;
8 მაი 2013      ta_mo     4 კომენტარი     ნანახია 1792-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ნიკოლა გესკერი 15 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ბალენსიაგას მოდის
სახლის კრეატიული დირექტორის თანამდებობას, ამ დროის მანძილზე მან არაერთი
კრიტიკოსისა თუ რედაქტორის აღფრთოვანება შეძლო მისი უსაზღვრო ფანტაზიითა და
ინოვაციური გადაწყვეტილებებით, რომლების მეშვეობითაც სეზონიდან სეზონამდე მკვიდრდებოდა
ახალი მოდური ტენდენციები. გასული წლის ნოემბრის თვეში კი ყველასათვის მოულოდნელად ნიკოლამ
შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო, მან ბალენსიაგას მთავარი დიზაინერის თანამდებობაზე
უარი განაცხადა. დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ, გესკერმა ჟურნალ System-თან ისაუბრა
ყველა იმ დეტალზე, რამაც აიძულა მოდის სახლის დატოვება.

Image.geotorrents.com

ნიკოლა ყოველთვის დიდი მოწიწებითა და პატივსიცემით უდგებოდა კრისტობალ
ბალენსიაგას მიერ დაარსებულ მოდის სახლს. " ჩემვის Balenciaga ერთ-ერთი ყველაზე
დიდი ისტორიის მქონე მოდის სახლია, მიუხედავად იმისა, რომ შანელი ბევრად უფრო გავლენიანი
ბრენდია არ ვფიქრობ რომ ბალენსიაგა ნაკლებ როლს თამაშობდა ინდუსტრიის განვითარებაში."


Image.geotorrents.com

" ადრე მე მსურდა რომ ბალენსიაგა ყოფილიყო კომერციული ბრენდი,
მაგრამ მოდის სახლის თავდაპირველ მფლობელებს წარმოდგენა არ ქონდა ვაჭრობაზე,
ეს უბრალოდ სასაცილოა, მათ ამ საქმესთან არაფერი აკავშირებდათ, მაგრამ მიუხედავად
ამისა ბევრ რამეზე გამოთქვავდნენ პრეტენზიას. სურდათ ახალი მაღაზიების გახსნა, რომლებიც
იქნებოდა აბსოლიტურად საშუალო დონის. ეს იყო სტრატეგია,რომელსაც მე ვერაფრით ვეგუებოდი,
ზუსტად ამ პერიოდში გავიგე თუ როგორ საუბრობდა ხალხი ჩემზე, ისინი იმეორებდნენ
დაუსრულებლად რომ ეს არ იყო ჩემი სტილი და თითოეული იდეა ეკუთვნოდა კრისტობალს,
ყველაფერი იმაზე მიმანიშნებდა რომ კურსი აღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ
სვლაზე, ვგრძნობდი როგორ ვიყინებოდი, თითქოს მათ ჩემი პიროვნების მოპარვა სურდათ. "


ნიკოლა გესკერი ბალენსიაგას დატოვების მიზეზებზე

" საბოლოოდ მე ჩემს თავს ვუთხარი რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ამის შესახებ
თავდაპირველად არავის არაფერს ვეუბნებოდი, მხოლოდ ჩემს უახლოეს მეგობრებს გავუზიარე
ჩემი იდეა. შესაძლოა ჩემი სახელი დიდხანს ასოცირდეს ბალენსიაგასთან, მაგრამ მე უკვე ამას
ნაკლებად განვიცდი, რადგან ჩემს წინაშე არაერთი კარია ღია."


ნიკოლა გესკერი ბალენსიაგას დატოვების მიზეზებზე

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

4


  • GrumpyCat თქვა:
    9 მაი 2013 20:25 - ID: 4,
    ბალენსიაგა არა :D

  • liliana თქვა:
    9 მაი 2013 14:43 - ID: 3,
    ეჰჰ .....ცუდია ..ისე კრისტენი რომ გეყოლება სახედ რაღაზეა ლაპარაკი....

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    9 მაი 2013 00:13 - ID: 2,
    როგორ მინდოდა ამ სიახლის დადება, მაგრამ თავი ვერ მოვაბი ენჯელი ჩემს გვერდზე არ მიშვებდა, ნიკოლა უკრეატიულესი ადამიანი სამყაროში, საოცარი ხედვით, რა თქმა უნდა ბრენდი გათვლილი უნდა იყოს კომერციულ მხარეზეც, მაგრამ სამუშაო გუნდი, რომელიც დიზაინერის სამუშაო სტრატეგიებს პატივს არ სცემს, სჯობს მართლაც წავიდეს მოდის სახლიდან. კარგია რომ გამოქვეყნდა, თამო:*

  • Aniutaa თქვა:
    8 მაი 2013 23:31 - ID: 1,
    ratqmaunda sadac Balenciagas axseneben iq sheudzlebelia es adamiani ar gagaxsendes,idzulebuli iko daetovebina modis saxli

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top