;
14 მაი 2013      Johnny depp     13 კომენტარი     ნანახია 5203-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

კიანუ რივზი კიანუ რივზი
ერთი შეხედვით, ძველ მეგობარს ჰგავს და არა ჰოლივუდის ბორცვების ბინადარ სახელოვან ვარსკვლავს: უკიდურესად ბუნებრივია ქცევებში, გამოთქმებში, მანერებში, არ იპრანჭება საზოგადოების წინაშე და ხანდახან ზედმეტად მორცხვობს. ამასთან ყველაზე ნაკლებად სურს, თავისი ცხოვრება სხვებისთვის ყურმისაწვდომი და განსასჯელი გახადოს: ანდროგენული სილამაზის მიღმა უცხო ხალხის დაჟინებული მზერისგან ამ ადამიანის რთული და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროა დაფარული. "არავინ იცის, ვინ არის სინამდვილეში.". .მსახიობი კიანუ რივზი, სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობას ალბათ ყველაზე უკეთ, რომანტიული მელოდრამიდან "ტკბილი ნოემბერი" დაამახსოვრდა. სწორედ კიანუმ შეასრულა ამ ფილმში უკურნებელი სენით დაავადებული სიცოცხლისმოყვარული სარა დივერის იდეალური სატრფოს როლი, რომელიც ყველანაირ დათმობაზე მიდის საყვარელი ქალის გვერდით ყოფნის გამო. მას შემდეგ იყო ლეგენდარული "მატრიცა" და უნიკალური შესაძლებლობებით დაჯილდოვებული ნეო.mისტიკისა და ფანტასტიკის ჟანრისადმი სიყვარულით, კიანუმ კიდევ არაერთ ცნობილ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა ფილმი "კონსტანტინე", სადაც იგი ანგელოზებისა და დემონების ხედვის ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს ასახიერებს .თუმცა, ისეთი პიროვნებისთვის რომელიც პრაქტიკული, გაწონასწორებული და რეალისტი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას, ალბათ ცოტა უცნაურიც კია მისტიკისა და მელოდრამატულობისკენ ამგვარი სწრაფვა. ქალწული ხომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი რეალისტი და პრაქტიკოსია დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის. თუმცა თუკი კიანუ რივზის პირად ასტროლოგიურ რუკას გადავავლებთ თვალს, ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ მიზეზს თუ სად არის სინამდვილეში "ძაღლის თავი" დამარხული.

კიანუ რივზი
კიანუ რივზი
(რამდენიმე ფაქტი)

^ცაციაა. ბას-გიტარაზე მაინც მარჯვენა ხელით უკრავს.

^უყვარს ჰოკეის თამაში, კითხვა. მისი ჰობია სერფინგიც.

კიანუ რივზი

^სახელი მამამ “დიდი-დიდი” ძმის საპატივცემულოდ დაარქვა (რით იყო ის კაცი დიდებული, ცნობილი არ არის). Keanu — რომელიც დიდი ბაბუის სახელისგან Keaweaheulu მოდის, სიტყვასიტყვით ,,მთის გრილ ბრიზს’’ ნიშნავს.

^ჰყავს და - კიმი (დაიბადა ავსტრალიაში 1966 წელს). ასევე ჰყავს გერი და (დედისგან) კარინა მილერი (დაიბადა ტორონტოში 1976 წელს), მამისგან - გერი და - ემა (ჰავაიზე დაიბადა 1980 წელს).

კიანუ რივზი

^მამა ბოლოს 13 წლისამ ნახა. 1994 წელს სემი ციხეში 10 წლით ჩასვეს. თუმცა 1996 წელს პირობით გაათავისუფლეს, მაგრამ ეს კიანუსთვის უცხო ადამიანის ამბავი იყო.

^მუსიკა კიანუს ყოველთვის უყვარდა, თუმცა, ბას-გიტარაზე დაკვრა მხოლოდ 23 წლის ასაკში დაიწყო, ამ დარგში “ექსპერიმენტებს” ავტოფარეხში ატარებდა. 1991 წელს კინოშიც იღებენ და საგასტროლო ტურნეშიც დაჰყვება თავის როკ-ჯგუფ “Dogstar”-ს, შემდეგ გამოდის ჯგუფთან “Becky”, რომელიც 2003 წელს შეიქმნა.


