;
8 აპრილი 2013      Nanuka.     39 კომენტარი     ნანახია 4290-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის
ჯასტინ ბიბერი teen VOGUE -სთვის

19 წლის კანადელი პოპვარსკვლავი - ჯასტინ ბიბერი კვლავ პოპულარობის ზენიტშია. ამჟამად, იგი მართავს მსოფლიო ტურნეს - "Believe", გახდა "Adidas Neo"-ს სახე, იღებენ სხვადასხვა ფოტოსესიაში და ა.შ. ერთ-ერთი უკანასკნელი ჟურნალი, რომლის გარეკანზეც ბიბერი მოხვდა teenVOGUE-ა. ფოტოობიექტივის წინ პოზირების გარდა, ჯასტინმა ინტერვიუც ჩაწერა, რომელშიც უამრავ თემას შეეხო: ჭორებს, მეგობრებს, მის სულიერ მხარეს, კონცერტებს და ა.შ.

ჭორებზე:
"მე ვიცი ვინც ვარ და შემიძლია საკუთარი თავის კონტროლი. გახსოვთ, როდესაც Cam'ron-მა შეურაცხყოფა მიაყენა ჯაი-ზის? ჯეი-ზის არც კი უპასუხია. რატომ? იმიტომ, რომ ის ჯეი-ზია"!

ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის

ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის
ინტერნეტსივრცეში პოპულარობაზე:
"ჩემი თვითერი ნამდვილად კარგია. იმდენი ფანი მყავს, რომ ძალიან იშვიათად თუ გადავაწყდები შეურაცხმყოფელ "თვითს". მე არ ვკითხულობ "იუთუბის" კომენტარებს, რადგან მათ შეუძლიათ ცუდ ხასიათზე დამაყენონ".

სოციალურ მედიაზე:
"ინტერნეტში უამრავ რაღაცას ვნახულობ. ხანდახან მინდა, რომ შევიდე "თვითერზე" და შევეპასუხო ხალხს. მაგრამ შემდეგ ვუფიქრდები: თუ ვინმე შეურაცხყოფას მაყენებს, ჩემი პასუხით ის პოპულარული გახდება".

ნეგატიურობასთან გამკლავებაზე:
"უამრავი ნონსენსი ვრცელდება, რაც არ არის მართალი. მირჩევნია დრო დავხარჯო ჩემს ფანებთან ურთიერთობაში. უბრალოდ უნდა ასწიო თავი და განეწყო პოზიტიურად".

ვის მიიჩნევს მეგობრებად:
"მამაჩემი, დედაჩემი, რაიან გუდი, რაიანი და ჩაზი (ჯასტინის კანადელი მეგობრები). ლილ ტვისტი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ისინი კი არ მიყურებენ, როგორც ჯასტინ ბიბერს, არამედ როგორც ჯასტინს".


ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის

სიმღერაზე "Yellow Raincoat":

"როდესაც მას მოვუსმინე, გავიფიქრე, რომ არაჩვეულებრივი იყო. სტუდიაში, ვთქვი რაღაც, რაც ჟღერდა, როგორც "საწვიმარი" და მე ეს მომეწონა. ვფიქრობდი, თუ რისი გამოვლა მიწევდა. საწვიმარი კედლის აშენების მეტაფორაა, რომ არავის ვაძლევ უფლებას შეეხოს იმას, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ვიცი ვინც ვარ და როგორი ადამიანი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან ისინი, მე მიცავს ჩემი ყვითელი საწვიმარი".

შინაურ წრეზე:

"ხალხისგან მუდამ ვგრძნობ დადებით განწყობას და მე შემიძლია დავუმეგობრდე მათ, მაგრამ ახლა, უბრალოდ ვერავის ვენდობი. ზოგადად, ჩემი ტელეფონი არასდროს რეკავს. მე მყავს სადღაც 4 ადამიანი, ვისაც ვეკონტაქტები. არ მჭირდება ბევრი მეგობარი, რომ ვიყო ბედნიერი. უბრალოდ მჭირდება ადამიანები, რომლებიც მიყვარს იყვნენ ჩემ გვერდში".


ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის





მიზანზე, რომ იყოს საუკეთესო:
"როდესაც ადამიანები იღებენ იმას, რაც უნდათ ამბობენ: "მე აქ ვარ, მე გამომივიდა". როდესაც მე ვაღწევ მწვერვალს, უბრალოდ მინდება რომ გავხდე უკეთესი".

კონცერტებზე:
"მინდოდა გამეკეთებინა რაღაც განსხვავებული, რაღაც ისეთი, რაც ხალხს დაამახსოვრდებოდა. უბრალოდ მინდა, რომ ჩემს კონცერტებზე ყველამ კარგი დრო გაატაროს, მიუხედავად იმისა თუ რამდენი წლის არის".

სულიერ მხარეზე:
"ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია რატომაც ვარ აქ. არამხოლოდ იმიტომ, რომ ნიჭიერი ვარ, მაგრამ იმიტომ რომ ღმერთს სურდა დავხმარებოდი ხალხს. მე მორწმუნე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჩამეძინა და არ წავედი ეკლესიაში. ეკლესიაში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და როდესაც უნდა წავსულიყავი, ჩამეძინა. ძალიან გავბრაზდი. მაგრამ ყველაფერი კარგადაა, უფალი მომიტევებს".


ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის
"Believe" ტურზე:
"ამ ტურისათვის, გვქონდა ცოტა მეტი დრო რეპეტიციებისთვის. არა ბევრად მეტი, მაგრამ მაინც. მე ვიმუშავე ჯონ ჩუსთან, რომელმაც შექმნა ჩემი ფილმი ("Never Say Never") და ჩვენ ერთად გავაკეთეთ სცენის დიზაინი. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა და ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ადამიანია, ვისაც შევხვედრივარ".

დედაზე, პატი მალეტზე:
"ის არაჩვეულებრივი ქალია. საოცარი. მას უამრავი რაღაცის გადატანა მოუხდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან, როგორც კარგი ადამიანი ისე აღმზარდა. ის ძლიერი პიროვნებაა".

თავის გმირებზე:

"დედაჩემი ჩემი გმირია. ვიტყოდი, რომ მამაჩემიც ჩემი გმირია".

ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის
ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის
ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის
ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის
ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის
ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის ჯასტინ ბიბერი teenVOGUE-ს მაისის ნომრისთვის

"ჩემს მუსიკაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მაიკლ ჯექსონმა. აგრეთვე Boyz II Men-მა, ტრეისი ჩეპმენმა. ვისურვებდი რომ მემუშავა ჯეი-ზისთან ერთად, მომწონს ჯეი-ზი. ნამდვილად ახდენილი ოცნებაა, რომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მიყვარს და გავაბედნიერო ამდენი ადამიანი. ეს არაჩვეულებრივია".



"ჩემი საყვარელი სიმღერა ლაივში შესასრულებლად არის "Catching Feelings" და "Take You". აგრეთვე ძალიან მომწონს "Out of town Girl".



კადრს მიღმა:


"გამარჯობა მე ვარ ჯასტინ ბიბერი და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება teenVOGUE-ს ფოტოსესიაზე. ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის teenVOGUE-ს გარეკანზე მოხვედრა. ჩვენ ახლა ვართ ჩრდილოეთ კანადაში "Believe" ტურზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ტურს. სანამ სცენაზე გავალ, ვლოცულობ მთელ გუნდთან ერთად. დასვენების დღეებში მივდივარ თბილ ადგილებში, რომ გავერთო.

ღირსებები, რომელსაც ვეძებ გოგონაში? გოგონა უნდა იყოს სასაცილო, რომ გამაცინოს, უნდა იყოს ლამაზი გარეგნულად და შინაგანად, ინტელექტუალური, რომელთანაც გექნება კარგი დიალოგი. და ისეთი, რომელსაც ექნება "საკოცნელი ტუჩები".

როდესაც მჭირდება ხელმძღვანელობა მივდივარ დედაჩემთან, მამაჩემთან. ჩემი ოჯახი ყოველთვის პირველია. მაგრამ, მათ გარდა მყავს სკუტერი და აშერი სხვადასხვა საქმისთვის.

