყო ფოტოსესიაში.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— ბევრმა არ იცის UNICEF-ში თქვენს მოღვაწეობაზე -შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ?

— კომპანია Montblanc, რომლის ელჩიც ვარ,უკვე რამდენიმე წელია UNICEF-ს პროგრამა Signature for good-ის ფარგლებში ეხმარება. Montblanc-ის მაღაზიებში გაყიდული კოლექციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი საგანმანათლებლო პროექტებს და აფრიკაში სკოლების მშენებლობას ხმარდება. მე მართლა ვამაყობ ამ პროექტში მონაწილეობთ.


— დროის მანქანა რომ არსებობდეს, რომელ ათწლეულში ისურვებდით ცხოვრებას?

— ალბათ, 1960-იანებში, ან 1970-იანებში. არანაირი შიდსი, გაერთე და მორჩა! ძალიან მომწონს 1930–1940-იანების სტილი, თუმცა სულის თავისუფლების მხრივ 1960-იანებში გადავიდოდი.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— რას იტყოდით ფუფუნებაზე?

— ეს იმაზეა დამოკიდებული, მატერიალური ფუფუნება იგულისხმება თუ სულიერი. ჩემთვის ფუფუნება ორივეს სინთეზია. თავი კარგ პლაჟზე წაწრმომიდგენია კარგი წიგნითა და კოქტეილით ხელში, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— მართალია, რომ ბრაიან დე პალმას „შავ ორქიდეაში“ მთავარ როლზე უარი თქვით?

— ეს ჭორები! ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია: ჩემს კანდიდატურას განიხილავდნენ, მაგრამ სხვა ფილმზე ვიყავი დაკავებული და ბრაიან დე პალმასთან შეხვედრა ვერ შევძელი.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— ფილმს, რომელშიც ახლა გიღებენ, ძალიან დამაინტრიგებელი სათაური აქვა - „მონა ლიზა“...

— ჰო, მაგრამ გადაღებები ნელა მიდის. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოგვარდება და პროექტი ჩაეშვება, იმიტომ რომ ძალიან კარგი პროექტია. თუმცა სხვაგვარად ჰქვია - „სირცხვილი“, მაგრამ ბრიტანული ფილმით „მონა ლიზათია“ შთაგონებული. მეძავი გოგონა ბევრად უფროს ყოფილ პატიმარს შეიყვარებს. რთული ისტორიაა, მაგრამ მშვენიერი ფილმია.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— რას იტყვით „უკანასკნელ სიტყვასა“ და „კლონზე“.

— ორივე ფილმი, რა თქმა უნდა, სიყვარულზეა. „კლონი“ საოცრად ლამაზია, ზღაპარივით!

— ანტიქრისტესთან დაკავშირებით რაღა მოხდა?

— ლოგიკური კითხვაა, მაგრამ... არ ვიცი, როგორ ვუპასუხო. ძალიან მინდოდა ეს როლი, მაგრამ ლარსს შავი გული აქვს და ეს სერიოზული პრობლემაა. ადამიანებს დასცინის, ძალიან საყვარელი ჩანს, ამგრამ სინამდვილეში ბნელი სული აქვს. სხვა ფრანგი ნახა, რომლისთვისაც ეს სულ ერთია, და მიხარია. ფილმი კი არც მინახავს და არც ვნახავ. (N.B. ლარსმა ევას ნაცვლად შარლოტა გინსბურგი აიყვანა ”ანტიქრისტესთვის”, და კანის ფესტივალის მთავარი ჯილდოც მოაპოვებინა, როგორც უფრო ადრე ბიორკს და მოგვიანებით კირსტენ დანსტს)

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— დღემდე ნერვიულობთ მოსმენებზე?

