;
4 მაი 2013      Britain     12 კომენტარი     ნანახია 5352-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

აშკარაა, რომ 32 წლის კიმ კარდაშიანს ენატრება საკუთარი ტანი. 2 მაისს, მან გაავრცელა კენიესთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელმაც საკუთარი ეპატაჟურობის გამო პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს ფოტო 2011 წლის დასაწყისშია გადაღებული, მაშინ, როცა კიმი სინგლისთვის,“Jam (Turn It Up)” იღებდა მუსიკალურ ვიდეოს. მართალია, მაშინ კენიე უესტი მისთვის მხოლოდ მეგობარი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, კიმსა და კენიეს შორის გარკვეული გრძნობა ყოველთვის არსებობდა. იმ მოსაზრებას კი, რომლის მიხედვითაც კიმს საკუთარი ტანი ენატრება ისიც ადასტურებს, რომ ორსულობის დროს მან მსოფლიოს გაუზიარა უამრავი ძველი ფოტო. ერთ-ერთ ბიკინში გადაღებულ სურათს კი კარდაშიანმა კომენტარიც დაურთო : "მენატრები". წყვილი პირველ შვილს ზაფხულში ელოდება და როგორც ცნობილია, მისი გაჩენის შემდეგ დაქორწინებასაც აპირებენ. კიმსა და კენიესთან დაახლოებული პირი აცხადებს :"ახლა, როდესაც კიმი დამოუკიდებელი ქალია, მას სურს ქორწილი - მას უნდა, რომ იქორწინოს საკუთარი შვილის მამაზე". წყაროს მიხედვით, კიმს კენიეზე დაქორწინება რომანტიულ გარემოში, ღია ცის ქვეშ სურს. ისიც გახდა ცნობილი, რომ მომავალი დედა ოცნებობს ცერემონიის California’s Big Sur-ში ჩატარებაზე. ეს კი სწორედ ის ადგილია, სადაც შეყვარებულ წყვილს შეეძლება მოისმონოს ტალღების ხმა და იქორწინოს მთვარის ქვეშ.



23 წლის ამერიკელი მსახიობი, ბინდის ვარსკვლავი, კრისტენ სტიუარტი Balenciaga -ს სუნამოს სახე პირველად, 2012 წლის იანვარში გახდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ სუნამოს Florabotanica ერქმეოდა. თუმცა, როდესაც კრისტენის ძალიან ახლო მეგობარი და Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი, ნიკოლას ჯესკუიერი თანამდებობიდან მოიხსნა და მის მაგივრად ბრენდის დიზაინერად დაინიშნა ალექსანდრ უანგი, რუპერტ სანდერსის ცოლის, ლიბერტი როსის მეგობარი, ყველამ იფიქრა, რომ ადრინდელი სკანდალის გამო კრისტენი Balenciaga -ს სახე აღარ იქნებოდა. ეს ეჭვები გაქარწყლდა, რადგან 2 მაისს, New York magazine-მა გაავრცელა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ სტიუარტი სუნამოსთვის გამართულ კამპანიაში მონაწილეობას მეორედ მიიღებს. 2012 წელს, Women’s Wear Daily-სთან ინტერვიუში მსახიობმა Florabotanica-ს შესახებ განაცხადა : "მას აქვს რაღაც ნატურალური და ბუნებრივი. იგი არის ძალიან ცოცხალი. მე არასდროს დამისხია დედაჩემის სუნამო და არასდროს მიცდია ვყოფილიყავი სექსუალური. პირიქით, მე ჩემს ძმებთან ერთად მიყვარდა გართობა". კრისტენი კამპანიაში მონაწილეობის გამო თავს საკმაოდ იღბლიანად თვლის. აღსანიშნავია, რომ იგი ბრიტანული Glamour-ის მიერ მსოფლიოში ყველაზე კარგად ჩაცმულ ქალად დასახელდა, რითაც კრისტენმა უკან ჩამოიტოვა ემა უოტსონი და ქეით მიდლტონი,
სიახლეები ვარსკვლავების ცხოვრებაში

