;

1 May 2013      ta_mo     Views 4681    
Category: Stars

ემბერ ჰერდის გამონათქვამები

" მე ბევრს ვშრომობდი და ვიბრძოდი, რათა ხალხს ჩემში მეტი დაენახათ, ვიდრე უბრალოდ
ლამაზი გოგო, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. "


" მე მქონდა ბრზწყინვალე, წარმატებული ურთიერთობა კაცთან, ანალოგიური განმეორდა
ქალთან, საბოლოო ჯამში კი მთავარი ფაქტორი ჩემი სიყვარულია, ვის მიმართ მექნება ეს გრძნობა
ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს."


" ხშირ შემთხვევაში მთავაზობენ სექსუალური გოგონების როლებს, მე კი ვცდილობ თითოეული
ამ ტიპის პერსონაჟი წარმოვაჩინო განსხვავებული კუთხით. საზოგადოება თვით შარლიზ ტერონსაც კი
არ აღიქვამდა სერიოზულად, მანამ სანამ მან მთავარი როლი არ განასახიერა ფილმში " მონსტრი". ყოველთვის
მსიამოვნებს ლამაზი, მაგრამ ამავდროულად ჭკვიანი და უკომპლექსო ქალბატონების ხილვა. "


ემბერ ჰერდის გამონათქვამებიემბერ ჰერდის გამონათქვამები
ემბერ ჰერდის გამონათქვამებიემბერ ჰერდის გამონათქვამები

" მთელი ჩემი კარიერის მანძილზე მინდა ხალხს დავანახო ჩემი ნიჭი და არა სილამაზე,
ჰოლივუდში დღემდეა შემორჩენილი უნიჭო, თუმცა ლამაზი პოლულიარული ქალის სტერეოტიპი,
ეს კი არ მიმაჩნია სწორად.
"

" ვცდილობ მოვიძიო საინტერესო სცენარები, მე არასდროს მიზიდავდა კომერციული ისტორიები. "

" გასული რამოდენიმე წელი ჩემთვის ნამდვილი საგიჟეთი იყო, ერთდროულად რამოდენიმე
ფილმზე ვმუშაობდი, გადასაღები მოედნიდან გადასაღებ მოედანზე მივდიოდი, სახლში კი ფაქტიურად
არასდროს მიწევდა ყოფნა, მიყვარს მოგზაურობა, ჩემი პროფესია კი ამის საშუალებას ნამდვილად მაძლევს. "


ემბერ ჰერდის გამონათქვამები

" ყოველთვის ჩემს შესახებ არასწორ ინფორმაცია იწერება პრესაში, ეს ფაქტი კი ხშირ
შემთხვევაში მაცოფებს. "


" შემიძლია ვიჯდე ტელევიზორთან და რამოდენიმე საათის განმავლობაში ვუყურო ძველ
რომანტიულ ფილმებს, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. "


" მე გავიზარდე ტეხასში, ჩემს მშობლიურ გარემოში კი ყველას განსაკუთრებულად უყვარს
მანქანები, ამ ფაქტმა ჩემზე გავლენა მოახდინა, კარგი მანქანა ჩემი სუსტი წერტილია.
"

ემბერ ჰერდის გამონათქვამებიემბერ ჰერდის გამონათქვამები

" მიყვარს ჩემი საშინელებათა ფილმები, თითოეული მათგანი ყოველთვის ახლობელი იქნება ჩემთვის. "

" ასე მგონია შებყრობილი ვარ 60-იანი წლებით, ვაღმერთებ ამ ეპოქას, მანქანები,
მუსიკა, მოდა.. ყოველმხრივ კარგი დრო იყო. "


" ვფიქრობ დედამ მალევე გააცნობიერა, რომ მისი ქალიშვილი განსაკუთრებული იყო. "

ემბერ ჰერდის გამონათქვამები

" მიყვარს სამზარეულოში სხვა და სხვა კერძების კეთება, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰობია. "

" უშიშარი ვარ! "

" როდესაც 16 წლის ვიყავი ჩემი საუკეთესო მეგობარი გარდაიცვალა, ის ემოცია
რომელიც იმ პერიოდში განვიცადე იყო ყველაზე ძლიერი და საშინელი რამ რაც კი ოდესმე
შემიგრძვნია, ხვდები რომ შესაძლოა შენს ცხოვრებაში ახალი დღე აღარ გათენდეს, ამიტომ მას
შემდეგ ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ვცდილობ ყოველი მომენტით დავტკბე. "


ემბერ ჰერდის გამონათქვამები

" არ შეიძლება სცე პატივი საკუთარ თავს, თუ გეშნინია იყო ის ვინც რეალურად ხარ. "

" ყოველთვის ისე ვცხოვრობდი როგორც მე მინდოდა და ვცდილობდი ვყოფილიყავი
გულწრფელი საკუთარ თავთან. არამგონია რეჟისორებს, რომლებთანაც მე ვმუშაობდი
ანაღვლებდეთ ჩემი პირადი ცხოვრება. არ მინდა ლესბოსელი მიწოდონ, ან კიდევ ნატურალი,
საერთოდ იარლიყების მიწებება მძულს და იმედია მე არ ვიქცევი ხალხის სამიზნედ. "


" საშინელებათა ფილმები - ეს ტეკილა კინოინდუსტრიისთვის."

ემბერ ჰერდის გამონათქვამები

" მე არ შემიძლია ბევრი რამ გითხრათ ტელევიზიის შესახებ, რადგან ტელევიზორს
არ ვუყურებ, წიგნები ჩემთვის ბევრად უფრო ღირებულია, სიამოვნებით ვიქნებოდი მწერალი,
ხალხს დღეს ბიბლიოტეკაში სიარულის მაგივრად ურჩევნიათ "American Idol"-ის ყურებით
გაირთონ თავი. "


ემბერ ჰერდის გამონათქვამები


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top