;
9 აპრილი 2013      Johnny depp     16 კომენტარი     ნანახია 4511-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

"გამოცანა უმშვენიერესი რამაა. როცა არ იცი და ვერ გათვლი წინასწარ – ეს საჩემოა, ნამდვილია და არა გამოგონილი’’.

კოლეგები "მათი თაობის გენიოსს" უწოდებენ. მერილ სტრიპი თანამედროვეობის უდიდესი მსახიობია - სამჯერ გახდა ოსკარის ლაურეატი და რეკორდსმენია ნომინაციების რაოდენობით. ამ ყველაფერს კი დაუღალავი შრომითა და თანდაყოლილი ნიჭით მიაღწია.ახალგაზრდობაში თურმე ძალიან წუხდა თავისი გარეგნობის გამო, რადგან ლირიკული როლისთვის შეუფერებელი გარეგნობა ჰქონდა. გამხდარი, ახლომხედველი, უსწორმასწორო კბილებითა და გრძელი ცხვირით - "ჩემს ანარეკლს რომ ვუყურებდი, მეგონა, მოწყენილი თევზი მიმზერდა" - ასე აღწერდა წლების შემდეგ თავის გარეგნობას მსახიობი.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

— თქვენ თაობის მთავარ მსახიობად გთვლიან, გავნოთ დიდებამ?..

— დიდებას არ შეუძლია იმ ადამიანის გაფუჭება, რომელიც დღესაც თვითონ აუთოვებს თავის თეთრეულს. ეს ზედატანიც თვითონ დავაუთოვე.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

— რატომ უნდა აუთოვოთ?!

— უბრალოდ, ძალიან წუნია ვარ. არა მგონია, ვინმეს ჩემზე უკეთესად გაეუთოვებინა. ჩემი ქალიშვილის გარდა, რა თქმა უნდა. მაგრამ თავადაც შემიძლია ამის გაკეთება, მომწონს, ამ დროს ფიქრის ვახერხებ.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

— იმ მერილ სტრიპს თუ ცნობთ, 20 წლის წინ გადაღებულ ფილმებში რომ არის ?

— თავიდან ვფიქრობ: ,,ღმერთო ჩემო, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან მსუქანი ვარ, რატომ?’’ მერე ვფიქრობ, როგორი ახალგაზრდა ვიყავი–მეთქი. მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა ისევ ის ადამიანი ვარ, 20 წლის წინანდელი. ჩემს შიგნით დიდ სხვაობას ვერ ვამჩნევ.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- როგორ წარმოგიდენიათ საკუთარი თავი რეჟისორი ამპლუაში?

მე და რეჟისორი? ამჟამად შეუძლებელია. როდესმე იქნებ გამოვიდეს. ვიცი, რომ ცხოვრების 2 წელიწადს წამართმევს
დადღე-ღამე უნდა გავასწორო. მე თუ მკითხავთ, აშშ-ის პრეზიდენტობისა და ნიუ-იორკის მერობის შემდეგ ყველაზე
რთული პროფესია რეჟისორობაა. ყველა პასუხს და ყველა პრობლემის გადაჭრას ელის შენგან. ყოველთვის საკადრის
სიმაღლეზე უნდა იყო. ეს კი ჩემი ძლიერი მხარე სულაც არაა. სრულიად არაორგანიზებული ადამიანი ვარ. კი ვცდილობ,
თავი მოვაბა ყველაფერს, მაგრამ საუკეთესოდ არ გამომდის. კიდევ მინდა, დედას ვგავდე. არასდროს კარგავდა იმედს,
ხალისს, ყოველთვისკარგ ხასიათზე იყო და სულ ხუმრობდა საკუთარ თავზე. ნიჭი, უყურო საკუთარ თავს იუმორით
- ჩემთვის ყველა ღირსების ტოლფასია’’.


ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- რამ შეიძლება გააღიზიანოს მერილ სტრიპი ?

