;

8 April 2013      Hermione...♥     Views 3375    
Category: Stars

ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
ფაქტები ჯეიმს ფრანკოზეფაქტები ჯეიმს ფრანკოზეფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
რთული წარმოსადგენია, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ უნიჭიერეს მსახიობსა და სექს-სიმბოლოს, ოსკარის ნომინანტ ჯეიმს ფრანკოს სულ მალე 35 წელი შეუსრულდება. ვარსკვლავი არა მხოლოდ პროფესიონალი არტისტი და მილიონობით ქალბატონის გულთამპყრობელი, არამედ საკმაოდ ერუდირებული ადამიანიცაა, რომელიც ფენომენალური გარდასახვის უნარითა და ორიგინალური გამონათქვამებით გამოირჩევა.
ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე

სრული სახელი: ჯეიმს ედუარდ ფრანკო
დაბადების თარიღი: 1978 წლის 19 აპრილი
დაბადების ადგილი: კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი, რეჟისორი, მწერალი


ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე

* ფრანკოს სიმაღლეა 1.80 მ.

* ვარსკვლავის მეტსახელია ტედი (Teddy).

* ჰყავს 2 უმცროსი ძმა, ტომი და დეივი.

ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
* სკოლაში სწავლის პერიოდში, ჯეიმსს სპეციალური პრიზი გადასცეს საუკეთესო ღიმილისათვის.

* თავისუფალ დროს გატაცებულია ხატვით.

* ხშირად თამაშობს ისეთ პერსონაჟებს, რომლებსაც არასახარბიელო წარსული ჰქონდათ.

ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
* სწავლობდა ლოს-ანჯელესისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.

* 2002 წელს ოქროს გლობუსი მიიღო ჯეიმს დინის როლის შესრულებისათვის ამავე სახელწოდების სერიალში.

* 2009 წელს ფრანკო ჰოლივუდის 40 ყველაზე სიმპათიურ მამაკაცთა სიაში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე წელს, იგი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს.

ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
* ტობი მაგუაიერი ჯეიმსის ახლო მეგობარია, რომელთან ერთადაც ვარსკვლავმა ადამიან-ობობაში შეასრულა ჰარი ოზბორნის როლი.

* ვიზუალურად ხშირად ამსგავსებენ ჯეიმს დინსა და ჰეიდენ კრისტენსენს.

* ჰყავს კადილაკისა და ასტონ მარტინის მარკის ავტომობილები.

ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
* ფრანკო კომპანია Rabbit Bandini Productions-ის მფლობელია.

* ჯეიმსის საყვარელი წიგნებია უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონი", ჯეიმს ჯოისის "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" და მარსელ პრუსტის "დაკარგული დროის ძიებაში".

* წარდგენილი იყო ოსკარზე მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში 127 საათი.

ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე

* რამდენიმე თვის წინ, ფრანკომ სოციალური ქსელში ჯასტინ ბიბერის სინგლის, Boyfriend-ის პაროდია ატვირთა, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, ჯეიმსი იძულებული გახდა, რომ ვიდეო წაეშალა, მაგრამ მის თაყვანისმცემლებს უკვე მოესწროთ პაროდიის გადარჩენა. ალბათ, მკითხველთა უმეტესობა დამეთანხმება, რომ ორიგინალისაგან განსხვავებით, სიმღერის ფრანკოსეული ინტერპრეტაცია ბევრად უფრო შთამბეჭდავი და სასაცილოა რასაც ისიც ამტკიცებს, რომ პაროდიამ ბიბერის თაყვანისმცემლების გარდა, ყველასგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.



* მაყურებელი ზაფხულში ჯეიმსის მორიგი ფილმის, This Is The End-ის გამოსვლას ელის.
ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე

ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე
ფაქტები ჯეიმს ფრანკოზე


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top