კიანუ რივზი

თეთრი ქალაქელი ბიჭი საშუალო კლასის ოჯახიდან, უმამოდ გაზრდილი, ძლიერი დედის გვერდით და ორი მშვენიერი უმცროსი დის გარემოცვაში... კიანუ რივზი დაიბადა ბეირუთში. მამა გეოლოგი სემუელ რივზ, ხოლო დედა ინგლისელი მოცეკვავე პატრიცია ტეილორი. მსახიობის მშობლები ერთმანეთს ბეირუთში შეხვდნენ, მათ ქორწინებამ დიდ ხანს არ გასტანა. მალე პატრიცია კეანუსთან და მის უმცროს დასთან კიმთან ერთად, გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ის ცოლად მიყვება პროდიუსერს და რეჟისორს – პოლ აარონს.პატრიცია კიდევ ორჯერ გათხოვდა: პროდიუსერ პოლ აარონზე, როკ-მუსიკოს რობერტ მილერზე (რომლისგანაც 1976 წელს ქალიშვილი კარინა გაუჩნდა) და სალონების მეპატრონე ჯეკ ბონდზე, რომელსაც 1994 წელს დაშორდა. ოჯახმა რამდენიმეჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი: ნიუ-იორკი (აშშ), ტორონტო (კანადა), ავსტრალია, ლოს-ანჯელესი (აშშ).

კიანუ რივზი

თავად კიანუს სიტყვით, ყველა მისი მამობილი “კარგი კაცი” იყო, და თითოულმა საკუთარი წვლილი შეიტანა მომავალი ვარსკვლავის აღზრდაში. თუმცა, კიანუს ყველაზე ახლო მეგობრად ადრეული ბავშვიბიდან და – კიმი რჩება.როგორც მსახიობის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, გარდატეხის ასაკში მას საკმაოდ ხშირად ჰქონდა პრობლემები სკოლის მასწავლებლებთან. რასაც რამდენჯერმე სკოლის შეცვლის პრეცენდენტიც მოჰყვა. როგორც თავად მსახიობი იხსენებს, – "დაუმორჩილებელი ხასიათის გამო". ამ ფაქტს ახსნა მარტივად მოეძებნება, თუკი ჩვენ კიანუს რუკაში მერკურის პოზიციას გადავხედავთ. რეტროგრადული მერკური ხომ ძირითად შემთხვევაში ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ძალიან უჭირს (ან საერთოდ არ ეხერხება) გარშემო მყოფთა მხრიდან რჩევა-დარიგებების მიღება. იგი მუდამ საკუთარი წესებითა და პრინციპებით ცდილობს ცხოვრებას, რაც ხშირად უქმნის ასეთ პიროვნებას პრობლემებს ურთიერთობაში.

კიანუ რივზი

დემოკრატიულად ზრდიდნენ. საყვარელი გასართობი სათამაშო ხერხით ავეჯის ხერხვა იყო. თუმცა ეს პრობლემა დედისთვის ძალიან სასაცილო ჩანდა, შვილების ავადმყოფურ უცნაურობებთან შედარებით: კიანუსა და კიმის დისპეპსია სჭირდათ (რომელსაც ბევრი მისი გულჩათხრობილობის მიზეზად მიიჩნევს). ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები რამდენიმე ბგერას ვერ წარმოთქვამდნენ და პატრიკს ძალიან ეშინოდა, რომ ეს მათ ფსიქიკაზე ცუდად აღიბეჭდებოდა, არასრულფასოვნების კომპლექსს ასაზრდოებდა და დატანჯავდა. მაგრამ და-ძმა არ დანებდა და მოგვიანებით წუნდაუდებელ დიქციას მიაღწია.პირველი ნამუშევარი, რომელშიც კიანუმ რეჟისორების ყურადღება მიიპყრო, ამერიკელი მოზარდების რთულ ურთიერთობებზე გადაღებული სურათი მდინარის ნაპირი” (1987) გახდა

