;

14 April 2013      NiNi_N     Views 6605    
Category: Stars

Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

ცნობილი ავსტრალიელი სუპერმოდელი, მირანდა კერი უკვე რამოდენიმე წელია ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Victoria's Secret-ის ანგელოზია და წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას მოდის ინდუსტრიაში. ის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელია. 2011 წელს სწორედ მირანდამ მოირგო ვიქტორია სიკრეტის 2,5 მილიონად ღირებული ბიუსჰალტერი. სულ ცოტა ხნის წინ კი, ამერიკელ პრესაში გავრცელდა ხმები, რომ მირანდა კერიმ ვიქტორია სიკრეტთან ერთ მილიონიანი (£652,000) კონტრაქტი გაწყვიტა. ჭორები მოდელის ბრენდიდან წასვლის შესახებ ამერიკული ჟურნალის, US Weekly–ის სტატიამ განამტკიცა, რომელიც წერდა, რომ მირანდა კერი აღარ იმუშავებდა ალესანდრა ამბროსიოს, ადრიანა ლიმას, ქენდის სვეინპოლის და სხვა ცნობილი მოდელების გვერდით, რადგან მასთან მუშაობა რთული იყო, ხშირად აგვიანებდა გადაღებებზე და რომ სხვა მოდელებისგან განსხვავებით, მირანდამ ვერ შეძლო დიდი რაოდენობით გაეყიდა კომპანიის მიერ წარმოებული საქონელი: "მირანდამ ვერ შეძლო ბრენდისთვის დიდი შემოსავლის მოტანა."– წერს ჟურნალი.
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

ეს ჭორები უმალვე უარყო ვიქტორია სიკრეტის მარკეტინგის მენეჯერმა, Ed Razek–მა და განაცხადა, რომ მას მშვენივრად ესმის თუ რა ვალდებულებები ეკისრება მირანდას საკუთარი ოჯახისადმი. "მირანდა კერი არის ერთ–ერთი საუკეთესო და პოპულარული მოდელი მოდის ისტორიაში გავრცელებული ჭორები, მირანდას ვიქტორია სიკრეტიდან წასვლის შესახებ უბრალოდ ტყუილია. ჩვენ არ გვსურს შევწყვიტოთ თანამშრომლობა მასთან. ფაქტობრივად, მე უკვე გავუგზავნე მას მოწვევა Victoria's Secret Fashion Show-ზე გამოსასვლელად" - განაცხადა Ed Razek–მა. ასე, რომ მირანდა კერი კვლავ რჩება ბრენდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახედ და სავარაუდოდ სულ მალე წარადგენს Victoria's Secret-ის ახალ კატალოგს.


მირანდა კერის ლუქები Victoria's Secret Fashion Show-ზე, 2006-დან 2012-წლამდე.

2006
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2007
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2008
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2009
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2011
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2012
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret


Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top