;

15 April 2013      ta_mo     Views 2459    
Category: Stars

THE FAIREST OF THEM ALL

ყველასათვის ცნობილმა და უნიჭიერესმა წითურმა მსახიობმა ჯულიანა მურმა
ამჯერად The New York Times-ის გარეკანი დაამშვენა, გადასაღებ მოედანზე მურმა
ფოტოგრაფთა დუეტთან ინეზ & ვინუდთან იტანამშრომლა, ფოტოსესია საკმაოდ ორიგინალური
გამოვიდა, პორტრეტულმა კადრება საოცარი ეფექტი შეიძინა პომპეზური ვარცხნილობისა და
უჩვეულო მაკიაჟის მეშვეობით. სტილისტი ჯო მაკენა გახლავთ.

ჯულიანა მური New York Times-ის მაისის ნომერში

ფილმში "კერი" მისი პერონაჟის შესახებ: "კერი ჩემი პერსონაჟის ოჯახი და
სიცოცხლის არსია, ამიტომ იგი ძალზედ შეშინებული იყო, როდესაც მისმა ქალიშვილმა
გადაწყვიტა სამყაროს შეცნობა, საკუთარი გამოცდილებიდან მან იცოდა, რომ კერის აუცილებლად
განსჯიდნენ თანაკლასელები და ეს ასეც მოხდა, ყოველივე ამისგან თავის ასარიდებლად კი იგი
შვილს მკაცრად და ყველასგან განმარტოვებით ზრდიდა."


ჯულიანა მური New York Times-ის მაისის ნომერში

მისი პირველი როლის შესახებ დიდ კინოსა და თეატრში: "მე ვიჯექი სცენაზე
და ვჭამდი სენდვიჩებს, მანამ სანამ ჩარლი ბრაუნი საუბრობდა ჩემს შესახებ, ძალიან
შეშინებული ვიყავი და ჩემი პროფესიისგან საერთოდ ვერ ვირებდი სიამოვნებას."


ჯულიანა მური New York Times-ის მაისის ნომერში

სარა პალინის პერსონაჟის შესახებ ფილმში "თამაში შეიცვალა": "მე მიმაჩნია, რომ
რა ტიპის პერსონაჟსაც არ უნდა თამაშობდე, შენ მის მიმართ უნდა გრძნობდე თანადგომას,
იგი აღმოჩნდა სავსებით არასასიამოვნო სიტუაციაში, ბუნებისგან უდიდესი ქარიზმით დაჯილდოვებული
გოგონა იყო და შეეძლო აბსოლიტურად ყველას მოხიბლვა".


ჯულიანა მური New York Times-ის მაისის ნომერში
ჯულიანა მური New York Times-ის მაისის ნომერში


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top