კიანუ რივზი

.თეატრისა და ჰოკეის ვნება, ყველა კანადელი ბიჭუნას “ავადმყოფობა”, სრულიად ნორჩს შეეყარა. “შაიბისა და ჰოკეის ჯოხის საქმეში” მეკარის შეუდარებელი ოსტატობისთვის კიანუს სკოლის გუნდში ”კედელს” ეძახდნენ. პროფესიონალი ჰოკეისტი არ გახდა, ერთ-ერთი კლუბიდან გამოუშვეს დახასიათებით: ზედმეტად რბილია მოედანზე. თუმცა, ეს გატაცემა მშვენივრად ეწყობოდა პირველ სამსახიობო ნაბიჯებს: ტორონტოს თეატრის სცენაზე (,,ცისფერი’’ პიესა ,,ბიჭი-მგელი’’ (1984)), სპორტულ დრამაში “ახალგაზრდა სისხლი” (1986) გადაღებებთან და სარეკლამო რგოლებთან.ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა 8 კლასის დამთავრების შემდეგ “მატრიცის” მომავალი გმირის კოლეჯში ჩარიცხვის მცდელობა. რამდენიმე სამუშაო ადგილი რომ გამოიცვალა , 17 წლის ასაკში საბოლოოდ გადაწყვიტა, თავი მსახიობის პროფესიისთვის მიეძღვნა.

კიანუ რივზი

მუსიკა, წიგნები და მოტოციკლები – ამის გარეშე, როგორც კინოს გარეშე, ცხოვრება ვერ წარმოუდგენია! შექსპირისა და დოსტოევსკის სიყვარული მის გულში თავისუფლად თავსდება ფაქიზ მზრუნველობასთან, რომელსაც ,,ფოლადის ბედაურების’’ - ნორტონის მარკის ორი მოტოციკლისა (1972 ,1974) და ბოლოს შეძენილი შავი ,,Porsche’’-ს მიმართ იჩენს. რისკისა და სიჩქარის სიყვარული ტოპანგას მიდამოებში კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მაგრამ გადარჩა და მხოლოდ დიდი ნაიარევი დარჩა სხეულზე.ბევრი კიანუს ბრალს სდებს ფილმების “განურჩევლობაში”, პროფესიონალური ალღოს არარსებობაში და, უფრო მეტიც, ტალანტის, ნიჭის უქონლობაში. მაგრამ მსოფლიო დიდება და პროექტების კომერციული წარმატება კიანუს ყველაზე ნაკლებად აღელვებს, - სიუჟეტის იდეა და განუმეორებელი, გადაულახავი ოსტატობის რეჟისორებთან და “ცეხის კოლეგებთან” მუშაობის საშუალება – არის ის, რითაც მისი მოხიბვლა და ცდუნება შეიძლება!..
კიანუ რივზი

,როცა ვთამაშობ, თავისუფალი ვარ...’

"ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება განხილვა"

,,როცა, ვგრძნობ, რომ თავისუფალი არ ვარ და არ მაქვს უნარი, გავაკეთო ის, რაც მინდა,
ამას უბრალოდ ვეწინააღმდეგები, ვებრძვი...”


კიანუ რივზი

ფილმში "მხარდამხარ" ფილმების შექმნის ტექნოლოგიებს განიხილავთ. მეტისმეტად სერიოზული თემა ხომ არ არის მსახიობისთვის?

- კინოში ახალი ერა დგება და ეს ყველას ეხება. ექსპერტები გვპირდებიან, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ ფილმების დეკორაციებს კი არ შექმნიან, არამედ "მსახიობ-კლონებს", რომლებიც ეკრანზე ვარსკვლავებს განასახიერებენ. მე და ჩემი კოლეგები კი შეიძლება საერთოდ უმუშევრები დავრჩეთ.

კიანუ რივზი

გეშინიათ უმუშევრობის?

- რასაკვირველია, თუმცა საქმე ესეც არ არის. ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იოლია სიყალბეებით გატაცება. მსგავსი ექსპერიმენტები შეიძლება ცუდად დამთავრდეს კაცობრიობისთვის. რა თქმა უნდა, ჩემში ლაპარაკობს ნოსტალგია ძველ კინემატოგრაფზე, მაგრამ ოპტიმიზმს არ ვკარგავ. რეჟისორებიც ხომ მეზღაპრეები არიან, ისინი ამბებს ჰყვებიან. და თუ სჭირდებათ რაღაც მნიშვნელოვანის მიტანა ადამიანებამდე, მოძებნიან ამის გაკეთების საშუალებას - ჩვეული მეთოდებით თუ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით.