-ძალიან არ მიყვარს როცა დაჟინებით მაკვირდებიან და მათვალიერებენ. არც ზემოდური კაბებით კეკლუცობა
მხიბლავს.სიტყვით გამოსვლას ხომ საერთოდ ვერ ვიტან! არაა ჩემში ის აუცილებელი ნივთიერება, გლამურს რომ
უწოდებენ. ჰო, ხალხში გასვლა მიხდება ხოლმე, მაგრამ... ეს ჩემი ყველაზე საყვარელი კოჟრია, რადგან სწორედ
ამას შევცვლიდი ჩემს ხოვრებაში. ერთხელ დედამ მითხრა: ,,რატომ არ შეგიძლია, უბრალოდ დატკბე პროცესით?
ვინ არ გაწირავდა თავისმარჯვენას, ოღონდ შენს ადგილას მოხვედრილიყო ,,ოსკარის” პრემიაზეო! მაგრამ, ჩემთვის
ეს გამოცდაა. სახლში ყოფნამომწონს. ცერემონიების ნახვა კი ტელევიზორში მირჩევნია. თანაც ორი ,,ოსკარი” უკვე
მაქვს, მესამის გაჩენა საეჭვოა. რატომ? რადგან ეს იმ ფილმის განმეორებით ჩვენებას დაემსგავსება, რომელიც ორჯერ
უკვე ნახეს, - “ო, ისევ ის!”.


ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

-რამდენად ხშირად კითხულობთ წიგნებს ?

- სიმართლე. რომ გითხრათ მე არ მაქვს იმდენი თავისუფალი დრო , რომ წიგნები ვიკითხო თუმცა როდესაც თაფისუფალი დრო გამომიჩნდება ჩემი სასურველი თემა ყოველთვის გლობალურ დათბობებსა და ბუნებრივ გადატრიალებებს ეხება, რატომღაც ძალიან მიყვარს და ვინტერესდები ამით

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდით ?

- არ ვიცი , ალბათ იმიტომაც ვარ მსახიობი რომ არ მქონდა სხვა ინტერესი .

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- გერქვას მსახიობი, ეს რას ნიშნავს თქვენთვის

-მსახიობობა ჩემთვის პროფესიაზე და შემოსავლის წყაროზე უფრო მეტია, ეს ხო ჩემი ცხოვრებაა რაც სიცოცხლის ძალას მაძლევს, რის გამოც მიხარია ახალი დღის დაწყება რის გამოც მიხარია ზოგადად ცხოვრება. მსახიობობა ჩემთვის მეტია ვიდრე ყველაფერი სხვა რამ

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

-რამდენად ხშირად ამზადებთ სახლში საჭმელს და მოგწონთ თუ არა სამზარეულოში ტრიალი ?

-იცით რაშია საქმე ზოგჯერ შენი ტკივილი და პრობლემები გავიწყდება, როცა რაიმეთი ხარ დაკავებული . მეც ხშირად მქონია შემთხვევა როცა სამზარეულოში შევსულვარ საქმის კეტება დამიწყია და თითქოს იმ მომენტში პრობლემებიც მავიწყდებოდა ვთვლი რომ ეს კარგია განთტვირთვისთვის. რამდენად ხშირად ვარ სამზარეულოში ? ეს მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული ხან მიყვარს იქ ტრიალი ხანაც ძალიან ვიღლები და თავს ვანებებ საქმეს.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- მართალია, რომ ტეტჩერის როლის შესრულებისას, მისი ინტონაციის გათავისება ძალიან გაგიჭირდათ?

