Most effective sex monents

Most effective sex monents


ლამაზმანის მთავარი გმირი, ჯულია რობერთსი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი პირობა იმისათვის, რომ ეს პერსონაჟი მაყურებლებს შესძულებოდათ, მეტიც ის მრავალი ქალის კუმირი გახდა. ის სცენა კი, როცა რიჩარდ გირი და ჯულია რობერთსი სააბაზანოში ნებივრობენ არავის დავიწყებია.



Most effective sex monents


თავდაპირველ ცოდვაში აფორიაქებულმა ანტონიო ბანდერასმა წარმოიდგინა მორიდებული ქალიშვილი, რომელთანაც მას ცხოვრების გაგრძელება მოუწევს. მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა მის ცხოვრებაში შემოიჭრა საბედისწერო ქალი, ანჯელინა ჯოლი. მომხიბვლელობის ძალას და ცდუნების მაგიას შეუძლიათ აქციონ ნებისმიერი ბედნიერად... და ნებისმიერი დაღუპონ...

Most effective sex monents


ამერიკულ სილამაზეში კევინ სპეისი თამაშობს ისეთი კაცის როლს, რომლის ცხოვრებასაც არანაირი ფასი არ აქვს, თუმცა მას შემდეგ რაც ის შეხვდება მისი ქალიშვილის მეგობარს მის ცხოვრებაში გადატრიალება მოხდება, ეს საკმაოდ აღმაშფოთებლად ჟღერს, თუმცა ფილმის ყურებისას მაყურებელს გაუჭირდება აღფრთოვანების შეკავება იმის მიუხედავად, რომ კევინ სპეისი ცდილობს შვილის დაქალის 'შებმას', მასზე ოცნებას, ის მომენტი კი როდესაც ეს ლამაზი ქერა გოგო ვარდის ფოთლებშია გახვეული ლეგენდადაც კი იქცა.

Most effective sex monents


რთულია მონიკა ბელუჩის ყურებისას გულგრილი დარჩე, თუმცა მისი პარტნიორიც არ არის გამონაკლისი, ყველას არ გამოსდის ქალის დაკმაყოფილება და ბოროტების ამოხოცვა ერთდროულად, მაგრამ ქლაივ ოუვენმა შესძლო ფილმში ''მიახვრიტე''.

Most effective sex monents


9 1/2 კვირაში ქიმ ბესინჯერი როდესაც მიკი რურკს ხვდება, იგი წონასწორობას ერთ წამში კარგავს. პროფესიონალი მაცდუნებელი მას სასიყვარულო თამაშში ითრევს, რომელიც აიძულებს გმირს უარი თქვას წარსული ცხოვრების პრინციპებზე. მათი შეხვედრები - წყურვილის მოკვლაა, თაფლია, რომელიც მის მკერდზეა, მარწყვია... მათი საწოლი - რკინის კიბეა ქუჩაში, სადაც ისინი სიყვარულს მიეცემიან. მათი სიყვარული კი - წვიმაა, ქარიშხალია... მათი სიყვარული ტრაგიკული შეუძლებლობაა...

Most effective sex monents


მუქ ჩრდილებში მშვენიერი ევა გრინი განრისხებული და გიჟურად შეყვარებულია ჯონი დეპზე და მზადაა მის დასაპყრობლად ყველაფერი გააკეთოს, მათი სცენა საკმაოდ ველურლი, უხეში და მხიარულიც კიაა.



Most effective sex monents


თომას ქრაუნის აფერაში პირს ბროსმანი თამაშობს მდიდარი ადამიანის როლს, რომელიც ხელოვნებითაა გატაცებული, ასევე მას კარგად შეუძლია შეაფასოს ქალის მშვენიერება, ამ ფილმში ხომ რენე რუსო მშვენიერია, მათი რომანი კი საინტერესო.

Most effective sex monents


Most effective sex monents


სთენლი კუბრიკის ფილმი ფართოდ დახუჭული თვალები საკმაოდ სკანდალური, ამაღელვებელი და საოცარია, როგორც ამ რეჟისორის სხვა ფილმები. ამ ფილმში შესანისნავად ასრულებენ როლებს ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი, ისინი ცოლ-ქმრის როლს თამაშობენ, ეს ფილმი სავსეა ინტიმური სცენებით, თამამი თამაშებით და ა.შ. თუმცა რამდენად შორს შეიძლება შეგვიყვანონ ჩვენ სასიყვარულო ფანტაზიებმა და აკრძალულის წყურვილმა? ეჭვიანობა - ეს ქორწინების სიძლიერის, სულის განგრენის, თუ სამარცხვინო წარსულის გამოვლის ნიშანია? არსებობს საიდუმლოები, რომლებთანაც შეხებისას, თქვენ უკვე მოქმედების თანამზრახველები ხდებით. არსებობს სიზმრები, რომლებიც შეუძლებელია რეალობის გარეშე... უსასრულოდ მრავალმხრივი რეალობის... მაგრამ ისიც შესაძლოა ინცინირება აღმოჩნდეს... მთავარია ეს დროულად გამოღვიძებაა!..

