;
7 მაი 2013      LohanFan     7 კომენტარი     ნანახია 2934-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ჰოლივუდის ერთ ერთმა ყველაზე ცნობილმა და საუკეთესო ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა ჰოლივუდის ერთ ერთ ყველაზე სკანდალურ მსახიობს. ლინდსი ლოჰანმა და პირს მორგანმა დაახლოებით 90 წუტი ისაუბრეს ლინდსის მთლიან ცხოვრებაზე და ყველაფერზე რაც ხალხს აინტერესებს.ნარკოტიკები,ალკოლოლური სასმელი,სექსუალური ორიენტაცია,ოჯახური დრამა და სხვა.ლინდსი ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში ძალიან წარმატებული ახალგაზრდა მსახიობი იყო რომელიც უდიდეს ფულს აკეთებდა,შემდეგ რაღაც რაღაცეების გამო მისი პირადმა ცხოვრებამ და კარიერამ დანგრევა დაიწყო. ლინდსი პირსს ამ 90 წუთის განმავლობაში ძალიან გულახდილად ელაპარაკა. შემოგთვაზებთ სრულ ინტერვიუს.





თავს როგორ გრძნობ ლინდსი?

- ძალიან კარგად,მადლობა.

ფილმაა " The Parent Trap" შენ ადრეულ ასაკშივე უდიდეს ვარსკვლავად გადაგაქცია. მე რომ რაიმე ძალა მქონდეს,უკან დროში დავბრუნებულიყალი და მეთქვა " ლინდსი შენ ვერ გაიარე ქასტინგი წარმატებულად და ვერ მიიღებ ფილმში მონაწილეობას." როგორ ფიქრობ რა შეიცვლებოდა?

-მე ძალიან გაბრაზებული ვიქნებოდი.

მაგრამ შეიცვლებოდა შენი ცხოვრება უკეთესისკენ?

-არა,მე ვფიქრობ რომ ყველაფერი გარკვეული მიზეზების გამო ხდება.

ანუ შენ არაფერს არ ნანობ?

-არა,მე სინანულის გარეშე ვცხოვრობ.არის რაღაცეები რაც არ უნდა გამეკეთებინა და შეცდომები რომლებიც დავუშვი და რომლებსაც დიდი სიამოცნებით შევცლიდი მაგრამ მე არ ვნანობ იმას რომ ეს შეცდომები დავუშვი რადგან მე ვისწავლე მათგან.


ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

არის დიდება ნარკოტიკივით?

-(იცინის) არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ დიდება ნარკოტიკივითაა,მაგრამ რაღაც მხრივ შეიძლება ასეც იყოს რადგან შენ დამოკიდებული ხდება დიდებაზე.მე ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ როდესაც გადაებებზე ვარ,ეს ჩემთვის ნამდვილი თერაპიაა.

შენი ადრეული ცხოვრება ქაოსური იყო,მამაშენი ხშირად მოიხმარდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.

-დიახ, ეს მართლაც ქაოსი იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა რამდეიმე თვის განმავლობაში შემდეგ კი ისევ ქაოსი იწყებოდა.

მე შევხვედრილვარ მამაშენს-ის მომხიბლავია.

-ვიცი,სწორედ ეს არის შემზარავი მის შესახებ.

მან თქვა რომ მამამისსაც ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან დაკავშირებით.

-ალბათ,მაგრამ მამაჩემი უფრო ხშირად იღებდა მათ.

კოკაინი?

-კი, ის არასოდეს შეიცვლება. ის უკვე იმ დონემდეა მისული რომ შენ უნდა შეეგუო იმას რაც არის. როდესაც მე ვცდილობ რომ ის კვლავ დავუკავშირო ჩემს ცხოვრებას და მასთან ურთიერთობა განვაახლო, იგი ნამდვილ ქაოსს ქმნის ჩემს ცხოვრებაში რომელსაც შემდეგ თავის სასარგებლოდ იყენებს. ეს სიგიჟეა.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


რამდენად სიგიჟე?

-მე არასოდეს არ მეშინობდა მისი, მაგრამ ჩემი და ალი (19 წლის) ძმა კოდი (16) და ძმა მაიკი (25 ) ყოველთვის დაშინებული მყავდა. ჩემი პირველი ინსტინქტი იყო, რომ ყოველთვის დარწმუნებული ვყოფილიყავი, იმაში, რომ ისინი და დედაჩემი კარგად იყვნენ.

