;

17 May 2013      ANGEL     Views 3947    
Category: Stars



უკრაინელი მომღერალი ლილუ ვეგა საქართველოში იმყოფებოდა, მისი საუკეთესო სიმღერები ღამის კლუბ “Bed Loung”-ში იქნა წარმოდგენილი. ავთერ- ფართი დასარტყამი ინსტრუმენტების უბადლო ოსტატებმა გახსნეს. თბილისის პუბლიკამ განსაკუთრებული სითბოთი მიიღო მომღერალ ლილუ ვეგას კომპოზიციები, განსაკუთრებით კი ახალი სიმღერა «Кто ты такой».




ივენთის ოფიციალურ პარტნიორებად ტურისტული კომპანია „M-Tour”-ი და
ავიაკომპანია “FlyGeorgia” წარმოგვიდგნენ.




მომღერალმა “Lilu Vega”-მ უკრაინის მოდის კვირეული 2013 გახსნა

უკრაინული მოდის კვირეულის - Ukrainian Fashion Games ფარგლებში, თბილისში Galleria Italiana -ში გამართულ ჩვენებაზე ლილუმ ასევე დახურა დიზაინერ თამუნა ზაუტაშვილის ჩვენება (ავთანდილ ცქვიტინიძემ და თამუნამ ქართული მხარე წარმოადგინეს). ამ დიზაინერის ტანსაცმელს და აქსესუარებს ატარებს რუსული მუსიკის პრიმადონა ალა პუგაჩოვა. პოდიუმზე ლილუმაც მოიხდინა ქართველი დიზაინერის შესანიშნავი სამოსელი.



ჩვენების მუსიკა სწორედ ლილუს ახალი კომპოზიციით იყო გაფორმებული, როგორც დიზაინერმა თამუნა ზაუტაშვილმა აღნიშნა ახალი კოლექციის შექმნის პროცესი სწორე ამ სიმღერით იყო შთაგონებული.





Ukrainian Fashion Games-ის სტუმრები




სიუჟეტი ლილუ ვეგას შესახებ მიუზიკ-ბოქსის ეთერში, სადაც საუბარია უკრაინელი მომღერლის სურვილზე აქტიურად შემოვიდეს ქართულ მუსიკალურ ბიზნესში და კონკურენციაზე ივანა მელაისთან.



Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top