კიანუ რივზი
კიანუს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ჩემი პროფესია ამის დროს არ ტოვებსო, ამბობს ხშირად. ხედავდნენ ბრიტანელ მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა დე კადენესთან, “Duran Duran”-ის სოლისტის, ჯონ ტეილორის ყოფილ მეუღლესთან. ეს ხანგრძლივი კავშირი იყო. ტაილორთან გაყრის შემდეგ რივზი და კადენე დაინიშნენ, მაგრამ ქორწილი არ შედგა.

განმარტოებული ცხოვრება ხშირად გამხდარა კიანუს სექსუალურ ორიენტაციაზე, ან რომელიმე მსახიობთან სავარაუდო რომანზე ჭორების გავრცელების საბაბი. თავად რივზი ამასთან დაკავშირებით გარკვევით არაფერს ამბობს – მხოლოდ იღიმება სარკასტულად და ჟურნალისტების დაჟინებულ არაორაზროვან კითხვებზე პასუხს ნახევრად ხუმრობით არიდებს თავს.

კიანუ რივზი
მძიმედ განიცადა საუკეთესო მეგობროს, რივერ ფენიქსის დაკარგვა. ისინი ბედისწერამ ხმაურიანი ფილმის “ჩემი პირადი შტატი აიდაჰო” გადასაღებ მოედანზე შეყარა – რივერი ნარკოტიკების ჭარბი დოზით დაიღუპა...,,ის ჩემთვის უფროს ძმასავით იყო"

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ნაკლებად სწყალობს ყვითელი პრესის წარმომადგენლებს და ზოგადად, ჟურნალისტების მიმართ არცთუ მაინცდამაინც კეთილმოსურნე დამოკიდებულებით გამოირჩევა, საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ, მან საკმაოდ სერიოზული პირადი ტრაგედია გადაიტანა. 2001 წლის აპრილში კიანუმ დაკარგა მეგობარი ქალი, ჯენიფერ საიმი რომლისგანაც ცოტა ხნით ადრე იგი ნანატრი ქალიშვილის დაბადებას ელოდა. სამწუხაროდ ბავშვი მკვდარი დაიბადა, ხოლო მოკლე ხანში დედაც საშინელი ავტოკატასტროფის მსხვერპლი გახდა.

2003 წელს კიანუს დის ლეიკემია (რომელიც დიდი ხანია, აწუხებს) პროგრესირებას იწყებს. ეს აიძულებს კიანუს, რომელიც საკუთარ თავშესაფარს სასტუმროს ნომრებს არჩევდა ხოლმე, სახლი იყიდოს და მძიმე ავადმყოფი და ახალ სახლში გადაჰყავს...ბავშვობაში კიმი და კიანუ ერთმანეთს არ შორდებოდნენ. კიანუ მთელი ღამე ვერ წყნარდეობდ ,როცა უფროსებმა მოატყუეს ვითომ კიმი ბაბუასთან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად, 9 წლის ბიჭი ისტერიკებში ჩავარდა და ცდილობდა საყვარელი და თავისთან დარჩენილიყო.მოგვიანებით, წლების მერე კიანუ ყველა შესაძლებელი საშუალებით ცდილობდა, დარჩენილი სიცოცხლე გაელამაზებინა სასიკვდილო სენით დაავადებული დისთვის. მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანს შეუძლია გაუტეხლად ბედისწერის დარტყმების გაძლება...

კიანუ რივზი

- მსახიობობამდე როგორ მიხვედით?

- დედაჩემი კოსტიუმების მხატვარი იყო. მამინაცვალი - თეატრის რეჟისორი. თუმცა ახლაც მიჭირს გაგება, ვინ ვარ სინამდვილეში. რაღაც მკარნახობს, რომ ჩემი ადგილი კინოშია, მაგრამ კონკრეტულად სად? მსახიობი? კი, აქ გარკვეული გამოცდილება მაქვს. პროდიუსერი? ეს საქმე მომწონს, მაგრამ ამ სფეროში ცოტა მაქვს გამოცდილება. რეჟისორი? აქ მთლად გზის დასაწყისში ვარ. იმედი მაქვს, სხვა რეჟისორები არ შეწყვეტენ ჩემს მიწვევას გადაღებებზე.



