;
22 აპრილი 2013      AnnLennon     15 კომენტარი     ნანახია 5397-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Til Schweiger/ტილ შვაიგერი Til Schweiger/ტილ შვაიგერი

ცნობილი გერმანელი მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი ტილმენ ვალენტინ შვაიგერი იგივე ტილ შვაიგერი დაიბადა 1963 წლის 19 დეკემბერს. არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიგურა გერმანიაში და ფლობს საკუთარ საპროდიუსერო კომპანიას Barefoot Films . ტილის ნიჭის საზღვრები გერმანიასაც გასცდა და მსოფლიო დაიპყრო. დღესდღეობით მას ყველა იცნობს და ჰოლივუდის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავს. გთავაზობთ, მოკლე ბიოგრაფიას, საინტერესო ფაქტებსა და ფოტომასალას მრავალმხრივ განათლებულ და ამასთან ქალების გულთამპყრობელ მამაკაცზე - ტილ შვაიგერზე.
Til Schweiger/ტილ შვაიგერი Til Schweiger/ტილ შვაიგერი
დაიბადების თარიღი: 1963 წელი 19 დეკემბერი, მშვილდოსანი, გერმანია, ფრაინბურგი

პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე - დანა კარლსენი (განქორწინებული), 4 შვილი

სიმაღლე: 1.78 მ

პირველი ფილმი: 1971წ

ბოლო ფილმი: 2012 წ

- მოკლე ბიოგრაფია -
Til Schweiger/ტილ შვაიგერი

ტილი დაიბადა გერმანიაში, ქალაქ ფრაინბურგში. მის ოჯახზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
ცნობილია, რომ მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ, რომლებსაც ტილის გარდა ორი ბიჭი ჰყავდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ შვაიგერმა ჩააბარა უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა გერმანულსა და მედიცინას . იმ პერიოდში მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მოხდა, მან გადაწყვიტა მიეტოვებინა უნივერსიტეტი და ევლო დრამის სკოლაში. ეს ყოველივე ხდებოდა 1986 წელს. 1989 წელს მან წარმატებით დაასრულა სწავლა და უმალვე სხვადასხვა სპექტაკლებში დაიწყო მონაწილეობის მიღება.

- კარიერული წინსვლის ეტაპები -
Til Schweiger/ტილ შვაიგერი

სპექტაკლიდან ტილმა კინოში გადაინაცვლა. მისი სადებიუტო როლი შედგა 1991 წელს ფილმ მანტა,
მანტაში
, სადაც რეკომენდაცია თავისმა მენტორმა, გერმანიაში ყველაზე წარმატებულმა კინოპროდიუსერმა ბერნად ეიშინგერმა გაუწია. ამ როლის შემდგომ, მან უდავო სამსახიობო მონაცემებისა და თვალისმომჭრელი ფიზიკურობის წყალობით მოახერხა გერმანელების გულის დაპყრობა. ყველა მასზე ლაპარაკობდა და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა, რამაც ნამდვილად გაამართლა. პირველი ცდის შემდეგ ტილმა უფრო სერიოზულ როლებს გამოჰკრა ხელი, ხოლო მისი ცნობადობა კი ერთიორად გაიზარდა. შვაიგერი იყო პირველი არაპოლონელი მსახიობი, რომელმაც აიღო ‘პოლონური ოსკარი’ 1996 წელს ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე Bandyta-თვის.
Til Schweiger/ტილ შვაიგერი

1997 წელი ტილისთვის ორმაგად წარმატებული და სიახლის მომტანი აღმოჩნდა. მას გაუჩნდა პირველი შვილი,
გოგონა ლუნა მარია. იმავე წელს, როდესაც ახალი წელი მოახლოებული იყო და ტილი საჩუქრების საყიდლად წიგნების მაღაზიაში იმყოფებოდა შემთხვევით გაიცნო ტომას ჯანი - ყველაზე წარმატებული სცენარისტი გერმანიაში. მათ უმალვე გამონახეს საერთო ენა, რაც ფილმის შექმნით დასრულდა. Knockin' on Heaven's Door (1997) - შვაიგერის სადებიუტო ფილმი აღმოჩნდა, როგორც პროდიუსერისა და რეჟისორის. ‘კაკუნი სამოთხის კარზე’ ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ფილმია მსოფლიოში და შესულია ‘აუცილებლად სანახავი’ ფილმების სიაში.
Til Schweiger/ტილ შვაიგერი