- ტეტჩერის ინტონაციის გამეორება ძალიან მარტივია. მთავარია, მისი საუბრის მანერის გადმოცემაა - როგორ მართავდა საკუთარ სუნთქვას საუბრისას და როგორ ფლობდა ხმას, რათა მამაკაცებს სათანადოდ მოესმინათ მისთვის. თანაც რამდენ მამაკაც-, პარლამენტში ხომ ქალები არ იყვნენ.როცა მისი როლი მასობრივ სცენაში პირველად შევასრულე, ვიგრძენი, რას ნიშნავს 300 მამაკაცის გარემოცვაში ყოფნა. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვისმენდი მის გამოსვლებს და მასთან ერთად ვიმეორებდი წარმოთქმის მანერას. თურმე ტეტჩერტს წარმოთქმის ხელოვნებაში ლოურენს ოლივიე ეხმარებოდა. ოლივიე მისთვის გაკვეთილებს სამეფო თეატრში მართავდა.


ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

-ტეტჩერის თამაში მისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში გიწევთ - 49 წლიდან 86 წლამდე, მაგრამ ფილმი იწყება სცენით, სადაც მოხუცი, ავადმყოფი ქალი ჩანს. მართლაც დიდი გამბედაობაა ამ ასაკში ცოცხალი ადამიანის როლი შეასრულო. ასეთი დატვირთული გრიმი ხელს არ გიშლიდათ თამაშში?

- ის ნიღბები, რომლებიც თავისი საქმის გენიოსმა მარკ კულერმა დაამზადა, იმდენად მსუბუქი იყო, სახეზე ვერც ვგრძნობდი. გრიმიორების ორსაათიანი მუშაობის შემდეგ, სარკეში ჩავიხედე და დავინახე მოხუცი ქალი, რომელიც თითქოს ჩემი ოჯახის წევრს გავდა. ნუ დაივიწყებთ, რომ კარიერა თეატრის მსახიობობით დავიწყე, სადაც გრიმს მაშინ გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ "რკინის ლედის"მიმართ?

- ამ როლზე იმიტომ არ დავთანხმებულვარ, რომ ტეტჩერის შეხდულებებს ვიზიარებ. მე ის, როგორც ქალი და როგორც პიროვნება მაინტერესებდა. მის დღის რეჟიმს გავეცანი, რასაც ის 12-წლიანი მუშაობის განმავლობაში იცავდა. ამ ქალისთვის 10-წუთიანი დასვენებაც კი დროის ფუჭი კარგვა იყო. მეც მთელი ცხოვრება ვმუშაობ, მაგრამ გადაღებებს შორის თვეების განმავლობაში შინ ვარ, მეუღლისა და შვილების გვერდით. ვერ წარმომიდგენია ასეთ ჯოჯოხეთურ გრაფიკს, დედის მოვალეობები როგორ უნდა შეუთავსო. არა მგონია, ტეტჩერი ბედნიერი დედა ყოფილიყო, თუმცა ეს ჩემი განსასჯელი არაა. ფენომენალური ხასიათი, ძალა და ნებისყოფაა საჭირო, რომ ჯერ პარტიის ლიდერი გახდე, შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავო და ყველა შენს წინამორბედზე მეტი ხნით შეინარჩუნო უმაღლესი ხელისუფლება. რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ ტეტჩერის პოლიტიკური გადაწყვეტილებების სისწორეზე, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ამ ქალით. სრულიად ბუნებივია, რომ მას, როგორც დიდ პოლიტიკოსს, ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. მარგარეტი ხშირად იმეორეობდა, რომ ხალხს სასტიკი გადაწყვეტილებების გამო სძულდა, მაგრამ მომავალი თაობები მადლობას ეტყოდნენ. სწორედ ასე უნდა მსჯელობდეს ლიდერი. სწორედ ასე ფიქრობენ დედებიც - შეიძლება სიმკაცრის გამო შვილმა ჩემს მიმართ სიძულვილი იგრძნოს, მაგრამ მერე ჩემს სიმართლეში დარწმუნდება და მადლობასაც მეტყვისო. მე ერთადერთი რამ მაინტერესებდა, როგორ აისახებოდა მისი პოლიტიკური ნაბიჯები მის შინაგან სამყაროზე. ღმერთო, რა მტანჯველია, როცა უამრავ ხალხს ნამდვილ სიკვდილზე უშვებ (მაგალითად, არგენტინაში ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტში) ღამით კი თავი ბალიშზე უნდა დადო და დაიძინო. ამ როლის მერე ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დემოკრატიული ფრთის ლიდერი არ ვარ.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- როგორი გმირის თამაში გირჩევნიათ, გამოგონილი პერსონაჟების თუ რეალური პროტოტიპების.