კიანუ რივზი
ცნობები ჯენიფერის სიკვდილთან დაკავშირებით

მსახიობი ჯენიფერის სიკვდილის გარემოებებმა შოკში ჩააგდო. ქალის სისხლში დიდი რაოდენობით კოკაინი აღმოაჩინეს. ჯენიფერი მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა. ქალი ცდილობდა დეპრესიას ნარკოტიკებით გამკლავებოდა, რადგან მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ბავშვი მუცელში დაეღუპა."იმ დღეს ჯენიფერმა ლონდონში დამირეკა. ის ისე ქვითინებდა, თითქმის ვერ ვარჩევდი რას მეუბნებოდა. მხოლოდ ის გავიგე, რომ ჩვენს გოგონას რაღაც დაემართა. სასწრაფოდ ლოს-ანჯელესში გავფრინდი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი პატარა მუცელში დაიღუპა. ექიმებმა მშობიარობა ხელოვნურად გამოიწვიეს. იქ ვიყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე", - იხსენებდა კიანუ რივზი მოგვიანებით.

კიანუ რივზი

იმაში, რომ მან ვერ შეძლო შეყვარებულის გადარჩენა, კიანუ თავის თავს ადანაშაულებს. ბოლო ათი წლის მანძილზე ის ჯენიფერს გლოვობდა. არავის არსად უნახავს რივზი მეგობარ ქალთან, თუნდაც მეძავთან ერთად. მსახიობი პრინციპულად უარს ამბობს ელექტონულ ფოსტაზე და წერილებს ძველებურად ფოსტით აგზავნის. მას შეუძლია ერთი თვის მანძილზე ტელეფონი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამორთოს; შუაღამეს ადგეს და ასობით კილომეტრი გაიაროს მოტოციკლით იმის გამო, რომ ოკეანის სანაპიროზე მზის ამოსვლით დატკბეს. მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რომ საკუთარი სახლი არ აქვს. ვინ შეძლებდა ოთხი წლის მანძილზე სხვადასხვა სასტუმროებში ცხოვრებას? მხოლოდ ჯენიფერს შეეძლო კიანუ რივზის ეს უცნაურობები გაეგო. "ჯენიფერი ჩემნაირი იყო. ის მე ყველაფერში მიგებდა. მისი მსგავსი ქალი არ არის და არც იქნება", - ამბობს რივზი საყვარელ ადამიანზე.

კიანუ რივზი

საკუთარი კომპიუტერი არასდროს ჰქონია. თუ მაინც მოუხდა ამ მანქანასთან ურთერთობა, ჭადრაკს თამაშობს. არაერთხელ უთქვამს, რომ უფრო მეტად კომპიუტერისა და ადამიანის ურთიერთობა აინტერესებს, ვიდრე თავად – კომპიუტერი. მისივე სიტყვებით, კიანუს ეშინია შვილების ყოლის იმიტომ, რომ ეს სამყარო აშინებს. თუმცა, თვლის, რომ იმ დონეზე შეუძლია სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც წინ გელის, სულ ერთი ხდება... სიბნელისაც ეშინია.

თუ დავივიწყებთ იმას, რომ რივზი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდის მსახიობია და წინაპირობების გარეშე შევხედავთ, ისევ მის უცნაურობებს წავაწყდებით. მისი კოლეგებიდან ზოგი ფულს ბიზნესში დებს, ზოგი - უძრავ ქონებაში, ზოგიც (ჯონი დეპივით) - გასართობ დაწესებულებებში. კიანუ კი ისეთ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ციდან ისე უცაბედად ჩამოუცვივდა სიმდიდრე, რომ არ იცის, რა უყოს. საინტერესოა, რომ სახლიც არ ჰქონდა, სანამ დას არ დასჭირდა პატრონობა.

კიანუ რივზი
დიდებასა და აღიარებას სიბინძურეც თან მოჰყვა. უკვე შემდგარი ვარსკვლავი, რომელმაც უამრავი ადამიანი გააკვირვა მრავაგვაროვნებით, ერთხელაც წუმპეში ამოსვარეს და ცისფერი-მეძავი უწოდეს. საბოლოოდ ეს ამბავი, თავისი მოწმეებით, სრული სისულელე აღმოჩნდა, ამგრამ ისედაც გულჩათხრობილი ადამიანისთვის, ეს საკმარისი აღმოჩნდა დასადუმებლად.ასეთია: ბევრისთვის განუმეორებელი გმირი, ჭადრაკის, საბალეტო ცეკვების, აღმოსავლური ფილოსოფიისა და კალიფორნიული fast-food-ის მოყვარული. სიმპათიურია, ჭკვიანი, ნიჭიერი, მომხიბვლელი და, ცოტა არ იყოს, იდუმალი.


