;
9 მაი 2013      ta_mo     7 კომენტარი     ნანახია 1915-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

დერეკ ბლასბერგმა, რომელიც მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი საჯარო
პირია, საზოგადოებას ყოველთვის ახალი პროექტებით ანებივრებს. საკუთარ ვებგვერდზე
მან განაახლა რუბრიკა "ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან", რომლის სტუმრიც ამჯერად
იტალიური ვოგის რედაქტორი ფრანკა სოცანი გახლავთ.

ინტერვიუ ლეგენდარულ ფრანკა სოცანთან

- საინტერესოა ვის თვლით მსოფლიოში ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად?

- ტილდა სუინტონტონს მივანიჭებდი ამ ტიტულს.

- და ვის თვლით ყველაზე მოხდენილ მამაკაცად?

- შონ პენს.

- ყოფილა ისეთო მოდური ტენდენცია, რომელსსაც გაუღიზიანებიხართ?

- არა, რადგან მე მათ ყოველთვის დიდი მოლოდინით ველი.

- რამდენ ხანს ანდომებ სასურველი სამოსის შერჩევას სახლიდან გასვლის წინ?

- ძალიან დიდი დრო მჭირდება მე ამისთვის.

- თუ შენი მეგობარი შემოსილია უგემოვნოდ და გეკითხებათ აზრს, ეტყოდით სიმართლეს?

- რა თქმა უნდა ვეტყოდი სიმართლეს.

- არის ეპოქა რომელში დაბრუნებასაც ისურვებდით?

- კი, რენესანსის ეპოქაში დავბრუნდებოდი სიამოვნებით.

- მოინახულეთ თუ არა ვალენტინოს ვირტუალური მუზეuმი?

- ნიუ-იორკში როდესაც გაიხსნა ეს ბრწყინვალე ნაგებობა, მე მაშინვე მოვინახულე იგი,
უბრალოდ აღფრთოვანებული ვიყავი სანახაობით.


ინტერვიუ ლეგენდარულ ფრანკა სოცანთან

- და რა იყო შენი ფავორიტი ექსპონანტი მუზეუმში?

- ეს იყო ცხოველური პრინტები.

- რას ფიქრობთ გარუჯულ სხეულზე?

- მე უპირატესობას თეთრ კანს ვანიჭებ.

- თქვენი საყვარელი ფერი.


- ლურჯი.

- თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გადასაღები მოედნიდან გაგვიზიარეთ.

- ეს იყო სტივენ მეიზელის მიერ გადაღებული ფოტოსესია სახელწოდებით Make Over Madness,
გადასაღებ მოედანზე საოცრება ხდებოდა, ეს ემოცია ენით აუღწერელია ჩემთვის დღემდე.


-არის თუ არა მოდა ხელოვნება?

- მოდა - ეს მოდაა!

- რომ არა თქვენი ამჟამინდელი პროფესია, რა საქმით დაკავდებოდით?


- სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.

- რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად?

- კითხვა.

- და რისი კეთება გძულთ?

- საქმიან შეხვედრებზე სიარული.


- წარსულში რომ დაბრუნდე, რა რჩევას მისცემდი საკუთარ თავს?

- არასდროს არ გათხოვდე.

ინტერვიუ ლეგენდარულ ფრანკა სოცანთან

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • magda:):):) თქვა:
    10 მაი 2013 13:24 - ID: 7,
    ჭკვიანი ქალია

  • QiQiTo:):) თქვა:
    10 მაი 2013 11:06 - ID: 6,
    საინტერესოა!

  • mary...p თქვა:
    10 მაი 2013 10:09 - ID: 5,
    მეც სიამოვნებით ვიცხოვრებდი რენესანსის ეპოქაში.. საოცარია უბრალოდ. ,#

  • psiqologia თქვა:
    9 მაი 2013 23:32 - ID: 4,
    - რას ფიქრობთ გარუჯულ სხეულზე%3F

    - მე უპირატესობას თეთრ კანს ვანიჭებ.
    მეც ასე ვფიქრობ და რატომღაც ამის გამო ყველა თვლის,რომ არაფერი მესმის სილამაზის :|

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    9 მაი 2013 23:18 - ID: 3,
    თამო კატეგორიის მითითება დაგავიწყდა, რაც შეეხება ფრანკას უზომოდ ნიჭიერი, ჭკვინი, და ყველას გეთანხმებით მომეწონა მეც სხარტი პასუხები.

  • NiNi_N თქვა:
    9 მაი 2013 21:14 - ID: 2,
    მომეწონა ინტერვიუ 'სწრაფი' და ამომწურავია, ზედმეტი ბოდიალისა და სიტყვების
    რახა-რუხის გარეშე! მიყვარს ასეთი 'პირდაპირი' ინტერვიუები ♥ კარგი ნიუსია ♥

    არასდროს არ გათხოვდე – მართლა მაგარი რჩევაა :)

  • liliana თქვა:
    9 მაი 2013 20:54 - ID: 1,
    ნამდვილად ჭკვიანი ქალია...სხარტი და აზრიანი პასუხებია...თუმცა ტილდაზე ვერ დავეთანხმები...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top