;
11 აპრილი 2013      irmushka11     20 კომენტარი     ნანახია 4428-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ჩემი ცხოვრების ზამთარში ვიყავი, შემდეგ ადამიანები რომლებიც გზაში გავიცანი ჩემი ერთადერთი ზაფხული იყვნენ. ყოველ ღამით ჩემს თავს წარმოვიდგენდი თუ როგორ ვცეკვავდი, ვტიროდი და ვიცინოდი მათთან ერთად. უკვე სამი წელი გავიდა, იმ უსასრული მსოფლიო ტურის შემდეგ, და მათი მოგონება ერთადერთი იყო რაც მაძლევინებდა. ის იყო ერთადერთი დრო როდესაც ბედნიერი ვიყავი. ★
ყოველთვის როდესაც თვალებს დავხუჭავ, თითქოს შავ სამოთხეში ვარ. იქ ვერავინ შეგედრება, მაგრამ მეშინია რომ იქ შენს გარეშე ვიქნები. ★
შენი სახე თითქოს მელოდიაა, მას თავიდან ვერ ვიგდებ

შენ ყოველ ღამით გადიოდი და არ ბრუნდებოდი, მაგრამ ეს არაფერია. მე დაგპირდი რომ რაც არ უნდა გაგეკეთებინა ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებოდი
მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე იმ ბოზებს ადრე
იცხოვრე სწრაფად, მოკვდი ახალგაზრდა, იყავი ველური, გაერთე
ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი და არც გასაცემი, იმის გარდა რომ ჩვენი ცხოვრება ხელოვნების ნიმუშად ვაქციოთ

როდესაც მეორე ადამიანის ბედნიერება შენი ბედნიერებაა, ეს სიყვარულია
როდესაც დიდი ხანი ხარ საკუთარ თავში ჩაკეტელი, როგორც მე და შემდეგ ნახავ ადამიანს რომელიც გაგიგებს, შენ მასზე დამოკიდებული ხდები. ეს დიდი გათავისუფლებაა
მე მომღერალი ვიყავი, არც ისე პოპულარული, რომელსაც ჰქონდა ოცნება რომ კარგი პოეტი გამხდარიყო. მაგრამ გარემოებების შეცვლის გამო მე დავინახე თუ როგორ დაიმსხვრა ჩემი ოცნებები და ცაში მილიონობით ვარსკვლავებივით გაიპნა

როდესაც ხალხმა, რომელსაც მე ვიცნობდი, გაიგო თუ როგორ ვცხოვრობდი მე, მკითხეს: რატომ? მაგრამ აზრი არ აქვს ლაპარაკი იმ ხალხთან ვისაც სახლი აქვთ. მათ არ იციან თუ როგორია როდესაც ხალხში თავს მშვიდად იგრძნობ. და სადაც თავს დადებ, იქ იქნება შენი სახლი
მე ვეკუთვნი არავის, რომელიც ყველას ეკუთვნის. რომელსაც არაფერი გააჩნია, მაგრამ ყველაფერი უნდა
მე მჯერა რომ ამერიკა სხვანაირი უნდა ყოფილიყო, მჯერა იმ პერსონაჟის, რომელიც მინდა გავხდე, მე მჯერა გახსნილი გზის თავისუფლების, და ჩემი დევიზი როგორც ადრე ისეთივეა, მე მჯერა უცნობების სიკეთის. და როდესაც საკუთარ თავთან ომში ვარ, მე მივდივარ, უბრალოდ მივდივარ. ★
ვინ ხარ შენ? გაქვს შეხება ყოველ შენს ბნელ ფანტაზიებთან? შექმენი ისეთი ცხოვრება რომელშიც თავისუფალი იქნები რომ ეს ფანტაზიები რეალური აქციო? მე მაქვს. მე გიჟი ვარ, მაგრამ - თავისუფალი. ★
ჩვენ მახინჯები ვართ, მაგრამ მუსიკა გაგვაჩნია














კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

20


  • -Sally- თქვა:
    13 აპრილი 2013 16:52 - ID: 20,
    რატომღაც ძალიან მაღიზიანებს ეს გოგო. ვერ ვიტან მის დაგუდულ, მკვდარ ხმას, არც გარეგნობით არ მომწონს(ამაზე ლამაზი როგორ უნდა თქვა? ხელოვნურ თოჯინას ჰგავს)
    აქ ღორის სახე აქვს :DDD


    Hermione...♥,
    აბსოლუტურად გეთანხმები

  • Mari Glonti თქვა:
    12 აპრილი 2013 23:55 - ID: 19,
    მისი სიმღერებიდან სიამოვნებას ვიღებ მიყვარს მისი შემოქმედება და რაღაც განსხვაავებული აღმოვაჩინე ამ გოგოში ალბატ მის ხმის ტემბრთან ერთად საკუთარი სტილისა და ინდივიდუალურობის ქონა თუმცა სცენაზე ხელოვნურია და კარგავს ხიბლს..არ ვუსმენ ხშირად მაგრამ როცა ც ხასიატზე ვარ ყოველთვის მშველის ხოლმე

  • dalalo123 თქვა:
    12 აპრილი 2013 21:39 - ID: 18,
    ყველაზე საოცარი ადამიანია რომელიც აქამდე გამიცვნია როგორც მომღერალი . საოცრად ღრმა და იდუმალი სიმღერები აქვს , ცხოვრებაზე და სიყვარულზე რომ გაფიქრებს . ძალიან უცნაურ შეგრძნებას ტოვებს მისი შემოქმედების მოსმენა , მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოა .

  • Ana smiley თქვა:
    12 აპრილი 2013 18:54 - ID: 17,
    მომწონს ძალიან

  • Let It be Me ♥ თქვა:
    12 აპრილი 2013 17:46 - ID: 16,
    მგონი პლასტიკურ ოპერაციებამდე უკეთესი იყო
    როგორც მომღერალი მომწონს,განსხვავებული სიმღერები აქვს

  • salYyY თქვა:
    12 აპრილი 2013 12:55 - ID: 15,
    უნიჭიერესიი და ულამაზესიი.. ვგიჯდები <3

  • ani-anuka თქვა:
    12 აპრილი 2013 00:22 - ID: 14,
    ძალიან მომწონს smile

  • elga თქვა:
    11 აპრილი 2013 23:21 - ID: 13,
    ta_mo
    ვაიმე მეც მაგ სიმღერას ვუსმენ ყველაზე ხშირად.

    რაც შეეხება ლანას ვთვლი რო ერთ ერთი გემოვნებიანი მომღერალია და კარგს სიმღერებს ქმნის. მსიამოვნებს მისი სიმღერების მოსმენა ცოტა დეპრესიულის.

    კარგი ნიუსია

  • ana_anano თქვა:
    11 აპრილი 2013 22:35 - ID: 12,
    ულამაზესი არსებაა დიდი მოყვარული არ ვარ ამ ქალის მაგრამ ვაღიარებ რომ უძლიერესი ქალია და ერთხელ და სამუდამოდ დაბრმავდით ვინც ვერ ხედავთ ამის სილამაზეს :D ვოტ ტაკ :D

  • irmushka11 თქვა:
    11 აპრილი 2013 22:02 - ID: 11,
    თუ არ მოგწონთ ხალხო რატო შემოდიხართ რო გალანძღოთ და თქვენი ანთიპატიური აზრი გამოავლინოთ? ეს ქალი განსხვავებულია, მისი შემოქმედება მუსიკის ხელოვნებაა, მისი გარეგნობა მომხიბლავია რაც არ უნდა არაბუნებრივი იყოს, ის აკეთებს იმას რაც მას ბედნიერს ხდის. უბრალოდ, დატკბით ხელოვნებით. ჯანდაბა რა გჭირთ სულ დაკარგეთ ხელოვნების შეგრძნება? მე პირადად ხელოვანი ვარ და მხოლოდ სიბრძნესა და ინტელიგენტს ვხედავ ამ ადამიანში.

