;
18 აპრილი 2013      liliana     21 კომენტარი     ნანახია 8115-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



ქალის სხეულის ტიპი დამოკიდებულია მისი საყრდენ მამოძრავებელი სისტემის სტრუქტურაზე, კუნთოვანი მასისა და ცხიმის გადანაწილებაზე სხეულის სხვადასხვა ზონაში. "ქვიშის საათის" ფორმის სხეული ცნობილია მისი სექსუალურობით, ესთეტიური სილამაზით, მიმზიდველობით. ამიტომ ყველა ქალი ცდილობს სხეულის ამ ფორმის მიღებას. განსაკუთრებით პოპულარული სხეულის ეს ფორმა 19 საუკუნის დასაყისში ვიქტორიანულ პერიოდში იყო. სწორედ ამ პერიოდიდან მოდის ქვიშის საათის ფორმის სხეულის ფეტიშიზმი და გაღმერთება. ქალბატონები ყველაფერს აკეთებდნენ რომ გაედიდებინათ მკერდის და თეძოების გარშემოწერილობა და შეემცირებინათ წელის გარშემოწერილობა რათა სხეულს ქვიშის საათის ფორმა მიეღო. იმ დროის ქალბატონები კორსეტებს, მკერდის გასადიდებელ ლიფებს იცმევდნენ მიუხედავად იმისა რომ ისინი სულაც არ იყო კომფორტული სატარებელი. გამოკვლევებმა დაადგინა რომ იმ პერიოდის ქალბატონების უმეტესობას აღენიშნებოდათ სხეულის ორგანოების სერიოზული გადაადგილება და მალების დეფორმაცია, რომელიც კორსეტის მოჭერით იყო განპირობებული.

მამაკაცების უმეტესობას სწორედ სავსე მკერდის და ფორმების ქალები იზიდავს, რადგან სწორედ სავსე ფორმებია სხეულის ამ ტიპის მთავარი შტრიხი. 2005 წელს ჩრდილოეთ კაროლინის სახელმციფო უნივერსიტეტმა ჩაატარა გამოკითხვა მდედრობითი სქესის აღნაგობების თავისებურებების შესახებ, რომელშიც 6000 ქალი იღებდა მონაწილეობას .აღმოჩნდა რომ ქალების მხოლოდ 8 % აქვს ქვიშის საათის ფორმის სხეული. სხვა გამოკვლევებმა აჩვენა რომ ქალების სხეულის ფორმები და სტანდარტები გაზრდილია გასული საუკუნის ქალებთან შედარებით. მაგალითად წელის ზომა 15 სანტიმეტრითაა მომატებული, ასევე შეცვლილია სიმაღლის სტანდარტები, თუ გასულ საუკუნეში 160 სმ იყო ქალის სტანდარტული სიმაღლე მე-20 საუკუნეში დაახლოებით 170 სმ-ია.


ვარსკვალავები რომლებიც სხეულის ზომებსა და ფორმებს პიარისათვის იყენებენ ხშირად ყალბია. მოდური ჟურნალების გარეკანზე და ფოტოსესიებში ყველა სელებრითს ქვიშის საათის ფორმის ულამაზესი და ნატიფი სხეული აქვს. განსაზღვრება რას ნიშნავს ქვიშის საათის ფორმის სხეული საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. წარმოგიდგენთ ქალბატონებს კლასიკური ქვიშის საათის ფორმის სხეულებით დაწყებული 1940 წლიდან დღემდე და თუ თქვენ საყვარელ ვარსკვლავს ვერ იხილავთ ამ სიაში ეს იმას ნიშნავს რომ იგი ვერ ჯდება სხეულის ამ ფორმის სტანდარტებში, თუმცა ეს მონაცემები არ უნდა იქნეს გაგებული როგორც გიდი საუკეთესო სხეულის ფორმებისა რადგან ყველა ფორმის ქალის ინდივიდუალურად ლამაზია.

წარმოგიდგენთ ქალბატონებს ქვიშის საათის ფორმის სხეულებით.