1998 წლისთვის მის კარიერაში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა. ის დააფასეს და აღიარეს არამხოლოდ გერმანიაში, არამედ ამერიკაში , რასაც ამერიკულ პროექტებში მონაწილეობა მოჰყვა. 2005 წელი შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეული იყო მისთვის, რადგან შეიქმნა დრამა/კომედიული ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორი და მთავარი გმირი თვითონვეა. Barfuss-მა (ქართულად: ფეხშიშველი) უამრავი ჯილდო მოუტანა ტილს და აღიარა, როგორც რეჟისორი, ასევე მსახიობი.
Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Barfuss მოჰყვა არანაკლებ წარმატებული პროექტი Keinohrhasen , რომელის სცენარი და რეჟისურა
ტილს
ეკუთვნის. 2008 წლის შედეგებით აღიარეს, როგორც ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი გერმანული ფილმი, რომლის ბოქს ოფისი შეადგენდა 58.000.000 დოლარს. ფილმი უთვალავი ჯილდოს მფლობელი გახდა.

როგორც მსახიობმა, მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებული როლია ჰუგო სტიეგლიტცი კვენტინ ტარანტინოს ფილმ ‘უსახელი ნაბიჭვრებიდან’ , სადაც პარტნიორობა გაუწია ბრედ პიტს, დიანა კრუგერს, მაიკლ ფასბენდერსა და სხვებს.
Til Schweiger/ტილ შვაიგერი

მისი ბოლო ნამუშევარი, როგორც რეჟისორისა, სცენარისტისა, პროდიუსერისა და მსახიობისა არის Kokowääh 2, სადაც მთავარ როლში თავისი უმცროსი ქალიშვილი ემა გვევლინება.ფილმმა უზარმაზარი წარმატება მოიფოვა როგორც გერმანიაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. მომავალში, 2013-2014 წლებში მისი მონაწილეობით ორ საინტერესო პროექტს ვიხილავთ. ესენია The Muppets... Again! და Sleight of Hand.
Til Schweiger/ტილ შვაიგერი

- პირადი ცხოვრება -

ტილმა 1995 წელს იქორწინა ამერიკელ მოდელზე დანა კარლსენზე , რომლისგანაც 4 შვილი ეყოლა.
ბავშვები მამის კვალს აგრძელებენ და ხშირად ჩნდებიან ფილმებში მასთან ერთად. წყვილი 2005 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან. 2010 წლიდან მსახიობს ურთიერთობა აქვს გერმანელ მოდელთან სვენია ჰოლტმანთან . მათ შორის სხვაობა 23 წელია, თუმცა წყვილს ეს პრობლემას არ უქმნის.ისინი ხშირად ჩნდებიან ერთად წითელ ხალიჩასა თუ პაპარაცულ სურათებში და ყველაზე ლამაზი წყვილის სტატუსსაც ატარებენ გერმანიაში.
Til Schweiger/ტილ შვაიგერი

> ტილ შვაიგერი ცაციაა.

> ტილმა სამსახიობო კარიერა დაიწყო ეროტიული ფილმების გახმოვანებით .

> უარი თქვა სპილბერგის შემოთავაზებაზე ეთამაშა ფილმ Saving Private Ryan (1998)-ში გერმანელი ოფიცრის როლი, რომელსაც სცენარის მიხედვით ტომ ჰენქსის გმირისთვის უნდა ესროლა. უარის მიზეზი წინასწარვე ჰქონდა გათვლილი. მას არ სურდა ამერიკელ საზოგადოებას უარყოფითი კუთხით ენახა. განაცხადა: 'ვერ ვიტან ნაცისტებს და არც მათ განსახიერებას ვაპირებ.'

