;

2 May 2013      MaRihanna     Views 4019    
Category: Stars

თმის ფერი: ყავისფერი
თვალის ფერი: ყავისფერი
სიმაღლე: 1.88
პარამეტრები; 102-85-102

ტაისონ ბალოუ საკმაოდ წარმატებული მამაკაცი მოდელია, რომელიც აღმოჩენილი იქნა სამოდელო სააგენტო ”Page Parkes”-ის მიერ, ის აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მამაკაცი მოდელი. ცნობილია თავისი ტანით.
Tyson Ballou

ის დაიბადა აშშ-ში 1976 წლის 14 ნოემბერს (36 წლის). ყოფილი კალათბურთელი ჩრდილოეთ Garland -ის სკოლაში სწავლობდა. მამამისი ტრაგიკულად დაიღუპა, მას მანქანამ გადაუარა, ამ დროს ტაისონი სულ რაღაც 9 წლის იყო. ტაისონი მამას საკმაოდ კარგად იხსენებს და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ის მშვიდი და კარგი კაცი იყო. სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო ტეხასის ჟურნალებით და პოდიუმით, მაგრამ 1997 წელს ის ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო Ford-ის მოდელი გახდა, მოგვიანებით 1998 წელს კი სააგენტო IMG-თან გააფორმა კონტრაქტი, სწორედ ამ უკანასკნელმა გახადა ტაისონი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მამაკაც მოდელად.
Tyson Ballou

გამოჩენილა ისეთი ბრენდების შოუებზე, როგორებიცაა: Giorgio Armani, Versace, Exte, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Dolce and Gabbana... 2007 წელს მან მიიღო ჯინსების სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა და წარმოადგინა მდიდრული ბრენდ ” 7 for all Mankind”-ის კოლექცია. გამოჩენილა უამრავ ცნობილ ჟურნალის გარეკანზე, მათ შორისაა ვოგი, ჰარპერს ბაზარი, ნუმერო და სხვა. ის Models.com-ზე ”აიქონ კაცთა” სიაში პირველ ადგილს იკავებს. ის დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას სამოდელო ბიზნესში და მისი ასაკის მიუხედავად მაინც არ კარგავს ხიბლს. ამჟამად ის ნიუ-იორკში ცხოვრობს. მეგობრობს ისეთ მოდელებთან, როგორებიცაა: კაროლინა კურკოვა, ანია რუბიკი, კეროლინ მერფი,ფერნანდა ტავარესი და სხვები. დაინტერესებულია კალათბურთით და გოლფით.
Tyson Ballou

ტაისონს უყვარს ჭკვიანი და "ტკბილი" გოგონები, რომლებიც მზად არიან გადადგან პირველი ნაბიჯი. ის ამბობს, რომ თვალის ფერს და თმის ფერს მისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანაში ისურვებდა ცხოვრებას, პასუხობს:
"მე მიმოგზაურია ბევრ ქვეყანაში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ესპანეთი არის ის ქვეყანა, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ეს არის ძალიან კარგი ადგილი, მისი კულტურა და ხალხი ჩემთვის მომაჯადოვებელია."
Tyson Ballou

ტაისონი ამბობს, რომ მისი მისი ფანებისგან ძალიან დიდი სიყვარულს გრძნობს და მათ საკმაოდ კარგად ახასიათებს. მოდელს ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და საქმე, რასაც ემსახურება და ბედნიერს ხდის მას.

იმათ, კი ვისაც უნდათ წარმატების მიღწევა ურჩევს, რომ პირველ რიგში სჯეროდეთ საკუთარი თავის და არასდროს შეეცადონ შეცვალონ თავიანთი თავი.
Tyson Ballou
Tyson Ballou
Tyson Ballou
Tyson Ballou


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top