;
9 მაი 2013      lady_tamo     39 კომენტარი     ნანახია 7778-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში Huffington Post-ის მიხედვით

გავლენიანმა ინტერნეტ-პორტალმა Huffington Post-მა გამოაქვეყნა მოდის სამყაროში ყველაზე მეტად შეძულებული პერსონების სია. მართალია ეს სია არც თუ ისე დიდია, სამაგიეროდ საინტერესო და არაპროგნოზირებადია. მოდის სამყაროდან ყველაზე გემოვნებიანებს/მდიდრებს/ლამაზებს და სხვა თვისებებით შემკულ ადამიანებს ხშირად აკუთვნებენ სხვადასხვა სიებს, ხოლო გამორჩეული 'ტიტულის' მქონე ნიუსში მოცემულმა სიამ შემოიტანა მრავალფეროვნება. მაშ ასე, გადავხედოთ ყველაზე მეტად შეძულებულ მოდურ პერსონებს.



ანა ვინტური

Vogue US-ს მთავარ რედაქტორებს ბევრი ბოროტი ჭორი დადის. ის სრულიად არაპროგნოზირებადი, მკაცრი და ცივია, ხოლო მისი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ სხვადასხვა ქასტინგზე, უბრალოდ არაადეკვატურია. ერთ-ერთი ჭორის თანახმად, ერთმა გოგონამ კასტინგისთვის შესაბამის სამოსზე 8 ათასი დოლარი დახარჯა. თუკი ზოგი ამ ამბებს მხოლოდ ჭორს შეარქმევს, უტყუარი ფაქტია ის რომ ანა ვინტური გახდა ფილმ Devil Wears Prada-ს მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი...

ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში

ვიქტორია ბექჰემი

სახის მუდამ მკაცრი და ცივი გამომეტყველებით ვიქტორია ბევრ ადამიანში იწვევს ზიზღსა და სიძულვილს. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, მის ტანისამოსის იმოსება ნახევარი ჰოლივუდი. როგორც ვიქტორია ამბობს, სასტიკი და მკაცრი სწორედ მოდის სამყარომ გახადა. "მაშინ რატომ არ მიაფურთხებს ყველაფერს და დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას?" მსგავს შეკითხვას სვამენ Huffington Post-ის ჟურნალისტები.
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში


ოლივია პალერმო


ამ მომხიბვლელი და ერთი შეხედვით საყვარელი გოგონას ზურგს უკან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან სელებრითადაა აღიარებული, როგორც აღმოჩნდა, ბევრი სკანდალია. პირველი მათგანი ჯერ კიდევ 2007 წელს უკავშირდება, ჯერ კიდევ იმ პერიოდს როდესაც ოლივია ცდილობდა ნიუ-იორკის ყველაზე გავლენიან და მოდურ ხალხში მოხვედრილიყო. თუმცა მათი მხრიდან ოლივიას მცდელობას სასტიკი უარი მოყვა. ოლივიამ საკუთარი თავხედობის გამოსასყიდად ელექტრონული წერილი მიწერა გავლენიან ნაცნობებს. ეს წერილი ერთ-ერთმა ინტერნეტ-პორტალმა გამოაქვეყნა, რომელიც ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ, წაშლილი იქნა. ოლივიას იმიჯის გაფუჭება ასევე გამოიწვია მისმა მონაწილეობას MTV-ის ერთ-ერთ რეალითი-შოუში- "The City", სადაც ოლივია წარმოჩინდა როგორც არც თუ ისე მეგობრული და ამაყი არსება. ასევე ამბობენ რომ სწორედ ოლივიას იმიჯმა შთააგონა "Gossip Girl"-ის შემქმნელებს "გაფუჭებული მდიდარი გოგონას"- ბლერ უოლდორფის პერსონაჟი.

ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში

[center] ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში


მირანდა კერი

მოულოდნელია მირანდას ხილვა ამ სიაში მის შესანიშნავ გარეგნობას, მისაბაძ სტილს, საქველმოქმედო საქმიანობასა და კარიერული მიღწევებს თუ გავითვალისწინებთ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მასთან რთულია მუშაობა. სწორედ ეს იყო მისი ვიქტორია სიქრეეთიდან დათხოვნის მიზეზი : მირანდა მუდამ აგვიანებდა გადაღებებზე, ისტერიკას აწყობდა ცივ ყავაზე, ითხოვდა განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას. სწორედ მისი ვარსკვლავური ავადმყოფობა გახდავიქტორია სიქრეთიდან დათხოვნისა და იმიჯის გაფუჭების მიზეზი .

ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში


ჯოან რივერზი

ტელეშოუს Fashion Police-ის წამყვანი, 79 წლის ჯოანი ცნობილია პლასტიკური ოპერაციების კოლოსალური რიცხვით და უადგილო 'ხუმრობებით', რომლებიც მიმართულია ცნობილი ადამიანების მიმართ. მაგალითად მისი კომენტარი ადელზე, კერძოდ კი მის წონაზე: "ის ან უნდა დამშვიდდეს, ან უნდა დაიკლოს...მოდი შევხედოთ სიმართლეს თვალებში - ის მსუქანია!"

ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში
ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში

ჯონ გალიანო

აქ ლაპარაკიც ზედმეტია - მოდის სამყაროს საკმაოდ დიდხანს ემახსოვრება ჯონ გალიანოს ანტისემიტური განცხადებები, რომლის წყალობითაც 2011 წელს ის დიორიდან დაითხოვეს. ახლახანს ის მიიღეს Oscar De La Renta-ში, თუმცა კეთილი ნების ეს ჟესტიც ვერ დაარწმუნებს კრიტიკოსებს მისი იმიჯის გამოსწორებაში.

ყველაზე მეტად შეძულებული პერსონები მოდის სამყაროში



კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

39


  • sharona თქვა:
    9 მაი 2014 13:04 - ID: 39,
    ციტატა: Smiley :)
    ოლივია რომ გემოვნებიანი ქალბატონია, ამაზე მგონი ორი აზრი არ არსებობს, აი მისი ხასიათის შესახებ ვერაფერს ვიტყვი.. განსხვავებით ვიკისგან. ძაან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ჩანს მისი ნებისმიერი ინტერვიუდან. მირანდას რაც შეეხება, ამ ბოლო დროს თან და თან უფრო მომწონს. ეს სკანდალი უბრალოდ აგორებული ჭორების ბრალი მგონია, რაღაც არ ჩანს ეგეთი ამპარტავანი ადამიანი. ანა განუმეორებელია.. ისევე როგორც ჯონი.

    აუუუ რა ჯიგარი ხარ!

    ვგიჟდები ანა ვინტურზე..და საერტოდ ამ სიაში ვინც მოხვდა ყველა მათგანი მომწონს.ჯონი ხომ საერთოდ ლეგენდაა.მან შექმნა სრულიად განსხვავებული დიორი და ძალიან შეცდა ბრენდი ის რომ გაუშვეს! მესმის რომ არ უნდა მიეყენებინა შეურაცყოფა ებრაელი წყვილისთვის მაგრამ უნდა ავღნიშნო რომ ის ნასვამი იყო..და თან ამის გამო არ უნდა დაეთხოვათ დიორიდან..ვიქტორია მომწონს,მიუხედავად იმისა რომ ანას ბაძავს.მირანდა კი ვიქტორია სეკრეტის დედოფალი იყო.მაგრამ მერე რა რომ დატოვა ბრენდი.წელს მისი შემოსავლები 7 მილიონს გადასცდა და ჟიზელის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა..

  • Ggvantsa თქვა:
    13 მაი 2013 22:33 - ID: 38,
    ბექჰემის ეს მხოლოდ გარეგნული იმიჯია, თუ ერთი ინტერვიუ მაინც მოგისმენიათ ვერავინ იტყვის რომ მკაცრი და სწერვაა

  • Smiley :) თქვა:
    11 მაი 2013 21:27 - ID: 37,
    ოლივია რომ გემოვნებიანი ქალბატონია, ამაზე მგონი ორი აზრი არ არსებობს, აი მისი ხასიათის შესახებ ვერაფერს ვიტყვი.. განსხვავებით ვიკისგან. ძაან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ჩანს მისი ნებისმიერი ინტერვიუდან. მირანდას რაც შეეხება, ამ ბოლო დროს თან და თან უფრო მომწონს. ეს სკანდალი უბრალოდ აგორებული ჭორების ბრალი მგონია, რაღაც არ ჩანს ეგეთი ამპარტავანი ადამიანი. ანა განუმეორებელია.. ისევე როგორც ჯონი.

