;

4 May 2013      Britain     Views 4848    
Category: Stars

მისი სრული სახელია ოსტინ რობერტ ბატლერი/Austin Robert Butler. 1991 წლის 17 აგვისტოს დაბადებული, ამჟამად 21 წლის ოსტინი არის საკამაოდ ცნობილი მსახიობი, მომღერალი და მოდელი. გოგონების გულთამპყრობელის ნახვა მრავალ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში არის შესაძლებელი. ოსტინს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა პეიტონ ლევერეტის როლმა ცნობილ სერიალ - Sharpay's Fabulous Adventure-ში. თუმცა, ასევე აღსანიშნავია ოსტინის მიერ შესრულებული სებასტიან კიდის როლი The CW -ს სერიალში, სახელწოდებით, ქერის დღიურები/The Carrie Diaries, რომელიც "სექსი დიდ ქალაქში"-ს თანამედროვე ვარიანტს მოგაგონებთ. ბატლერი მრავალ სხვა სატელევიზიო სერიალში გამოჩნდა. ასეთია მაგალითად "ჰანა მონტანა", სადაც მისი ხილვა რამდენიმე ეპიზოდში შეგიძლიათ. ეპიზოდური როლები მას ასევე ერგო აიქარლიში, Wizards of Waverly Place-სა და მრავალ სხვა სერიალში.

"ფილმი და სერიალი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ფილმის კარგი მხარე ისაა, რომ დასაწყისშივე იცი მისი მთლიანი შინაარსი. თუმცა სერიალში ისაა კარგი, რომ ყოველ კვირას კითხულობ ახალ სცენარს და ეს მას იდუმალს ხდის. "- ოსტინი

ოსტინ ბატლერი/Austin Butler


მომავალში წარმატებული მსახიობი დაიმადა კალიფორნიაში, ლორი ენისა და დევიდ ბატლერის ოჯახში. მას ჰყავს ერთადერთი უფროსი და - ეშლი. 13 წლის ასაკში ითანამშრომლა Orange County Fair-თან ანუ კომპანიასთან, რომელიც დაეხმარა დაემკვიდრებინა ადგილი სამსახიობო ინგუსტრიაში. ოსტინი მიხვდა, რომ ეს საქმე მოსწონდა და ტალანტის გასავითარებლად სამსახიობო კურსებზე დაიწყო სიარული. მეშვიდე კლასამდე, ოსტინი სკოლაში ჩვეულებრივად დადიოდა, მაგრამ შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სწავლა სახლში გაეგრძელებინა და მომავალი კარიერისთვის მიექცია ყურადღება. იგი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა ვანესა ჰაჯენს. მსახიობობის გარდა, ოსტინი მომღერალიცაა. უყვარს მუსიკა და კარგად უკრავს გიტარასა და პიანინოზე. ცნობილია, რომ იგი აგროვებს გიტარებს. ხოლო მისი ძირითადი ჰობია კალათბურთის თამაში. ზოგადად უყვარს ისეთი სპორტით დაკავება, რომელიცვარჯიშში დაეხმარება.
ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler

ოსტინ ბატლერი/Austin Butler


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top