;
19 აპრილი 2013      liliana     5 კომენტარი     ნანახია 4781-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



კერი ოტისი დაიბადა 1968 წლის 28 სექტემბერს სან ფრანცისკოში, კალიფორნიაში აშშ, არის ამერიკელი მოდელი და მსახიობი. იზრდებოდა კალიფორნიაში და კრისთან და ძმა ჯორდანთან ერთად.სწავლობდა John Woolman School -სა და Marin Academy -ში. 16 წლის კერი აღმოაჩინა სამოდელო სააგენტო ელიტის წარმომადგენელმა ჯონ კასაბლანკასმა სან ფრანცისკოს ქუჩებში.პირველად პარიზში სამოდელო სააგენტო ელიტში მუშაობდა.1986 წლის აპრილში გამოჩნდა ფრანგული Elle-ის გარეკანზე,გარდა ამისა იგი ჩნდებოდა როგორც ამერიკული ისე უცხოური მოდური ჟურნალების გარეკანებზე Vogue, Harper's Bazaar, Cosmopolitan, Allure, Mirabella და Marie Claire,აგრეთვე გამოჩნდა Guess ჯინსების რეკლამაში 1988 წელს, Calvin Klein-ის რეკლამაში 1991 წელს, Pirelli-ის კალენდრის გარეკანი დაამშვენა 1996 წელს, პოზირებდა Sports Illustrated -სთვის 2000 წელს და 1990 და 2000 წლებში გაშიშვლდა მამაკაცების ჟურნალ Playboy -სთვის.



კერი მთელი ცხოვრება ებრძოდა ბულემიას. თავიდან იგი "პლიუს" მოდელად მუშაობდა და 12 ზომა ტანსაცმელს იცმევდა, აგრეთვე დიდი ხნის განმავლობაში ეძალებოდა ნარკოტიკებსა და სასმელს. 1990 წელს კერიმ მსახიობობაც სცადა და გამოჩნდა მიკი რურკთან ერთად ფილმში Wild Orchid,სადაც ბრუკ შილდსი ჩაანაცვლა, რადგან მან უარი თქვა თამამ სცენებში მონაწილეობის მიღებაზე. ფილმში მასა და მიკი რურკს ისეთი ვნებიანი სექსი ჰქონდათ და როგორც თვითონ ამბობენ კადრები რეალურია. ფილმი კომპანია ფლეიბოიმ შეიძინა. კერი გამოჩნდა მიკი რურკთან ერთად მის კიდევ ერთ ფილმში Exit in Red. მას და მიკი რურკს სიგიჟემდე შეუყვარდათ ერთმანეთი და 1992 წლის ივნიში იქორწინეს , თუმცა მათი ქორწინება 1998 წლის დეკემბერში ორივეს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ და მიკი რურკის დაუმთავრებელმა ლოთობამ იმსხვერპლა. 1991 წელს მას შემთხვევით გაუვარდა იარაღი და დაიჭრა მხარში მსახიობი, ერთხელ ლამის იმსხვერპლა ჰეროინის დიდმა დოზამ.






2000 წელს იგი საბოლოოდ განიკურნა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისა
და წონის პრობლემებისაგან და გახდა ყველაზე ასაკიანი მოდელი რომელმაც Sports Illustrated-ის გარეკანი დაამშვენა. 2005 წლის მაისში გაიცნო მეცნიერი მეთიუ სუტონი და ცოლადაც გაჰყვა იმავე წლის დეკემბერში ,ჰყავს ორი შვილი.კერი არის დისლექსიით დაავადებული.არის ვეგეტარიანელი. აქვს 5 ტატუ:ვარდი,იაპონური იეროგლიფი მარჯვენა კოჭზე,ტიბეტური სიმბოლო მარცხენა კოჭზე,ანგელოზი ზურგზე და ჩიტი მაჯაზე.

ამჟამად კერი ცხოვრობს მალიბუზე კალიფორნიაში და ეწევა სამოდელო საქმიანობას.2003 წელს იგი სიტყვით გამოვიდა National Eating Disorders Awareness Week-ის ღონისძიებაზე და ბულემიის შესახებ ისაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში სტანჯავდა. იგი პერიოდულად ჩნდება 4 არხზე კორესპონდენტის ამპულაში. 2005 წლიდან არის ბრეილის ძვირფასეულობის კომპანიის სახე.



Carré Otis
2011 წელს გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Beauty Disrupted. სადაც წერს, რომ კოკაინს მისმა აგენტმა ჟერალდ მარიმ მიაჩვია 17 წლის ასაკიდან. კერი წერს მის რთულ მდგომარეობაზე, დაუოკებელ სურვილზე ესიამოვნებინა ჟერალდისთვის და კარგი მოდელი ყოფილიყო. დეტალურად აღწერს შემთხვევას პარიზის ბინაში, როდესაც ჟერალდის ქალიშვილის ოთახში ცხოვრობდა, როდესაც ერთხელად მან ძალა იხმარა კერიზე და გააუპატიურა მისი ქალიშვილისვე საწოლში. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა (რომელსაც კერი აღწერს წიგნში), ის წერს, რომ 11 წლის ასაკში გააუპატიურეს პირველად, ის მაშინაც მასზე ასაკოვანი კაცი იყო. ჟერალდი კი მასზე სისტემატიურად ძალადობდა, როგორც კი ლინდა ევანგელისტა (მისი საცოლე) ქალაქს დატოვებდა, კერი ნარკოტიკს მასთან ერთად კვლავ იკეთებდა, მხოლოდ არა ინტერესისთვის და "წონის დაკლების მიზნით", არამედ იმისთვის, რომ გაეძლო იმისთვის, რაც ამას მოყვებოდა ხოლმე. კერიმ მოგვიანებით ამხილა ჟერალდი, რომელსაც სხვა რამოდენიმე მოდელისთვისაც მიუყენებია ზიანი. ინტერვიუში მიკი რურკმა ერთხელ თქვა, რომ განზრახული ქონდა კერიზე მოძალადის მკველობა (მაშინ არ სახელდებოდა ჟერალდის ვინაობა), თუმცა მისი მკვლელობის შემდეგ მოუწევდა თვითმკვლელობა და არ იყო მზად ორი ასეთი მძიმე დანაშაულით წარმსდგარიყო უფლის წინაშე.




კადრები ფილმიდან Wild Orchid






სიმაღლე: 178 სმ
თმის ფერი: ყავისფერი
თვალის ფერი: მწვანე
პარამეტრები :93 68 96
























კერი Sports Illustrated -სთვის 2000 წელს, 32 წლის.










კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

5


  • liliana თქვა:
    20 აპრილი 2013 12:59 - ID: 5,
    Nina√,
    მადლობა wink

  • Nina√ თქვა:
    20 აპრილი 2013 12:57 - ID: 4,
    ძალიან ლამაზია და კარგი ნიუსია love

  • mariamininutsa თქვა:
    20 აპრილი 2013 01:19 - ID: 3,
    ჟიზელს გავს ძალიან

  • Let It be Me ♥ თქვა:
    19 აპრილი 2013 15:06 - ID: 2,
    მაგარი ქალია.. მაგრამ სახეზე გასაგიჟებელი არაა

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    19 აპრილი 2013 14:29 - ID: 1,
    ძალიან ლამაზი ქალია და ოდნავ პუტკუნა ტანი პირიქით ალამაზებს :)დღევანდელი მოდელის ტანი რომ ჰქონოდა ასეთი აღარ იქნებოდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top