მამაშენ ფიზიკური შეურაცხყოფა თუ მოუყენებია შენთვის ან შენი დედ-მამიშვილებისთვის?

-ჩემთვის არასოდეს, მაგრამ, მან ერთხელ ჩემს ჩმას ტელევიზორი ესროლა. ეს საშინელება იყო.

ამან შენზე როგორი ზეგავლენა მოახდინა?

-მე მუდამ დეპრესიაში ვიყავი. ყოველთვის შეშინებული და არასოდეს არ მქონდა დრო, რომ უბრალოდ მოვდუნებულიყავი. თერაპიამ მიშველა.

როდის გაიარე პირველად თერაპია?

-13 წლის ასაკში.მ ე მინდოდა ვინმესთან დამელაპარაკა, თან არ მინდოდა ჩემი პრობლემები დედაჩემისთვის მომეხვია.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


პირველად როდის დალიე?

-როდესაც 17 წლის ვიყავი.

მოგეწონა ?

-არა, მე თავს საშინლად ვგრძნობდი, გული მერეოდა. იმის მერე იმდენად შეშინებული ვიყავი რომ მთელი "High School" არაფერი დამილევია.

და იმ დროისთვის ნარკოტიკებს იკეთებდი?

-არა, არა, არა.

ანუ შენ შენი თინეიჯერული წლები "სუფთად" გაატარე?

- კი, მე და ჩემი მეგობრები ზოგჯერ ისე ვიქცეოდით თითქოს ნასვამები ვიყავით, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვხალისობდით. მე არასოდეს არ ვეწინააღმდეგებოდი მშობლებს, ვშრომობდი და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნდა. მე არასოდეს არ დავდიოდი სკოლის წვეულებებზე.

როდის აირია ყველაფერი შენს ცხოვრებაში?

- მაშინ როდესაც LA ში გადავედი საცხოვრებლად.მე დამაკავეს ჩემი პირველი DUI-სთვის ( მანქანის ტარება არაფხიზელ მდგომარეობაში) მაშინ 20 წლის ვიყავი და მანქანაში კოკაინი იპოვეს.იმ დღიდან მედია არ მეშვებოდა,ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც ნარკოტიკი მივიღე.მე კლიბს ვტოვებდი ხალხთან ერთად რომლებთანაც არ უნდა ვყოფილიყავი,კოკაინი გავიკეთე შემდეგ კი მანქანაში ჩავჯექი. ძალიან სულელურად მოვიქეცი.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის
ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


რამდენჯერ გაქვს კოკაინი მიღებული?

-ყველა ფიქრობს რომ მე რეგულარულად ვიღებ კოკაინს მაგრამ ეს ასე არ არის. მე კოკაინი 4-5 ჯერ მექნება მიღებული ჩემს ცხოვრებაში.

მართლა ?

-კი,მე არ მომწონდა ეს რადგან მამაჩემს მახსენებდა.მე 20-23 წლის ასაკში ოთხჯერ მქონდა მიღებული და აქედან ორჯერ გამომიჭირეს.

კოკაინის მიღებისას თავს კარგად გრძნობდი?

-არა, თავს რაღაც არაკომფორტულად ვგრნობდი.

მაგრამ ხალხისთვის რთული დასაჯერებელი იქნება ის რომ შენ კოკაინი სულ რაღაც 4 ჯერ გაქვს მიღებული.

-მაგრამ ეს სიმართლეა,მე არასოდეს მიმიღია ჰეროინი და არაც LSD. ესეთი რაღაცეები მაშინებს.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


მაშინ რა სახის ნარკოტიკები გაქვს მიღებული ?

- მარიხუანა რა თქმა უნდა,რომელიც საშინლად არ მომეწონა და ექსტაზი,მაგრამ მე ეს მხოლოდ ერთი ორჯერ მაქვს მიღებული ისიც განტვირთვისთვის.კოლეჯში სტუდენტები ექსტაზს მუდამ იღებენ.უნდა მცოდნოდა რომ როდესაც ყველა ხედავს შენს ქმედებებს,ეს არ უნდა გამეკეთებინა რადგან ყოველთვის გამოჩნდებოდა ვიღაც ვინ ამას ხალხს არასწორად მიაწვდიდა და ამით ფულს გააკეთებდა.

