;
9 აპრილი 2013      -Diana-     11 კომენტარი     ნანახია 2013-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მამაკაცი

დენიელ ქრეიგი დენიელ ქრეიგი
დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი არის ინგლისელი მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა ჯეიმს ბონდის როლის შესრულებით (2006 წლიდან დღემდე). მისი პირველი ფილმებია: Elizabeth, The Power of One და A Kid in King Arthur's Court, ხოლო სატელევიზიო როლები - Sharpe's Eagle და Zorro. საერთაშორისო პოპულარობა და წარმატება დენიელმა ჯეიმს ბონდის (Casino Royale) როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ამ როლისთვის კი ის წარდგენილი იყო BAFTA-ს ერთ-ერთ ნომინაციაზე. მან მთავარი როლი შეასრულა ჯეიმს ბონდის სამ ნაწილში: Casino Royale, Quantum of Solace და Skyfall-ში. სქაიფოლის პრემიერა 2012 წელს შედგა, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე მაღალშემოსავლიანი ნაწილია ჯეიმს ბონდის ფილმებისა. ამავდროულად წარმატება მოუტანა ფილმმა '' გოგონა დრაკონის ტატუთი '', სადაც მას პარტნიორობას უწევს ამერიკელი მსახიობი რუნი მარა. დენიელმა მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში
დენიელ ქრეიგი დენიელ ქრეიგი
დენიელის მშობლები განქორწინდნენ, როცა 4 წლის იყო. დედამისი ხელოვნების მასწავლებელი იყო. დენიელს ყავს და ლეა ქრეიგი

მისი დებიუტი სკოლის სპექტაკლში - 'Oliver!' შედგა, როცა 6 წლის იყო. ამის შემდეგ ითამაშა სპექტაკლებში: 'რომეო და ჯულიეტა' და 'კონკია'. 1988 წელს გილდჰოლის მუსიკისა და დრამის სკოლაში განაგრძო სწავლა, სადაც ევან მაკგრეგორიც სწავლობდა

2004 წლის ფილმ 'Layer Cake'-ში დენიელის ბრწყინვალე შესრულებამ დააინტერესა ჯეიმს ბონდის შემქმნელები, რომლებიც პირს ბროსნანის შემცვლელს ეძებდნენ. როგორც ერთ-ერთი ბრიტანული გაზეთი იუწყება, თავიდან დენიელი არ დათანხმდა ჯეიმს ბონდის როლის შესრულებას, რადგან ჯერ ფილმის სცენარი დაწერილი არ იყო, დენიელი კი სცენარის წაკითხვის გარეშე გადაწყვეტილება ვერ მიიღებდა. მაგრამ ბოლოს პირს ბროსნანმა დაარწმუნა, რომ ფილმში მიეღო მონაწილეობა
დენიელ ქრეიგი დენიელ ქრეიგი დენიელ ქრეიგი დენიელ ქრეიგი
დენიელის საუკეთესო მეგობრები სუპერმოდელი კეიტ მოსი და მსახიობი ნიკოლ კიდმანია

მისი მთელი სამსახიობო კარიერის განმავლობაში დენიელს შვიდი ჯილდო აქვს აღებული

2006 წელს ჟურნალმა Esquire დენიელი წლის საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცად დაასახელა. 2007 წელს ჟურნალ Elle-ს ფრანგულმა გამოცემამ 15 ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა, სადაც დენიელი მე-7 ადგილს დასჯერდა.
დენიელ ქრეიგი

სკოლაში რაგბის თამაშობდა

პირველი ჯეიმს ბონდის ფილმი, რომელიც მან ნახა იყო როჯერ მურის შესრულებით 'Live and Let Die'. მან ფილმს მამასთან ერთად კინოთეატრში უყურა

მიუხედავად იმისა, რომ უთამაშია ისეთ ფილმებში როგორებიცაა ''Layer Cake' (2004), 'Quantum of Solace' (2008) და 'Casino Royale' (2006), სადაც ხშირად დაუჭერია იარაღი, ჟურნალ OK!-თან ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან ეშინია ნებისმიერი სახის იარაღის
დენიელ ქრეიგი

მანამ სანამ, ფილმში ''კოუბოები და უცხოპლანეტელები'' გადაიღებდნენ ის ყოველ დილით კირითობდა და უყურებდა ძველ ფილმებს, რომლებიც კოუბოებე იყო, ამავდროულად ცდილობდა კარგად ესაუბრა ამერიკული აქცენტით

როდესაც დენიელს ჰკითხეს, თუ რომელმა მსახიობმა შეასრულა ყველაზე კარგად ჯეიმს ბონდის როლი, დენიელმა შონ კონერი დაასახელა, ხოლო ჯეიმს ბონდის საუკეთესო მეგობარ გოგონად დაიანა რიგი დაასახელა და თქვა - 'she was the one Bond girl who was nearly bigger than the movie.'

დეიელი ფილმებში ყველა ტრიუკს თვითონ აკეთებს, მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის ეშინია

2008 წელს მისი ცვილის ფიგურა გააკეთეს
დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

კატეგორია: ვარსკვლავები, მამაკაცი
Tags:

11


  • zula თქვა:
    12 აპრილი 2013 10:05 - ID: 11,
    love love love

  • angel from paradise თქვა:
    10 აპრილი 2013 21:15 - ID: 10,
    აუ კარგით რაა როდიდან გახდა ეს კინოვარსკვლავი თავისი გეი როლები ხო არ დაავიწყდა საინტერესოა wink ვინმემ აშკარად უნდა შეახსენოს თავში ისე აქ ავარდნილი winked

  • Scouser Kate თქვა:
    10 აპრილი 2013 20:36 - ID: 9,
    მაგარი კაცია ძაან

  • Ana smiley თქვა:
    10 აპრილი 2013 18:40 - ID: 8,
    გოგონა დრაკონის ტატისში მომწონს

  • QiQiTo:):) თქვა:
    10 აპრილი 2013 16:07 - ID: 7,
    რაც ა რ მიყვარს ეს ჯეიმს ბონდია...
    "დრაკონში" კააეგი იყო კრეიგი..ისე რას ვერჩი!

  • keetaa თქვა:
    10 აპრილი 2013 15:38 - ID: 6,
    ყველაზე საშინელი ბონდია ვაიმე

  • im888 თქვა:
    10 აპრილი 2013 15:17 - ID: 5,
    ეს კაცი საუკეთესო ბონდია love ! ძალიან უხდება

  • elga თქვა:
    10 აპრილი 2013 14:30 - ID: 4,
    ადრე არ მიყვარდა კრეიგი და დრაკონის მერე შემიყვარდა.
    სრულყოფილი და კარგი ნიუსია ძალიან

  • bla. თქვა:
    10 აპრილი 2013 09:54 - ID: 3,
    აუ ყველაზე მაგარი ბონდია :|

  • NiNi_N თქვა:
    9 აპრილი 2013 23:39 - ID: 2,
    ვგიჟდები ამ კაცზე love მისი რამოდენიმე ფილმი უკვე
    ვნახე და ნელ-ნელა ყველას ვნახავ (იმედია) love კარგი ნიუსია :)

  • Tatia_M. თქვა:
    9 აპრილი 2013 22:22 - ID: 1,
    დენიელ love რეიჩელის პონტში უფრო შემიყვარდა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top