— ძალიან. სულ უფრო ცუდად გამომდის ნერვების მოთოკვა. დღეს იზარმაზარი კონკურენციაა, როლის მისაღებად იბრძვი და იცი, რომ კიდევ სულ ცოტა 10 მსახიობია მოლოდინში. მერე, თუ უარს გეუბნებია, ეძებ მიზეზს, ფიქრობ, ნუთუ არაფრისთვის ვვარგივარო და ეს საშინელებაა. თითქოს შენი სიყვარული უარყვეს. მოკლედ, დეპრესია გარანტირებულია.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

— თქვენ თუ მოგსვლიათ აზრად, „ყველაფერი მიატოვოთ და საბავშვო წიგნები წეროთ“?

— არ ვიცი, შესაძლებელია. ჩემი პროფესია მიყვარს, მაგრამ ძნელია, იყო კმაყოფილი.

ამონარიდები ევა გრინის ინტერვიუებიდან

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

29


  • aleqsandra თქვა:
    9 აპრილი 2015 14:09 - ID: 29,
    ამ ქალში არის რაღაც ღვთიური

  • Mari Glonti თქვა:
    8 აპრილი 2013 12:39 - ID: 28,
    საინტერესო იყო love ძირითადად მსახიობობაზე ლაპარაკობდა მაგრამ კმაყოფილი ვარ ბევრი რამ გავიგე უკვე love ვგიჟდები ამ ქალზე love ყველანაირად მიზიდავს
    სუპერ ნიუსია გამახარე love

  • elga თქვა:
    7 აპრილი 2013 23:32 - ID: 27,
    ქალი ხო აიი საოცნებოაა აი ულამაზესი.
    მაგარი ნიუსია ზალიან ძალიან

  • Johnny depp თქვა:
    7 აპრილი 2013 17:19 - ID: 26,
    უღრმესი მადლობა ყველას, ძალიან მახარებს თქვენი შეფასებები love

  • Alice თქვა:
    7 აპრილი 2013 00:37 - ID: 25,
    საინტერესო ინტერვიუ იყო.
    არა მარტო მშვენიერი ქალია,არამედ ჩამოყალიბებული.
    ფრანგული შარმი იმდენად გამჯდარია მასში,რომ არ შეიძლება არ შეამჩნიო...

    პ.ს ასეთი სახის სიახლეებს თუ დადებ,ძალიან გამახარებ.:)

  • amanda თქვა:
    6 აპრილი 2013 23:44 - ID: 24,
    Bao,
    Countess A.,

    ფაქტიურად ჩემი სათქმელიც თქვით :))

  • Countess A. თქვა:
    6 აპრილი 2013 22:49 - ID: 23,
    [/i] [/color] ევაა..!!!! ეს არის სრულყოფილი, ფრანგული სილამაზე, მშვენიერება.. უნაკლო გარეგნობა აქვს.. ჯოლი? ჰმ.. ევას ანჯელინა გვერდით ვერ დაუდგება.. მზერა აქვს ისეთი, რომ ერთ ადგილზე გაგაშეშებს და ლაპარაკის უნარს წაგართმევს.. უნიჭიერესია როგორც მსახიობი და მართლაც საშინელებაა რომ უნიჭო, არაფრის მაქნისი მსახიობების მონაწილეობით უამრავ ნაგავ ფილმებს იღებენ,ევას კი არ აძლევენ როლს..!! ბრწყინვალე ნიუსია ავტორო[i][color=#000066]

  • Bao თქვა:
    6 აპრილი 2013 22:05 - ID: 22,
    აი ფრანგული სილამაზე. ულამაზესი ქალია და მოდით ნუ ჩამოვაქვეითებთ, მონროს და ოდრის რა ზებუნებრივი სილამაზე ჰქონდათ დღემდე ვერ ვხვდები, უბრალოდ ლამაზმანები იყვნენ :)))) ასევეა ევაც:ულამაზესიაა smile



    ____________________
    But if you never try, you'll never know...

  • amanda თქვა:
    6 აპრილი 2013 21:53 - ID: 21,
    ევაა როგორ მიყვარს,ქალი იდუმალება,მისი გარეგნობა ზუსტად შეეფერება მის შინაგანს,ჭკვიანია,სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო,საინტერესო ქალია,მიყვარს love