უცებ ყველაფერი ცუდად განვითარდა შენთვის. შენ იყავი 20 წლის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა მსახიობი და გახდი "Party Girl" -ი. რა ხდებოდა ამ დროს შენ თავში?

- მე მინდოდა ამისთვის ყურადღება არ მიმექცია.სწორედ ამან გამოიწვია ამდენი უბედურება.არავის მოსმენა არ მინდოდა.არავის არ ვენდობოდი.

არც დედაშენს?

-ის მეუბნებოდა რომ უნდა დამეტოვებინა LA და უკან ნიუ-იორკში დავბრუნებულიყავი. მე უნდა მომესმინა მისთვის მაგრამ არ მინოდა ნიუ-იორკში დაბრუნება რადგან იქ მამაჩემი იყო.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

ყველაფერს რაც შენ გადაგხდა მამაშენს აბრალებ?

-არა,მე არავის არ ვადანაშაულებ ჩემი თავის გარდა. მე უბრალოდ არ მინდოდა რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო,რადგან ის ქაოსს იწვევდა.ის არ იყო მამა. ერთხელ მე შევუსწარი კიდეც მას როდესაც ის დედაჩემს ბებიაჩემის სახლში ღალატობდა.

შენ მამაშენს ღალატისას შეუსწარი?

-დიახ,ის რამდენიმე დღე გაქრებოდა ხოლმე და მერე ისევ ბრუნდებოდა. ერთხელაც როდესაც ასეთი შემთხვევა იყო,დედაჩემს შევთავაზე ბებიაჩემის სახლში მივსულიყავით,იქნება მამა იქ იყო.ჩვენც მივედით მე მანქანიდან გადმოვედი რომ მენახა (დედა მანქანაში მელოდებოდა) და დავინახე მამაჩემი საცურაო აუზში ვიღაც ქალთან ერთად. სახლში შევირბინე,მისი მოწმობა ვნახე რომ გამეგო თუ ვინ იყო.უკან დაბრუნებისას თავს საშინლად ვგრძნობდი,ამის შესახებ დედაჩემს სახლში მისვლისას ვუთხარი. ახლა მამაჩემს იმ ქალისგან შვილი ჰყავს.

მამაშენი სვამდა,იღებდა ნარკოტიბსა და ღალატობდა დედაშენს,ამას ალბათ საშინელი გავლენა ჰქონდა შენზე.

-დიახ,ყველაზე მეტად მისი საქციელებიდან ის მეწყინა როდესაც მე და დედაჩემმა ვიჩხუბეთ,ამაზე მას დაველაპარაკე მან კი ჩვენი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მედიას მიჰყიდა. მე და დედა არასოდეს არ ვკამათობთ ხოლმე,ეს ჩვენი პირველი სერიოზული ჩხუბი იყო. თავს ცუდად ვგრძნობდი და მამაჩემს დავურეკე,მან კი ეს მედიას მიჰყიდა,რამაც ხალხს არასწორი შთაბეჭდილება დაუტოვა მე და დედაჩემის ურთიერთობაზე.ამან მე გული გამიტეხა.


ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

ის არა სტაბილურია?

-ნამდვილად,მას თერაპიის გავლა სჭირდება,ერთხელ ის რეაბილიტაციის კურსებს გადიდიოდა და იქინდა გამოაგდეს,ეს ერთადერთი რამაა რაც მე არ მომსვლია.

შენ ბევრს სვამ?

-არც ისე.მე არასოდეს ვყოფილვარ დიდი მსმელი. არასოდეს არ მქონიდა შემთხვევა რომ დილით ავმდგარიყავი და სასმელად წავსულიყავი.

ანუ შენ არ ხარ დიდი მსმელი,არ იღებ ხშირად ნარკოტიკებს მაშინ რაში გჭირდება რეაბილიტაცია?