Most effective sex monents


Most effective sex monents


პატიოსანი კურტიზანი, ეს ფილმი საკმაოდ შთამბეჭდავია და შეუძლებელია მან ცრემლების გარეშე დაგტოვოს, ეს ფილმი ხომ ორ შეყვარებულ ადამიანზე, რომლებსაც ერთად ყოფნა არ შეუძლიათ, ამ გოგონას არ შეუძლია ცხოვრებაში მიაღწიოს წარმატებას, ამიტომაც ხდება კურტიზანი, რათა საყვარელი მამაკაცი აეჭვიანოს, აანერვიულოს, ააფორიაქოს და მიახვედროს თუ მისი სახით რა დაკარგა, თუმცა მათ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეუძლიათ.

Most effective sex monents


მეოცნებეები, სცენარი ნამდვილად ყველაზე აღმაშფოთებელია, თუმცა ფილმი იმდენად ლამაზია, რომ მაყურებელი ვერც კი ხვდება თუ რა მახეში გაება. ისინი ერთად ბევრ დროს ატარებენ, თავიდან ეს უბრალოდ გატაცება იყო, შემდეგ კი ფსიქოლოგიური და სექსუალური ურთიერთობის რთულ აბლაბუდათ გადაიქცა... ამ დროს კი პარიზის ქუჩებში, ღელვა თავის კულმინაციის წერტილს აღწევს...

Most effective sex monents


მისტერ და მისის სმიტები, ყველასთვის საყვარელი წყვილი, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი და მათი ბობოქრული და ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორია.





 
შეაფასეთ სტატია:

 

 

 

 







ავტორი : ananoo 30 აპრილი 2013 22:46
ჯონი, ეგეთს მართლა ვერ გაგეკარებოდი lol
ავტორი : MELINDA 30 აპრილი 2013 11:45
ნუ,ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ხელოვნების თქვენეულ დახვეწილ და მაღალ საფეხურზე რომ ვერ ვდგავარ,მაგრამ მეოცნებეები საზიზრობაა და მეტი არაფერი,ვერც ვუყურე. ამ ხალხს სექსის გარდა სხვა არაფერი გასაფეტიშებელი არ გააჩნია,ჩაციკლულები არიან,იმის იქით ვერაფერს ამჩნევენ ღირებულს. არავინ დავობს რომ სექსი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში მაგრამ კარგით რა!!! ასეთი გულისამრევობაც არ შეიძლება
ავტორი : Baby Girl 29 აპრილი 2013 03:14
barsutka))),
ცდები wink მაგრამ საყვარელი არ მახლდა wink
ავტორი : Ana smiley 28 აპრილი 2013 22:26
კარგი სიახლე იყოო feel
ავტორი : liliana 28 აპრილი 2013 00:08
RAMMSTEIN_TINA,
lol lol ერთი მსახიობის კინოა? lol lol
ავტორი : RAMMSTEIN_TINA 27 აპრილი 2013 22:40
მეოცნებეები :D მხოლოდ ევას გამო ვუყურე. ისე საზიზღრობაა.
ავტორი : elga 27 აპრილი 2013 21:00
აუუ ყველაზე მაგრი ჯონი დეპის და ევა გრინის სცენაა იმენა ღადაობაა wink
ავტორი : liliana 27 აპრილი 2013 16:42
მონიკა და ევა..ქალღმერთები,...ანჯელინას ძვლები აბსოლიტურად არ მესექსუალება....ბავშვები ვინმემ იცით ენჯელი როგორ უნდა გავაუქმო?
ავტორი : saliii 27 აპრილი 2013 16:35
ამერიკული სილამაზე ♥♥
ავტორი : Let It be Me ♥ 27 აპრილი 2013 15:31
ანჯელინააა ჩემი ქალღმერთი love მისტერ და მისის სმიტების ეს ეპიზოდი მიყვარს, რო ვერ კლავენ ერთმანეთს love
ავტორი : barsutka))) 27 აპრილი 2013 15:23
უეჭველიი სახლში მარტო იყავიი ამ სტატიას რომ წერდიი ავტოორ :DDDD
ავტორი : Tatia_M. 27 აპრილი 2013 13:38
9 1/2 კვირაში მიკი რურკი რაღაც საოცრად კარგი და სიმპათიურია

_______________________
fashionista

ავტორი : candyyy 27 აპრილი 2013 13:32
თავდაპირველი ცოდვა , მეოცნებენი , 9 1/2 კვირა love
ავტორი : m.a.r.i 27 აპრილი 2013 12:57
კარგი სტატიაა love

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
2007-2014 ANGEL.GE
დიზაინ კოდერი Drizt დიზაინი  
 
Wallpapers - anywallpaper.net
angelge.com                network tools