;
20 მაი 2013      salome0789     10 კომენტარი     ნანახია 5037-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მამაკაცი



რაიან გოსლინგი ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე აღიარებული და დიდი ვარსკვლავია.
შეიძლება ითქვას რომ ის ახალი თაობის კერპია.

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი
რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი
რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი
რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი
რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი


გოსლინგმა მსახიობობა 8 წლის ასაკში დაიწყო. ის ერთ-ერთი მუშკეტერი იყო "Mickey Mouse Club"-ში კრისტინა აგილერას, ჯასტინ ტიმბერლეიკსა და ბრიტნი სპირსთან ერთად.



ახლა კი თვალი გადაავლეთ გოსლინგის მიერ ძლიერად შესრულებულ კინო როლებს.
პირველი სერიოზული როლი რაიანმა 2001 წელს ითამაშა ,, ფანატიკოსში“ (The Believer) სადაც ებრაელი ნაცისტის როლი ერგო. მის მერ შესრულებულმა მეამბოხე დენი ბალიტმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. Chicago Sun-Times -ის კრიტიკოსი როჯერ ემბერტი წერს : ,,რაიან გოსლინგი 22 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული და ძლიერი მსახიობია“.



ფართო აუდიტორიამ რაიანი გაიცნო და მათი გული დაიპყრო ნიკოლას სპარკსის ნოველის ეკრანიზაციით, The Notebook, 2004 სადაც ითამაშა რეიჩელ მაკადამსთან ერთად. ამ როლისთვის რაიანმა მიიღო მრავალი ჯილდო და ტიტული, როგორც Male Star of Tomorrow და Breakout Male - რაც საუკეთესო ახალ სახეს ნიშნავს, რომელსაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. ასეც მოხდა.

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი


2006 წელს რაიანი ოსკარზე იყო ნომინირებული როლისთვის ფილმში Half Nelson.
San Francisco Chronicle - ის რუთ სტეინმა მარლონ ბრანდოს შეადარა და აღნიშნა, რომ ვისაც არ ადარდებს დიდი მსახიობულრი შესრულება, გამოტოვებს ამ ფილმს. სამწუხაროდ, ,,ნახევრად ნელსონმა“ მხოლოდ 4 მილიონი მოაგროვა მსოფლიო მასშტაბით და შეიძლება ითქვას, რომ სეროზული კინო მოყვარულების გარდა, არავის უნახავს.



2010 წელს გოსლინგმა ითამაშა ,,ცისფერ ვალენტინში“ (Blue Valentine) მიშელ უილიამსთან ერთად. რაიანი და მიშელი ერთი თვე ცხოვრობდნენ ერთად ურთიერთ შეგუების მიზნით. ფილმში ნაჩვენებია წყვილის ყველაზე ბედნიერი და სამწუხარო მომენტები. მიშელ უილიამსმა განაცხადა, რომ მათი ერთად ცხოვრება იმდენად რეალური იყო, რომ ხელიდან ბეჭდის მოხსნა გაუჭირდა. მცირე ბიუჯეტიანი დრამა მეტწილად იმპროვიზირებულია მსახიობების მიერ. ,, ხანდახან ჩემს თავს ვახსენებდი რომ ფილმს ვიღებდი“ განაცხადა გოსლინგმა. რაიანი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე.



მსახიობის ყველაზე წარმატებულ ფილმად ამ დრომდე რჩება Drive - ი. ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა მსოფლიოში. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გოსლინგს უფლება ჰქონდა, აერჩია რეჟისორი თავისი ფილმისთვის. მისი მცდელობა წარმატებული გამოდგა. დანიელმა რეჟისორმა ნიკოლას ვინდინგ რეფნმა კანის კინოფესტივალზე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისურისთვის. პრემიერის შემდეგ კი აუდიტორია 15 წუთი უკრავდა ტაშს და ოვაციები არ ცხრებოდა. ,, რაიანმა მოახერხა ყველა ემოციის გადმოცემა დიალოგის გარეშე. მისი მოძრაობა, მისი თვალები, გამოხედვა ამბავს გიყვებათ “ განაცხადა რეფნმა. Chicago Sun-Times-ი წერს: ,,რაიან გოსლინგი 1960-იანი წლების ტრადიციული იკონური გმირია. ის არის ქარიზმატული, როგორც სტივ მაქქვინი და განასახიერებს გულწრფელობას. ,,ფანატიკოსში“ შესრულებული როლის შემდეგ, მან გამოიჩინა დიდი ნიჭი საინტერესო და ძლიერი პერსონაჟების შესრულების.“



გოსლინგმა ამავე წელს ითამაშა სტივ ქარელის კომედიაში ,, გიჟური, სულელური, სიყვარული“ (Crazy, Stupid, Love.) რაიანი მექალთანეს თამაშობს, რომელსაც ემა სთოუნის პერსონაჟი უყვარდება. ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილია სტივ ქარელის და გოსლინგის, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო დუეტს წარმოადგენენ კინოს ისტორიაში. ფილმი, რა თქმა უნდა, არ ამართლებს სათაურს და ის ერთ-ერთი ჭკვიანური კომედიაა, საინტერესო დიალოგებით. ,, ის საოცარი მსახიობია და არაჩვეულებრივი ადამიანი“ ამბობს სტივ ქარელი. რეჯისორი კი მას ასე აღწერს : ,, როცა ის პირველად ვნახე 5 წუთის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ ვიპოვეთ ჩვენი პერსონაჟი. ის 6 ფუტი სიმაღლის არის და რომ მოდის შარმი თან მოაქვს. ის ძალიან ჭკვიანია. ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მსახიობია ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია.“

