;
11 აპრილი 2013      Hermione...♥     33 კომენტარი     ნანახია 3404-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები

Image and video hosting by TinyPic

ჯეიმს ფრანკოს სახელის გაგონებაზე ხალხის უმეტესობას ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი უდგება თვალწინ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ფრანკო არანაკლებ წარმატებული რეჟისორი, მწერალი და ინგლისური ლიტერატურის ლექტორია. ვარსკვლავმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ჰობი ხატვაცაა, ახლახან პოეტის ამპლუაშიც სცადა ბედი. სანამ ფრანკოს ლექსების კრებული დღის სინათლეს იხილავს, მოდით თვალი გადავავლოთ მის გამონათქვამებს.

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები

ყველაზე სასაცილო/უცნაური გამონათქვამები:

-არ მიყვარს საწოლში ძილი!!!

-მე უფრო მიყვარს ჯეიმს ფრანკო, ვიდრე ქანიე უესტს - ქანიე უესტი.

-მივმართავ One Direction-ის წევრებს: ბიჭებო, გმადლობთ ტკბილი სიტყვებისთვის, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ლამაზი ვარ.

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები
-ზოგჯერ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მარტო ყოფნა მინდება. ასეთ დროს, ჩემს კატას ველაპარაკები და ცეკვას ვასწავლი.

-ჯერ კიდევ ბავშვობიდან არ მსიამოვნებს ბნელ საძინებელში მარტო შესვლა!!!

-შენ ჩემნაირს ვერასდროს ვერავის ვერ იპოვი, მე კი წინ ყველაფერი საუკეთესო მელის. მართალი ხარ, ადელ!

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები
-ჩემი კატა არა მხოლოდ ჩემი მესაიდუმლე, არამედ მანუგეშებელიცაა, რადგან მუდამ მიბიძგებს იმისკენ, რომ საკუთარი თავით ვიამაყო.

-გადავწყვიტე ხმა არ ამომეღო მანამ, სანამ ჩემს ოცნების ქალს არ შევხვდებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ყველა ქალი იმსახურებს რომელიმე მამაკაცის ტრფობის ობიექტის სტატუსს და ავლაპარაკდი.

-დღე-ღამის განმავლობაში, მაქსიმუმ 5-6 საათი მძინავს.

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები
-სულაც არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ ტეილორ სვიფტის სიმღერებზე გული მიჩუყდება.

-არასოდეს ჩაწეროთ სიტყვა პლაცენტა Google-ის საძიებო სისტემაში. მე მხოლოდ თქვენს მადას ვუფრთხილდები...

-მე უდიდეს პატივს ვცემ ჯასტინ ბიბერის შემოქმედებას და ეს უდიდესი ტყული იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მითქვამს.

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები
-ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ქალები ლესბოსელები ხდებიან, არის ის, რომ მათ ჩემი გაცნობის იმედი ეკარგებათ.

-სკოლაში სწავლისას დაახლოებით 70-ჯერ მეწვია ცალმხრივი სიყვარული.

-მე საერთოდ არ მიყვარს ძილი!!! რატომ უნდა დავხარჯო ძვირფასი დრო უაზრო სიზმრების ხილვაში, როდესაც უამრავი საქმე მაქვს?!

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები

უფრო სერიოზულად...

-მსახიობობა ხელოვნების ისეთი ფორმაა, რომელშიც უამრავ გამოწვევას აწყდები. პირადად მე, ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად უარყოფითი პერსონაჟების თამაშს მივიჩნევ. არა იმიტომ, რომ ბოროტი გმირები ჩემს ხასიათთან უფრო ახლოს არიან, არამედ იმიტომ, რომ გამოწვევების მიღება სახალისო და დაფასებულია.

-თუ პერსონაჟს საინტერესოდ მივიჩნევ, მას აუცილებლად განვასახიერებ. რატომ? იმიტომ, რომ მე მიყვარს ჩემი პროფესია.

-პრობლემური მოზარდი ვიყავი, რომელიც საკუთარ თავს არ იცნობდა. შემდეგ ხატვა დავიწყე, რაც დღემდე ჩემი უდიდესი ჰობია. ფილმზე მუშაობა ჯგუფური საქმეა, ტილოსთან კი მარტო ვრჩები ფუნჯებით ხელში და ეს სულიერად მამშვიდებს.

