;

16 April 2013      Johnny depp     Views 3102    
Category: Stars

რენე ზელვეგერი
[color=#663300]ქალი მომნუხსველი ღიმილით , უზადო ნიჭით , მომხიბლელობით , საოცარი ხასიათით და პოზიტიური სახით.ეს რენე ზელლვეგერია. 42 წლის ამერიკელი მსახიობი. რენეს როლები ძალიან დასამახხსოვრებელი და სასიამოვნოა ჰოლივუდში ყველა საუბრობს მის ნიჭსა და გარეგნობაზე. რენე საზოგადოების წინაშე 1992 წელს წარსდგა და დღემდე აქტუალურადაა ჩართული . მისი " შემოქმედებითი როლები" ძირითადად მოიცავს დრამას, მელოდრამას და კომედიას

რენე ზელვეგერი
(ფაქტები,ფრაზები,ამონარიდები ინტერვიუებიდან)
დაიბადა 2:41 წუთზე

დაიბადა 1969 წლის 25 აპრილს ტეხასში

პირველი როლი მან მიიღო პროექტში «Reality Bites» (1994).

რენეს ჰყავს უფროსი ძმა დრიუ, რომელიც 1963 წლის 15 თებერვალს დაიბადა.

რენე ზელვეგერი

მეგობრობს როზ უიზერსპუნთან

მამამისი ემილ ერიხ ცელვეგერი იყო შვეიცარიელი იმიგრანტი, რომელიც მუშაობდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, ხოლო დედა ირენ ანდერსენი ნორვეგიელი და საამიის წარმოშობისაა პროფესიით მეანი ქალი იყო და ტეხასში ამღზრდელად მუშაობდა.

რენე ზელვეგერირენე ზელვეგერი

რენემ და მისმა ძმამ გერმანული გვარი ცელვეგერი ინგლისურენოვანი c [z-] ფორმით გადააკეთეს (.

რენე ზელვეგერი

პირველად სამსახიობო ოსტატობით რენე სკოლის ასაკში დაინტერესდა და დაიწყო დრამატული ხელოვნების წრეში სიარული. მოგვიანებით ზელვეგერი ტეხასის უნივერსიტეტში სწავლობდა სამსახიობო ხელოვნებას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რენემ გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო.

რენე ზელვეგერი
ადრეულ წლებში რენე ზელვეგერი აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სპორტის რამდენიმე სახეობაში, მათ შორის ფეხბურთში, კალათბურთში, ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთში

რენე ზელვეგერი

მსახიობი დანიშნული იყო ერთი წლის მანძილზე მსახიობ ჯიმ ქერიზე. ისინი ქორწილამდე დაშორდნენ ერთმანეთს.

რენე ზელვეგერი
როდესაც რენეს შესთავაზეს როლი მიუზიკლში „ჩიკაგო“, მსახიობი შეშინდა, რადგან მას არასოდეს უმღერია და უცეკვია მაყურებლის წინაშე. რენემ მიუზიკლში თავის როლს შესანიშნავად გაართვა თავი.

რენე ზელვეგერი
თუ რენეს კითხავთ რა იყო მისი ცხოვრების ტრაგედია დაუფიქრებლად დაგისახელებთ 2003 წლის ნოემბერს, როცა მისი ძაღლი დილანი გარდაიცვალა

რენე ზელვეგერი

რენე მსახიობის კარიერის წამოწყებამდე, სტრიპ-კლუბში მიმტანად მუშაობდა.


2001 წელს ჟურნალმა << People>> 50 ლამაზ ქალში დაასახელა

რენე ზელვეგერი

წლების წინ მუშაობდა მიმტანად, კლუბში

1991 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ტეხასში

რენე ზელვეგერი

მისი პირველი ქორწინების ცერემონია 15 წუტი გაგრძელადა

საყვარელი საფეხბურთო გუნდი - << ჩელსი >>


რენე ზელვეგერი

მსახიობი სასიყვარულო ბალადებისთვის ლექსების წერამ გაიტაცა. ეს ნიჭი საკუთარ თავში ფრანგი რეჟისორის ოლივიე დაანის ფილმ "ჩემი სასიყვარულო სიმღერის" გადაღებებზე აღმოაჩინა, რომელშიც ბობ დილანის მიერ დაწერილი კომპოზიცია შეასრულა. ახლა მსახიობს საკმაოდ ბევრი ლექსი დაუგროვდა და მათ გამოცემაზე ფიქრობს. გამოსცეს თუ არა ისინი.რენე ზელვეგერი ამბობს, რომ ლექსები მოულოდნელად ეწვევიან და პრაქტიკულად არსაიდან. ჯერჯერობით რენეს ვერ გადაუწყვეტია, გაბედავს თუ არა თავისი ლექსების ვინმესთვის გაზიარებას. მანამდე მისი შემოქმედებით მისი შინაური ცხოველები "ტკბებიან" - თუმცა მათ არჩევანიც არ აქვთ.რენე ამბობს, რომ ადრე ძალიან ღელავდა, ფილმში თვითონ რომ უნდა შეესრულებინა სიმღერა. შეგახსენებთ, რენეს შესრულებით სიმღერა ზემოაღნიშნული კინოსურათის, "ჩემი სასიყვარულო სიმღერა" შუაში ჟღერს. მისი გმირი, ქანთრის ყოფილი შემსრულებელი ქალი, 10 წლის შვილთან უიმედოდ ცდილობს ურთიერთობის აღდგენას ხანგრძლივი განშორების შემდეგ.