მე მიყვარს სცენაზე გამოსვლა, მიყვარს ხალხისგან წამოსული ენერგია. როდესაც ცუდად ვარ, ისინი დიდ ენერგიას მაძლევენ. ნაწილი ხალხისა, ძალიან დიდ პატივისცემას იჩენს ჩემ მიმართ, მაგალითად იაპონიაში. თუმცა ზოგ ქვეყანაში, არის წივილ-კივილი, ხალხი ურტყამს ჩემს მანქანას. ყველა განსხვავებულია. დიდ მადლობას გიხდით, რომ გაეცანით ჩემს ფოტოსესიას teenVOGUE-ში"




კატეგორია: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

39


  • Nanuka. თქვა:
    24 ივლისი 2013 11:46 - ID: 39,
    ციტატა: bla.
    Nanuka.,
    ვაიმე კარგი ხოო რთულია თარგმნა მაგრამ რო თარგმნი მერე მაინც რომ გადაავლო თვალი არაააა? ზედმეტი არ მოგივიდეს იმიტო რომ საკმაოდ ნორმალურად მიგითითე და ნორმალურად მიპასუხე თუ შეგიძლია
    :)
    Nanuka.,
    ინგლისურიდან ქართულზე სიტყვა-სიტყვით არ უნდა თარგმნო .
    რას ამბობ მეც ეგ არ ვთქვი? პირდაპირაა ნათარგმნი ძეტკა :)


    ჩემს პასუხში რა ნახე არანორმალური? :) როდესაც მაკრიტიკებ, მე გეუბნები, რომ კონკრეტულად დაასახელო რა არ მოგეწონა, რომელი გრამატიკული წყობა, თორემ მე უკვე 3 წელია ამ საიტისთვის ვთარგმნი და რთულია თუ მარტივი, მე უკეთ ვიცი:)

  • aNi135 თქვა:
    11 ივნისი 2013 15:20 - ID: 38,
    a

  • emily თქვა:
    14 აპრილი 2013 18:20 - ID: 37,
    simppatiuria dzalian aq roo yopiliyo nebismier gogos moawenbda tavs chemi azrit msaxiobiis mxriv upro kargi iqneboda gaagdoos es musika da gadavides pilmebze :D :D upro kargi iqneba da xalxis dasaciniic agar gaxdeba :D daumtkice justin yvelas ro nichieri xaar :D :D :D

  • LohanFan თქვა:
    10 აპრილი 2013 23:09 - ID: 36,
    არასოდეს არ ვიყავი ამ ბიჭის მიმართ ცუდად განწყობილი,პატივსაც ვცემდი მაგრამ ლინდსის მიმართ მისი უტაქტობის გამო ყველანაირი პატივისცემა დავკარგე :))))

  • me თქვა:
    10 აპრილი 2013 16:12 - ID: 35,
    რატო უნდა მძულდეს??? ისე არც ვგიჟდები, იყოს თავისთვის, ამგრამ ძალიან ლამაზი რომაა ფაქტია wink wink love ზოგიერთი სურათი ძალიან მომეწონა

  • ani:) თქვა:
    9 აპრილი 2013 21:57 - ID: 34,
    ძალიან საყვარელია ჯასტინი არანაირად არ ვარ ცუდად განწყობილიი... ეს უბრალოდ საქართველოშია მოდა რომ ვერ იტანდე და გძულდეს ჯასტინ ბიბერი.]ვის რას უშავებს თავისი ნიჭით გახდა საუკეთესო love feel

    რა კაი პროფილი აქვსს tongue

  • Mari.♫ თქვა:
    9 აპრილი 2013 17:32 - ID: 33,
    "ზოგადად, ჩემი ტელეფონი არასდროს რეკავს. მე მყავს სადღაც 4 ადამიანი, ვისაც ვეკონტაქტები. არ მჭირდება ბევრი მეგობარი, რომ ვიყო ბედნიერი. უბრალოდ მჭირდება ადამიანები, რომლებიც მიყვარს იყვნენ ჩემ გვერდში"

    #Respect.

    რას ვერჩი? კარგი ბიჭია.

  • angel from paradise თქვა:
    9 აპრილი 2013 13:53 - ID: 32,
    ინტერვიუ წავიკითხე და რომ ვიცოდე რომ ეს მისი სიტყვებია ალბათგამიკვირდებოდა მისგან თუმცა არ არის wink სურათებს არაუშავდა მაგრამ მკლავზე ამუსვირინგებული ბუ ცოტა ვერ მივხვდი wink

  • MariamiXD თქვა:
    9 აპრილი 2013 13:03 - ID: 31,
    love რატოოა ასეთი სიმპატიუურიი ბლიინ !!