- "რკინის ლედის" უდიდეს ნაწილში ისეთ გმირს ვთამაშობ, ვისაც თქვენ არ იცნობთ, რადგან ქმრის სიკვდილის შემდეგ გადატანილი ინსულტებისგან დაავადებული ტეტჩერი საზოგადოებას არ უნახავს. ასე რომ, პრაქტიკულად გამოგონილი გმირის თამაში მიწევს. ეს გარემოება როგორც მსახიობს, უფრო მეტ თავისუფლებას მანიჭებს. ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში, როგორც წესი, ბევრი საიდუმლო მხარეა. ძალიან მომწონს უჩვეულო ქალებად გარდასახვა, თუნდაც მათთან საერთო არაფერი მქონდეს.


ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

-თქვენი აზრით ბედნიერება რით განისაზღვრება ?

- ბედნიერებას მრავალი ცნება აქვს 100 ადამიანი რომ დააყენოთ ყველა განსხვავებულ და საკუთარ მიზეზს გეტყვით ბედნიერების გასანმარტად. ალბათ ბედნიერებაა ის წამი როცა ხვდები რომ გყავს მყარი ოჯახი, გაქვს საკვები და სახლი. გაქვს სამსახური. ყველაფერი ადამიანური ბედნიერებაა. ზოგადად ვფიქრობ რომ ადამიანს სულ ცოტა ჭირდება ბედნიერებისთვის.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- ოდესმე შეგშინებიათ თქვენი როლის ?

-ადამინს ვინც მისთვის საყვარელ საქმეს აკეტებ არ უნდა ეშინოდეს მისი . შეიძლება კომფერენციაზე ან პრემიერაზე შემეშინდეს რამის , თუმცა გადასაღებ მოედანზე არა, რადგან იქ ჩემი ცხოვრების გზა მიდის თუ ამ გზაზე მიმავალი შენიებული იქნები უბრალოდ არაფერი გამოვა ერთ დრესაც გზიდან გადავარდები და ყველაფერი დამთავრდება.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

-ძველებურად გაღელვებთ საპატიო ჯილდოები? (ოსკარი ოქროს გლობუსი და ა.შ )

- ყოველთვის ახალგაზრდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა ნომინანტებს შორის მასახელებენ. დაუჯერებელია, კოლეგები ისევ და ისევ მასახელებენ "ოსკარის" პრეტენდენტად. კიდევ უფრო დაუჯერებელია, რომ დღემდე მაღელვებს, მოვიგებ თუ ვერა ამ ჯილდოს. ძალიან კარგად მახსოვს, პირველად რომ ავედი სცენაზე ოქროს ქანდაკების მისაღებად. იმ დროს მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ-მინისტრად ახალი არჩეული იყო. ცერემონიას კი ლოურენს ოლივიე, გრეგორი პეკი და ბეტ დევისი ესწრებოდნენ... ისინი სულ ახლოს ისხდნენ ჩემთან, წარმოგიდგენიათ?

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- როგორ ემზადებით ხოლმე ამ დიდი ჰოლივუდური დღესასწაულისთვის?