რენე ზელვეგერი

"ჩემს ახლანდელ ცხოვრებას რომ ვუყურებ ვხედავ რომ ეს ყველაფერი ყველა ჩემი ოცნების საზღვრებს გასცდა. მე არასოდეს მქონია ესეთი ამბიციები, არც მიზნები, არც ოცნებები, არ მეგონა თუ ამდენს შევძლებდი არ მეგონა ძალა თუ მქონდა რომო მებრძოლა ამ ცხოვრებაში. მადლობელი ვარ ღმერთის , ძალას ის მაძლევს.

რენე ზელვეგერი

ზოგჯერ მინდა წარსული გავიხსენო, წარსული ჩვენი ცხოვრეიბს სარკეა. როცა "იქ" მიწევსს დაბრუუნება სულ სხვა რენე ვხდები. ჩემს თავს საოცრად ლაღად ვხედავ. ვუყურებ ძველ ფოტოებს და სინანულით ვამბობ " შეხედე რა პატარა ვარ, მაშინ არც ვიცოდი რა იყო ბრძოლა, ტკივილი, ცრემლი, ათასი ჭორი. " ნეტავ ისევ იქ დამაბრუნა.

რენე ზელვეგერირენე ზელვეგერი

" ბავშვობაში ძალიან ლაღი ვიყავი საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, მაშინ მე მხოლოდ ერთი საზრუნავი მქონდა, როგორმე გამერთო საკუთარი თავი. როცა ბავშვობის წლები მაგონდება , ვიხსენებ ბევრ სულელურ დღეებს ,ვიხსენებ ჩემს თავს, მიკვირს რატომ ვიყავი ესეთი დაუცველი და საწყალი. მაგრამ ვთვლი რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები ბავშვობა იყო, ბავშვობაში ზუსტად ისეთი ვიყავი როგორიც მინდა ეხლა ვიყო, არაფრის და არავის არ მრცხვენოდა, იცით რა კარგია როცა სიმორცხვე არ გაწუხებს.. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ბავშოვბაში . მე მინდა მუდმივად ბავშვი ვიყო და ვარდისფერი სათვალით ვუყურებდე ცხოვრებას, რომელიც მე ნათელი მომეჩვენეობდა , მაშინ როცა ის სხვისთვის მუქ ფერებში იქნებოდა დანახული. "

რენე ზელვეგერი

" ერთ დღეს მე და ჩემი ოჯახი პიკნიკზე წავედით . დღემ რომ ჩაიარა სახლის გზას მოვუყვებოდით მე როგორც ყოველთვის მანქანის შუშაზე სახემიდებული ვიჯექი და გავყურებდი მთვარეს . მეძინებოდა 12 ხდებოდა უცებ საოცარმა იდეამ გამიელვა და მამაჩემს ვეკითხები
- მთვარე მარტო ჩვენ დაგვყვება ?
- არა რენე, მთვარი იმათ დაყვება ვისაც ძილის დრო უწევს
- რომ დავიძინო აღარ გამოგვყვება ?
- არა , სხვას გაყვება შენნაირ მოსუვენარ გოგოს რომელსაც თვალები ეხუჭება და მაინც ჯიუტად არ იძინებს
მას შემდეგ როცა წლები გავიდა უამრავი წელი, დღემდე მახსოვს ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი. "

რენე ზელვეგერი

- რა ავსებს თქვენს ცხოვრებას?
- ეს გრძელი სია იქნება. (იცინის). მეგობრები, სერფინგი, კალათბურთი... მე შესანიშნავი ცხოვრება მაქვს. მსოფლიოში საუკეთესო მეგობრები, მშვენიერი სამუშაო. ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, საღ გონებაზე ვარ და აი, თქვენთან ერთად ფუნთუშებს მივირთმევ. ყველაფერი კარგად მაქვს, დამიჯერეთ.


რენე ზელვეგერი

- შორიდან ჩანს, რომ მოკრძალებული ხართ, ასეა?
- არა ახლობელ ადამიანებთან. მაგრამ ბუნებით ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მარტოობაში ყოფნა, ისე ვარ მოწყობილი, ეს უბრალოდ აუცილებელია. ამიტომ მომწონს ჩემი სამუშაო - მისი წყალობით საზოგადოებაშიც ვარ და მარტოობას არ ვაძლევ საშუალებას, მეტისმეტად სიღრმეში ჩამითრიოს.

რენე ზელვეგერი

- მისტიკური ტრილერის ჟანრი თუ მოგწონთ?
- მიმაჩნია, რომ ეს მართლაც შესანიშნავია, როცა უყურებ ფილმს, რომელიც ემოციური დისკომფორტის მდგომარეობაში შეგიყვანს, მაგრამ ამას არ გაურბიხარ, არამედ ყურებას აგრძელებ.


რენე ზელვეგერი
რენე ზელვეგერი


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top