  • ale თქვა:
    9 აპრილი 2013 09:35 - ID: 30,
    და ამ ყველაფრიდან რაც ჩამოთვალა სელენას რომელი ქონდა ?

  • Gia Carangi თქვა:
    9 აპრილი 2013 01:16 - ID: 29,
    ციცოცქლე, ციკვარულებეე და ათასი ენის მოჩლეფვა არაა მაგრამ მეცოდება რატომღაც... :((( ზოგჯერ ისეთ სისასტიკეებს ამბობენ, მაგალითად ღმერთო ეს წაიყვანე და მაიკლ ჯექსონი დაგვიბრუნე და რაღაცეები.... არ ვემხობი ეგეთ სასტიკობებს, თუმცა ჯასტინ ბიბერის ფანკლუბში რომ არ ვეწერები იმედია გამიგებთ... =)))))))))))

  • sofii თქვა:
    8 აპრილი 2013 22:47 - ID: 28,
    ar momwons shemoqmeedeba arc garegnulad momwons didad magram poersonalurad rasac vukvirdebi cudi adamiani ar aris amitom arafers verchi :)))

    ise yvela fotoshi ertnairi sacodavi gamometyveleba rato aqvs ver vxvdebi :D

  • Scouser Kate თქვა:
    8 აპრილი 2013 22:44 - ID: 27,
    ვა რა ანგელოზების სასტავი გაიჩითეთ ვისაც რას უნდა იმას იტყვის და ვისაც უნდა გალანძღავს და აგინებს რა wink

  • Sofiya Cule თქვა:
    8 აპრილი 2013 22:36 - ID: 26,
    მე არ მძულს ჯასტინი,გარეგნობა მშვენიერი აქვს და რატომ უნდა სძულდეს ადამიანს როცა არაფერი არ დაუშავების მისთვის.

  • dalalo123 თქვა:
    8 აპრილი 2013 21:55 - ID: 25,
    კონცერტებზე:
    "მინდოდა გამეკეთებინა რაღაც განსხვავებული, რაღაც ისეთი, რაც ხალხს დაამახსოვრდებოდა. <<<<< არ შემეძლო ამაზე სცენაზე რწყევა არ გამხსენებოდა lol მაგრამ ისე რას ვერჩი მე არაფერს მიშავებს ამიტომ არც მძულს და არც მიყვარს, არის და იყოს რა ჩემი საქმეა .

  • FsT.FrEe თქვა:
    8 აპრილი 2013 21:30 - ID: 24,
    რასაყვარელიაა რასერჩიან ამ ბიჭს ვერ ვხვდები

    სიმპატიურიი

  • Ggvantsa თქვა:
    8 აპრილი 2013 21:25 - ID: 23,
    ფოტოებში რას ტიპოოობს lol არ მესმის რატო სძულთ საყვარელი, ლამაზი ბიჭია smile

  • forever alone თქვა:
    8 აპრილი 2013 20:41 - ID: 22,
    საერთოდ ჯასტინი მომწონდა მაგრამ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ უფრო სხვა თვალით შევხედე და მისი ბევრი დადებითი თვისება ვიპოვე

  • bla. თქვა:
    8 აპრილი 2013 20:35 - ID: 21,
    Nanuka.,
    ვაიმე კარგი ხოო რთულია თარგმნა მაგრამ რო თარგმნი მერე მაინც რომ გადაავლო თვალი არაააა? ზედმეტი არ მოგივიდეს იმიტო რომ საკმაოდ ნორმალურად მიგითითე და ნორმალურად მიპასუხე თუ შეგიძლია
    :)


    Nanuka.,
    ინგლისურიდან ქართულზე სიტყვა-სიტყვით არ უნდა თარგმნო .
    რას ამბობ მეც ეგ არ ვთქვი? პირდაპირაა ნათარგმნი ძეტკა :)

  • koko :)) თქვა:
    8 აპრილი 2013 19:58 - ID: 20,
    double facepalm

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top