- კაბის არჩევაზე ყველაზე მეტს ვნერვიულობ. ძალიან მოქმდებს ჩემს ნერვებზე ლოდინის მომენტიც - დამასახელებენ თუ არა. სანამ ჩემი ნომინაციის გამოცხადების დრო მოვა, რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევას ვასწრებ, რომ ცოტათი მოვდუნდე. ძალიან ვწუხვარ იმ დროზე, როცა "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ტრანსლირება ტელევიზიით არ ხდებოდა. მაშინ ეს ცერემონიები ნამდვილი დღესასაწაული იყო, სადაც შესანიშნავად მოლხენაც შეიძლებოდა. ცერემონიები პატივის გარდა, ტვირთიც არის ჩემთვის. ერთადერთი, რაც ამ დროს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ძველ ნაცნობებთან შეხვედრაა. რადგან ლოს-ანჟელესში არ ვცხოვრობ, მეგობრების ნახვას ხშირად ვერ ვახერხებ.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- ასაკი თქვენთვის დაბრკოლებას სულაც არ წარმოადგენს, მას არც კი მალავთ.

- რა თქმა უნდა, შესანიშნავად ვამჩნევ სიბერის ნიშნებს - საკუთარ თავსაც და სხვა ქალებსაც. მაგრამ სახის "გაყინვა" სასაცილოდ მეჩვენება. ლოს-ანჯელესში ბევრია ასეთი ადამიანი - გაყინული სახეებით, რომლებიც არაფერს გამოხატავენ. მადლობა ღმერთს, მე სრულიად საპირისპირო როლები მხვდება. მახსოვს, 40 წლის რომ გავხდი, მეუღლე ვკითხე: "რა ვქნა ახლა? შენ ხომ გესმის, ყველაფერი დამთავრდა". თუმცა მას შემდეგ მრავალი საინტერესო როლი ვითამაშე. რამდენიმე წლის წინ ისეთი როლი შემხვდა, რომლის განსახიერებაც მხოლოდ 60 წლის ქალს შეუძლია. მხედველობაში მაქვს ფილმი "მარტივი სირთულეები", სადაც პარტნიორობას ალეკ ბოლდუინი მიწევდა. ამ ფილმში ჩემი გმირი 60 წლის ასაკში წყვეტს, ვინ აირჩიოს - ყოფილი მეუღლე თუ ახალი თაყვანისმცემელი. თავად განსაჯეთ, განა 40 წლის ქალს შეუძლია სერიოზულად დაინტერესდეს ამ საკითხით?

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

ჰოლივუდში ყველა ერთმანეთს შორდება. რაშია თქვენი 34-წლიანი ქორწინების საიდუმლო?

- საიდუმლო? წარმოდგენა არ მაქვს. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ დონი მსახიობი არ არის. გამოდის, რომ თუ ბედნიერი გინდა იყო, მოქანდაკეს უნდა გაყვე ცოლად. დონს ესმის, რომ ყოველთვის, როდესაც მსახიობი რაიმე როლს თამაშობს, ეშმაკთან დებს გარიგებას. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ქმარი, მაგალითად, ადვოკატი რომ ყოფილიყო, შეძლებდა თავის შეკავებას, როდესაც მე, ფაქტობრივად, ჭკუიდან გადავდივარ. დონს კი ესმის - ჩემს ამ მდგომარეობას მასთან კავშირი არა აქვს. ზოგჯერ ის თავადაც არის ასეთ მდგომარეობაში - შემოქმედების პროცესში. ფსიქოთერაპევტთან არასდროს მივსულვარ. ორი შესანიშნავი რძალი მყავს (მაზლების ცოლები) - ჩვენ დებივით ვართ. მყავს ასევე უნივერისტეტის დროინდელი მეგობრები. წელიწადში ორჯერ რომელიმე კურორტზე მივდივართ და იქ მასაჟისა და სპა-პროცედურების დროს ,ერთმანეთს ფსიქოთერაპევტის მაგივრობას ვუწევთ. საშინლად ჟღერს, არა? კოშმარია, მაგრამ ეს სიმართლეა.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- იყო წამყვანი მსახიობი, პასუხს აგებდე ფილმის წარმატებზე და ამ ყველაფრის პარალელურად ოთხ შვილს ზრდიდე, ალბათ ძალიან რთულია.