მერლინ მონრო

ავა გარდნერი

ელიზაბეტ ტეილორი

შერი ბრიტონი

სოფი ლორენი

ბრიჯით ბარდო

კლაუდია კარდინალე


მამი ვან დორენი

რაკელ ველჩი


ურსულა ანდერსი


მონიკა ბელუჩი




სალმა ჰეიეკი


ბიონსე

ჯენიფერ ლოპესი


კიმ კარდაშიანი



ლივ ტაილერი

კეიტ უინსლეტი


კელი ბრუკი


ჯენიფერ ლავ ჰიუიტი


კეტრინ ჰეილი


სოფია ვერგარა




სკარლეტ იოჰანსონი





კრისტინა ჰენდრიქსი




ჯესიკა ბილი




ჯენიფერ ლოურენსი





ქეიტ აპტონი



დოუცენ კრუზი



ბლეიკ ლაივლი


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

21


  • elene_elene თქვა:
    21 აპრილი 2013 10:16 - ID: 21,
    მართალია კაცებს უფრო ასეთ ფორმებიანი ქალები მოსწონთ,მაგრამ ჩემი აზრით გამხდარი, თხელი სხეული უფრო დახვეწილია, ვიდრე ,,ქვიშის საათის'' ფორმის. რაც შეეხება გამოყვანილ წელს, მას გამხდარი ქალიც კარგად მოიხდენს

  • qemina თქვა:
    21 აპრილი 2013 03:17 - ID: 20,
    ქეით აფთაუნს აქვს გამოყვანილი წელი და ქვიშის საათის ფორმის ტანი?:)))))

  • Ana smiley თქვა:
    19 აპრილი 2013 21:35 - ID: 19,
    ულამაზესი ქლებია არიან მე მომწონს ასეთი სავსე სხეულიი love ძალიან სეზსუალურიაა, და საერთოდ ზომიერი ხორცი სხეულს უხდება და ქალს უფრო მიმზიდველს ხდის love

  • liliana თქვა:
    19 აპრილი 2013 21:08 - ID: 18,
    ellen potter...♥ϟ,
    მადლობა love love

  • nisi თქვა:
    19 აპრილი 2013 20:49 - ID: 17,
    ულამაზესია ასეთი სხეული ძალიან მომწონს winked

  • mary...p თქვა:
    19 აპრილი 2013 19:56 - ID: 16,
    ახალი რაგაც გავიგე ჩემსთავზე.. :D ქვიშის საათისნაირი ტანი მქონია.. :D :D სავსე სხეული კარგია , მაგრამ არნიშნავს ეს იმას რომ ღიპი ლამაზიაა... კიდევკარგი არმაქვს,, :O

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    19 აპრილი 2013 18:55 - ID: 15,
    არ ვისურვებდი ასეთი ტანი მქონოდა, ჩემი გამხდარი სხეული მირჩევნია ყველაფერს wink ზოგს უხდება ზოგს არა მაგალითად ძალიან მომწონს ჯენიფერი, სოფია, დოუცენი, ბლეიკი ხომ საოცრებაა, სკარლეტი, ლივი და უმშვენიერესი მონიკა love love ნიუსი ძალიან კარგია request

  • pau თქვა:
    19 აპრილი 2013 18:42 - ID: 14,
    ჯენიფერას მე საერთოდ არ ვთვლი რომ ქვიშის საათის ტანი აქვს მითუმეტეს წელი აქვს საშინლად განიერი

  • dangerous თქვა:
    19 აპრილი 2013 18:13 - ID: 13,
    ზოგს ძაან "ქვიშის საათის ტანი" აქ და ეგ არ მომწონს საერთოდ არ ვთვლი სექსუალურად.ხო კიდე კეიტ აპტონს წელი საერთოდ არ აქ მგონი რა წელის სიწვრილეზეა ლაპარაკი მაგრამ ისე მაგრა მომწონს ეგ გოგო.. ბლეიკ ლაივლი არ მეგონა აქ თუ იქნებოდა ნაღდად:D მე მაინც იდეალურად სეკრეტის მოდელების ტანს ვთვლი და ვსო <3