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები
-როდესაც ფილმზე ვმუშაობ, ყოველ დილით, გადაღებების დაწყებამდე, აზიდვებს ვაკეთებ.

-იმისთვის, რომ ქუჩაში არ მიცნონ, ყოველდღიურად საკმაოდ უბრალოდ, ჩვეულებრივი გამვლელებივით მაცვია. თუმცა, ბოლო დროს დახეული სამოსი მოდაში ისე შემოვიდა, რომ ჩემს სტილს უკვე ბოჰემურს ეძახიან.

-პაპარაცები ზვიგენებივით არიან: ისინი თავიანთ მსხვერპლს ჯერ ალყას შემოარტყამენ, შემდეგ დაუნდობლად გლეჯენ.

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები
-განათლების სფეროში ყველაზე მეტად გამოკვლევებისა და დისკუსიების პროცესი მიზიდავს.

-მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ მაშინ ძალიან სასაცილო კბილების წყობა მქონდა. დედაჩემმა მითხრა, რომ თუ ბრეკეტების ჩადგმაზე უარს ვიტყოდი, ვერასდროს გავხდებოდი მსახიობი და სწორედ ამიტომ დავთანხმდი კბილების გასწორებას.

-პოპულარობამდე ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და პარალელურად მაკდონალდსში ვმუშაობდი. იქ მუშაობისას სხვადასხვა აქცენტებით საუბარში დავოსტატდი.

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები
-ამბობენ, რომ კარგად ცხოვრება საუკეთესო რევანშია, მაგრამ მე ვთვლი, რომ კარგად წერა უკეთესია.

-ყველა ცდილობს, რომ თავი მოგაწონოს, მაგრამ ხალხის ღიმილის მიღმა სრულიად განსხვავებული ადამიანები იმალებიან.

-ცხოვრებაში უამრავი იმედგაცრუება შემხვედრია, მაგრამ თავდაუზოგავი შრომის ენთუზიაზმი არასდროს დამიკარგავს.

ჯეიმს ფრანკოს გამონათქვამები

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

33


  • taylorswiftloveuuu13 თქვა:
    27 აპრილი 2013 13:15 - ID: 33,
    Hermione...♥,
    შეგიძლია სვიფტის ახალ ალბომზე "RED" ფაქტები მოიძიო??

  • Hermione...♥ თქვა:
    13 აპრილი 2013 18:58 - ID: 32,
    liliana,
    Lolipop..,
    უღრმესი მადლობა love
    sesi,
    აჰა... გასაგებია wink

  • salome55555 თქვა:
    13 აპრილი 2013 17:21 - ID: 31,
    აუ რა კაცია wink გამონათქვამები სასწაული აქვს love

  • Lolipop.. თქვა:
    12 აპრილი 2013 22:36 - ID: 30,
    ვაიმე რამდენი ვიცინეე პირველ ნაწილზე :D
    -მე უდიდეს პატივს ვცემ ჯასტინ ბიბერის შემოქმედებას და ეს უდიდესი ტყული იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მითქვამს. wink
    ძალიან საინტერესო და მაგარი ნიუსიაა love

  • sesi თქვა:
    12 აპრილი 2013 22:15 - ID: 29,
    Hermione...♥,
    შემდეგი ანუ ველოდები შენგან ისევ საინტერესო ნიუსებს (საინტერესო+სახალისო+გემოვნებიანი და კარგად შერჩეული) wink არ დაიბნე ახლა :DDD ანუ უნდა განაგრძო რასაც აქამდე აკეთებდი :))) და შემდეგი მაააალე მააალეეეო :)) უფსსს როგორც ფრანკო იტყოდა იმ ტონზე :DD რამდენი ვიბოდიალე :DD

  • likliklik101 თქვა:
    12 აპრილი 2013 20:24 - ID: 28,
    ვგიჯდები ისე მიყვარს!! ძალიან მიყვარს ფილმი 127 საათიი იქ უმაგრესად თამაშობს love

  • liliana თქვა:
    12 აპრილი 2013 20:17 - ID: 27,
    აუ რა მაგარი ნიუსია.....ვაბოდებ ჯეიმსზე <3

