;

7 April 2013      ANGEL     11 Comments     Views 6807    
Category: Stars




Lena Headey - ინგლისელი მსახიობია.
(ამჟამად 39 წლის, დაბადებული 1973 წლის 3 ოქტომბერს)
Lena Headey
15 წლის ასაკში ქრონიკული დეპრესიის სინდრომი დაუსვეს, ამიტომ თავის გართობა მსახიობობით გადაწყვიტა. 17 წლის ასაკში კასტინგის აგენტმა შენიშნა სკოლის დადგმაზე და მალევე მიიღო როლი 1992 წლის ფილმში Waterland, სადაც პარტნიორობა გაუწია ჯერემი აირონსს და ეთან ჰოუკს. ლენას სამსახიობო კარიერა წარმატებულად დაიწყო და თავიდანვე განებივრებული იყო მაღალი დონის მსახიობებთან და რეჟისორებთან მუშაობით, თუმცა მცირე როლებს სჯერდებოდა: Lena Headey The Remains of the Day (1993), The Jungle Book (1994), Onegin (1999), Aberdeen (2000), Possession (2002). 2005 წელს გადაიღეს ფენტეზის ჟანრის ფილმში The Brothers Grimm მეტ დეიმონ და ჰიტ ლეჯერთან ერთად, შემდეგ კიდევ ერთი გამორჩეული კინოროლი შექმნა 2007 წლის ფილმში "300" - სპარტის დედოფლის გორგოს როლი; და ბიოგრაფიულ ჟანრის ფილმში The Red Baron (2008). 2008-9 წლებში გადაიღეს ტერმინატორის სპინ-იფ სერიალში Terminator: The Sarah Connor Chronicles (FOX) სარა კონორის პერსონაჟის როლში, ამ როლის გამო მან მრავალი ჯილდო მიიღო, თუმცა თავად ამბობს, რომ იარაღი არ უყვარს და არ ესმის რატომ არის ამერიკაში ასე ხელმისაწვდომი იარაღის შეძენა.

2011 წლიდან იღებს მონაწილეობას HBO-ს სერიალში Game of Thrones, სადაც სერსეი ლანისტერის როლშია. ამ მაღალრეიტინგულმა სერიალმა 39 წლის მსახიობი მისი კარიერის წარმატების მწვერვალზე აიყვანა. 2013 წელს გამოვა 4 ფილმი მისი მონაწილეობით, მათ შორის The Mortal Instruments: City of Bones, და 300: Rise of an Empire.

Lena HeadeyLena Headey

Lena HeadeyLena Headey

Lena HeadeyLena Headey

Queen Guinevere -ს როლში მინისერიალში Merlin



The Jungle Book


Lena Headey
დანიშნული იყო მსახიობზე Johnny Cicco, ხვდებოდა 9 წლის განმავლობაში ასევე მსახიობ Jason Flemyng, რომელიც გაიცნო ფილმ The Jungle Book-ზე მუშაობისას, ლენას მხარზე ამოტვიფრული აქვს ჯეისონის სახელის ტატუ ტაილანდურად.

2007 წელს იქორწინა მუსიკოს Peter Loughran -ზე, შეეძინათ ვაჟიშვილი (36 წლის ასაკში) 2010 წელს და დაშორდნენ 2011 წელს.

პაიპერ პერაბო მისი ახლო მეგობარია, ერთად ორ ფილმში ითამაშეს, მათ შორის 2005 წლის ფილმში Imagine Me & You, სადაც ლესბოსური წყვილი განასახიერეს.

ლენა ვეგეტარიანელია და ცხოველების უფლებებს იცავს. დაკავებულია ბოქსით და ბიკრამ იოგით. დეპრესიის შემოტევების მართვა ისწავლა და ამბობს, რომ კარგა ხანია ხასიათის ცვლილებებს არ აძლევს უფლებას დაემორჩილოს.



სიმაღლე: 1.66
ცხოვრობს ლონდონსა და ლოს ანჯელესში.



Imagine Me & You
Lena HeadeyLena Headey
Lena HeadeyLena Headey
Lena HeadeyLena Headey
Lena Headey
Lena Headey

Terminator: The Sarah Connor Chronicles (FOX)

Lena Headey
Dredd
Lena Headey
Lena Headey
"300"
Lena Headey
Lena Headey
Lena HeadeyLena Headey

Cersei Lannister-ს როლში სერიალში Game of Thrones


Lena Headey

Lena Headey
Lena Headey
Lena Headey

Lena HeadeyLena Headey

Lena HeadeyLena Headey
Lena Headey





Lena HeadeyLena Headey
Lena HeadeyLena Headey
Lena HeadeyLena Headey
Lena HeadeyLena Headey
Lena HeadeyLena Headey


Lena HeadeyLena Headey


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top