;

19 April 2013      Alayne     Views 3982    
Category: Stars

სოფი ტერნერი

სოფი ტერნერი 17 წლის ინგლისელი მსახიობია. გაიზარდა ვარვიკში, სადაც საშუალო განათლებას იღებდა და სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა. მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა HBO-ს ჰიტმა სერიალმა „სამეფო კარის თამაშმა“, სადაც მას სტარკების ერთ-ერთი ქალიშვილის - სანსა სტარკის როლი ერგო. ეს მისი პირველი როლია!
სოფი სანსას როლის გამო იღებს ქერა თმას წითურად.

სოფი ტერნერი

როდესაც პირველად მოხვდა გადასაღებ მოედანზე:

"გადასაღებ მოედანზე ყოფნის პირველი დღე საოცრად დაძაბული იყო ჩემთვის. იმ მომენტში ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ ხდებოდა, რაზეც პატარაობიდან ვოცნებობდი, და როდესაც გადასაღებ მოედანზე აღვმოჩნდი, ისეთი ბრწყინვალე მსახიობებით გარშემორტყმული, როგორიცაა, მაგალითად, შონ ბინი, შიშს ვერაფრით ვმალავდი. თუმცა ამისთანავე ეს ყველაზე დიდი სიხარული იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია."

სოფი ტერნერისოფი ტერნერი

"კამერის წინ მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მქონია და ეს თავიდან ოდნავ მაშფოთებდა, თუმცა გასაკვირი სწორედ ისაა, რომ მის წინ სრულიად გახსნილი აღმოვჩნდი და მაშინვე შემიყვარდა! ავითვისე, რომ როდესაც კამერა სახეს აფიქსირებს, გამომეტყველება და ემოცია თვალებით უნდა დააფიქსირო. როდესაც მაყურებელი შენს თვალებს ხედავს, ემოციები მათი მეშვეობით სწორად უნდა გადმოსცე, რომ ყველაფერი დახვეწილი იყოს."

სოფი ტერნერისოფი ტერნერი
თავის პერსონაჟზე:

"რამდენადაც მძულდა ხალხისთვის რთულად მისაღები პერსონაჟის თამაში თავიდან, იმდენად მიყვარს ახლა, თუ როგორ იზრდება სანსა დროთა განმავლობაში. ის ყალიბდება სწორედ ისეთ პიროვნებად, როგორიც ხალხში სიმპათიას გამოიწვევს. ჩემი აზრით, ის მშვენიერი მაგალითია ადამიანის გაძლიერების და გაზრდის - მაყურებელს შეუძლია იხილოს მისი პიროვნული გარდასახვა."


სოფი ტერნერი
სოფი ტერნერისოფი ტერნერი
სოფი ტერნერისოფი ტერნერი
"მე ვფიქრობ რომ ამ საგაში (ჯორჯ მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა") ნამდვილი ძალა ქალებში მდგომარეობს, შინაგანი სიძლიერე, და ეს ნათლადაა წარმოდგენილი წიგნებში - რომ ქალები ძალაუფლების მოპოვებისთვის ემზადებიან."

სოფი ტერნერისოფი ტერნერი
სამსახიობო გუნდზე:

"ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, სკაიპით გამუდმებით ვეხმიანებით ერთმანეთს. მაგალითად, ერთხელ ემილია კლარკთან გავაბი საუბარი, რადგან რამდენიმე თეორია მქონდა ჯონ სნოუს ნამდვილ მშობლებთან დაკავშირებით..."



სოფი ტერნერისოფი ტერნერი
სოფი ტერნერისოფი ტერნერი

სოფი ტერნერისოფი ტერნერი

მომავალზე:

"როდესაც ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა. ჩემი ყველაზე დიდი დანაკლისი ისაა, რომ არ მომეცა შანსი თავი მეცადა „ჰარი პოტერის“ ფილმებში. როგორც ჩანს, „სამეფო კარის თამაში“ აშშ-ში ძალიან პოპულარულია და იმედი მაქვს რომ ლოს-ანჯელესში მუშაობის შანსი მომეცემა. ნამდვილად არ მინდა მხოლოდ ამ როლით დამიმახსოვროს მაყურებელმა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი ვიყო ჩემს საქმიანობაში."


სოფი ტერნერი
სოფი ტერნერი
სოფი ტერნერი
სოფი ტერნერისოფი ტერნერი
სოფი ტერნერი
სოფი ტერნერი
სოფი ტერნერი
სოფი ტერნერი

სოფი ტერნერმა „სამეფო კარის თამაშის“ გარდა, უკვე შეასრულა მთავარი როლი იზაბელ კუაკსეს მისტიკურ თრილერში - „Panda Eyes”, ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან - ჯონათან რის-მეიერსი და რის აიფანსი. ფილმი ეკრანებზე შემოდგომაზე გამოვა.

ის ჯერაც განაგრძობს როლების ძიებას, თუმცა სერიალი დასვენების საშუალებას მაინც არ აძლევს. მისი კოლეგები მას მხიარულ, გახსნილ და ნიჭიერ ადამიანად ახასიათებენ.

სოფი ტერნერი
სოფი ტერნერისოფი ტერნერი
სოფი ტერნერი

სოფი ტერნერისოფი ტერნერი

სოფი ტერნერისოფი ტერნერი

სოფი ტერნერისოფი ტერნერი


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top