კიანუ რივზი
-თქვენი წარმოდგენა სიყვარულზე

- ამ თემის გავრცობა არ მსურს. ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება ფართო განხილვა. ამაში მხოლოდ ორნი მონაწილეობენ.

- ძილის წინ რაზე ფიქრობთ ხო­ლმე?

- ახალ დღეზე.


კიანუ რივზი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

13


  • magda:):):) თქვა:
    16 მაი 2013 10:55 - ID: 13,
    ძალიან საინტერსო და ჭკვიანი კაცია ძალიან მომწონს <3 ძალიან კარგი ნიუსია

  • amanda თქვა:
    15 მაი 2013 22:52 - ID: 12,
    ვაიმეე,ვაიმეე თააკჩ აჯაფსანდალი კიარადაა ძაან მაგარიაა აუუ კი ვიცოდი კიანუს ცხოვრების შესახებ,მაგრამ შენ უფრო განვრცობილი გაქვს და ძაან მააგრი გამოვიდაა ;) აი კაცი რაა,ასეთი სიანტერესო და იდუმალი როა იმიტომაა მაგარიი,ესეთი კაცი მინდაა:))) <3 რამდენი რაღაც გადაიტანა ტიპმა რა :((

  • liliana თქვა:
    15 მაი 2013 16:35 - ID: 11,
    უკარგესი ადამიანია...სიახლეც მომეწონა

  • QiQiTo:):) თქვა:
    15 მაი 2013 13:57 - ID: 10,
    ნიუსი იყო ძალიან კარგი ბევრი ახალი რამ გავიგე!

  • MELINDA თქვა:
    15 მაი 2013 13:02 - ID: 9,
    უსიმპატიურესია და არ ბერდება :))

  • melanie თქვა:
    15 მაი 2013 00:40 - ID: 8,
    ძალიან კარგი მსახიობია მართლაც

  • G.B თქვა:
    15 მაი 2013 00:04 - ID: 7,
    მიყვარს ეს მსახიობი განსაკუთრებით point break ში იკ ძაან სიმპატიურია.

  • keetaa თქვა:
    14 მაი 2013 23:22 - ID: 6,
    მართლა ძაან უნიჭოა მაგრამ იმდენად სიმპატიურია რო ფარავს ყველაფერს

  • Tatia_M. თქვა:
    14 მაი 2013 23:01 - ID: 5,
    ერთ-ერთი მაგარი მსახიობიააა , ნიუსიი

  • psiqologia თქვა:
    14 მაი 2013 23:00 - ID: 4,
    ცაციაა, ჩემსავით
    ვაფასებ კიანუს,როგორც პიროვნებას მის შემოქმედებას არ ვიცნობ კარგად
    შესანიშნავი სიახლეა

  • kristi_ თქვა:
    14 მაი 2013 22:51 - ID: 3,
    მეზიზღება ეს კაცი.ისე სიმო კია » ძალიან მაგარი ნიუსა

  • Hermione...♥ თქვა:
    14 მაი 2013 22:48 - ID: 2,
    ამ კაცს ისეთივე სამსახიობო მონაცემები გააჩნია, როგორიც ერთუჯრედიან ლურჯ-მწვანე წყალმცენარეს:D სიმპათიურია, მაგრამ როგორც არტისტი, ჩემს თვალში ნულიც არაა, მინუსებში გადადის:D სამწუხაროა, რომ ბევრ სერიოზულ ფილმში მიაღებინეს მონაწილეობა, რადგან თავისი არაპროფესიონალიზმით ისეთი შედევრები შებღალა, როგორიცაა "დრაკულა" და "ეშმაკის ადვოკატი". სიახლე უნაკლოა, სულ ტყუილად წუწუნებდი და ბოდიში, რომ გაკეთება არ გაცალე:D <3

  • Johnny depp თქვა:
    14 მაი 2013 22:45 - ID: 1,
    ჰაჰ საბოლოოდ აჯაფსანდალი გამომივიდა, არაუშავს მოკლედ ამ კაცის გარეგნობით მოხიბლული ვარ. ყურებამდე შეყვარებული მის გამომეტველებაზე. აი კარიერაში კი ცოტა მოიკოჭლებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top