    თაკჩო თვალები გამინათდა ამ ნიუსის დანახვისას :)) ;)

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    6 აპრილი 2013 21:28 - ID: 20,
    ამ გოგოზე მეკეტება ძალიან მიყვარს ულამაზესი და უნიჭიერესია love love შესანიშნავი ნიუსია

  • angel from paradise თქვა:
    6 აპრილი 2013 20:28 - ID: 19,
    ევა ნამდვილად გამორჩეულია როგორც გარეგნობით ასევე მისი თამაშის სტილითაც თუმცა ცოტა მენანება რადგან ვფიქრობ რომ ბერტოლუჩის ფილმის შემდეგ სერიოზული როლი არ უთამაშია რაც შეეხება სტატიას ბოლომდე წავიკითხე ნამდვილად საინტერესო ადამიანი ჩანს მისი ნაკვთებით კი პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ და მემგონი სათანადოდ არ აფასებენ თუმცა ჯერ ყველაპერი წინ აქვს winked იმდია კიდევ ბევრჯერ დაგვარწმუნებს მის უდაო ნიჭში love

  • NiNi_N თქვა:
    6 აპრილი 2013 20:11 - ID: 18,
    ძალიან მიყვარს ევა, ულამაზესი ხომ არის და არის, მაგრამ ძალიან საინტერეესო პიროვნებაა love აშკარად არ ცხოვრობს რიგითი სელებრითვით. მაგარი სტატიაა, როგორც ყოველთვის :)
    ევას არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უნდოდა, მე–19 საუკუნეში დაბადებულიყო და გოთიკურ ციხესიმაგრეში ეცხოვრა.- მეც სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმავე საუკუნესა და გარემოში love

  • FML თქვა:
    6 აპრილი 2013 19:59 - ID: 17,
    რა ლამაზიაა XX <3

  • -Sally- თქვა:
    6 აპრილი 2013 19:34 - ID: 16,
    ევა ულამაზესია love
    როგორც ყოველთვის შესანიშნავი სიახლეა love


    Anachkaa ♥,
    რაღაცით მეც ვამსგავსებ ფლორენსს:)

  • ancho_ano თქვა:
    6 აპრილი 2013 19:03 - ID: 15,
    თაკო ნიუსები გაქ ძალიან კარგი :))))
    ევა ძალიან მომწონს თუმცა მის ფილმოგრაფიას დიდად არ ვიცნობ სულ რაღაც ერთი ფილმი მაქ მისი მონაწილეობით ნანახი და ძალიან მომეწონა :)))

  • lul თქვა:
    6 აპრილი 2013 19:01 - ID: 14,
    ვგიჯდები ამის გარეგნობაზე მაგრამ უნდა ვაღიარო ზედმეტათ თამამი როლები აქვს თუმცა როგორც ქალი ძალიან საყვარელი და ლამაზია love

  • TAKO))tako თქვა:
    6 აპრილი 2013 18:54 - ID: 13,
    სიახლე სუპერრ..
    ამ ქალზე საერთოდ ვგიჟდები. უნიჭიერესი მსახიობი , ლამაზი ფრანგი ქალი. ნიჭიერება და სილამაზე ერთდროულად აქვს.

    love

  • Lolipop.. თქვა:
    6 აპრილი 2013 18:41 - ID: 12,
    სრულყოფილი და კარგი ნიუსია love

  • niniiiiiii თქვა:
    6 აპრილი 2013 18:39 - ID: 11,
    ულამაზესი, ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია love

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    6 აპრილი 2013 18:13 - ID: 10,
    ჩემი სილამაზის ეტალონი!!! განსხვავებული ,უნაკლო და გემოვნებიანი ზუსტად ჯდება ჩემს გემოვნებაში<3 მაგარი მსახიაობია და მისი ინტერვიუც ძალიან მომეწონა ეტყობა რომ არ იფერებს ვარსკვლავობას და თავის თავზე არ აქვს გადამეტებული წარმოდგენა.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top