- ყოველთვის დეტალურად ვინტერესდები იმით, თუ როგორ შევძლებ ფილმში ისე გადაღებას, რომ არც ჩემი ოჯახი დავაზარალო და ნაკისრი ვალდებულებებიც პირნათლად შევასრულო. სწორედ ამაშია ჩემი ბედნიერი ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების საიდუმლო. დაგეგმვა, დაგეგმვა და კიდევ ერთხელ დაგეგმვა. საორგანიზაციო უნარ-ჩვევები, თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, ბრწყინვალედ მაქვს გამომუშავებული. რა თქმა უნდა, ჩემგან ბიზნესლედი არ გამოვა - ამ სფეროში არაფერი გამეგება და ამის სურვილიც არ მაქვს, - მაგრამ "საშინაო ბიზნესს" წარმატებით ვუმკლავდები.
შემიძლია და მიყვარს კიდეც უკან დახევა და ახლობელი ადამიანებისთვის გზის დათმობა. რეალურ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვიცი და ისიც ვიცი, რის გამო ვუყვარვარ ჩემი ოჯახის წევრებს. იმის გამო სულაც არა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ვარ და მთელი სამყარო, თითქოს, ჩემს გარშემო უნდა ტრიალებდეს.


ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

- გინდათ საკუთარ თავში რაიმის შეცვლა ?

— დიახ, ვისურვებდი, უფრო მარტივად მიმეღო ყველაფერი, რაც ხდება.მოკლედ, მოვლენებზე მარტივ რეაქციას ვისურვებდი. კიდევ - ბევრ ჩემს მოვალეობას დამხმარეებს გადავაბარებდი, მაგრამ, მგონი არასდროს გამომივა, რადგან ყველაფრის გაკეთება თავად მსურს! მხოლოდ მაშინ ვხვდები, სად, რა და რატომ ხდება. არ შემიძლია ირგვლივ ყველაფერი არ ვაკონტროლო.კიდევ იმით ვირთულებ ცხოვრებას, რომ კომპიუტერის გამოყენება არ ვიცი. წერილებს ხელით ვწერ. ალბათ ასეთი უნარ-ჩვევებისთვის გენების არასწორი ნაკრები მაქვს. ასისტენტი კი მყავს, მაგრამ ყველაფერს ვერ გავაკეთებინებ. რატომ? ოჯახში უფროსი ვიყავი. პასუხს ორ ძმაზე ვაგებდი. ახლა თვითონ მყავს 4 შვილი, ასე რომ ცოტა რამეა შეცვლილი. მოვალეობების გადაბარება მომწონს, მაგრამ ამის გაკეთება თავს ვერაფრით ვაიძულე. ვის მოუნდება, ჩემს ბავშვებს კბილის ექიმთან წასვლა შეახსენოს, გაიგოს, რა თქვა ექიმმა, შეამოწმოს დღიურები, დარეკოს მასწავლებლებთან, გაარკვიოს, ვინ იჩხუბა და ვინ იცელქა?!’’.

ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან
ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან ამონარიდები მერილ სტრიპის ინტერვიუებიდან

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

16


  • salYyY თქვა:
    11 აპრილი 2013 13:58 - ID: 16,
    მთავარზე რაც ეყენა მაინც იმენაა მაგრაად ვგავარ ..

  • buzguna gogo თქვა:
    11 აპრილი 2013 00:03 - ID: 15,
    მიყვარს ძალიააააააან love

  • Mari Glonti თქვა:
    10 აპრილი 2013 22:35 - ID: 14,
    თაკო ბრწინალე ნასრომია და ეს გიფები ზუსტად შეესაბამება თითოეულ ამონარიდს:დ love
    ბედნიერებას მრავალი ცნება აქვს 100 ადამიანი რომ დააყენოთ ყველა განსხვავებულ და საკუთარ მიზეზს გეტყვით ბედნიერების გასანმარტად. ალბათ ბედნიერებაა ის წამი როცა ხვდები რომ გყავს მყარი ოჯახი, გაქვს საკვები და სახლი. გაქვს სამსახური. ყველაფერი ადამიანური ბედნიერებაა. ზოგადად ვფიქრობ რომ ადამიანს სულ ცოტა ჭირდება ბედნიერებისთვის.----ეს განსაკუთრებიტ მომეწონა სრული ჭეშმარიტებაა love
    ძალიან საყვარელი პირდაპირი და უშუალო ადამიანი ჩანს love გამარჯვებულად დასახელებისას რა გაკვირვებული სახე აქვს ხოლმე:D