-ამის ახსნა ყოველთვის მიჭირს.მე ვფიქრობ რომ არ არის ცუდი გამოყო დრო მხოლოდ შენი თავისთვის.ხალხს უნდა რომ მე ეს გავაკეთო.მე თუ ამას არ გავაკეთებ ისინი იგივე რაღაცეებს ილაპარაკებენ ჩემზე.არ იქნება ცუდი რომ სამი თვით წავიდე და დრო გავატარო ჩემს თავთან.

როგორ ფიქრობ შენ ეს გჭირდება?

-მე არ ვფიქრობ რომ მჭირდება სამი თვით გამოკეტვა.ეს არ არის რეაბილიტაცია.

რამდენჯერ გაგივლია რეაბილიტაციის კურსები?

- სასამართლომ ექსვჯერ გამაგზავნა რეაბილიტაციაზე.მე წიგნის დაწერაც კი შემიძლია ამის შესახებ.ჩემ სულ იქ გაგაზავნას არავითარი აზრი არ აქვს. პირველად როდესაც რეაბილიტაცია გავიარე,ეს უბრალოდ ხუმრობა იყო,დროის მოკვლა.


ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

შენ მართლა გსურს რეაბილიტაციის გავლა თუ ამას აკეთებ იმიტომ რომ ასეა საჭირო?

- მე ამას ვუყურებ როგორც დადებითს.შემდეგ მე დავბრუნდები და მზად ვიქნები სამუშაოდ,მაგრამ მე ვფიქრობ რომ უკეთესი რაღაცეები გაკეთებაც შეიძლებოდა ვიდრე რეაბილიტაცია. საუკეთესო რამ რაც კი შეეძლოთ მათ ჩემთვის დაევალებინა ეს იქნებოდა სხვადასხვა ქვეყენბში წასვლა და ბავშვებთან ურთიერთობა.

შენ არასოდეს არ გაგიკეთებია ასეთი რამ?


- კი ერთხელ,მაშინ როდესაც "I know you killed me" -ზე ვმუშაობდი,მაშინ ერთი წელი იყო გასული რაც არაფერი დამილევია,მაგრამ ყოველ დღე კოშმარები მესიზმრებოდა,ფილმის შინაარსიც დამთრგვნელი იყო.ამიტომ მე ასეთ ადგილას წავედი,იქ შემეძლო მშვიდად მეძინა თან ვირაცასთან გამება საუბარი.ეს მართლა დამეხმარა რადგან გადაღებებზე AA შეხვედრები მქონდა.

AA შეხვედრები? ანუ შენ ალკოჰოლიკი ხარ?

-არა ასე ვერ ვიტყოდი,მაგრამ მაშინ ახლაგაზრდა ვიყავი და მართლა ზომაზე მეტად დავდიოდი კლუბებში და მეტს ვსვამდი ვიდრე უნდა დამელია.

როგორ გააკრიტკებდი შენს თავს?

-ჩემი ორი DUI იყო ჩემი უპასუხისმგელობის ბრალი,სულელური შეცდომა იყო.ყველა ფიქრობს რომ მე ვარ ვიღაც გიჟი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი რომელიც ყველგან აგვიანებს და საშინლად იქცევა.მაგრამ ასე არაა.მე მართლაც პრობლემები მაქვს დროის განაწილებასთან და პანიკაში ვვარდები როდესაც ხალხი მავიწროვებს.მე ასე ვარ " მე ნახევარი საათით ადრე მოვალ შე თუ უბრალოდ ჩემს სივრცეს მომცემ და ყოველ ხუთ წამში არ დამირეკავ."


ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის
ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

შენ იცი როგორია შენი სექსუალური ორიენტაცია?

-კი,მე მომწონს ბიჭები.

ფიქრობ რომ ბისექსუალი ხარ?

-არა. მე მიყვარს ბიჭებთან ურთიერთობა.მაგრამ არის რაღაც განსხვავებული ქალებტან.როდესაც მე სამანტა რონსონთან ვიყავი,არ მინდოდა მისი დატოვება რადგან თავს მარტოსულად ვგრძნობდი,მაგრამ ეს ურთიერთობა ტოქსიკური იყო და მისი ოჯახი თითოეულ მის ნაბიჯს აკონტროლებდა.

შენ მასზე შეყვარებული იყავი ?

-მე დღემდე მიყვარს ის როგორც პიროვნება.

მაგრამ შენ იყავი შენ მასზე შეყვარებული ?

-კი ვიყავი.