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

გოსლინგი 2011 წელს ორჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსზე ,, გიჟური, სულელური, სიყვარულის“ და ჯორჯ კლუნის ,,მარტის იდებისთვის“. (Ides of March)
(მსახიობი ოქროს გლობუსზე არ გამოცხადდა, მიზეზი იყო ტაილანდში გადაღებები)

2013 წლის 29 აპრილს გამოვიდა კრიმინალური დრამა ,, ადგილი ფიჭვნარს მიღმა“ (The Place Beyond The Pines). მასში კიდევ მონაწილეობენ ბრედლი კუპერი, ევა მენდესი და დენ დეჰაანი. ფილმი ჰოლივუდში უკვე შერაცხეს, როგორც future classic.

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი


რაიანმა კი ყოვლისშემძლეს სტატუსი მოიპოვა, რადგან 1 თვეში ისწავლა მოტოციკლეტის პროფესიონალურად მართვა. ,, ჩემი მსახიობობის პერიოდში ამ ფილმის გადაღებების დროს ყველაზე დიდი გამოცდილება მივიღე“ ამბობს 32 წლის გოსლინგი. The Daily Telegraph - ის რობი კოლინმა ის ჯეიმს დინს შეადარა ფილმიდან Rebel Without A Cause.



რაიანი კიდევ ერთხელ შეუერთდა Drive-ის რეჟისორს და ახლა მათი ფილმი Only God Forgives კვლავ მონაწილეობს კანის კინოფესტივალის კონკურსში. საუკუნის ბრომანსი, როგორც ამას ჰოლივუდში ამბობენ, გრძელდება. ფილმის პრემიერა ფესტივალზე მაისის ბოლოს გაიმართება. ნიკოლას ვინდინგ რეფნმა განაცხადა, რომ დრაივი მათ ახალ ნამუშევართან შედარებით მერი პოპინსივით მოგეჩვენებათ.



გოსლინგი მუშაობს რეჟისორულ დებიუტზე How To Catch A Monster, სადაც მთავარ როლს კრისტინა ჰენდრიკსი ასრულებს. ფილმის გამოსვლა 2014 წლისთვის არის დაგეგმილი.

გოსლინგი მსახიობის გარდა არაჩვეულებრივი მომღერალია. მას ჰყავს საკუთარი ჯაზ ბენდი Dead Man's Bones. მისი შესრულებით You Always Hurt The One You Love შეგიძლიათ მოუსმინოთ ფილმში ,, ცისფერი ვალენტინი“





რაიანი გოსლინგი შორს არის პირადი სკანდალებისგან. ის ინტერვიუებში არასოდეს ლაპარაკობს თავის თავზე. აქვს იუმორის გრძნობა. ალბათ ამიტომაცაა რომ ის ჟურნალმა TIME 2011 წლის ,,ყველაზე მაგარ პიროვნებად“ დაასახელა. დიახ, ის ისეთი მაგარია, რომ მან უარი განაცხადა ამ ტიტულის მიღებაზე და ინტერვიუს არ დათანხმდა.

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი

რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი რაიან გოსლინგის ვარსკვლავური სტატუსი


2011 წლიდან ხვდება ევა მენდესს.



კატეგორია: ვარსკვლავები, მამაკაცი
Tags:

10


  • cuca :))) თქვა:
    16 თებერვალი 2014 18:34 - ID: 10,
    საყვარელია.. დღიურში მაგრა თამაშობს

  • Ana smiley თქვა:
    23 მაი 2013 20:24 - ID: 9,
    ნამდვილად უნიჭიერესი მსახიობიააა <3

  • taako_tak თქვა:
    22 მაი 2013 13:51 - ID: 8,
    ვგიჟდები ამ ბიჭზეეე...აუ ევაზე ბევრათ კარგი ქალი შეეფერება :(

  • salome55555 თქვა:
    21 მაი 2013 21:46 - ID: 7,
    ძალიან მომწონს ეს ბიჭი უნიჭიერესი მსახიობია.სიმპატიურია, ამ ბიჭისგან მოდის საოცრად დადებითი ენერგია. კიდევ რაღაცნაირი საყვარელი იუმორი აქვს. ევასთვის მენანება

  • ana_angel თქვა:
    21 მაი 2013 11:28 - ID: 6,
    vgijdebi <3 :*

  • mary...p თქვა:
    20 მაი 2013 22:21 - ID: 5,
    he's hot.. :D :D :D

  • Mari.♫ თქვა:
    20 მაი 2013 21:43 - ID: 4,
    როგორ უხდებიან ეგ და ევა :))))))

  • Lolipop.. თქვა:
    20 მაი 2013 21:15 - ID: 3,
    უდაოოდ ნიჭიერი მსახიობია და კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.. ნიუსიი სუპპერ <3

  • anna... თქვა:
    20 მაი 2013 19:56 - ID: 2,
    kargi bichia raiani nicheri msaxiobi magram ro gijdebian egre ar momowns

  • keetaa თქვა:
    20 მაი 2013 19:42 - ID: 1,
    dzaan nichieri bichia, magram evas rogor ar uxdebaaa sul sxvadasxvebi arian

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top