> ხშირად უწოდებენ 'გერმანელ ბრედ პიტს. '

> გადავხედოთ მის ფილმოგრაფიას სხვადასხვა კუთხით. როგორც სცენარისტი - 8 ფილმი, პოდიუსერი - 15 ფილმი, მემონტაჟე - 2 ფილმი, რეჟისორი - 9 ფილმი, მსახიობი - 53 ფილმი/12 სერიალი.

დღესდღეობით ტილმან ვალენტილ შვაიგერი საერთაშრისო სახელსა და უდავო შარმს არ კარგავს და
წარმატებით აგრძელებს კარიერულ წინსვლას. ცხოვრობს ბერლინში თავის მეგობარ გოგონასთან ერთად.
Til Schweiger/ტილ შვაიგერი Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი Til Schweiger/ტილ შვაიგერი

Til Schweiger/ტილ შვაიგერი Til Schweiger/ტილ შვაიგერი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

15


  • magda:):):) თქვა:
    29 აპრილი 2013 15:35 - ID: 15,
    love love love

  • Liilu თქვა:
    26 აპრილი 2013 20:45 - ID: 14,
    მიიიყვაარს <3

  • Miss Nothing თქვა:
    24 აპრილი 2013 21:48 - ID: 13,
    The კაცი !!! love

  • Tamo Gallagher თქვა:
    23 აპრილი 2013 17:17 - ID: 12,
    მაგარი კაცია :D

  • elga თქვა:
    23 აპრილი 2013 16:40 - ID: 11,
    აი მაგარი კაცია რაა ჯერ რა sიმპატიური მერე როგორი ნიჭიერი.
    მიყვარს მისი ფილმებიც.
    კარგი ნიუსია

  • someone თქვა:
    23 აპრილი 2013 15:03 - ID: 10,
    მიყვარს ეს ადამიანი უსაზგვროდ... ნუ მაინც გერმანელია <3

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    23 აპრილი 2013 15:03 - ID: 9,
    ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მამაკაცი მსახიობია...ნუ გერმანიაში პირველიი love love უძლიერესი მსახიობია -Barfuss da Kokowaah love

  • Ana smiley თქვა:
    23 აპრილი 2013 11:00 - ID: 8,
    რა სიმპატიური კაციაა

  • me თქვა:
    23 აპრილი 2013 09:58 - ID: 7,
    კარგი მსახიობია love და ძალიან მამაკაცური feel tongue

  • J I Q O თქვა:
    22 აპრილი 2013 23:55 - ID: 6,
    მაგარი მამიკოაა :D:D:D:D არა მარტლა დზაან სიმპატიურიაააააააააააააა

  • Katerina Petrova თქვა:
    22 აპრილი 2013 22:28 - ID: 5,
    Nazi Balls wink wink

  • mis nina თქვა:
    22 აპრილი 2013 22:16 - ID: 4,
    ვგიჯდები.სიტყვები არ მყოფნის ისე მიყვარს.მაცდუნებელი კი ჩემი საყვარელი ფილმია. love გამიხარდა მასზე სიახლე love კარგი იქნება თუ დადებთ მასზე სიახლეებს winked

  • liliana თქვა:
    22 აპრილი 2013 22:14 - ID: 3,
    უმაგრესია..ასეთ კაცს ჰქვია sexy mother fucker lol lol მაგარი სიახლეა

  • m.a.r.i თქვა:
    22 აპრილი 2013 21:59 - ID: 2,
    მიყვარს ტილი არაჩვეულებრივი მსახიობია მომწონს მისი პიროვნებაც ძალიან კარგი სიახლეა love

  • AnnLennon თქვა:
    22 აპრილი 2013 21:40 - ID: 1,
    მიყვარს ეს კაცი, როგორც მსახიობი, როგორც პიროვნება და როგორ მამაკაცი. უნიჭიერესი, მრავალმხრივ განათლებული პიროვნებაა, რომელსაც ყვეფერი საუკეთესოდ გამოსდის. აღიარებულია, თუმცა ვდიქრობ, რომ მეტს იმსახურებს, რადგან ბევრ ჰოლივუდელ მსახიობ მამაკაცს სჯობს. როგორც გავიგე გერმანიაში 'მამაა'))) უყვართ, გიჟდებიან და უდიდეს პატივს სცემენ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top