;
25 აპრილი 2013      ANGEL     26 კომენტარი     ნანახია 4206-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

40 წლის მსახიობი გვინეტ პელტროუ 2013 წლის, მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალბატონად დაასახელა ჟურნალმა People. მან ისეთი მანდილოსნები მოიტოვა უკან, როგორებიც არიან 22 წლის ჯენიფერ ლოურენსი და 27 წლის ამანდა სეიფრიდი. გვინეტმა წელს მისი მეგობარი ბიონსე ჩაანაცვლა, რომელიც წინა წლის ქალბატონი გახლდათ.

გვინეტ პელტროუ 2013 წლის ქალბატონია

გვინეტისთვის ეს წელი მეტად აქტიური იყო. მსახიობმა 40 წლისთვის იდეალურ სხეულის ფორმებს მიაღწია, რაც ყოველდღიურად ვარჯიშის და იოგის მედიტაციის დამსახურებააო ამბობს, გამოირჩევა მისი ჩაცმის სტილი, რომელიც მის უნაკლო სხეულს გამოკვეთს, გამოუშვა წიგნი ჯანსაღად კვების შეთავსებასა და გემრიელ კერძებზე. მისი ოჯახი: Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი და 2 შვილი, ცნობილი სამეგობრო წრე, ახალი კინო-როლები და ახლად გამომჟღავნებული მისი ვოკალური შესაძლებლობები მეტყველებენ მის წარმატებაზე როგორც მსახიობის, ასევე უბრალოდ ბედნიერი ქალის.

თუმცა კი სულ რამოდენმე წლის წინ გვინეტს ზედმეტად "გადაფასებულ" მსახიობად მოიხსენიებდნენ და ჰოლივუდის ყველაზე "მოძულებულთა" სიაშიც კი იყო
, გასაგებიდა მიზეზების გამო - რთულია დაინახო მსახიობის არტისტული ნიჭი ლამაზ სახესა ქერა თქმას მიღმა, და მითუმეტეს თუ ის ცნობილი ოჯახიდანაა (დედამისი ბლიტ დენერი ასევე მსახიობია).

თუმცა ამ ტიტულის თავად არც გვინეტს ეჯერა: "გულწრფელად მეგონა, რომ მეხუმრებოდნენ" - იხსენებს გვინეტი, როდესაც წერილი მიიღო ცნობით - "სამჯერ გადავიკითხე იმეილი. გავიდიქრე შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს! ალბათ დისლექსია განმივითარდა და რაღაცას არასწორად ვკითხულობ! ეს ამერიკული საკულტო ჟურნალის ქოვერია, და ეს შესანიშნავია"

მსახიობი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ისეთი პერიოდია, როდესაც ისწავლა საკუთარი თავის ისეთად მიღება და შეყვარება როგორიც არის, ხოლო ნაკლოვანებებზე ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა - "მთავარია მიიღო საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ და შეიყვარო, შემდეგომ კი მსოფლიოც შემოტრიალდება შენკენ" - ამბობს 40 წლის ასაკში მსახიობი.




ტოპ-10 ეული აი ასე გამოიყურება
World's Most Beautiful Woman

(voted by People magazine):

1. Gwyneth Patrow
2. Kerry Washington
3. Amanda Seyfried
4. Zooey Deschanel
5. Jane Fonda
6. Jennifer Lawrence
7. Kelly Rowland
8. Halle Berry
9. Drew Barrymore
10. Pink
































პერსონალური ფოტო - შვილებთან ერთად


ერთერთმა გამოცემამ დაასახელა 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოგვწონდეს გვინეტი

#1: ის კარგი მეოჯახეა. ყავს ულამაზი შვილები და მეუღლე, რომელსაც მხარდაჭერას უწევს და აძლევს საშუალებას სრულად მოახერხოს ფოკუსირება მის მუსიკალურ კარიერაზე. არის ჯანმრთელი ცხოვრების მოყვარული და უყვარს კერძების მომზადება. ახლო ურთიერთობა აქვს დედასთან, რომელიც ასევე მსახიობია და შესანიშნავად აბალანსებს მსახიობობას და დედობას, თუმცა როდესაც ბავშვები პატარები ყავდა სამსახიობო კარიერაშო რამოდენიმე წლით ტაიმ-აუტი ქონდა აღებული.

გვინეტ პელტროუ 2013 წლის ქალბატონია

გვინეტ პელტროუ 2013 წლის ქალბატონია
#2: კარგი მეგობარი. გვინეტი და კრისი მეგობრობენ ბიონსე და ჯეი-ზისთან. გვინნეტი გადაღებების დროს ძალიან დაუახლოვდა და დაუმეგობრდა რობერტ დაუნო უმცროსს, რომელიც მას საუკეთესოდ ახასიათებს. ასევე მეგობრობს კამერონ დიაზთან, მადონასთან. ერთხელ თვითმფრინავით იმგზავრა დემი ლოვატოსთან ერთად და ეს საკმარისი გახდა მათი დამეგობრებისთვის. დიდი წვლილი მიუძღვის მისი ტრენერის ტრეისი ადნერსონის პოპულარიზაციაში, რომლისადმი მადლიერებას საჯაროდ გამოხატავს. მეგობრებზე კი არასდროს საუბრობს ტაბლოიდ ჟურნალებთან და საიმედო პიროვნებად ახასიათებენ.

#3: განათლებული და ნიჭიერია. აქვს მიღებული მრავალი ჯილდო სამსახიობო კარიერაში, მათ შორის ოსკარი! 1998 წელს Shakespeare in Love -სთვის, ემი, ოქროს გლობუსი და SAG. დაწერილი აქვს რამოდენიმე წიგნი და ხშირად იწვევენ spoke-model -ის როლში მისი უშუალო და დადებითი ტონის გამო.