  • lady_tamo თქვა:
    11 აპრილი 2013 21:26 - ID: 10,
    გარეგნულად ძალიან მხიბლავს და მის შემოქმედებასაც ხშირად ვუსმენ
    ერთ-ერთი იმ უიშვიათესი თანამედროვე მომღერალთაგანაი, რომლის შემოქმედებაც ხარისხიანია და რომელსაც ვუსმენ

  • Queen Q თქვა:
    11 აპრილი 2013 21:22 - ID: 9,
    რა ლამაზია. საოცრება.
    ხოლო მისი ხმის ტემბრი რასაც ქვია "კაიფში" მაგდებს.
    ყველაზე განსხვავებული და მომხიბვლელი თავისი ინდივიდუალურობით.
    ყველაზე ძალიან მიყვარს love
    ხოლო ეს გამონათქვამებიც ძალიან კარგია. თითქმის ყველა თავისი სიმღერებიდანაა, კერძოდ "Ride"ის შესავლიდან რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ.
    ნიუსი ძალიან მომეწონა ყოჩაღ :)

  • gvancii111 თქვა:
    11 აპრილი 2013 21:09 - ID: 8,
    -ყველაზე კარგი ადამიანი!! არვიცი უბრალოდ არვიცი მარა დიდ პატივს ვცემ მის მუსიკებზე მასზე ვგიჯდები არვიცი რატომ ..
    კარგი ნიუსი იყო.. feel

  • Elenita თქვა:
    11 აპრილი 2013 20:51 - ID: 7,
    სხვანაირი ადამიანია ლანა

  • Countess A. თქვა:
    11 აპრილი 2013 20:38 - ID: 6,
    ★ იცხოვრე სწრაფად, მოკვდი ახალგაზრდა, იყავი ველური, გაერთე ★ < დღემდე ვერ გამიგია ის, თუ რას ხედავენ კარგს სიველურეში.. ადამიანურობის დაკარგვა და ცხოველად გახდომაა კარგი..? სისულელეა...

  • QiQiTo:):) თქვა:
    11 აპრილი 2013 20:21 - ID: 5,
    smile

  • Hermione...♥ თქვა:
    11 აპრილი 2013 19:45 - ID: 4,
    dito,
    ძალიან კარგი, იყოს ბედნიერი. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ ასეთი გარდასახვა მეტისმეტია. გარეგნობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა დასაშვებია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში smile
    ta_mo,
    აჰა, ნამდვილად.

  • elenikojoe თქვა:
    11 აპრილი 2013 19:37 - ID: 3,
    ლანა საოცარი ადამიანია
    იმდენად დიდ სიყვარულს გადმოსცემს <3
    ძალიან, ძალიან მიყვარს :3 ინდივიდუალურია, ეს Vintage სთაილი <3
    მოკლედ, ჩემს გემოვნებაში ძალიან ჯდება

  • dito თქვა:
    11 აპრილი 2013 19:23 - ID: 2,
    ვინც არ უნდა იყო, მან გააკეთა რაც უნდოდა ამით ბედნიერია... შიგნით ნამდვილად შენზე უფრო ლამაზზია ;)) Hermione...♥

  • Hermione...♥ თქვა:
    11 აპრილი 2013 18:55 - ID: 1,
    არც ნიჭიერად, და მით უმეტეს, არც ლამაზად არ ვთვლი ამ "ლეგოს" კონსტრუქტორივით აწყობილ არსებას. ადამიანის სახე აქვს დაკარგული და უნიჭო მოქანდაკის მიერ შექმნილ ცვილის ფიგურას ჰგავს crying

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top