სიახლეები ვარსკვლავების ცხოვრებაში

სიახლეები ვარსკვლავების ცხოვრებაში

34 წლის ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ჯემი კინგი ორსულადაა. კინგი და მისი მეუღლე, კაილი ნიუმენი პირველ შვილს ელოდებიან. ინფორმაცია თვითოვ ჯემიმ დაადასტურა, იმით, რომ დაპოსტა ფოტო სადაც დაფიქსირებულნი არიან თვითონ, მისი მეუღლე და მათი ორი ძაღლი. მსახიობმა ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა: "ველოდებით ამ ფოტოში ახალი ბავშვის გამოჩენას". აღსანიშნავია ისიც, რომ კაილი და ჯემი 2007 წელს დაქორწინდნენ.

Men in Black 3-ით მიღებული შემოსავალი 624 მილიონ დოლარს შეადგენს. ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია Men In Black 4-ის გადაღების შესახებ.
სიახლეები ვარსკვლავების ცხოვრებაში

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

12


  • magda:):):) თქვა:
    5 მაი 2013 14:05 - ID: 12,
    კრისტენი love

  • ancho_ano თქვა:
    5 მაი 2013 06:29 - ID: 11,
    კრისტენი love

  • liliana თქვა:
    5 მაი 2013 02:24 - ID: 10,
    კიმიზე გული ამერია.... crying კრისტენი და მისი ჩაცმის სტილი უნდა დაწვა.. am am

  • Ggvantsa თქვა:
    4 მაი 2013 22:19 - ID: 9,
    კიმი, რაც არ უნდა ბოზი იყოს ეს ქალი, მაგარი ქალია lol

  • lul თქვა:
    4 მაი 2013 19:38 - ID: 8,
    კრის ბრაუნი მეტის არაა? ;d

  • MELINDA თქვა:
    4 მაი 2013 16:27 - ID: 7,
    კრისტენი როდის აქეთია კარგად ჩაცმულია? ჩვეულებრივ სურათებში სულ ბომჟივით აცვია და თმები ყოველთვის დასაბან-დასავარცხნი აქვს და წითელ ხალიჩაზე კიდე შავი ტიულისგან შეკერილ კაბებს და წვეტიან ფეხსაცმელებს ვერ გაცდა lol ეგ თუ მაგარი ჩაცმულობაა,მაშინ 2000-იანი წლების საქართველოს 90 პროცენტი მაგარი დონე ყოფილა თავის დროზე lol

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    4 მაი 2013 16:05 - ID: 6,
    აღსანიშნავია, რომ იგი ბრიტანული Glamour-ის მიერ მსოფლიოში ყველაზე კარგად ჩაცმულ ქალად დასახელდა, რითაც კრისტენმა უკან ჩამოიტოვა ემა უოტსონი და ქეით მიდლტონი.


    PFFF KIDDING???

  • shakira love me თქვა:
    4 მაი 2013 15:41 - ID: 4,
    კიმი დასუსტდა

  • dito თქვა:
    4 მაი 2013 15:40 - ID: 3,
    დღეს კიარა ხვალ აქ კრისს და ადელს დაბადების დღე wink wink

  • keetaa თქვა:
    4 მაი 2013 15:38 - ID: 2,
    ქანიე love კრის არაკაც ბრაუნს როგორ ვერ ვიტან

  • Mari.♫ თქვა:
    4 მაი 2013 15:25 - ID: 1,
    აღსანიშნავია, რომ იგი ბრიტანული Glamour-ის მიერ მსოფლიოში ყველაზე კარგად ჩაცმულ ქალად დასახელდა, რითაც კრისტენმა უკან ჩამოიტოვა ემა უოტსონი და ქეით მიდლტონი.

    გამეცინა დედას ვფიცავარ.

    კარგი ნიუსია.!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top