;
27 აპრილი 2013      ta_mo     40 კომენტარი     ნანახია 5734-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

მსოფლიოს 10 ყველაზე მოთხოვნადი მოდელი

Fashion TV-იმ კვლავინდებურად გამოავლინა სეზონის 10 ყველაზე მოთხოვნადი
ტოპ-მოდელი
, შარშან პირველი პოზიცია ფრანგმა მარი პიოვესანმა დაიკავა, წელს კი ნუსხის
სათავეში კეტრინ მაკნილი მოექცა, რომელმაც 7 დიზაინერის ჩვენება გახსნა. სიახლეში აგრეთვე
შეგიძლიათ იხილოთ ისეთი მოდელები როგორებიც არიან კარა დელევინი, ჯულია ნობისი, მანონ
ლეოუპი, საშა ლუსი, კეროლაინ ბრაშ-ნილსენი
და სხვა მრავალი......

მსოფლიოს 10 ყველაზე მოთხოვნადი მოდელი

1) კეტრინ მაკნილი

კეტრინი სამწლიანი პაუზის შემდეგ ფურორით დაუბრუნდა პოდიუმს, მან გასულ სეზონზე 43
მოდის სახლის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, გამოჩნდა დიორის, არმანის, კენეტ ქოულის კამპანიებში.
დაამშვენა ავსტრალიური ვოგის, ნუმეროს და სხვ ჟურნალების გარეკნები..



2) ესტერ ჰირში

ესტერი სეზონის საკმაოდ წარმატებულ დებიუტანტად იქცა, გამოჩნდა პრადას, ვალენინოს,
დიორის, შანელისა და სხვა ბრენდების შოუებზე, დაამშვენა ჟურნალ ელისა და D-ის გარეკნები.



3) კარა დელევინი

ბრიტანელი კარას კარიერა ბარბერის მოდის სახლთან თანამშრომლობით დაიწყო, მას შემდეგ
მან არაერთ ბრენდთან ითანამშრომლა, გამოჩნდა შანელის, ვალენტინოს, მისონისა და სხვა დიზაინერების
შოუებზე, მან მალევე მიიპყრო ტაბლოიდების ყურადღება მისი ექსცენტრიული პიროვნებისა და
გამორჩეული გარეგნობის მეშვეობით.



4) დარია სტროკუსი

რუსი ტოპ-მოდელი უკვე მესამე სეზონია არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის
სტატუსს, 1.80 სიმაღლის მქონე დარია ვიხილეთ დიორის, ლანვინის, ჯილ სანდერისა
და შენელის კამპანიებში, გარდა ამისა მან არაერთი მოდური ჟურნალის გარეკანი დაამშვენა.



5) ეშლი გუდი

ეშლიმ მისი ანდროგენული და ამავდროულად დახვეწილი გარეგნობის მეშვებით
არაერთი დიზაინერის მოხიბლვა შეძლო, გოგონა თავად დონატელა ვერსაჩემაც შეამკო
კომპლიმენტებით და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.



6) კეროლაინ ბრაშ-ნილსენი

დანიელი კეროლაინი უკვე მესამე წელია რაც აქტიურად მოღვაწეობს ინდუსტრიაში,
გოგონამ ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა მოდის სახლის ჩვენებაში მიიღო
მონაწილეობა, ვიხილეთ ქლიოს, ვალენტინოს, სონია რაკელის და ელი სააბის კამპანიებში.



7) საშა ლუსი

საშამ, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მისი რომანტიკული და დახვეწილი
გარეგნობით მიიპყრო მისი კარიერის თვალსაზრისით წინ და წინ მიიწევს, მიმდინარე სეზონზე
60 ჩვენებაში ვიხილეთ, გარდა ამისა მონაწილება მიიღო არაერთ ფოტოსესიაში, ტაბლიოდები მას
რაფ სიმონის მომავალ ფავორიტ მოდელად მოისაზრებენ.



8) მარია ბრედლი

ერთი შეხედვით უხეში, ანდროგენული ვიზაულის მქონე მარია მისი საინტერესო
გარეგნობით იპყრობს დიზაინერებისა და რედაქტორების ყურადღებას, გოგონას თავდაჯერებული
და გაბედული სიარულის მანერა მისი კოზირია, იგი ვიხილეთ ივ სენ ლორანის, როშას,
ჟან პოლ გოტიესა და სხვა ბრენდების შოუებზე.



9) ჯულია ნობისი

ავსტრალიელი ჯულია მეორე წელია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტოპ-მოდელია,
შრომისმოყვარე და კაშკაშა პიროვნების ნობისი კვლავინდებურად თითქმის ყველა ბრენდის
შოუზე გამოჩნდა მილანში, პარიზში, ნიუ-იორკში და ლონდონში, იგი ამჟამად ავსტრალიის
მოდის კვირეულშია ჩაბმული.




10) მანონ ლელოუპი

დახვეწილი, ელეგანტური და რომანტიკული მანონი მეორე სეზონია აქტიურად
იღებს მოდის კვირეულში მონაწილეობას, მის შოულისტში ყველაზე გამორჩეულ შოუებად
შეგვიძლია მივიჩნიოთ ბალმეინი, დიორი, ჯონ გალიანო, ენტონი ვაკარელო და ელი სააბი.



პარიზული რეიტინგი

თქვენ რომელ ტოპ-მოდელის მიანიჭებდით 1 პოზიციას?