#4: არ არის სნობი. გულღია და არა კრიტიკულია. დადებითი აურის მატარებელია - ასე ახასიათებენ მას, არასდროს დასცნის და დაჰყურებს ვინმეს ზევიდან. ინარჩუნებს თავის სტილს და შიკს, თუმცა ძალიან უბრალო და სადაა.

#5: საიტი GOOP -ის შემოსავლების წილით ეწევა ქველმოქმედებას.


მოდური ჟურნალების ქოვერებზე














კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

26


  • magda:):):) თქვა:
    29 აპრილი 2013 15:33 - ID: 26,
    ნამდვილად იმსახურებს ამ ტიტულს ლამაზი დახვეწილი და ელეგანტურია ყოველთვის love

  • Ana smiley თქვა:
    28 აპრილი 2013 23:28 - ID: 25,
    ყავისფერი კაბა როგორ მომეწონააა love

  • liia თქვა:
    28 აპრილი 2013 13:01 - ID: 24,
    ულამაზესია

  • Smiley :) თქვა:
    27 აპრილი 2013 10:13 - ID: 23,
    საყვარელი ქალია, ნიჭიერია, თანაც კრისის ცოლია და კარგი სტილი აქვს. ამ ლუქებზე გავგიჟდი, ძალიან მომეწონა აქ აქ და აქ
    ზემოთ და სტატიაში ჩამოთვლილი მიზეზების გამო მართლაც იმსახურებდა წლის ქალის სტატუსს winked

  • amanda თქვა:
    27 აპრილი 2013 00:04 - ID: 22,
    ადრე რატომღად არ მიყვარდა ხოლმე გვინეტიი,ბოლო რამდენიმე წელია კი ძალიან დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ,ლამაზი ქალია,სასიამოვნოო,არაჩვეულებრივ ფორმაშია,ასაკის მატებასთან ერთად უფრო გაიფურჩქნა და გალამაზდა love ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილია,მისი თმის ფერზე ვგიჟდებიი :)) მისი ოჯახიი,ისეთი საყვარლები არიაან love კრისიი love

  • Katerina Petrova თქვა:
    26 აპრილი 2013 15:07 - ID: 21,
    მე ძალიან მომწონს love მაგარი ტანი აქვს

  • nuke თქვა:
    26 აპრილი 2013 11:25 - ID: 20,
    მომწონს მეც ეს ქალი love

  • SuZiii თქვა:
    25 აპრილი 2013 22:16 - ID: 19,
    ჩემი კრისიის ქალი love სასწაულად დახვეწილიაა და ძალიან მშვიდი სახე აქვს request ნიუსი ძაან სრულყოფილია

  • Ṿὶṿί_ÁngéL თქვა:
    25 აპრილი 2013 20:48 - ID: 18,
    თავისი ასაკისთვის კარგად გამოიყურება მაგრამ რავიცი,რავიცი...ეს ქალი მომწონს მაგრამ სხვისი არჩევაც შეიძლებოდა...და რაც შეეხება დანარჩენებს WTF? wassat

  • liliana თქვა:
    25 აპრილი 2013 20:16 - ID: 17,
    არ მიყვარს დიდად ეს ქალი..რა ბანძი ათეულია..ჰოლის ბერის გარდა....იმენა კელი ოსბორნი აკლიათ რა lol lol

  • NiNi_N თქვა:
    25 აპრილი 2013 17:15 - ID: 16,
    გვინეტი ხოოო მაგრამ....მთლიანობაში უუუაზროესი სიააა!

  • krusuna თქვა:
    25 აპრილი 2013 16:34 - ID: 15,
    ძალიან მიყვარს ეს ქალი :) იმსახურებდა ^^ მარტო იმიტომ უნდა გიჟდებოდე ამ ქალზე რომ კრისის ცოლია,ჰაჰ :D საყვარელი ოჯახი ყავს <3 love

  • keetaa თქვა:
    25 აპრილი 2013 15:57 - ID: 14,
    უსაყვარლესი ულამაზესი უთბილესი და ნათელია

  • Lindsay თქვა:
    25 აპრილი 2013 15:24 - ID: 13,
    ყოველთვის მიყვარდა ეს ქალი, გამიხარდა მისი პირველი ადგილი love
    დრიუც ყოფილა ამ სიაში, ვგიჟდები ამ ქალზე love

  • angel.user თქვა:
    25 აპრილი 2013 15:18 - ID: 12,
    გამიხარდა ძაან მართლა ძაან საყვარელი და კარგი ქალია love

  • harry potter თქვა:
    25 აპრილი 2013 15:13 - ID: 11,
    ძალიან გამიხარდა love მართლაც რომ ნიჭიერი და ულამაზესია love

  • emilie თქვა:
    25 აპრილი 2013 15:02 - ID: 10,
    vgijdebi am kalze !!! love love

  • Liza-Kerr თქვა:
    25 აპრილი 2013 15:01 - ID: 9,
    ამაზე და კრისზე ვგიჟდები love უსაყვარლესები არიან love და გვინეტს რაგაცნაირი კეთილის სახე აქ love ძაან მიყვარს ორივე. love

  • salome55555 თქვა:
    25 აპრილი 2013 14:52 - ID: 8,
    რაღაცნაირი საყვარელია ხასიათითაც მგონია რომ დადებითი ადამიანია. ამანდა უფრო მეტსაც იმსახურებს ისეთი ლამაზია

  • nanunanu თქვა:
    25 აპრილი 2013 14:49 - ID: 7,
    ბევრ ახარგაზრდას ჯობია

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top