  • Ana smiley თქვა:
    10 აპრილი 2013 18:35 - ID: 13,
    უნიჭიერესიი და არაჩვეულებრივი მსახიობიი მეტის თქმა არც შემიძლიაა love

  • candyyy თქვა:
    10 აპრილი 2013 17:07 - ID: 12,
    უუუუმაგრესი ქალია,ყველა ასპექტში)))))))))))

  • im888 თქვა:
    10 აპრილი 2013 10:52 - ID: 11,
    10 წუთი ვფიქრობდი რა დამეწერა კომენტარში, უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ იმდენად აღფრთოვანებული ვარ მისით როგორც ადაიანი, ქალი და რაც მთავარია მსახიობი!

  • BoTuKa თქვა:
    10 აპრილი 2013 00:58 - ID: 10,
    love

  • beonce თქვა:
    9 აპრილი 2013 23:31 - ID: 9,
    მაგარი ქალია რა! უნიჭიერესი! love

  • katokato თქვა:
    9 აპრილი 2013 23:08 - ID: 8,
    მადლობა ავტორს სრულყოფილი სტატიაა, ვგიჟდები ამ ქალზე თან როგორ ეტყობა რომ ჰოლივუდური სენით არაა შეპყრობილი ძალიან უბრალოა თან ცოტაა ჰოლივუდში ასეთი მყარი ოჯახები 34 წელი ერთ კაცთან ხუმრობა აღარაა

  • Pink Floyd Fan თქვა:
    9 აპრილი 2013 21:58 - ID: 7,
    უნიჭერესი ქალია

  • Tatia_M. თქვა:
    9 აპრილი 2013 21:17 - ID: 6,
    განუმეორებელია love

  • ani_1008 თქვა:
    9 აპრილი 2013 20:31 - ID: 5,
    ვგიჟდები ისე მიყვარს love აი მსახიობი ეს ქალია !!

  • barsutka))) თქვა:
    9 აპრილი 2013 20:13 - ID: 4,
    მსახიობიიიი ლეგენდაააა love
    ძაან მაგრააა მიყვაარს და ძაან ვაფასეებ love

  • NiNi_N თქვა:
    9 აპრილი 2013 19:51 - ID: 3,
    ჩემი ქალი love როგორ მიყვარსსს...აუ ის გიფები მომეწონა And The "....." Goes To Meryl Streep love
    კარგი სტატიაა love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    9 აპრილი 2013 19:44 - ID: 2,
    ძალიან მიყვარს მერილი, ულამაზესი და უნიჭიერესი პიროვნებააა <33 შესანიშნავი ნიუსია love

  • Johnny depp თქვა:
    9 აპრილი 2013 19:41 - ID: 1,
    აი ესეთ თბილ ჩახუტებაზე ვოცნებობ.. უბრალოდ ძალიან მიყვარს, უსაყვარლესი ადამიანია საოცრად ნიჭიერი რომ არის ეგ ყველამ კარგად ვიცით. სასცილო, სასიამოვნო,კეთილი არ ვიცი რა ეპითეტებით შევამკო. ძალიან მიყვარს გუშინ შემთხვევით გავიგე ესეთი ფრაზა"მერილ სტრიპი გარდაიცვალა" ვიღაცას მარგარეტ ტეტჩერში არაევია, იმ მომენტში უცებ გავფიტრდი. მოკლედ ძალიან კარგი ადამიანია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top