1) კეტრინ მაკნილი
2) ესტერ ჰირში
3) კარა დელევინი
4) დარია სტროკუსი
5) ეშლი გუდი
6) კეროლაინ ბრაშ-ნილსენი
7) საშა ლუსი
8) მარია ბრედლი
9) ჯულია ნობისი
10) მანონ ლელოუპი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

40


  • kuduxona თქვა:
    29 აპრილი 2013 20:06 - ID: 40,
    მანონი მომწონს ყველაზე მეტად! ნიუსი კი ძალიან კარგი!

  • QiQiTo:):) თქვა:
    29 აპრილი 2013 16:27 - ID: 39,
    გემრიელი ნიუსი რამოდენიმე ნაცნობი მოდელი <3
    დელევინი როგორ უყვარს ყველას...

  • bekucii თქვა:
    28 აპრილი 2013 22:21 - ID: 38,
    ჩემი კარააა<3 ულამაზესიაა <3

  • Ana smiley თქვა:
    28 აპრილი 2013 22:21 - ID: 37,
    კარა კარგიაა

  • ninia_ninia5 თქვა:
    28 აპრილი 2013 21:11 - ID: 36,
    ფრიდა და მონიკა მირჩევნია ამათ fellow

  • suslika თქვა:
    28 აპრილი 2013 19:01 - ID: 35,
    კეტრინ მაკნილი love

  • Nini )) თქვა:
    28 აპრილი 2013 16:39 - ID: 34,
    კარააა love

  • anna_ anna თქვა:
    28 აპრილი 2013 16:37 - ID: 33,
    უიმეე რას გვანან. ერთი კეტრინია ცოტა ნორმალური

  • masho თქვა:
    28 აპრილი 2013 14:25 - ID: 32,
    კეტრინის პირველობა ძალიან მახარებს ნამდვილად იმსახურებს love ასევე გამახარა დარიას კეროლაინის და ჯულიას მოთხოვნადობამ love ნიუსი თამო როგორც ყოველთვის love

  • brookesh თქვა:
    28 აპრილი 2013 12:40 - ID: 31,
    იდიოტი კარა უნდა იყოს ამ სიაში და ბარბარა არა?

  • gvancii111 თქვა:
    28 აპრილი 2013 12:29 - ID: 30,
    კარა love
    რაა საყვარელია ♥

  • ashley თქვა:
    28 აპრილი 2013 10:40 - ID: 29,
    Me pirada klarayvelas mirchevnia love

  • bird-y თქვა:
    28 აპრილი 2013 02:27 - ID: 28,
    ta_mo,
    თან არ უხდება პოდიუმზე სიარული, თითქოს ეშინიაო ისე დადის, იკარგება იმდენ მასთან შედარებით მარალ მოდელებში
    მარა კარას სიარულს და ღლაბუცს ნამდვილად ჯობია

  • bird-y თქვა:
    28 აპრილი 2013 00:28 - ID: 27,
    ta_mo,
    ხო ძირითადატ პოტოსესიებში მონაწილეობს, მგონი ვიქტორიას შოუ წლის დასაწყისში მისთვის ზედმეტად "დამღლელი" იყო, ძირთადატ ლორეალით არის დაკავებული საყვარელია გოგოა და იმედია შემდეგ წელს იაკტიურებს

  • amanda თქვა:
    27 აპრილი 2013 23:44 - ID: 26,
    მირანდა და ადრიანა აქ რა მოსატანია :D ჰმ :D:D

    ძაან გამიხარდა კეტრინი როა პირველზე და არა თუნდაც ცანცარა კარაა,ატანა არ მაქვს მაგ გოგოსი:@:@ აი კეტრინი კი მაგარია რაა,ფისოო :)) love

  • marika0704 თქვა:
    27 აპრილი 2013 22:21 - ID: 25,
    კარა ცოტა მომბეზრდა, მაგრამ კარგი მოდელია.
    კეტრინი ნამდვილად იმსახურებს პირველ პოზიციას.
    მანონიიც ძალიან მომწოოონს. love

  • Mari Glonti თქვა:
    27 აპრილი 2013 22:19 - ID: 24,
    ისე პოდიუმზე სიარული გააუმჯობესა აღარ გახტუნაობს მაგრამ პირველ ჩვენებაზე მაინც შევნიშნე:D

  • marika0704 თქვა:
    27 აპრილი 2013 22:18 - ID: 23,
    დარია love

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    27 აპრილი 2013 22:16 - ID: 22,
    ამ სიიდაბ რა თქმა უნდა კეტრინი პირველ ადგილზე!!! მაგრამ ახალი სახეებიდან მარია ბრედლიც ძალიან მომწონს. საერთოდ არ ვთვლი რომ უხეში გარეგნობა აქვს პირიქით ძალიან საყვარელი ნაქვთები აქვს უბრალოდ ეს სიარულის მანერა ანიჭებს ბიჭურ იერს

  • Mari Glonti თქვა:
    27 აპრილი 2013 22:10 - ID: 21,
    Fეშენ თივის ვეღარ ვადევნებ სტაბილურად თვალს თუმცა აქრომშემოვიხედე თვალები გამიბწყინდა როგროც იქნააა ახალი ვიდეო ვნახე ქეთრინის მონაწილეობით,განსაკუთრებით ასეთი სახის ინტერვიუ 2009 წლის შემდეგ აღარ ქონია..ამ ბოლო დროს ვნახულობდი პერსონალურფოტოებს ვაიმე ბრწყინვალეა და უსაყვარლესი love რარაც მომეჩვენა თუ დაუბოხდა ხმა თამო? ძალიან უხდება:D და ეს შავი ფერი ძალიან უყვარს..მომწონს მისი სტილი უბრალოებისმიუხედავად მაინც გლამურულად მეჩვენება მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე:D

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top