გამოდის რომ შენ ნატურალი ხარ.

-არა მე არ ვარ ნატურალი,რადგან მე მქონდა ურთიერთობა გოგოსთან.ალბათ საჭირო იყო ამის გამოცდა,შემდეგ მე მივხვდი რომ რაღაც სხვას ვეძებდი.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


ბოლოს როდის მიიღე ნარკოტიკი?

-*პატარა პაუზა* ალბათ ერთი წლის წინ.რაღაც მარიხუანა.

ბევრი ?

-არა,რადგან მე სერიოზული ADD მჭირს,არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება,ამიტომ ადერალს ვიღებ,ექიმმა გამომიწერა,ეს მე მამშვდებს. გამიგია რომ ამას ზოგი ღამის გასათელენლად იღებს,ასევე მიიღებენ გოგონები რომლებაც წონის შენარჩუნება სურთ რადგან ადერალი შენს მადას კლავს,მაგრამ მე მუდამ ვჭამ!მე ეს გამომიწერეს რომ მშვიდად ვიყო და ნამდვილად მშველის.

რაიმე სხვა წამალსაც თუ იღებ?

-ტრანკვილიზატორს,რადგან ღამე არ მძინავს კარგად,მაგრამ ძალიან პატარა დოზას.


მაშინ როდესაც ბევრს სვამდი რა სახის ალკოჰოლურ სასმელს იღებდი ?

-მე ვსვამდი არაყს,ან რედ ბულს,მაგრამ რედ ბული თავის ტკივილებს იწვევდა და ღამე ვერ ვიძინებდი ამიტომ ამას აღარ სვამ,თუმცა დიდად არც მომწონდა მისი გემო.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


იმ ყველაფრიდან რაც შენ მითხარი,თუ ეს სიმართლეა შენ სულაც არ ჰგავხარ იმ "გაგიჟებულ ნარკომანს" ვიზეც მუდამ ვკითხულობ.

-მე არასოდეს არ ვყოფილვარ ნარკომანი და არც ვიქნები.უბრალოდ მიყვარს კლუბებში მეგობრებთან სიარული,ცეკვა და მუსიკის მოსმენა,ყოველთვის მიყვარდა,ვფიქრობ ეს სულაც არ არის უცნაური 26 წლის გოგოსთვის.


შეგიძლია სმის შეწყვეტა?

-კი,ეს არ არის რთული ჩემთვის.მე არ ვსვამ რეგულარულად,ჰიტ ლეჯერმა მითხრა რომ ერთი წელი არაფერი დამელია,რადგან ის ასე მოიცქა.მეც დავუჯერე და მთელი წელი არაფერს ვსვამდი,ეს არ წარმოადგენდა ჩემთვის პრობლემას. არ მენატრებოდა სასმელი,თავს კარგად ვგრძნობდი.მე შემიძლია შევწყვიტო სმა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ წლები გავა და რაიმე წვეულებაზე ვახშამზე ერთ ჭიქა ღვინოს არ დავლევ.

ყველა წერს რომ შენ სულ სვამ,შენზე მუდამ სხვადასხვა ჭორები დადის.

-მართალია,მოსამართლეების კი უჯერებენ ამ ჭორებს,სწორედ ესაა პრობლემა.

ჰოლივუდში ვინ იყო შენ მიმართ კარგი?

-მერილ სტრიპი.იგი რჩევებს მაძლებდა როგორც მსახიობს და მეუბნებოდა თუ რისი გამოსწორება და შეცვლა იყო საჭირო ჩემს თამაშში.მან ასევე მითხრა რომ ნიუ-იორკში უნდა დავრუნებულიყავი და ცოტა ხანი დედაჩემთან მეცხოვრა.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის
ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


მაგრამ შენ არ გააკეთე ეს,არა?

-მე არ შემეძლო ამის გაკეთება მაშინ.რადგან კანონის მიხევდით არ შემეძლო კალიფორნიის ფარგლებს გარეთ გასვლა.ჯემი ლი კურისიც ძალიან კარგად იყო განწყობილი ჩემს მიმართ.

ახლა თუ ხვდები ვინმეს ?

-როგორც ჩანს მე ვხვდები ჩემს მეგობარ მოს,ის პროდუსერია.