  • elga თქვა:
    19 აპრილი 2013 17:22 - ID: 12,
    სკარლეტი, სოფია, მონიკა და ლოურენსი უმაგრესი ქალები არიან

  • wow_disney_wow თქვა:
    19 აპრილი 2013 16:20 - ID: 11,
    ვაიმე რა ქალები არიან <# მე მომწონს ასეთი ტანი <3 სოფია ვერგარა რა ქალი ხა :* :D love

  • ninaninia თქვა:
    19 აპრილი 2013 16:15 - ID: 10,

    არ მომწონს ეს გამოყვანილი ტანი და მომკალიით რა..
    ვერ ვიტან გამოყვანილ თეძოებს და გაბზეკილ უკანალებს..
    კაცებს მგონი ყველაზე მეტად ეგ იზიდავთ ქალებში.. ნუ რა თქმა უნდა მკერდი პირველ ადგილზეა.

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    19 აპრილი 2013 14:40 - ID: 9,
    კრისტინა ჰენდრიქსის ნაირი ტანი ნამდვილად არ მომწონს მე :D და არც სელმა ჰაიეკისნაირი ბაჯუჯა:D ეს უკვე სხვა საქმეა ქალებს როგორი სხეული მოსწონთ თავისთვის და კაცებს როგორი.

  • Hermione...♥ თქვა:
    19 აპრილი 2013 12:53 - ID: 8,
    ბევრს მოსწონს ე.წ. ქალური ფორმები, მაგრამ ჩემს თვალში ისინი არა სილამაზესთან, არამედ, ვულგარულობასთან და ზედმეტ კილოგრამებთან ასოცირდება. ამასთანავე, ოდრი ჰეპბერნისა და თვიგის სხეულებს უფრო დახვეწილად და ესთეტიკურად მივიჩნევ, ვიდრე დავუშვათ, მონიკა ბელუჩის ან სოფია ვერგარას რენესანსის ეპოქის პარამეტრების მქონე სხეულებს.

  • liliana თქვა:
    19 აპრილი 2013 12:21 - ID: 7,
    im888,
    არაფრის...მეც დიდი პარამეტრების ვარ..აღარ შემიძლია სადაც იჩითება კელი ბრუკი ან ანა ნიკოლ სმიტი ან ვინმე სავსე ქალი ყველგანმთაგავენ ჩემი მეგობრები ....მეც მივხვდი რომ სულაც არ არის ცუდი თუ სავსე ფორმები გაქვს...

  • im888 თქვა:
    19 აპრილი 2013 12:03 - ID: 6,
    მთელი ბავშოვა ვფიქრობდი რომ მქონდა ძალიან წვრილი წელი და მასთან შედარებით დიდი თეძო რაც არ მომწონდა საშინლად...ბოლოს მივხვდი რომ მეც ქვიშის საათის ფორმის ტანი მქონია! love მადლობა ავტორს სასიამოვნო და საინტერესო ნიუსისთვის..

  • m_a_n_ch_o თქვა:
    19 აპრილი 2013 10:07 - ID: 5,
    დაუცენი,ბლეიკი,ბი,აპტონი love

  • anukaanuka თქვა:
    19 აპრილი 2013 02:39 - ID: 4,
    დაუცენი საერთოდ არ შედის ამ სიაში პატარა მკერდი აქვს და განიერი წელი

  • ANGEL თქვა:
    19 აპრილი 2013 01:34 - ID: 3,
    მოკლედ სავსე ტაკუცები საპატიოაო, მაგრამ ღიპები არა გოგოებო!:)
    აქიდან ყველა კარგად ნავარჯიშევია, ეს არის დასაფასებელი, ფორმები აქვთ მაგრამ კარგად გამოკვეთილი, ტონუსში.

  • melanie თქვა:
    19 აპრილი 2013 00:51 - ID: 2,
    უფფ აპტონი რა გოგოააა

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top