  • Hermione...♥ თქვა:
    12 აპრილი 2013 19:42 - ID: 26,
    taylorswiftloveuuu13,
    პირველ რიგში, დიდი მადლობა love
    ახლა აგიხსნი რაც ხდება: მოკლედ, როცა თავს ვიფასებ და ვებუტები, სევდა იპყრობს და ტეილორ სვიფტს უსმენს ხოლმე. განსაკუთრებით Back To December მოსწონს და სწორედ მის ტექსტზე (You gave me all your love and all I gave you was goodbye) უჩუყდება გული...
    ეჰ, ნეტავ მართლა ასე იყოს(!)
    კარგი, სერიოზულად, არ ვიცი მართლა უსმენს თუ იხუმრა (ფრანკოსგან გასაკვირი არაფერია), მაგრამ თუ ეს კონკრეტული ხუმრობაა, მას სხვების მისამართით წარმოთქმული ფრაზებისგან განსხვავებით ცინიზმი არ უდევს საფუძვლად.

    sesi,
    კი, საკუთარი თავის ფასი ნამდვილად იცის. მადლობა და შემდეგი რა გავაკეთო? request

  • Ana smiley თქვა:
    12 აპრილი 2013 18:29 - ID: 25,
    მომწონს ეს ბიჭიიი love

  • sesi თქვა:
    12 აპრილი 2013 17:17 - ID: 24,
    კარგია კარგია კარგია wink რა ამბიციური ყოფილა ჩვენი ჯეიმსა :)))) იცის კაცმა საკუთარი თავის ფასი wink თიკ, შემდეგი თუ შეიძლება winked wink

  • NiNi_N თქვა:
    12 აპრილი 2013 17:07 - ID: 23,
    ე.წ "სასაცილო გამონათქვამები" მართლა მაგარი იყო wink
    -მე უდიდეს პატივს ვცემ ჯასტინ ბიბერის შემოქმედებას და ეს
    უდიდესი ტყული იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მითქვამს.
    lol
    -ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ქალები ლესბოსელები ხდებიან,
    არის ის, რომ მათ ჩემი გაცნობის იმედი ეკარგებათ. lol

  • taylorswiftloveuuu13 თქვა:
    12 აპრილი 2013 17:06 - ID: 22,
    ნუ..ტეილორის სიმღერებს უსმენს! და გული უჩუყდება??? მეც!!!! love არ მესიმპატიურება მაგრამ მაგარი ტიპია და ბევრი ვიცინე!!! მაგარი ნიუსიააა!!!!!!!!!! love wink

  • Hermione...♥ თქვა:
    12 აპრილი 2013 16:07 - ID: 21,
    camilla,
    masho,
    მადლობა, რა საყვარლები ხართ feel love

  • Ggvantsa თქვა:
    12 აპრილი 2013 14:58 - ID: 20,
    ისე მარტლა რა საოცარი ღიმილი აქვს, ძალიან გულწრფელი ა ლამაზი

  • Gia Carangi თქვა:
    12 აპრილი 2013 01:42 - ID: 19,
    წარმომიდგენია ეს ჩემს ჯგუფში ლექტორად რომ შემოვიდეს.... =))))))) გავაფრენ!!! love love wink

  • masho თქვა:
    11 აპრილი 2013 23:41 - ID: 18,
    არ ვიცი რა ვთქვა ჯეიმსზე love პირველი ნაწილი ძალიან სახალისო იყო და ნიუსი არაჩვეულებრივიაა love

  • Let It be Me ♥ თქვა:
    11 აპრილი 2013 21:54 - ID: 17,
    ჰაჰ, მაგარი კაცია :D :D სიმპატიურიი,,რაც ამან ტრისტანი და იზოლდაზე მატირა რო მოკვდა :D :D

  • camilla თქვა:
    11 აპრილი 2013 21:52 - ID: 16,
    Hermione...♥,
    ვაიმე რა ზუსტი ხარ გენაცვალე wink love

  • NinaCobain თქვა:
    11 აპრილი 2013 21:36 - ID: 14,
    ვიცინე ბევრი და ეტყობა რომ ძალიან განათლებული, გულღია, თბილი, მხიარული პიროვნებაა და ამასთან საინტერესოც თუმცა მისი გამონათქვამებიდან ძალიან დიდი თავდაჯერებულობა იგრძნობა, მე პირადად არ მიყვარს თავდაჯერებული ხალხი მაგრამ ერთიანობაში მაგარი ტიპია :დ ^,^

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top