მართლა? თქვენ ერთმანეთს ხვდებით?

-არა, თითქოს ჩვენ ვიყავით ერთად მაგრამ არასწორი დრო იყო ამიტომ ჩვენ ისევ მეგობრები ვართ.მე სხვა ბიჭსაც ვხვდებოდი,მაგრამ ახლა ის არ არის აქ.მე მას მომავალ კვირას ვნახავ.არ ვიცი მე ახლა არ მაქვს მიზნად ურთიერთობა გავაბა ბიჭებთან.მე მინდა რომ ერთი-ორი წელი ვიმუშაო,შემდეგ დავოჯახდე,მყავდეს შვილები და მეუღლე.

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის


რომელი იყო ყველაზე ბედნიერი დღე შენს ცხოვრებაში ?

-ის დღე როდესაც გავიგე რომ "The Parent Trap"-ში როლი მივიღე.მე ძალიან ბედნიერი ვიყავი.

და ყველზე უბედური დღე?

-ის დღე როდესაც ციხეში ჩავჯექი და როდესაც დედაჩემის სახე ვნახე. მე 12 დღე დავრჩი იქ,შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავი და ოთხი დღე გადაბმულად ვტიროდი.

შენ ეს ესაა სამი თვის რეაბილიტაციის კურებს გაივლი და თავს გამოჰყოპ შენი თავისთვის.

-დიახ,ნიუ-იორკში ყოფნა დამეხმარა,დროს ოჯახთან ვატარებდი და მეტს ვიღებდი ამ ცხოვრებისგან.


ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

ლინდსი ლოჰანის ინტერვიუ პირს მორგანისთვის

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • Bimch თქვა:
    9 მაი 2013 17:03 - ID: 7,
    საცოდავი გოგოო.. მაგრამ, შეუძლებელია მთელი მსოფლიო აგიმხედრდეს და შენ უცოდველი კრავი იყო, როგორსაც ცდილობს გამოიყვანოს თავისი თავი))

  • Ana smiley თქვა:
    8 მაი 2013 10:45 - ID: 6,
    ragacnaerad shemecoda

  • ek-u თქვა:
    8 მაი 2013 10:28 - ID: 5,
    chemi gogoooo <3 <3 <3 <3

  • Hermione...♥ თქვა:
    7 მაი 2013 19:48 - ID: 4,
    მე პატარა, ჭორფლიანი და ჟღალთმიანი ლინდსი მიყვარდა და არა ისეთი ვულგარული бродяга, როგორიც ახლაა... კარგია, რომ გულახდილია და საკუთარ შეცდომებს ნანობს, მაგრამ "აღსარებიდან" მეორე დღესვე ძველ ცხოვრებას არ უნდა დაუბრუნდეს (რაც ბევრჯერ გაუკეთებია).
    ისე, ამერიკაში ტელეწამყვანი არ დატოვა, რომალთანაც გულახდილი მუსაიფი არ გაება და ბოლოს ალბათ მაია ასათიანთან ჩამოვა:D
    კარგი სიახლეა, ბევრი გიშრომია :)

  • ana_anano თქვა:
    7 მაი 2013 19:31 - ID: 3,
    ეს გოგო ან დიდი მატყუარაა ან კიდე მაგარი ცოდო რა აქვს გამოვლილი..
    შემეცოდა რანაირი მამა ყავდა.. მაგრამ მაინც ძალიან მომწონს როგორც მსახიობი <3

  • ANGEL თქვა:
    7 მაი 2013 19:14 - ID: 2,
    მამამისი.. ხო რა საშინელებაა:(
    ძლიერი უნდა იყოს და არ მისცეს თავს უფლება ასეთი გავლენა მოახდინოს მასზე

    ახლა სიახლეებს ვეცნობი ამანდა ბაინსი რა დღეშია! მაგას რა გვიან დაეწო ეს სელებრითი-კიდის იმიჯიდან გამოსვლის აბუნტება :)))

  • Lolipop.. თქვა:
    7 მაი 2013 18:44 - ID: 1,
    ლინდსი როგორ მიყვარსს, ზოგიერთი მისი ფილმი ბავშვობას მახსენებს. <3 ნიუსი კი ძალიან კარგი და სრულყოფილიია ყოჩაღ LohanFan <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top