  • dalalo123 თქვა:
    11 მაი 2013 17:42 - ID: 36,
    გალიანო ყველაზე მაგარია და რაც არ უნდა გააკეთოს ყველა დიზაინერი ყოველთვის იღებს რაღაც დეტალს მისი ნამუშევრებიდან .

  • DreamerBaBi თქვა:
    11 მაი 2013 16:49 - ID: 35,
    თუ ბლერი ოლივიასგანაა წამოსული მაშინ მე მიყვარს ოლივია <3

  • Hellen თქვა:
    11 მაი 2013 16:00 - ID: 34,
    ვიიქტორია :3 ანა <3
    ჯონი ჩემთვის განუმეორებელია :) უდიდეს პატივს ვცემ , განსაკუთრებული და კრეატიული

  • dangerous თქვა:
    11 მაი 2013 15:58 - ID: 33,
    მირანდას აქ რა უნდა

  • nisi თქვა:
    10 მაი 2013 22:12 - ID: 32,
    ვიქტორიას სტილზე ვგიჟდები

  • tyemaladze თქვა:
    10 მაი 2013 21:49 - ID: 31,
    არ მიყვარს ვიქტორია

  • salome55555 თქვა:
    10 მაი 2013 21:40 - ID: 30,
    რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ არ დაუთხოვიათ ეს მირანდა ვიკტორია სიკრეტიდან.
    ოლივია ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სელებრითია ჩემთვის და ამ სიაში ნადვილად უადგილოა. მირანდაც ასევე

  • Lolipop.. თქვა:
    10 მაი 2013 21:23 - ID: 29,
    აქედან მარტო მირანდას ამოვიღებდიი, სულ ჭორებია.. და ყველაფერი გაბუქებული.. ნებისმიერს შეუძლია მოუგონონ ეგეთი რაღაცეები, მეტი რა საქმე აქვთ(FUF)

  • Deakoo თქვა:
    10 მაი 2013 21:14 - ID: 28,
    ვიქტორიაა :OOO არადა როგორ მიყვააარს <33\
    მირიი :OO არ ვიცოდიი თუ ეგეთიი იყოო


    _______________________

    Forever Twilighter <3
    I Love Nicki Minaj
    Hip-Hop
    Give Peace a Chance
    I Love Hunger Games

  • anuk-anuki თქვა:
    10 მაი 2013 20:38 - ID: 27,
    miranda datxovilia ubralod txoves rom iqet weliwads miego momawileoba shoushi :)))) auuu atana ar maqvs am gogosi ra, vitom sayvareli gimilit rom dadis sul http://en.wikipedia.org/wiki/Miranda_Kerr shegidzliat waikitxot :))))

  • Bao თქვა:
    10 მაი 2013 20:30 - ID: 26,
    მირანდა დაითხოვეს სეკრეტიდან%3F ძალიან ცუდია...ანასგან არ ველოდი ასეთი თუ იყო

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    10 მაი 2013 18:40 - ID: 25,
    ამ სიაში მირანდას და ოლივის გამოჩენა სრული სისულელეა, და სხვათა შორის მირი VS-იდან არ დაუთხოვნიათ.

  • anabani თქვა:
    10 მაი 2013 18:40 - ID: 24,
    არა მირანდა გაუშვეს ვიკტორია სიკრეტიდან

  • SicK As mY SecReTs თქვა:
    10 მაი 2013 16:59 - ID: 23,
    მიირანდა არ დაუთხოვიათ ვიქტტორიადან ♥ ;) ჭორი იყო ეგ :)) ოლივიას სერიალიდანვე ვერ ვიტანდი :D
    ანა ვინტური და ვიკი ♥ ♥

  • buzguna gogo თქვა:
    10 მაი 2013 15:23 - ID: 22,
    ვიქტორია და მირანდა ძაან მომწონს

  • ELE-elene თქვა:
    10 მაი 2013 14:18 - ID: 21,
    მე ვიქტორიას სტილი ძალიან მომწონს. ყოველთვის გემოვნებიანი და ელეგანტურია..

  • rihanna_mari თქვა:
    10 მაი 2013 13:42 - ID: 20,
    ვიქტორიას მართლაც ძალიან ცივი გამოხედვა აქვს.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top